საჩხერეში დინამოს დუბლებიც დამარცხდნენ

პირველი წრის ბოლო მატჩი გაიმართა დუბლების ჩემპიონატშიც. ჩიხურას დუბლებმა დინამოს სარეზერვო შემადგენლობას უმასპინძლეს. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლი ჩიხურას კვერნაძემ გაუტანა. პირველი წრე დინამოს დუბლებმა 28 ქულით და მესამე ადგილზე დაასრულეს.
დინამო (დუბლები): კულუა, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, კირკიტაძე (კაპანაძე 46), ნემსაძე, ჩაკვეტაძე (აშორტია 80), ვეკუა, კვერნაძე (გეგეშიძე 78), ო. კობახიძე, ლილუაშვილი (ა. კობახიძე 64)

fcdinamo.ge

დინამო VS ჩიხურა – ურთიერთშეხვედრები

7 დეკემბერს ივანწმინდაში საქართველოს პირველობის მე- 15 ტურის მატჩი გაიმართება. საჩხერის ჩიხურა პირველი წრის ბოლო ტურში დინამო თბილისს უმასპინძლებს, მატჩი კი 14.00 საათზე დაიწყება.
დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 10 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე დიდი უპირატესობაა– 7 მოგება და 3 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 32/8 თბილისელთა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით – 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეექვსე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და დინამოს გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჯაბა დვალმა დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ ისევ ჰეთ–თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. ბოლო შეხვედრა დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ დასრულდა.
11 დეკემბერს ეს გუნდები ერთმანეთში საქართელოს სუპერთასს გაითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ დინამო და ჩიხურა შარშანაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სუპერთასის შეხვედრაში. ჩიხურამ 1:0 აჯობა თბილისელებს.

fcdinamo.ge

7 დეკემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 7 დეკემბერს დინამოელები პირველი წრის ბოლო შეხვედრას ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი ივანწმინდაში ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება და 14.00 საათზე დაიწყება.
7 დეკემბერს თავის ისტორიაში დინამოს 4 მატჩი აქვს გამართული. სამი მოგებაა თბილისელთა აქტივში და ერთი მარცხი პასივში. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 11/8 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

1977 წელს უეფას თასის 1/8 ფინალში გრასჰოპერსმა 4:0 აჯობა დინამო თბილისს.

1994 წელს დინამოსა და თელავის კახეთს შორის მატჩი 4:3 დასრულდა. ალექსანდრე იაშვილის დუბლს ორი გოლი გოჩა ჯამარაულმა და გიორგი დემეტრაძემ მიამატეს. 2003 წელს თბილისელებმა 5 უპასუხო გოლით მოუგეს ბათუმს. სანდრო იაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, რატი ალექსიძემ კი დუბლი. ხუთი წლის შემდეგ თბილისური დერბი ლოკომოტივთან დინამოელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები მათე ვაწაძემ და ილია სპასოევიჩმა გაიტანეს.

fcdinamo.ge

ჩისკო კარიერას ასრულებს

როგორ გაირკვა, თბილისის „დინამო“ ლეგიონერი ჩისკო კარიერას დეკემბერში დაასრულებს.

ესპანელი ნახევარმცველი მტკვრისპირელთა მაისურით ბოლო მატჩს 11 დეკემბერს ჩაატარებს, როდესას „დინამო არენაზე“ მისი გუნდი საქართველოს სუპერთასისთვის საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდება. მანამდე, 8 დეკემბერს, კახა გოგიჩაიშვილის ფეხბურთელები იმავე „ჩიხურას“ ივანწინდაში საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ „დინამოს“ ამჟამინდელი კაპიტანი თბილისელებს 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდში „ლურჯ-თეთრების“ 125 ნომერმა 77 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ჩისკო მუნიოზი მოედანზე 11-ჯერ გამოვიდა და გოლი 4-ჯერ გაიტანა.

კახა გოგიჩაიშვილი: „სამწუხაროა, რომ დავმარცხდით“

Fanebi.com-ი თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ შორის საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის მატჩისშემდგომ კომენტარებს გთავაზობთ.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს ბრძოლისათვის, მათ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. მადლობა გულშემატკივარსაც, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.

რაც შეეხება თამაშს, ბურთს, რა თქმა უნდა, „დინამო ფლობდა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და თამაშის აგებას კონტრშეტევაზე ვაპირებდით. ასეც მოხდა და ლოგიკური შედეგიც მივიღეთ. ბურთის ფლობაში შედეგის დათმობას არ ვგულისხმობ, პირიქით, ჩვენი მიზანი კონტრშეტევებზე თამაში იყო და მას ბიჭებმა თავი კარგად გაართვეს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა „გურიას“ დამრიგებელმა თემურ ლორიამ.

„გვქონდა მომენტები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, იმედგაცრუებულები ვართ. ალბათ, ძალების აღდგენა მთლიანად ვერ მოვახერხეთ. ამ მოკლე პერიოდში გუნდმა ოთხი მატჩი ჩაატარა, აქედან ორი გასვლაზე. წინა შეხვედრებთან შედარებით, სათანადო ფიზიკური კონდიციები გვაკლდა. წელს ჩემპიონატის ბოლო თამაში „ჩიხურასთან“ გასვლაზე გვაქვს, ვეცდებით, იქ წარმატებით გამოვიდეთ“, – განაცხადა „დინამოს“ თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა.

„დინამომ“ საკუთარ მოედანზე „გურიასთან“ წააგო

საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში თბილისის „დინამომ“ ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და, უპირატესობის მიუხედავად, ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

არადა, კახა გოგიჩაიშვილი გუნდის ფეხბურთელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს. მე-10 წუთზე მეტოქის კარის მიმართლებით ლაშა პარუნაშვილმა დაარტყა. ორ წუთში დინამოელებს უფრო კარგი შანსი ჰქონდათ, როდესაც მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი ლობჟანიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელის დარტყმულ ბურთს კი მეკარე ზუხბაია დაეუფლა. დინამოელებმა მეტოქის კარს 25-ე და 28-ე წუთებზეც დაუმიზნეს, თუმცა ორივე დარტყმა არაზუსტი გამოდგა. რამდენიმეჯერ წინ ლანჩხუთელებიც გამოირჩნენ, რამაც შედეგი 43-ე წუთზე მოიტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან კობა შალამბერიძემ შეუტია, ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ჩაწოდებულს კი ალექსანდრე კოშკაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. სათქმელია, რომ კოშკაძემ ყოფილი გუნდის კარში გოლი არ აღნიშნა. თუმცა, მასპინძლებმა წონასწორობა სწრაფად აღადგინეს, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილმა დაარტყა და „გურიას“ კარში ჩინებული გოლი გაიტანა – 1:1.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე კახა გოგიჩაიშვილმა ცვლილება გამოიყენა და ლაშა პარუნაშვილის ადგილი მოედანზე ირაკლი ძარიამ დაიკავა.

დიდ ხანს არც დინამოელთა სიხარული გაგრძელებულა. უპირატესობა ლანჩხუთელებმა მეორე ნახევრის მეორე წუთზევე დაიბრუნეს, როდესაც კვლავ სტუმართა რიგებში მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა შალამბერიძემ შეუტია – კობა მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა და საბოლოოდ შედარებით შორეულ დარტმულს მიგინეიშვილი ვერ გაუმკლავდა – 1:2. დარჩენილ დროში „დინამომ“ ოთხჯერ დაარტყა, ძირითადად მტკვრისპირელები მეტოქის საჯარიმოში აწვდიდნენ, მაგრამ ლანჩხუთელი მცველები ბურთს იგერიებდნენ. მე-60 წუთზე შერგელაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჩირგაძემ მიიღო, თუმცა გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. 79-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ირაკლი ძარიას გოლი არ ჩათვალა, რადგან მანამდე ჩისკოზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

საბოლოოდ, 1:2 და 29 ქულით „დინამო“ პირველ ადგილზე დარჩა, თუმცა ამჟამად თბილისელები გორის „დილას“ მხოლოდ და მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ. რაც შეეხება „გურიას“, ლანჩხუთელები 18 ქულით მეათე ადგილზე იმყოფებიან.

შემდეგ ტურში „დინამო“ ივანწმინდაში „ჩიხურას“ დაუპირისპირდება, ხოლო „გურია“ „სიონს“ მიიღებს.

დინამო – გურია 1:2 (0:1)

გოლები: კოშკაძე 43′, შალამბერიძე 47′ – შერგელაშვილი 45′

„დინამო“: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ხიზანიშვილი, გველესიანი, შერგელაშვილი, პაპავა (ჩისკო 53′), ცინცაძე, პარუნაშვილი (ძარია 46′), ლობჟანიძე (ჯანელიძე 72′), პაპუნაშვილი, ჩირგაძე

გურია: ზუხბაია, კილაძე, ხარაბაძე, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, ჯოჯუა, გაბრიჩიძე, კოშკაძე, მიქაბერიძე (წილოსანიმ 90′), შალამბერიძე (ინგოროყვა 82′), ლომია (კვერენჩხილაძე 90′)

გაფრთხილებები: გაბრიჩიძე 48’ მეგრელიშვილი 72’ პაპუნაშვილი 85’ ჭეიშვილი 89’ ლომია 89’ ჯანელიძე 90’ პაპუნაშვილი

დინამო საპასუხო მატჩისთვის ემზადება

დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართეს. ხვალ დინამო არენაზე თბილისელები დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას ქობულეთის შუქურასთან გამართავენ. მერვედფინალის პირველი მატჩი ზღვისპირეთში ფრედ 1:1 დასრულდა. გადამწყვეტი დაპირისპირება 15.00 საათზე დაიწყება. დინამო TV დღევანდელი მზადების ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.

 

”დინამოს” გამარჯვება და ”ტორპედო” – ”ზესტაფონის” უხვგოლიანი ფრე

დასრულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტურის კიდევ ორი შეხვედრა. თბილისის ”დინამომ” სტურმრად ზუგდიდელების დამარცხება შესძლო და კიდევ ერთი 3 ქულა მოიპოვა. თამაში დაძაბული გამოდგა, მაგრამ კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

”ზუგდიდი ” თბილისი ”დინამო” 1-2 
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი 70’  0:2 ჩისკო 88’  1:2 ლომაია 90’ 

უხვგოლიანი გამოდგა თამაში ქუთაისში. თამაში გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი მატჩშის მე-6 წუთზე გავიდა. გოლის ავტორი კი ”ზესტაფონელთა” მხრიდან მიშიკო სარდალიშვილი გახდა. ამ გოლის შემდეგ სიტუაცია რამდენიმეჯერ შეცვალა. საბოლოო შედეგი თამაში კი ფრე დაფიქსრდა 3-3.

”ტორპედო” ქუთაისი 3-3
0:1 მიშიკო სარდალიშვილი 6′, 1-1 ოლეგ მამასახლისი 22′,  1:2 გიორგი ილურიძე 26′, 2:2 ოლეგ მამასახლისი 35′, 2:3 ჯაბა დვალი 37′, 3:3 ოთარ კვერნაძე 63′.

ასევე გთავაზობთ მე-13 ტურის სხვა შედეგებსაც.
”გურია” 2-2 ”ჩიხურა”. 
გოლები 0-1  კორიფაძე 16′, 1-1 მეგრელიშვილი 53′,1-2 მეგრელიშვილი 80′, 2-2 ჭელიძე 90′

ცხინვალი 1-0 შუქურა
გოლი : 1-0 შინდაგორიძე 36′

 

„დინამოს“ დუბლები ზუგდიდში დამარცხდნენ

ზუგდიდში დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩი ჩატარდა. ზუგდიდის დუბლებმა დინამოს სარეზერვო შემადგენლობას უმასპინძლეს. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა არაერთი საგოლე შესაძლებლობა გაფლანგეს და საბოლოოდ თამაზ სამხარაძის გუნდი 25 ქულით დარჩა. დინამოელები ზესტაფონთან და გურიასთან ერთად მეორე ადგილს იყოფენ სატურნირო ცხრილში.

დინამო დუბლები: კულუა, კაპანაძე, ყურშავიშვილი (ა. კობახიძე 59), ლოჩოშვილი, ქანთარია (კობოური 57), ნემსაძე (აშორტია 69), გადრანი, ჩიხლაძე (ბარბაქაძე 80), ო. კობახიძე, კვერნაძე (გეგეშიძე 69), ლილუაშვილი

fcdinamo.ge

ზუგდიდი – დინამოს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც თბილისის დინამო 22 ნოემბერს ზუგდიდში, საწვრთნელი ბაზის მოედანზე ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას . ჩიგოგიძე და მაჩიტაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი კიკაჩეიშვილი შეასრულებს.

დინამოს მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 24 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისმა ცხინვალის სპარტაკი 6:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 19 ნოემბერს მეორე ლიგაში გამართული- ლიახვი 2:1 არაგვი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები სამჯერ გაამფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)

===========================================

უმაღლესი ლიგა – 126 თამაში / 534 ყვითელი / 24 წითელი / 36 პენალტი

პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

მეორე ლიგა – 24 თამაში / 64 ყვითელი / 3 წითელი / 8 პენალტი

საქართველოს თასი – 10 თამაში / 35 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

fcdinamo.ge

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი გაიხსნა (ვიდეო)

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლეგენდარული ფეხბურთელის მიხეილ მესხის ძეგლი გაიხსნა. თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ძეგლის გახსნას ცნობილი ადამიანები დაესწრნენ, მათ შორის ფეხბურთელის შვილიშვილი, მსახიობი მიხეილ მესხიც იყო.

Meskhi

წარმოგიდგენთ ძეგლის გახსნის ამსახველ ვიდეოს, რომელიც თავისი ფეისბუქის გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდმა გაავრცელა:

 

თბილისის „დინამოს“ დუბლებმა ბათუმელები დაამარცხეს

დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლების ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. თამაზ სამხარაძის გუნდმა ბათუმის დინამოს დუბლებს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა მეტოქე. საკმაოდ საინტერესო შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა გახსნეს ანგარიში, ნემსაძემ კი გაათანაბრა 31- ე წუთზე. მანამდე კობახიძემ ვერ მოახერხა თერთმეტმეტრიანიდან გათანაბრება. პირველი ტაიმის ბოლოს კვერნაძემ ითამაშა ზუსტად და დააწინაურა მასპინძლები. მეორე ტაიმში ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრეს ანგარიში 2:2. შეხვედრის დამატებულ დროში კი შეცვლაზე შემოსულმა აკაკი კობახიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა 3:2 თბილისელთა სასარგებლოდ.

დინამო თბ 3:2 დინამო ბთ (დუბლები)

დინამო თბ (დუბლები): ისიანი, კაპანაძე, კირკიტაძე (ქანთარია 55), გადრანი, ყურშავიშვილი, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე (აშორტია 55), ო. კობახიძე (ლოჩოშვილი 93), კვერნაძე, ლილუაშვილი (ა. კობახიძე 93)

fcdinamo.ge