“ზესტაფონის” ამხანაგური მატჩი თერჯოლელებთან

2014 წლის 29 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ზემოიმერლები თერჯოლის საფეხბურთო კლუბ “საპოვნელას” დაუპირისპირდნენ.

დღევანდელმა შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულთა შორის საკმაო ინტერესი გამოიწვია და დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის ტრიბუნებზე თავი 300-ზე მეტმა ადგილობრივმა და თერჯოლელმა ქომაგმა მოიყარა. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარ გუნდს დღეს ომარ მიგინეიშვილი, ნაემეკა აჯურუ და გიორგი კუხიანიძე ვერ ეხმარებოდნენ.

მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მეზობლებთან შეხვედრაში ასეთი შემადგენლობა დააყენა: მეშველიანი (კუპატაძე, 46), ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), თედორე გრიგალაშვილი (გურული, 46), ჭელიძე (ფერეირა, 46), ენდელაძე (გაგოშიძე, 46), გეწაძე (სარდალიშვილი, 46), მაკარიძე (შარიქაძე, 46), ჭანტურიშვილი (ჭანკოტაძე, 46), დოლიძე (კაკუშაძე, 46), კაპანაძე (ფანცულაია, 46), ტატანაშვილი (საბანაძე, 46).

პირველივე წუთებიდან მოყოლებული შეხვედრა მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. 26-ე წუთზე თავის გუნდი თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა. 36-ე წუთზე რევაზ გეწაძემ მეორედ აიღო თერჯოლელთა კარი, რასაც 38-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის მირე გატანილი კიდევ ერთი გოლი და 40-ეზე გრიგოლ დოლიძის ზუსტი დარტყმა მოყვა.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა, თუმცა ამ გარემოებას მასპინძელთა უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. 58-ე წუთზე მარგველთა უპირატესობა ხუთამდე გიორგი ფანცულაიამ გაზარდა; 60-ე და 68-ე წუთებზე კი ორი გოლი ნიკა საბანაძემ გაიტანა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 7-0.

7

1

2

3

4

5

6

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონმა” “საპოვნელას” ამხანაგურში 4:0 მოუგო

2013 წლის 20 ნოემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი გამართა. კლუბის ბაზაზე ჩატარებულ სპარინგ-შეხვედრაში ზესტაფონელები პირველი ლიგის წარმომადგენელ თერჯოლის საფეხბურთო კლუბ ”საპოვნელას” დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თერჯოლელებთან სპარინგში თავის გამოჩენის შანსი ერთბაშად 20 ფეხბურთელს მისცა. აღსანიშნავია ისიც, რომ მწვანე მინდორს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ალექსანდრე გურული. შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულთა შორის საკმაო ინტერესი გამოიწვია და მას 200-მდე ადგილობრივი და თერჯოლელი ქომაგი დაესწრო.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კვასხვაძე (მეშველიანი, 46), თორნიკე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა (კაჭკაჭიშვილი, 46), გაგოშიძე, კანდელაკი (კიკნაველიძე, 46), აჯურუ (რაჟამაშვილი, 46), ჭანტურიშვილი (სამუშია, 46), შარიქაძე (ენდელაძე, 46), ჭანკოტაძე (რეკრუკი, 46), გურული (სარდალიშვილი, 46), ლომია (კვერნაძე, 46).

ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა – უკვე 8-ე წუთზე თავის გუნდი ვახტანგ ჭანტურიშვილმა დააწინაურა. პირველი ტაიმი მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ თერჯოლელთა კართან შექმნილი მომენტების სიმრავლის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმი გამოდგა უხვგოლიანი. შეხვედრის 70-ე წუთზე ზესტაფონელთა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო ოთარ კვერნაძემ გახადა, 73-ეზე ლამაზი და ზუსტი დარტყმით თავი მოჰამედ რეკრუკმა გამიჩინა, ხოლო 76-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ დღევანდელ შეხვედრაში თავის მეორე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – “ზესტაფონის” გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური