ოქრიაშვილის “გენკი” ლიეჟში დამარცხდა

ბელგიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეულ შეხვედრას ლიეჟმა უმასპინძლა, სადაც ადგილოვრივ კლუბს “გენკი” ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

სტუმართა შემადგენლობაში მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა თორნიკე ოქრიაშვილმა.

30 ტურის შემდეგ “გენკის” ანგარიშზე 49 ქულით მე-7 პოზიცზეა.

თორნიკე ოქრიაშვილი “გენკის” კაპიტნის წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, თორნიკე ოქრიაშვილს კიდევ ერთი უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა.

7 მარტს, ბელგიის ჩემპიონატში “გენკმა” საკუთარ მოედანზე “ზულტე-ვარეგემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მასპინძელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და ის თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო.

Voetbalnieuws-ი წერს, რომ ოქრიაშვილი თამაშის თავის თავზე აღებას ცდილობდა და რამდენიმეჯერ თანაგუნდელებს პასიც არ გაუკეთა. ამ ყოველივემ “გენკის” კაპიტანი ტომას ბუფელი გააბრაზა და “ოქრის” უსაყვედურა. ბუფელს პასუხი ოქრიაშვილმაც გასცა და მოედანზე სიტუაცია დაიძაბა.

“ოქრიაშვილის მესმის. ის შეცვლაზე შემოვიდა და ბუნებრივია, თავისი შესაძლებლობების გამოვლენას ცდილობდა. ამ ინციდენტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან მატჩის დასრულების შემდეგ ყველაფერი მოგვარდა”, – თქვა ბუფელმა.

2

3

ოქრის 25 წუთი “ვარეგემთან” შეხვედრაში

ბელგიის პრო ლიგის 29-ე ტურში “გენკმა” საკუთარ მოედანზე “ზულტე-ვარეგემი” მიიღო. შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

“გენკის” მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა თამაში ქართვლების გარეშე დაიწყო. სათადარიგოთა სკამზე კი ჩვენებურებიდან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო, რომელიც მოედანზე 65-ე წუთზე სისეს ნაცვლად შევიდა.

29 ტურში მოპოვებული 49 ქულით “გენკი” მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

“გენკმა” ოქრიაშვილის გარეშე მოიგო

ბელგიის ჩემპიონატის 28-ე ტურში “გენკი” “ლიერსს” ესტუმრა და ორი უპასუხო გოლით მოუგო.

სტუმართა შემადგენლობაში არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს, რომელიც ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული იყო. განაცხადში არც ლუკა ზარანდია ყოფილა.

28 ჩატარებულ თამაშში მოპოვებული 46 ქულით “გენკი” მე-7 პოზიციაზეა.

ოქრიაშვილის “გენკმა” “ვესტერლოს” სძლია

ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში “გენკი” “ვესტერლოს” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 2:1 მოიგო.

სტუმრებმა თამაში ქართველი ფეხბურთელების გარეშე დაიწყეს. თორნიკე ოქრიაშვილს ალექს მაკლიშმა მხოლოდ დასკვნითი ნახევარი საათი დაუთმო. ლუკა ზარანდია კი გენკელთა განაცხადში არ ყოფილა.

როგორ შეასრულა ოქრიაშვილმა პენალტი ვარჯიშზე (ვიდეო)

თორნიკე ოქრიაშვილმა “გენკის” ვარჯიშზე პენალტი უცნაურად შეასრულა.

ოქრიაშვილი ძირითადში, ზარადნია – სკამზე

ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში “გენკი” “ლოკერენს” ესტუმრა და სამმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტაში დაეხმარა. მართალია, სტუმრები მე-2 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა “ლოკერენმა” მალევე გაათანაბრა და უპირატესობასაც ფლობდა. საბოლოოდ, შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულ და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

“გენკის” შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო თორნიკე ოქრიაშვილმა. კვალავ დებიუტის მოლოდინშია ლუკა ზარანდია. 18 წლის ქართველი მიმდინარე სეზონში უკვე მეშვიდედ იყო სათადარიგოთა სკამზე, თუმცა ალექს მაკლიშს მისთვის შანსი ისევ არ მიუცია.

“ვერდერის” სპორტული დირექტორი ოქრიაშვილის შესახებ გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა

ბრემენის “ვერდერის” სპორტული დირექტორი ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა.

როგორც ვებ-გვერდი kreiszeitung.de იუწყება, როუვენ შრიოდერმა ოქრიაშვილის მიმართ ინტერესი უარყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქრიაშვილის “ვერდერში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო. თუმცა ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტი ზამთარში კლუბს არ გამოიცვლის.

ოქრიაშვილის აგენტმა “ვერდერის” ინტერესზე კომენტარი გააკეთა

ბელგიური “გენკის” ქართველი მოთამაშის თორნიკე ოქრიაშვილის აგენტმა ბრემენის “ვერდერის” მხრიდან ფეხბურთელის მიმართ ინტერესზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 22 წლის შემტევი ნახევარმცველით გერმანული კლუბი დაინტერესდა, თუმცა როგორც მამე ამიროვი აცხადებს, ზამთარში ტრანფერის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა.

“ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არცერთ კლუბთან არ ვაწარმოებთ. ოქრიაშვილს რამდენიმე გუნდი აკვირდება. არის თუ არა მათ შორის “ვერდერი”? ვერ გეტყვით. თორნიკე ზამთარში “გენკში” იქნება”, – ციტირებს ამიროვის სიტყვებს Het Belang van Limburg-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ოქრიაშვილმა ბელგიის ჩემპიონატში 12 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ოქრიაშვილი “ვერდერს” უახლოვდება

ქართულ და უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით თორნიკე ოქრიაშვილი რამდენიმე დღეში, შესაძლოა, “ვერდერის” ფეხბურთელი გახდეს.

ბუნდესლიგის ბინადარი კლუბი უახლოეს მომავალში ელჯერო ელიას შეეელევა, მის შემცვლელად კი ბრემენში სწორედ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმს მოიაზრებენ.

მიმდინარე სეზონში ოქრიაშვილმა ბელგიის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და “გენკს” ერთი გატანილი გოლითაც დაეხმარა.

ოქრიაშვილი – ორი ყვითელი 11 წუთში

ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში თორნიკე ოქრიაშვილის და ლუკა ზარანდის “გენკი” “გენტს” სტუმრობდა.

ოქრიაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ქართველი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა და აქტიურადაც ჩაერთო მატჩის მსვლელობაში, თუმცა 73-ე და 84-ე წუთებზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო მოედნიდან ნაადრევად გავიდა და საკუთარი გუნდი უმცირესობაში დატოვა. საბოლოოდ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

“გენკის” მეორე ქართველი, ლუკა ზარანდია, განაცხადში არ ყოფილა.

ოქრიაშვილი პირველ გუნდში დააბრუნეს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილს კლუბის სასჯელი მოეხსნა. ქართველი ფეხბურთელი “გენკის” პირველ გუნდში დააბრუნეს.

ბელგიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდსი ცნობით ნაკრებიდან დაბრუნებული ოქრიაშვილი პირველი გუნდის სპეციალისტებთან მოემზადება რამდენიმე დღის განმავლობაში, რის შემდეგაც უკვე გუნდსაც შეურთდება.

ამასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ ბელგიაში უკვე ჩავიდნენ ფეხბურთელის დედა და ძმა.