ბელგიური “გენკის” ფეხბურთელები თორნიკე ოქრიაშვილი და ნგკონგკა ანელე ჩხუბის გამო დაისაჯნენ. კლუბის გადაწყვეტილებით ორივე ფეხბურთელს 10 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ. “გენკის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამით სანქციები ამოიწურა და მოთამაშეები გუნდიდან არ მოიკვეთებიან.
შეგახსენებთ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ფეხბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს. შემდეგ კი, ოქრიაშვილი ბელგიურმა პოლიციამ ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავა.
გუშინ საღამოს ოქრიაშილმა და ანელებ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს.