თორნიკე შენგელია fiba.com-ზე: “ოლიმპიადაზე გასვლის შანსი გვაქვს”

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩანახატი საქართველოს ეროვნული ნაკრების საოლიმპიადო შანსებთან დაკავშირებით, სადაც რესპოდენტად ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 23 წლის თორნიკე შენგელიაა.

სტატიას შემდეგნაირადაა დასათაურებული – „შენგელიას დიდი ოცნება“ და მასში ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსებზე საუბრობს, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს…

ჟღერს ხმამაღლა, რომ ქართველ კალათბურთელებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ცნობილი ვარსკვლავი თორნიკე შენგელიაა, შესწევთ ძალა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდნენ. შენგელიას სჯერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ამას მოახერხებს.

საქართველო ბოლო წლებში ახერხებს ევროპის ჩემპიონატებზე გასვლას და იქ ღირსეულად ბრძოლას, მაგრამ ოლიმპიადა? ამისთვის მათ პლეი ოფში გასვლა და იქ წარმატებული თამაში მართებთ.

საქართველო ჯერჯერობით ვერ ჩაითვლება ძველი კონტინენტის ლიდერთა შორის.

როცა შენგელიას საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსზე დავეკითხეთ, მან გვიპასუხა: „ვფიქრობ, უფრო გვაქვს ოლიმპიადაზე გასვლის შანსი, ვიდრე ვთქვათ, რომ იქ ვერ მოვხვდებით. თუკი გამოვავლენთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ამას მოვახერხებთ, თუმცა ამ ეტაპზე მაღალ შედეგებზე არ უნდა ვიფიქროთ. საჭიროა თითოეულ, ყოველ მომდევნო თამაშზე ორიენტირება. ნაბიჯ-ნაბიჯ, გამარჯვებებით უნდა ვიაროთ და ვნახოთ, რამდენად შორს წავალთ“.

ოლიმპიადაზე გასასვლელად საქართველომ გადადგა პირველი ნაბიჯი, როცა ევრობასკეტ  2015-ზე მოხვდა. ძველი კონტინენტის პირველობასთან ერთად ეს გახლავთ 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი. ევროშესარჩევ ტურნირზე, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 6-დან 4 მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შენგელია თანაგუნდელთა შორის უმეტეს – 18.2 ქულას აგროვებდა. ჩეხეთმა და უნგრეთმა საქართველოს მსგავსად ჯგუფში 4 თამაში მოიგეს, მაგრამ პირველობა ურთიერთშეხვედრების ხარჯზე საქართველოს ერგო.

შენგელია, რომელსაც გასულ 2 სეზონში „ბრუკლინ ნეთსში“ დიდი სათამაშო დრო არ ეთმობოდა, შესარჩევ მატჩებში ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო.“შესაძლოა, მე არ მიწევდა ბევრი თამაში, მაგრამ ჩემი თანაგუნდელებისგან ვსწავლობდი ძალიან ბევრს როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ. „ბრუკლინში“ მე დავაგროვე დიდი გამოცდილება – აღნიშნავს შენგელია.

თორნიკე შენგელია სასარგებლოა ეროვნული ნაკრებისთვის და ნაკრები სასარგებლოა შენგელიასთვის. მწვრთნელთა შტაბს და თანაგუნდელებს თორნიკესი სწამთ და სჯერათ. „როგორც მოთამაშეს, მე მენდობიან საქართველოს ნაკრებში და ეს ჩემს თვითრწმენას აძლიერებს. ასე რომ, ვაპირებ მომავალ სეზონში თამაშს, თუ ამაში ხელი ჯანმრთელობამ არ შემიშალა. ძალიან მიყვარს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში და გუნდის დახმარება. მოუთმენლად ველი სანაკრებო მატჩებს“ – აცხადებს ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ჯგუფში ხორვატიასთან, საბერძნეთთან, მაკედონიასთან, ჰოლანდიასთან და სლოვენიასთან მოხვდა. საუკეთესო 4 გუნდი პლეი ოფში – მერვედფინალში გავა.

კარიერული წინსვლისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო შენგელიას ევროპაში დაბრუნება, სადაც მას თამაშისა და სრულყოფის მეტი შესაძლებლობა ექნება. გასულ ზაფხულს შენგელია  „ლაბორალ კუჩას“ შუერთდა და ესპანურ კლუბში წარმატებულად თამაშობს.

gbf.ge

შენგელიას MVP-ს სტატუსი ვიტორიელებს “მურსიას” დასამარცხებლად არ ეყოთ

თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა. ქართველი ფორვარდის „კუჩა ლაბორალი“ სტუმრად „მურსიას“ ეთამაშებოდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მაინც მოახერხეს – 93:88.

შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. 16 ქულით თორნიკე ვიტორიული გუნდის ბომბარდირი გახდა და მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე უკეთესი ჰქონდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა,მოედანზე გატარებულ 23:01 წუთში კი 16 ქულა, 3მოხსნა და 1 პასი მოაგროვათოკომ 4-დან 3ორქულიანი, ორივე სამქულიანი და ოთხივესაჯარიმო ჩააგდობურთი 4-ჯერ დაკარგაერთხელდაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღომისწინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს ბერტანსი (14),ჯეიმსი (13) და აივერსონი (12) ასცდნენმურსიელებსკი ვუდმა ულიდერარომელმაც 11-დან 6 სამქულიანიჩააგდო და თავი 26 ქულას მოუყარა.

შენგელიას გუნდს 5 მოგება და 7 მარცხი გააჩნია და ესპანურ პრიმერადივიზიონში, სადაც 18 გუნდი თამაშობს, მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 28 დეკემბერს, „ლაბორალი“ „სევილიას“ უმასპინძლებს.

gbf.ge

შენგელია ევროლიგის მეორე ეტაპზე ფაცაცაიასა და მარკოიშვილთან ერთად

თორნიკე შენგელიას „კუჩა ლაბორალი“ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დამარცხდა, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. ვიტორიელებმა საჭირო გამარჯვებები 2 განვლილ ტურში მოიპოვეს და დღევანდელ მატჩში წაგებით ბევრი არაფერი დაუკარგავთ.

შენგელიას გუნდი ბელგრადში „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდა და 82:90 წააგო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, მოედანზე კი 12:47 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სხვა ღირებულების სროლა კი არ განუხორციელებია.

5 მოგებითა და 5 წაგებით „ლაბორალმა“ D ჯგუფში ასპარეზობა მე-3 ადგილზე დაასრულა და 30 დეკემბრიდან 8-გუნდიან მეორე ჯგუფურ ეტაპზე ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდთან“ და მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-სთან ერთად იასპარეზებს.

gbf.ge

შენგელიას 8 ქულა 14 წუთში და გამარჯვება “ფუენლაბრადასთან”

თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაში წარმატებული თამაში შიდა ჩემპიონატშიც გააგრძელა. „კუჩა ლაბორალმა“ ესპანეთის უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში „ფუენლაბრადას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 77:71 იმარჯვა.

შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრებმა 9 ქულით მოიგეს.“ფუენლაბრადა“ ბოლო წუთებამდე არ ტყდებოდა, თუმცა საბოლოოდ წაგებას მაინც ვერ გადაურჩა. ვიტორიელებმა მობილიზებით ჩაატარეს მატჩის დასკვნითი წუთები და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 14:32 წუთი გაატარა. შენგელია დროის სიმწირის კვალობაზე საკმაოდ შედეგიანი იყო და პირად ანგარიშზე 8 ქულა ჩაიწერა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად შენგელიას 2 მოხსნა დაუგროვდა.

ვიტორიელთაგან 15 ქულით საუკეთესო ფრანგი ფაბიენ კასერი გახლდათ, მისმა თანამემამულე ტომას უერტელმა კი 13 ქულა მიითვალა. ფუენლაბრადელთაგან 23 ქულით ენდი პაკო იყო საუკეთესო, თუმცა მისმა გარჯამ სტუმრებს ვერ უშველა.

შენგელიას გუნდს 5 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და 18-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 21დეკემბერს, ვიტორელები სტუმრად „მურსიას“ ეთამაშებიან.

gbf.ge

შენგელიამ “ლაბორალს” “ვალენსია” დაამარცხებინა და ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაუნაღდა

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში და ვიტორიული „ლაბორალის“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ევროლიგაში. ბასკურმა გუნდმა თანამემამულე „ვალენსიას“ უდაძაბულეს მატჩში 93:89 აჯობა და ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაიფორმა.

სასიხარულოა, რომ ვიტორიელებმა ამ გამარჯვებას ქართველი ფორვარდის დიდი თანამონაწილეობით მიაღწიეს. თორნიკე შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი მონაგარი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

არადა, თორნიკემ არცთუ ბევრი – 25 წუთი ითამაშა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, ყველაზე შედეგიანი გამხდარიყო. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 ერთეული შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.

თორნიკემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 25 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. შენგელიამ 6-დან 5 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ქართველი ლეგიონერის შემდეგ შედეგიანობით ფრანგი ფაბიენ კასიე მოდის, რომელმაც შენგელიაზე 10-ით მეტი, 35 წუთი ითამაშა და 21 ქულა დააგროვა. ვიტორიელთაგან 10-ქულიანი ზღვარი ფერნანდო სან ემეტერიომაც დაძლია – 13 ქულა.

ვალენსიელებმა, რომლებმაც „ლაბორალს“ გასულ კვირას ესპანეთის ჩემპიონატში იოლად მოუგეს, ამჯერადაც გამარჯვებას ეშურებოდნენ, რადგან ეს იყო მათი ბოლო შანსი. ვალენსიელებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ, ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა ბოლო ტურში რომ გაგერძელებინათ, მაგრამ მათ იმედები შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა გადაუწურეს.

„ლაბორალ კუჩას“ 5 მოგების წილ 4 მარცხი დაუგროვდა და ამ შედეგით D ჯგუფში „ცრვენა ზვეზდასთან“ 2-3 ადგილებს იყოფს. ბოლო ტურში, 19 დეკემბერს ვიტორიელები ბელგრადში სწორედ „ცრვენა ზვეზდას“ ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში მე-2 ადგილს დაიკავებენ.

gbf.ge

თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგის პრინციპული მატჩი სტამბოლში მოიგო

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუტჩამ“ ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიულმა კლუბმა თურქეთში, სტამბოლის „აბდი იპექჩი არენაზე“ უშუალო კონკურნტი „გალათასარაი“ დაამარცხხა და მას ჯგუფში მე-3 ადგილი აართვა.

უაღრესად დაძაბული მატჩის ბოლო მეოთხედში ესპანურმა კლუბმა შესანიშნავად ითამაშა და ის 2-ქულიანი უპირატესობა, რაც მე-3 პერიოდის შემდეგ ჰქონდა მოპოვებული, წარატებით შეინარჩუნა და საბოლოოდ გაზარდა კიდეც. ვიტორიელებმა გადამწყვეტი 10-წუთეული 22:17 მოუგეს მასპინძლებს და საბოლოოდ 89:82 გაიმარჯვეს.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 7:20 წუთით იყოფებოდა, რა დროშიც მან 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. შენგელიამ 4-ჯერ შეუტია სტამბოლელთა ფარს და 2 ორქულიანი ჩააგდო. თორნიკეს ასევე 3 პერსონალური ჯარიმა დაუგროვდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

გამარჯვებულებს ფერნანდო სან ემეტერიომ ულიდერა 25 ქულით. 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა კიმ ტილიმ, ხოლო დორონ პერკინსმა ვიტორიელებს ბოლო წუთებზე ძალიან საჭირო 9 ქულა მიაშველა. „გალათასარაიში“ 22 ქულით კარლოს აროიო გამოირჩა, ზორან ერცეგმა კი თამაში 17 ქულით დაასრულა.

4 მოგებითა და ამდენივე მარცხით შენგელიას გუნდი „დ“ ჯგუფის მე-3 საფეხურზე გამაგრდა და დარჩენილ 2 ტურში მომდევნო ეტაპის საგზურს დიდი ალბათობით გაინაღდებს. მომდევნო მატჩი ვიტორიელებს საკუთარ არენაზე 12 დეკემბერს, „ვალენსიასთან“ ელით.

გაიმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მაც, თუმცა ქართველ ლეგიონერს კვლავ არ უთამაშია. მანუჩარს ამჯერად ხელი მაღალმა ტემპერატურამ შეუშალა, ფეხის ტრავმა კი, რომელიც ოქტობერში მიიღო, მოიშუშა. მოსკოველებმა ხორვატიულ „ცედევიტას“ უმასპინძლეს და 97:79 დაამარცხეს. მარკოიშვილს მოედანზე მომდევნო ტურში უნდა ველოდოთ – 11 დეკემბერს არმიელები ესპანეთში „უნიკახას“ დაუპირისპირდებიან.

gbf.ge

შენგელიას გუნდმა ევროლიგის მატჩი ლიტვაში 1 ქულით წააგო

დასანანი მატჩი წააგო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუტჩამ“. ესპანური გუნდი ლიტვის „ნეპტუნასს“ ესტუმრა და შეხვედრა 1 ქულის სხვაობით – 79:80 დათმო.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 13:10 წუთი დაჰყო. მცირე დროში თორნიკემ 4 ქულის და 1 მოხნის მითვლა მოასწრო. მან 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

ვიტორიელებს ტომას უერტელმა 31 ქულით ულიდერა თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. მასპინძლებმა ესპანურ გუნდს გამარჯვება ბოლო წამენზე აართვეს და 3-3 მოგებ-წაგებით ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატები არიან.

შენგელიას გუნდს 2 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ვიტორიელებს 27 ნოემბერს, შინ „ოლიმპიაკოსთან“ ელით.

gbf.ge

შენგელიას 11 ქულა და მორიგი გამარჯვება პრიმერადივიზიონში

თორნიკე შენგელიას გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. „ლაბორალ კუტჩამ“ „გიპუზკოა ბასკეტს“ უმასპინძლა და 79:62 გაანადგურა.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაშ 24 წუთი გაატარა. შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში თოკომ 11 ქულა, 3 მოხსნა, 2დაფარება და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 12 შეადგინა და ის 2 ერთეულით ჩამორჩა თავის გუნდელებს – ტომას უერტელს და ლამონ ჰამილტონს.

3 მოგებითა და 4 მარცხით „ლაბორალი“ 18-წუნდიან პრიმერადივიზიონში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ვიტორიელები 23 ნოემბერს, სტუმრად „ხუვენტუდთან“ გამართავენ.

gbf.ge

თორნიკე შენგელიას 13 ქულა და ვილი ისიანის პირველი გამოჩენა პრიმერადივიზიონში

თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი თამაში ესპანეთის პრიმერადივიზიონში. ქართველი ფორვარდის „ლაბორალი“ სტუმრად „გრან კანარიას“ შეხვდა და 16 ქულის სხვაობით – 77:93წააგო.

შენგელია ვიტორიულ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო,1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. შენგელიამ 4 ჯარიმა მიიღო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მეტოქეებმა კი მასზე 3-ჯერ დაარღვიეს წესები.

შენგელია არ ყოფილა ერთადერთი ქართველი აღნიშნული მატჩის განაცხადში. „გრან კანარიას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა 17 წლის ვილი ისიანი, რომელიც 2 წელია კუნძულელთა ახალგაზრდულ გუნდშია და ამჯერად ის ძირითადი გუნდის შემარგენლობაში შეიყვნეს. ისიანმა ხელისგულზე იხილა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო ლიგა, მატჩის მონაწილე იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. თუმცა ეს დროც შორს აღარ უნდა იყოს.

რაც შეეხებათ ვიტორიელებს, „ლაბორალს“ მიმდინარე სეზონში უკვე მე-4 მარცხი დაუგროვდა 2 მოგების წილ. ამ შედეგით შენგელიას გუნდი პრიმერადივიზიონის მე-12 საფეხურზეა. მომდევნო მატჩს ვიტორიელები შინ, 15 ნოემბერს, „გიპუზკოა ბასკეტთან“ გამართავენ.

gbf.ge

თორნიკე შენგელიას საუკეთესო, 20-ქულიანი მატჩი “ლაბორალ კუტჩაში”

თორნიკე შენგელიას 20-ქულიანი მატჩი ევროლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თავის კლუბში საუკეთესო მატჩი გამართა. „ლაბორალ კუტჩამ“ ესპანურ დერბიში ევროლიგის ეგიდით ვალენსიაში ითამაშა და მიუხედავად დამარცხებისა, ქართველი გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩებოდა.

თორნიკე შენგელიამ ხუთეულში, 25 წუთი ითამაშა და 20 ქულა დააგროვა. ის თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 12-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად თორნიკემ 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 1 პერსონალური მიიღო და მასზე მეტოქეები 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

„ლაბორალის“ შემადგენლობაში შენგელიას შემდეგ ფრანგი ტომას უერტელი გამოირჩა 11 ქულითა და 7 პასით. გამარჯვებულ ვალენსიელთაგან კი 23 ქულით საუკეთესო ლიუკ ჰარანგოდი გახლდათ. შენგელიას გუნდმა პირველი მეოთხედი 22:15 მოიგო, თუმცა მეორე და მესამე ჯამში 14 ქულით დათმო და საბოლოოდ მარცხიც განიცადა – 69:79.

„გალათასარაისთან“ და „ცხრვენა ზვეზდასთან“ ერთად „ლაბორალს“ 2 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და D ჯგუფში II-IV ადგილებს იყოფს. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გადის. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 13 ნოემბერს შინ „ცრვენა ზვეზდასთან“ გამართავს.

gbf.ge

შენგელიას 8 ქულა “მანრესასთან” მოგებულ მატჩში

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუტჩამ“ ესპანეთის პრიმერადივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიელებმა დღეს „მანრესას“ უმასპინძლეს და საკმაოდ იოლად – 87:67 დაამარცხეს.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:53 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 8 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.

ვიტორიელთა გუნდს ახალწვეულმა საშა ვუიაჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. 19 ქულითა და 10 მოხსნით ლატვიელი დავის ბერტანსი გამოირჩა.

„ლაბორალ კუტჩას“ 5ტურის შემდეგ 2 გამარჯვება აქვს და მე-11 ასდგოლზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 9 ნოემბერს ვიტორიელები სტუმრად „გრან კანარიას“ ეთამაშებიან.

gbf.ge

შენგელიას 11 ქულა და მარცხი “ოლიმპიაკოსთან”

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუტჩამ“ ევროლიგაში მორიგი მატჩი წააგო. პირველიმარცხი განიცადა. სადებიუტო მატჩშ ლიტვური “ნეპტუნასის“ დამარცხების შემდეგ ვიტორიელებმა დღეს პირეოსში, „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ ითამაშეს და დაძაბულ ბრძოლაში –57:63 წააგეს.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყოდა მოედანზე მთლიანობაში 22:46 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად შენგელიამ 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. შენგელიაზე მეტი ქულა ვიტორიელთა შორის მხოლოდ ფერნანდო სან ემეტერიომ დააგროვა – 14.

„ლაბორალ კუტჩა“ მომდევნო საევროლიგო მატჩს 31 ოქტომბერს, შინ თურქულ „გალათსარაისთან“ გამართავს.

gbf.ge