„სან-ანტონიო სპურსი“ „მაიმი ჰიტთან“ ფინალურ სერიას ანგარიშით 3:1 იგებს. აქამდე მსგავსი უპირატესობა ფინალში ხელიდან არავის გაუშვია.
გრეგ პოპოვიჩის გუნდის ცენტრმა ტიმ დანკანმა განაცხადა, რომ გუნდი ამჟამად მხოლოდ მოახლოებულ შეხვედრაზე ფიქრობს.
„გასული სეზონი გვახსოვს. მაშინ სერიოზული გაკვეთილი მივიღეთ. ამჟამად მხოლოდ მეხუთე მატჩზე ვართ კონცენტრირებული“, – განუცხადა ტიმმა „NBA on ESPN“-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი