„ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩში, რომელიც „სან-ანტონიო სპურსმა“ ოვერტაიმში ორი ქულით წააგო (110:112), ტიმ დანკანმა 19 ქულა დააგროვა, რითაც კარიერაში ქულების საერთო რაოდენობით ჯერი უესტს გაუსწრო და ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-18 ადგილზე ავიდა, რის შესახებაც AP-ი იუწყება.
ამჟამად დანკანის კარიერული მაჩვენებელი 25 197 ქულას შეადგენს. მე-17 საფეხურზე მყოფ რეჯი მილერს 25 279 ქულა აქვს. მოქმედი კალათბურთელებიდან დანკანზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ პოლ პირსს (25 308), კევინ გარნეტს (25 767), დირკ ნოვიცკისა (27 200) და კობი ბრაიანტს (32 284) აქვთ.