მოზგოვი: ”ევრობასკეტის გამოტოვება ჩემთვის აუცილებელი იყო”

”დენვერ ნაგეტსის” ცენტრმა ტიმოფეი მოზგოვმა, აღიარა, რომ მას სლოვენიაში მიმდინარე ევრობასკეტზე გამგზავრებაზე უარის თქმა გაუჭირდა, თუმცა ამის გაკეთება მისთვის აუცილებელი იყო.

”ნაკრების მატჩებზე უარის თქმა რთული იყო. ვგრძნობდი, რომ ევროპის ჩემპიონატი უნდა გამომეტოვებინა, რათა კარგი სეზონი მქონოდა. ახალი სეზონი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. არ მინდა მისი სტარტისტისვის დაღლილი ვიყო. შარშან ასე მომივიდა, როდესაც NBA-ში ოლიმპიადის შემდეგ დავბრუნდი. მაშინ, სათამაშოდ მზად არ ვიყავი. ნაკრების შეხვედრების გამოტოვება რთული იყო, ამავე დროს, ეს აუცილებელიც ყოფილა. ამას როგორც ჩემი სხეული, ასევე ჩემი გონება ითხოვდა”, – განუცხადა მოზგოვმა ”ნაგეტსის” ოფიციალურ საიტს.

ალექსანდრე მატევოსოვი