ლონდონური კლუბი იაპონელი ფეხბურთელის, იოსინორი მუტო შეძენას აპირებს.
“დიახ, “ჩელსისგან” მუტოს ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება მივიღეთ. თუმცა, გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია” – განაცხადა “ტოკიოს” წარმომადგენელმა.
ამბავს თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა: “ასეთი კლუბის ინტერესით ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია”.
Sky Sports-ის ცნობით 22 წლის იაპონელის სატრანსფერო ღრებულება 4 მილიონი გირვანქაა.