„ფილადელფია სიქსერსის“ გენერალური მენეჯერი ტონი დილეო კარიერას აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში გააგრძელებს.
ცნობილია, რომ გამოცდილი სპეციალისტი „უიზარდსის“ ხელმძღვანელებთან გააფორმებს კონტრაქტს. ამის შესახებ, ცნობას Yahoo! Sports-ის ცნობილი ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკიც ავრცელებს.
სავარაუდოდ, ახალ სამუშაო ადგილას 58 წლის დილეო სკაუტის ფუნქციებს შეასრულებს.
ალექსანდრე მატევოსოვი