ტორესი: “ატლეტიკო” “ბარსელონასთან” სათამაშოდ მზად არის”

მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანელ ფორვარდს, ფერნანდო ტორესს სჯერა, რომ მადრიდული კლუბი “ბარსელონას” წინააღმდეგ, “კამპ ნოუზე” სათამაშოდ მზად არის. ტორესმა ეს განცხადება “სპორტინგთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გააკეთა (5-0).

“კარგ განწყობაზე ვართ, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა შესაბამის მომენტში ვართ – მზად ვართ “ბარსელონას” წინააღმდეგ სათამაშოდ, რომელიც ბოლო წლებში ჩვენთვის ყველაზე რთულ მეტოქეს წარმოადგენს.

მართალია, რომ “კამპ ნოუზე” სათამაშოდ კარგი დრო არასდროსაა, თუმცა უმჯობესია მაშინ ითამაშო, როცა შენს თავში დარწმუნებული ხარ.”

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, “როხიბლანკოს” ანგარიშზე 8 ქულაა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება “ბლაუგრანას”.

სიმეონე ავსტრალიაში გრიზმანის გარეშე, მაგრამ ტორესთან ერთად იბრძოლებს

დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანს დასასვენებლად დრო მისცა და გადაწყვიტა, რომ ავსტრალიურ ტურში არ წაეყვანა. მიუხედავად ამისა, არგენტინელი სპეციალისტის მიერ გამოძახებული გუნდი მაინც ერთ-ერთი უძლიერესია ამ ტურნირზე.

ჩოლო სიმეონეს 24-კაციან განაცხადში მოხვდნენ ფერნანდო ტორესი, გაბი, დიეგო გოდინი და იან ობლაკი. გუნდის ყველაზე დიდი დანაკლისი კი ანტუან გრიზმანი და კოკე გახლავთ. “როხიბლანკოს” შემადგენლობა გაცილებით უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე მათი მეტოქეების “ტოტენჰემისა” და “იუვენტუსის”.

“ატლეტი”, რომელმაც ესპანეთი სამშაბათს დატოვა, პირველ მატჩს პარასკევს, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართავს.

“ატლეტიკო მადრიდის” განაცხადი გინესის თასისათვის:

მეკარეები: ობლაკი, კარლოს მარინი, ბერნაბე

მცველები: გოდინი, ფილიპე, სავიჩი, ლუკასი, ვრსალკო, ტეო, მანკილო, ტეო, ველასკესი

ნახევარმცველი: ტიაგო, საული, ოლივერი, გაბი, ტომასი, იოტა, ამატი, ხუან მორენო, მენსაჰი

თავდამსხმელები: ტორესი, ბორე, ჰექტორი

არბელოამ და პიკემ ერთმანეთს სოციალური ქსელის მეშვეობით შეუტიეს

ერთმანეთის თანამემამულეებმა და ერთი გუნდის წევრებმა, რომლებიც ამავდროულად ერთმანეთის “მოსისხლე მტრებიც” არიან, ერთმანეთს კვლავ შეუტიეს. საუბარია ალვარო არბელოასა და ჟერარ პიკეზე.

მას შემდეგ, რაც “რეალმა” “ეიბარი” გაანადგურა (4-0), “ბარსა” გასვლაზე “რეალ სოსიედადთან” დამარცხდა. ალვარო არბელოამ ეს შესანიშნავი შანსი გამოიყენა და კატალონიელების პროვოკაციაზე წამოგება სცადა.

“რთული ყოფილა 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში, არა?” – ალვარომ ამით ყურადღება ტორესის გაძევებაზე გაამახვილა. “შესანიშნავი მატჩი ილიარამენდისაგან და გრანეროსაგან. გილოცავთ!”

პიკემ ალვეროას შემდეგნაირი პასუხი გასცა: “ფეხბურთელი, რომელიც 32 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ შეძლებს სასტარტოში თამაშს, ჩემგან პასუხს არ იმსახურებს.”

“შესანიშნავი ფილმია. სიმართლე მტკივნეულია.” – უპასუხა არბელოამ. ამით არბელოა პიკეს პოსტს შეეხო, რომელიც მან “რეალისა” და “ვოლფსბურგის” მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა.

პიკემ კი ყურადღება ალვარო არბელოას გრამატიკულ შეცდომაზე გაამახვილა: “Peliculón – მახვილით იწერება. გეხუტები.”

“ისევე როგორც, expulsión (გაგდება). კიდევ ერთხელ მართალი ხარ. მეც გეხუტები ფენომენალურო!” – უპასუხოდ არ დატოვა არბელოამაც.

ფერნანდო ტორესი მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

5 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში 35-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია.

ფერნანდო ტორესის გოლი “ვალენსიას” კარში (ვიდეო)

6 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ვალენსიამ” საკუარ მოედანზე “ატლეტიკო” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის 72-ე წუთზე, მადრიდელთა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა მასპინძელთა კარი დალაშქრა.

დორტმუნდის “ბორუსიამ” “ატლეტიკოსთან” ტორესის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი, ოლივერ ტორესი დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას დაიცავს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბებმა შეთანხმებას სულ ცოტა ხნის წინ მიაღწიეს.

21 წლის ნახევარმცველი “ატლეტიკოს” აღრზდილია, ის მშობლიური კლუბის პირველ გუნდში 2012 წელს ჩაირიცხა, თუმცა 2014 წელს “ვილიარეალში” გაანათხოვრეს, რის შემდეგაც იჯარით “პორტუში” ითამაშა.

როგორც ირკვევა, ესპანელი ფეხბურთელი დორტმუნდში 2018 წლამდე დარჩება.

ფერნანდო ტორესმა რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონას” გაუტანა (ვიდეო)

12 სექტემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში ანგარიში 51-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა გახსნა.

ვის აქვს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ყველაზე მეტი პენალტი გაცუდებული?

გასულ უქმეებზე, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, ლიონელ მესიმ ბილბაოს “ატლეტიკთან” გამართულ მატჩში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა არგენტინელი ვარსკვლავი პენალტს ვერ იტანს, თუმცა დღესდღეობით ლა ლიგაში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც მესიზე მეტი გაცუდებული თერთმეტმეტრიანი დაუგროვდათ.

ფერნანდო ტორესი
პენალტების რაოდენობა – 26
ვერ გაიტანა – 8

1

ალვარო ნეგრედო
პენალტების რაოდენობა – 25
ვერ გაიტანა – 6

Valencia's forward Alvaro Negredo reacts during the Spanish league football match Granada CF vs Valencia CF at the Nuevo Los Carmenes stadium in Granada on December 7, 2014.   AFP PHOTO/ JORGE GUERRERO        (Photo credit should read Jorge Guerrero/AFP/Getty Images)
Valencia’s forward Alvaro Negredo reacts during the Spanish league football match Granada CF vs Valencia CF at the Nuevo Los Carmenes stadium in Granada on December 7, 2014. AFP PHOTO/ JORGE GUERRERO (Photo credit should read Jorge Guerrero/AFP/Getty Images)

კრიშტიანო რონალდუ
პენალტების რაოდენობა – 51
ვერ გაიტანა – 5

3

ლიონელ მესი
პენალტების რაოდენობა – 42
ვერ გაიტანა – 5

4

ადურისი
პენალტების რაოდენობა –
ვერ გაიტანა – 4

45

ფერნანდო ტორესმა “შანხაის” გაუტანა (ვიდეო)

4 აგვისტოს, მადრიდის “ატლეტიკო” ამხანაგურ შეხვედრაში “შანხაის” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ფერნანდო ტორესმა გაიტანა.

ტორესი: “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “ატლეტიკოსთან” ერთად პრიმერა დივიზიონი მოვიგო”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი აცხადებს, რომ მას პრიმერა დივიზიონის მოგება ძალიან სურს, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს.

“პრიმერა დივიზიონი არასოდეს მომიგია, ამიტომ ძალიან გამიხარდება, თუ “ატლეტიკოსთან” ერთად ჩემპიონატს მოვიგებ. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. ძალიან მოტივირებული ვარ. ვფიქრობ, კიდევ ბევრი წელი შემიძლია თამაში”, – ამბობს ტორესი.

5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ლონდონის “ჩელსის” ისტორიაში

ლონდონის “ჩელსის” ფანების არხმა კლუბის ისტორიაში ხუთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა.

განრისხებული ფერნანდო ტორესი მსაჯის წინააღმდეგ (ვიდეო)

2 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

შეხვედრის პირველ ნახევარში, მადრიდელთა თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილი იყო. ერთ ეპიზოდში, 31 წლის ფეხბურთელი ძალიან გაბრაზდა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.