გრევის ვასკესი: „ამ ლიგაში დურანტი როგორც იესო ქრისტეა“

„ტორონტო რეპტორსის“ გამთამაშებელმა გრევის ვასკესმა, რომელიც მერილენდის სკოლაში კალათბურთის თამაშს კევინ დურანტთან ერთად იწყებდა, „ოკაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერით აღფრთოვანებულია.

„ამჟამად დურანტი ლიგაში როგორც იესოა. როდესაც იგი თქვენს გუნდში თამაშობს, შეგიძლიათ არაფრის გეშინოდეთ“, – განუცხადა ვასკესმა „ოკლაჰომენის“ ჟურნალისტს.

„რეპტორსთან“ გუშინდელ შეხვედრაში დურანტმა 51 ქულა დააგროვა და თავის გუნდს ოვერტაიმში მოაგებინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

შესაძლოა, „საკრამენტო კინგსში“ გეი ვიხილოთ

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საკრამენტო კინგსის“ ხელმძღვანელებმა „ტორონტო რეპტორსის“ კაპიტანთან რუდი გეისთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, გეის სანაცვლოდ „მეფეთა“ მენეჯერები კანადურ კლუბს ოთხ მოთამაშეს შესთავაზებენ. დიდი ალბათობით, ტორონტოში უკანახაზელები გრევის ვასკესი და ჯონ სელმონზი და ფორვარდები პატრიკ პატერსონი და ჩაკ ჰეიესი გადაბარგდებიან. ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღეში დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ გეი „რეპტორსს“ იანვრის თვეში „მემფის გრიზლისდან“ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში რუდიმ რეგულაური ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 19,4 ქულა, 7,4 მოხსნა და 2,2 გადაცემა შეაადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი

”რეპტორსმა” სამი მოთამაშე დაიმატა

”ტორონტო რეპტორსმა” ფორვარდ კრის რაიტთან და ორ უკანახაზელთან კარლოს მაროისთან და ჯულიან სოუნთან გააფორმა კონტრაქტები.

ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებების დეტალები საჯაროდ ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ მორაისი ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში ანგოლას პირველი წარმომადგენელი იქნება. სხვათაშორის, კარლოსი ბოლო აფრიკის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – მისმა საშუალო მონაგარმა 15,9 ქულა და 4,6 მოხსნა შეადგინა.

რაიტი, თავის მხვრივ, გასულ სეზონში ”გოლდენ სტეიტ უორიორსის” შემადგენლობაში ირიცხებოდა. გარდა ამისა, ხშირად იგი D-ლიგის შეხვედრებშიც იღებდა მონაწილეობას. ”რეპტორსის” მაისურით იგი მიმდინარე წლის საზაფხულო ლიგაზე ითამაშა.

რაც შეეხება სტოუნს, ”დენვერ ნაგეტსის” მაისურით მან 26 შეხვედრა ჩაატარა და მისმა საშუალო მაცვენებელმა ერთ მატჩში 1,7 ქულა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი