გუშინ, “დინამო არენაზე” “დინამო” – “ტორპედო” დაწყებამდე კლუბების გულშემატკივრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა.
გუშინ, “დინამო არენაზე” “დინამო” – “ტორპედო” დაწყებამდე კლუბების გულშემატკივრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა.
დღეს, “დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” ქუტაისის “ტორპედოს” უმასპინძა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რაც მე-10 წუთზე გოლით დასრულდა. მარჯვენა ფლაგნიდან კლიმიაშვილის მოწოდებულ კუთხურს გურამ ადამაძე გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-13 წუთზე მასპინძლებმა პირველი საგოლე მომენტი შექმნეს. პრისპირ გასულ მანუელ ონვუს შეყრილაძემ დაასწრო, თუმცა საჯარიმოს მისადგომებთან ქუთაისელებმა თამაშის წესი დაარღვიეს და “დინამოს” სახიფათო ჯარიმის შესრულების საშუალება მიეცა. თოთაძის დარტყმა ცოცხალ კედელში კლიმიაშვილს ხელზე მოხვდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა, ლევან კვარაცხელიამ თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, მეორე ტაიმში ხელით თამაშის დაფიქსირებას ქუთაისელებიც ითხოვდნენ.
მე-18 წუთზე პაპუნაშვილის მოწოდებულ სტანდარტს თავით თოთაძე გამოეხმაურა, მაგრამ დინამოელთა კაპიტნის დარტყმას ქუთაისელი მცველები გადაეღობნენ. თბილისელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და მეტოქეს დიდი ძალებით უტევდნენ, რაც ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლოგიკური გოლით დასრულდა. პაპუნაშვილის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა დაახლოებით 30 მეტრიდან ლაშა თოთაძემ გოლად აქცია – 1:1. გატანილი გოლის შედმეგ “დინამოს” მალევე დაწინაურება შეეძლო, თუმცა ცინცაძის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.
ტაიმის ბოლო წუთზე კი გატანა “ტორპედოს” შეეძლო, როდესაც პირისპირ გასულ ბუდუ ზივზივაძეის დარტყმა დაუშვილმა ფეხით მოიგერია და პირველი ნახევარი ფრედ დასრუკდა.
შესვენების შემდეგ თამაში “დინამოს” სახიფათო მომენტით განახლდა. მარჯვენა ფლანგიდან პაპუნაშვილის დარტყმა შეყრილაძის კარს მცირე მანძილით ასცდა. 50-ე წუთზე კი მასპინძები ლამაზი კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა იმავე პაპუნაშვილმა დააწინაურა.
55-ე წუთზე ტაბატაძის პასით გატანა კიტეიშვილს შეეძლო, თუმცა ახალგაზრდა დინამოელის მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა. ამ ეპიზოდის შემდეგ მატჩის ტემპი დაეცა და მოედანზე თითქმის 20 წუთის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. 76-ე წუთზე კი “ტორპედომ” ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მარცხენა ფრთიდან ქუთაისელთა შეტევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა და შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ თოთაძესთან ორთაბრძოლაში თავური დარტყმით შეძლო გოლის გატანა – 2:2.
83-ე წუთზე თოთაძის უხეში შეცდომის შემდეგ “ტორპედოს” შეეძლო დაწინაურება, მაგრამ კირკიტაძის დარტყმა კარს მცირე მანძლით ასცდა. “დინამომ” მეტოქეს ჭანტურიშვილის სახიფათო დარტყმით უპასუხა, რომელიც ასევე არაზუსტი გამოდგა. თბილისელთა შემდეგი შეტევა კი შედეგიანი აღმოჩნდა. შერგელაშვილის ჩაწოდებას საჯარიმოში შეჭრილი ჯიღაური გამოეხმაურა და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა.
დინამო თბილისი 3-2 ტორპედო ქუთაისი
გოლები: ადამაძე 10′ (0:1): თოთაძე 40′ (1:1); პაპუნაშვილი 50′ (2:1); კვარაცხელია 76′ (2:2); ჯიღაური 86′ (3:2);
დინამო: დაუშვილი, ტაბატაძე, თოთაძე, რენე ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, ლობჟანიძე (ჯიღური 69′) , პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ჩირგაძე 80′), ჭანტურიშვილი, ონვუ (ბუკორაცი 75′).
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ტორპედო: შეყრილაძე, იოსელიან, ზივზავაძე, მამასახლისი, ტუღუში (ბაბუნაშვილი73′) , ჭელიძე, ქიმაძე, კირკიტაძე, კლიმიაშვილი (კვარაცხელია 6 1′), მირცხულავა (პუხაევი 57′) , ადამაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
Fanebi.com გთავაზობთ “დინამო” – “ტორპედოს” დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე სტადიონზე არსებული ვითარების ამსახველ ფოტორეპორტაჟს.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები
თბილისში გამგზავრებამდე ქუთაისის „ტორპედოს“ დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ფორვარდ ოთარ კვერნაძეს, რომელმაც მიზეზად დაასახელა, რომ იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს. ჩვენი გუნდის ექიმმა, დავით მურღულიამ დაგვიდასტურა, რომ ფეხბურთელს მწვავე ანგინა აქვს, რის გამოც თბილისის „დინამოსთან“ ხვალ გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
FCTorpedo.GE
უმაღლესი ლიგის მორიგი ტური სტარტს დღეს “გურია” – “ზუგდიდის” და “შუქურა” – “მერანის” მატჩებით აიღებს, თუმცა მთავარი მოვლენები ხვალ განვითარდება, როდესაც საქმეში გათამაშების ლიდერები ჩაერთვებიან. ტურის ცენტრი კი “დინამო არენაზე” იქნება, რომელიც “ქართულ დერბის” უმასპინძლებს.
მოახლოებულ ტურში პირველადგილოსანი “დილა” დიდი ალბათობით მორიგ სამ ქულას იოლად მოიპოვებს, რადგან გორელები შეხვედრას მეორე წრის ყველაზე ცუდი შედეგების მქონე “მეტალურგს” სტუმრობენ. მძიმე ფინანსურ მდგოამრეობაში მყოფი რუსთაველები მატჩებისთვის მომზადებასაც კი ვერ ახერხებენ ნომრალურად, რაც მათ შედეგებზეც აისახა და პირველი წრის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური, ახალგაზრდული გუნდისგან ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი. თუმცა, “დილაში” მეტოქის პრობლემებზე ფიქრისთვის ნამდვილად არ სცალიათ. გუნდი არსებობის ისტორიაში პირველადაა ჩემპიონობასთან ასე ახლოს და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არც აპირებს.
გორული კლუბის გასვლითი მატჩის დროს ქალაქის ცენტრალური სტადიონი უქმად არ დარჩება. “თენგიზ ბურჯანაძეზე” მეტოქეს ბოლნისის “სიონი” უმასპინძებს, რომელსაც “ცხინივალი” ეწვევა. კაჭარავას გუნდი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, შესაძლოა, სამეულისთვისაც გაიბრძოლოს, რაც ცხინვალელებს ევროთასებზე ასპარეზობას გაუნაღდებს. ამ მომენტისთვის “ცხინვალი” ზედიზედ სამი მოგებული მატჩის შემდეგ მეოთხე პოზიციაზეა და თბილისის “დინამოს”, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ორჯერ სძლია, 5 ქულით ჩამორჩება. მნიშვნელოვანი მიზნები აქვთ გადასაწყვეტი ბოლნისელებსაც, რომელთა მთავარი ამოცანა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა.
ტურის და ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კი “დინამო არენაზე” შედგება, სადაც ქვეყნის ჩემპიონს მარადიული მეტოქე, ქუთაისის “ტორპედო” ესტუმრება. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ “დინამო” და “ტორპედო”, ამ გუნდების გულშემატკივრები შეხვედრისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან.
ამ ტრადიციული გუნდების ურთიერთშეხვედრები 58 მატჩს ითვლის. აქედან 29- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 101/56 თბილისელთა სასარგებლოდ არის.
01.05 | 17:00 | შუქურა | -:- | მერანი | დაწვრილებით | |||
01.05 | 17:00 | გურია | -:- | ზუგდიდი | დაწვრილებით | |||
02.05 | 0:00 | ზესტაფონი | 0:3 | ვიტ ჯორჯია | დაწვრილებით | |||
02.05 | 17:00 | სამტრედია | -:- | კოლხეთი | დაწვრილებით | |||
02.05 | 17:00 | მეტალურგი | -:- | დილა | დაწვრილებით | |||
02.05 | 17:00 | სიონი | -:- | ცხინვალი | დაწვრილებით | |||
02.05 | 17:00 | ჩიხურა | -:- | დინამო ბათუმი | დაწვრილებით | |||
02.05 | 17:00 | დინამო | -:- | ტორპედო | დაწვრილებით |
ქუთაისის საკრებულომ გადაწყვეტილებით ქალაქსი ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა გააკეთა.
“გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას და ეს არის ძალიან საამაყო გადაწყვეტილება, რომელსაც წლების შემდეგ უფრო შევაფასებთ”, – განაცხადა 30 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დვალმა.
რამაზ შენგელია 1973-76 წლებში ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში კლუბის მაისურით 75 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. გამორჩეული იყო იყო თბილისის “დინამოში”, სადაც 283 მატჩში 120 გოლის გატანა შეძლო.
გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 38-ე საკონკურსო მეორე პირველიმატჩის კითხვები, რომელიც “დინამო თბილისსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.
გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.
ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.
საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “დინამო თბილისი” – “ტორპედო”
ქუთაისში დასრულდა უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის პირველი სათამაშო დღის უკანასკნელი შეხვედრა, რომელშიც ადგილობრივმა “ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და 2:1 სძლია.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სტუმრებმა, დავით ოდიკაძის გოლით 51-ე წუთზე გახსნეს. “ტორპედომ” მალევე, 66-ე წუთზე გურამ ადამაძემ გაათანაბრა. ყველფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა შეხვედრის 93-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა და “ჩიხურას” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
25 მატჩის შედმეგ “ჩიხურა” 39 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “ტორპედოს” აქტივში 34 ქულა და მერვე ადგილია. ტურის ხვალ, ქობულეთში გასამართი ბათუმის “დინამოსა” და “გურიას” შორის გამართი შეხვედრით დასრულდება.
19 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატის 24-ე ტურში, ლანჩხუთის “გურიამ” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
შეხვედრაში პირველი გოლი ქუთაისელებმა გაიტანეს. მატჩის დაწყებიდან 7 წამში, დავით კირკიტაძემ მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა.
19 აპრილს ქუთაისის „ტორპედო“ მიმდინარე ეროვნული პირველობის 24-ე ტურის მატჩს ლანჩხუთში იქაურ საფეხბურთო კლუბ „გურიასთან“ გამართავს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
ამჟამად გურულები სატურნირო ცხრილში „ტორპედოს“ მეზობლად, მე-8 ადგილზე არიან და ქუთაისელებს ერთი ქულით უსწრებენ. „გურიას“ მთავარი მწვრთნელი 43 წლის თემურ ლორია გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, ლანჩხუთელებს ერთი პოზიტიური სერია აქვთ. მათ მიმდინარე ჩემპიონატში შინ დღემდე არ წაუგიათ – 6 მოგება და 5 ფრე. ასეთი მოცემულობით, სავარაუდოა, რომ კვირას ორივე გუნდისთვის ძალზედ რთული მატჩი იქნება.
დისკვალიფიკაციის გამო ტრადიციული საფეხბურთო კლუბების დამდეგ პაექრობას ტორპედოელი გივი იოსელიანი დააკლდება.
„გურიასთან“ პირველი წრის შეხვედრა ქუთაისში მასპინძელთა ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, საბოლოოდ, ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა. მასპინძელთაგან დუბლი ოთარ კვერნაძემ შეასრულა. გთავაზობთ ამ მატჩის პროტოკოლს – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=257.
რაც შეეხება ლანჩხუთელებთან არსებულ საერთო სტატისტიკას, პირველი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან ქუთაისური გუნდები(„ქუთაისი“, „ტორპედო“) ლანჩხუთის „გურიას“ სულ(ჩემპიონატში და თასზე) 37-ჯერ შეხვდნენ. აქედან 21 მატჩი ქუთაისელთა სასარგებლოდ დასრულდა, 10 – ლანჩხუთელთა, 6-ში კი გუნდებმა ქულები გაიყვეს. ბურთების შეფარდება იმერელთა სასარგებლოდაა – 80:45-ზე.
ყველაზე დიდი ანგარიშით „ტორპედოს“ უახლოესი მეტოქისთვის 1995 წელს – 5:0 აქვს მოგებული. „გურიამ“ კი ჩემპიონატში ასევე უდიდესი ანგარიშით, ორბურთიანი სხვაობით რამდენიმეჯერ მოგვიგო. აქვე ერთ საინტერესო შედეგზეც, 2005 წელს, ეროვნულ თასზე ქუთაისურ-ლანჩხუთური დუელი ფრედ, ანგარიშით 5:5 დასრულდა.
FCTorpedo.GE
ქუთაისის “ტორპედო” საკუთარი საწვრთნელი ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე მომავალი მატჩისთვის აქტიურად ემზადება. დღევანდელ სამზადისში უფრო მეტი ყურადღება ბურთთან კონტაქტს დაეთმო. გიორგი დარასელიამ მისი შეგირდები დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ავარჯიშა. საწვრთნელ პროცესს ისევ აკლდა ტრავმირებული ფორვარდი – ნიკა საბანაძე.
შეგახსენებთ, ქუთათურები მიმდინარე ჩემპიონატის მორიგ ტურში 19 აპრილს სტუმრად ევგრაფის შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდებიან. აქვე მოგახსენებთ, რომ ტრადიციული გუნდების ამ მატჩს „ტორპედოდან“ გივი იოსელიანი გამოტოვებს, რომელმაც წინა შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.
FCTorpedo.GE
დღეს “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე დუბლიორთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა. ჩვენმა რეზერვისტებმა ს.კ. „ზუგდიდის“ დუბლშემადგენლობას უმასპინძლეს და ანგარიშით 2:0 სძლიეს.
მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო და საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან თანაბრად იქმნებოდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, ტაიმის შუაში ზუგდიდელთა საჯარიმოს ხაზიდან შედეგიანი დარტყმა ზაურ ჟღენტმაშეასრულა, რომელსაც რამდენიმე კვირა ტრავმის გამო გაუცდა. მეტოქე წონასწორობის აღდგენას ცდილობდა, მაგრამ უშეცდომოდ თამაშობდა ტორპედოელთა მეკარე შევჩენკო.
განსხვავებით პირველისაგან, მეორე ტაიმი უხეში თამაშით და მცირე რაოდენობის სახიფათო მომენტით შეიძლება დავახასიათოთ. უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ და მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე გოლი ლოგიკურად კვლავ სტუმართა კარში გავიდა – დღევანდელი მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლაშა ჩიხლაძემ ჟღენტის გადაცემით ერთშეხებაში გაიტანა. ჩიხლაძეს კიდევ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შანსი, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა. დარჩეილ წუთებში ზუგდიდელთა აქტიურობის მიუხედავად ანგარიში არ შეცვლილა და ჩვენმა რეზერვისტებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს – 2:0.
„ტორპედო-2“: შევჩენკო, შეყრილაძე, კუჭუხიძე, ბურჯანაძე, ფანცხავა, ზაქარაშვილი, ხვიჩია, ბანძელაძე, ო. ჭიჭინაძე, ჟღენტი, ჩიხლაძე.
მეორე ტაიმში შევიდნენ: იონანიძე, ჯავახაძე, ნამიჭეიშვილი, გორდაძე, მარდალეიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი სუხიაშვილი
„ზუგდიდი-2“: საბეკია, ქომეთიანი, რეხვიაშვილი, ყორშია, ახალაია, კაკაჩია, შალამბერიძე, ფარჯიკია, მიქაძე, ბულია, სამუშია.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ჟვანია, მალანია, ლაშხია, ჩანგელია, სახოკია.
მთავარი მწვრთნელი: ოთარ თუთბერიძე
არბიტრი: ირაკლი სიგუა (თბილისი)
დუბლიორთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი
შეგახსენებთ, რომ ამ ერთკვირიან ინტერვალში ჭაბუკთა ლიგასა და დუბლიორთა ტურნირზე გამართული მატჩების შემდეგ “ტორპედოს” უმაღლეს ლიგაშიც ელის “ზუგდიდთან” შეხვედრა, რომელიც ქუთაისში 11 აპრილს შედგება და 16:00 საათზე დაიწყება.
FCTorpedo.GE