პრემიერ ლიგა: 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის 26-ე ტური. წინ მიიწევს ლიდერი ლონდონის “ჩელსი”, რომელმაც საკუთარი მატჩი “სუონსი სიტისთან” ჩაატარა და უპრობლემოდ მოიგო (3:1). იმარჯვეს “ტოტენჰემაც” და “ევერტონმაც”. მანჩესტერულ გრანდებსა და “არსენალს”, “საუთჰემპტონთან” ერთად, ინგლისის ლიგის თასის ფინალის გამო, არ უთამაშიათ. გუშინდელ შეხვედრაში “ლესტერ სიტიმ” მოულოდნელად დაამარცხა (3:1) “ლივერპული”.

Goal.Com-ი 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ლორისი, ვან აანჰოლტი, ევანსი, მაკოლი, კოულმენი, გეიე, ფაბრეგასი, ალი, ერიკსენი, პედრო, კეინი.

 

 

 

სალგადო: “სიგიჟე იქნება, თუ “რეალი” დელე ალის გარეტ ბეილის ფასად იყიდის”

მიჩელ სალგადო თვლის, რომ გიჟური რამ იქნება, თუ მადრიდის “რეალი” დელე ალის ტრანსფერში იმდენივეს გადაიხდის, რამდენიც გარეტ ბეილის ტრანსფერს მოახმარა.

“რა თქმა უნდა, “რეალი” ასეთი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს უნდა აკვირდებოდეს, ის დიდებული და ამავდროულად ახალგაზრდა ფეხბურთელია.

მაგრამ ეს ფასი ზედმეტად დიდია. მადრიდმა უკვე გადაუხადა დიდი თანხა “ტოტენჰემს” გარეტ ბეილის სანაცვლოდ და თუ იგივეს გაიმეორებენ, ეს სიგიჟის ტოლფასი იქნება.

ეჭვი მეპარება, რომ ალიმ მადრიდში არსებულ ზეწოლას გაუძლოს. მართალია, ის ნიჭიერია, მაგრამ ამ დროისთვის, მასში ამდენის გადახდა არ ღირს, ” – აცხადებს “რეალის” ლეგენდა.

“ტოტენჰემი” უილფრედ ზაჰას მიუბრუნდა

Daily Express-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ტოტენჰემის” მესვეურებმა “კრისტალ პალასის” ვინგერის, უილფრედ ზაჰას მიმართ ინტერესი განაახლეს.

როგორც იცით, “მამლები” კოტ-დ’იუვარელი ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულში 12 მილიონად ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. ზამთარში კი “უაით ჰართ ლეინის” ბინადრებს არ უაქტიურიათ.

თუმცა, ლონდონელთა ამჟამინდელი ფორმა მაურისიო პოჩეტინოს აგრძნობინებს, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც 24 წლის ზაჰაა.

Express-ის ცნობით, “მამლები” “სელჰარსტ პარკის” ბინადრებისათვის 25 მილიონი ფუნტის შეტავაზებას აპირებენ.

ჯეიმი კარაგერი: “ტოტენჰემი” ასეთი თამაშით იმედებს მიცრუებს”

“ლივერპულის” ლეგენდამ და Sky Sports-ის ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა მაურისიო პოჩეტინოს გუნდზე ისაუბრა, რომელიც პრემიერ ლიგის გასულ ტურში “ლივერპულთან”, ანგარიშით 2-0 დამარცხდა.

“ლივერპულთან” მატჩში “ტოტენჰემმა” უბრალოდ იმედები გამიცრუა. ასე ცუდად წლებია არ უთამაშიათ. ეს ნამდვილად არ გავდა პოჩეტინოს გუნდს.

მიზეზი იმისა, თუ რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, მარტივია: მე ამ სპეციალისტის უდიდესი გულშემატკივარი ვარ. მაგრამ ფაქტი სახეზეა – არავის დაამახსოვრდები, თუ ბოლო ორ წელიწადში ერთ ტიტულსაც ვერ მოიგებ.

“სპურსს” ყოველთვის უჭირს დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში. მათი ეს პრობლემა დაახლოებით 20 წელს ითვლის. შესაძლოა, პრობლემა მათ რწმენაში, იდეალებშია. თუ პოჩეტინო ამას ვერ შეცვლის, მაშინ ისინი “ლიდსს” დაემსგავსებიან და ტიტულების მოგებას ნამდვილად ვერ შეძლებენ.”

* “ტოტენჰემმა” ტოპ-6 გუნდის წინ გამართულ მატჩებში ყველაზე ცოტა, 9 ქულა დააგროვა.

ერიკ დაიერი: “ტოტენჰემი” ბოლომდე იბრძოლებს”

ერიკ დაიერი აცხადებს, რომ “ტოტენჰემი”, რომელიც ამ დროისთვის მთელი 10 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლონდონის “ჩელსის”, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დანებებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს.

“მართალია, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მჯერა, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება,” – აცხადებს დაიერი Evening Standard-თან საუბრისას.

“წელს ბევრი კარგი გუნდი ცდილობს წარმატებისთვის ბრძოლას, ჩვენი ჩათვლით და დანებებას არ ვაპირებთ. მომავალს იმედის თვალით შევყურებთ და ვცდილობთ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ.

წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სამწვრთნელო შტაბს ბევრი სამუშაო აქვს. საუბარი არაფერს მოგვიტანს, უნდა ვიმოქმედოთ.”

“ლივერპულმა” “ტოტენჰემის” დამარცხება შეძლო (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ “ლივერპულს” ლონდონური “ტოტენჰემი” დაუპირისპირდა.

სადიო მანეს მიერ გაფორმებული დუბლის ხარჯზე, იურგენ კლოპის გუნდმა 2017 წელს პირველად მოახერხა პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული მატჩის მოგება და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეც გადაინაცვლა.

“ლივერპული” მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, “კინგ პაუერ სტედიუმზე” გამართავს. “ტოტენჰემი” კი იმავე დღეს, შინ “სტოკ სიტის” მიიღებს.


“ლივერპული”: მინოლე; მილნერი, ლუკას ლეივა (რაგნარ კლავანი 82′), ჟოელ მატიპი, კლაინი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ლალანა; კოუტინიო (ემრე ჯანი), ფირმინო, სადიო მანე

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; უოლკერი, ალდერვაირელდი, დაიერი, დეივისი; დემბელე (მუსა სისოკო), ვანიამა; ერიქსენი (უინკსი), დელე ალი, სონი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


პოჩეტინო: “ის ჩვენი მომავლის ლიდერია”

ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი, დელე ალი საოცარ ფორმაშია. 20 წლის სპორტსმენმა პრემიერ ლიგის 23 შეხვედრაში 11 გოლს მოუყარა თავი. იგი გუნდის შეტევების სულისჩამდგმელია და ბოლო – დამაგვირგვინებელ ფაზაშიც შესანიშნავია.

“სპურსების” დამრიგებელმა, მაურისიო პოჩეტინომ ახალგაზრდა სპორტსმენზე ისაუბრა.

“გუნდის კაპიტანი უგო ლორისია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ფრანგი ძალიან გამოცდილია და შეუძლია, ახალგაზრდებს საჭირო რჩევები მისცეს.”

“რაც შეეხება დელე ალის, ის გუნდის მომავლის ლიდერია. ჩემი აზრით, მას აქვს ის პიროვნული თვისებები და ხასიათი, რომელიც “ტოტეჰემის” ლიდერად გახდომაში დაეხმარება. ჩემს ყველა ფეხბურთელს გააჩნია წინამძღოლის რაღაც თვისება, უბრალოდ მათ დრო უნდათ, რომ ისინი განავითარონ.”

“მნიშვნელოვანია, გქონდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი და,  მუდმივი შრომით, მიზნად მოგებას ისახავდე. არ კმარა, უბრალოდ თქვა – “მე მინდა გამარჯვება”. ამისთვის მუშაობა, მონდომება, ენთუზიაზმი და შეუპოვრობაა საჭირო,” – აცხადებს არგენტინელი მწვრთნელი.

ჰარი კეინი: “ზოგს მხოლოდ ფული ადარდებს, მე ასეთი არ ვარ”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ჰარი კეინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “უაით ჰართ ლეინზე” თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის დატოვებას არ აპირებს.

23 წლის ინგლისელმა talkSport-თან საუბრისას განაცხადა: “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა.

საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ფანტასტიკური მწვრთნელი და ახალი ბაზა. სტადიონის მშენებლობა კი ორ წელიწადში დასრულდება.

ყველაფერი წინ მიდის და სანამ ეს პროცესი გრძელდება, კლუბის დატოვების სურვილი ნამდვილად არ გამიჩნდება.

ზოგი მხოლოდ ფულისთვის თამაშობს – მე ასეთი არ ვარ. ჩემი მიზანი ტიტულების მოგებაა. დიახ, “ტოტენჰემში” ბედნიერი ვარ.”

“ტოტენჰემმა” “მიდლსბროს” მინიმალური ანგარიშით მოუგო (ვიდეო)

4 თებერვალს პრემიერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ლონდონის “ტოტენჰემი” და “მდლსბრო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ლონდონელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. მისი ავტორი 58-ე წუთზე ჰარი კეინი გახდა. მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეარხია ვიქტორ ვალდესის კარის ბადე და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულ მოუტანა.

“სპურსები” 24 ტურის შემდეგ 50 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან, და ლიდერ “ჩელსის” მთელი 9 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება აიტორ კარანკას გუნდს, “მიდლსბროს” 21 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზეა.

იხილეთ ჰარი კეინის გოლი

 

კეინი: “ტოტენჰემს” იმის გამო არ დავტოვებ, რომ სხვაგან ტიტულები მოვიგო”

ჰარი კეინმა მის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ტოტნჰემში” ძალიან ბედნიერია. მიუხედავად იმისა, რომ იგი “სპურსების” შემადგენლობაში ბევრ ტიტულს ვერ იგებს, ამ მიზეზით კლუბის დატოვებას არ აპირებს.

“თუ გინდა, რომ გქონდეს დიდი კლუბი, მაშინ დიდი ფეხბურთელები უნდა შეინარჩუნო. შესაბამისად, მე აქ ვრჩები და მინდა, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”

“მწვრთნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სპეციალისტი და ვთამაშობ უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელების გვერდით. შესაბამისად, რატომ უნდა დავტოვო აქაურობა?”

“ზოგ მოთამაშეს უნდა, რომ უფრო მეტი გამოიმუშაოს და ამის გამო კლუბს იცვლის. ჩემთვის მთავარია, ვიყო კომფორტულად, მხიარულად და განვვითარდე. ფული კი დანამატია იმ საქმეზე, რასაც მე ვაკეთებ. მხოლოდ და მხოლოდ ფული არასდროს გამხდის ბედნიერს.”

“წინა სეზონში ძალიან ახლოს ვიყავით პრემიერ ლიგის მოგებასთან. ამ წარუმატებლობამ კიდევ უფრო გაგავაძლიერა. ახლა კი დროა, რამე მოვიგოთ. ამისთვის, ძალას არ დავიშურებ,” – აცხადებს კეინი.

“ტოტენჰემმა” ალის ფასი დაადო: “რეალი” და “ბაიერნი” საქმის კურსშია

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ დელე ალის სახით გუნდში უდიდესი ვარსკვლავი ჰყავთ და მის გაშვებას მხოლოდ წარმოუდგენლად მსუყე შეთავაზების მიღების შემთხვევაში აპირებენ.

ლონდონელები 20 წლის ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ უფრო მეტს ითხოვენ, ვიდრე “რეალმა” ბეილში გადაიხადა.

The Times-ის ცნობით, ალის გამოსასყიდი თანხა, რომელმაც ახლახან გააფორმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი, მხოლოდ სამნიშნა რიცხვით უნდა აღინიშნებოდეს. ეს რიცხვები კონკრეტულად არ სახელდება – რაც მთავარია, ფასი 100 მილიონ ევროს აღემატება.

რაც შეეხება ალის ხელფასს, ეს უკანასკნელი “ტოტენჰემში” თამაშისთვის 69,000 ევროს იღებს კვირაში, რაც წელიწადში დაახლოებით 3 მილიონს უტოლდება.

აზარი: “ეს ორი გუნდი ჩვენი მთავარი მეტოქეა”

ლონდონის “ჩელსი” შესანიშნავ სეზონს ატარებს. ანტონიო კონტეს გუნდი 23 ტურის შემდეგ პრემირ ლიგას 56 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსანს მთელი ცხრა ქულით უსწრებს.

გუნდის ერთ-ერმა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულში მათი მთავარი შემცილებლები, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” არიან.

“ვფიქრობ, ჩვენს მთავარ მეტოქეებს “მანჩესტერი” და “არსენალი” წარმოადგენენ.”

“მართალია, მოურინიოს გუნდმა პირველ ნახევარში ბევრი ქულა დაკარგა, თუმცა ახლა “წითელი ეშმაკები” შესანიშნავად გამოიყურებიან. მათ ბოლო შეხვედრები კარგად ჩაატარეს და ვფიქრობ, ამ ტემპს შეინარჩუნებენ.”

“იმედია, ისინი მეორე ან მესამე აგდილზე მაღლა არ დაამთავრებენ ასპარეზობას.”

“ტოტენჰემიც” კარგი გუნდია. ისინი ხომ ახლა მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა “მანჩესტერი” და “არსენალი” უფრო გამოცდილები არიან. ეს ჩემი აზრია, შესაძლოა, ვცდები,” – აცხადებს ედენი.