მორგანი: “ქულა “მანჩესტერთან” – წარმატებაა”

დღეს, “ლესტერ სიტის” დაწყებული ზღაპრის დასრულების და ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურად მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა “მელიებმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება ვერ მოახერხეს. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, ვეს მორგანმა აღნიშნული შედეგი დადებითად შეაფასა: “ძალიან რთული იყო. “მანჩესტერ იუნაიტედი” მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა ბურთს.

ქულა ავიღეთ, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული დაბიჯია. ამოდენ მნიშვნელოვანი გოლის გატანა, თანაც “ოლდ ტრაფორდზე” მართლაც რომ შესანიშნავი გრძნობაა.”

შეგახენებთ, რომ ამ შედეგის მიუხედავად, “ლესტერს” მაინც შეუძლია 36-ე ტურში ჩემპიონობის მოპოვება, ამისათვის “ჩელსი” შინ, “ტოტენჰემთან” არ უნდა დამარცხდეს.

ლინეკერი: „ახალი საცვლების პოვნა მომიწევს“

წარსულში ინგლისის ნაკრების ცნობილმა მოთამაშემ გარი ლინკერემა, რომელიც პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის რბოლაში „ლესტერ სიტის“ გულშემატკივრობს, „ტოტენჰემის“ „ვესტ ბრომვიჩთან“ ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაფასა. ამ შეხვედრის შემდეგ „ტოტენჰემსა“ და პირვე ადგილზე მყოფ „ლესტერს“ შორის სხვაობა 7 ქულა გახდა.

„თავს უცნაურად ვგრძნობ, როდესაც „სპურსს“ არ ვგულშემატკივრობ. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ამის გამო გული დამწყდებოდა. ტონი პულისის გუნდებზე რაც არ უნდა იფიქროთ, ისინი თამაშს თავს დროზე ადრე არასდროს ანებებენ.

ჯანდაბა, ეს საოცრებაა! ახალი საცვლების პოვნა მომიწევს“, – განაცხადა ლინეკერმა.

ედგარ დევიდსი: “ტოტენჰემისთვის” არც მეორე ადგილი იქნება ცუდი”

ედგარ დევიდსი იმედოვნეს, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” “ლესტერისთვის” პრემიერ ლიგის ტიტულის აწაპნას შესძლებს, თუმცა სჯერა, რომ მათთვის არც მეორე ადგილი იქნება ურიგო.

“ვფიქრობ, რომ ამჟამად ისეთი გუნდისთვის, როგორიც “ტოტენჰემია” მაღალ დონეზე დარჩენა ძალზედ მნიშვნელოვანია.

ტიტულის მოგება მათთვის გასაოცარი რამ იქნება, მაგრამ არც მეორე ადგილზე გასვლა იქნება ცუდი. რატომ? მხოლოდ იმიტომაც კი, რომ ისინი “არსენალზე” მაღლა იქნებიან.

იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს “ტოტენჰემში” მოგების კულტურა დაინერგება და გუნდი ამ დონეს შეინარჩუნებს. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის უმნიშვნელოვანესია.”

შურლესთვის ორი ინგლისური გრანდი იბრძვის

“ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” ხელმძღვანელების ყურადღება “ვოლფსბურგის” შემტევმა, ანდრე შურლემ მიიქცია. ამ ინფორმაციას Kicker ავრცელებს.

მსოფლიო ჩემპიონს ინგლისში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს – მან ორი წელი გაატარა ლონდონური “ჩელსის” ბანაკში, მანამ სანამ ისევ გერმანიაში დაბრუნდებოდა.

“ამჟამად ჩემს მომავალზე საუბრის დრო არ არის, რამეთუ წინ მნიშვნელოვანი მატჩები მელის, თუმცა ფაქტია, რომ სეზონის ბოლოს ცვლილებების საჭიროება არსებობს.” – განაცხადა შურლემ.

თუ “ვოლფსბურგი” ინგლისელთა წინადადებას დათანხმდება, 25 წლის შურლე კევინ დე ბრუინის გზას გაჰყვება, რომელიც ახლა “მანჩესტერ სიტის” ლიდერის როლს თამაშობს.

აზარი: “ჩელსის” ურჩევნია ტიტული “ლესტერმა” მოიგოს და არა “ტოტენჰემმა”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა აღიარა, რომ ლონდონური გრანდის წარმომადგენლები “ტოტენჰემისა” და “ლესტერის” საჩემპიონო რბოლაში “მელიების” მხარეს არიან.

“ნამდვილად არ გვინდა, რომ პრემიერ ლიგა “ტოტენჰემმა” მოიგოს – ფანები, კლუბი და ფეხბურთელები. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ჩემპიონი “ლესტერი” გახდება. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

მომავალ კვირას უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის “ტოტენჰემის” წინააღმდეგ. კარგი იქნება, თუ მათ დამარცხებას შევძლებთ.” – განაცხადა აზარმა, რომელმაც 356 მშრალი დღის შემდეგ შაბათს პირველად მოახერხა პრემიერ ლიგაში გოლის გატანა.

The Times: “ჩელსიმ” დელე ალის შეძენის შანსი ხელიდან გაუშვა, ალის სხვა ამჯობინეს

თუ ინგლისურ, პოპულარულ გამოცემა The times-ს დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” დელე ალის შეძენის შანსი ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდა ინგლისელს რუბენ ლოფტუს-ჩიკი ამჯობინეს.

წყაროს ცნობით, ედი ნიუტონმა, რომელიც “ჩელსის” ახალგაზრდული გუნდის განმავითარებელი ჯგუფის წევრი იყო მანამ, სანამ ჰიდინკის ასისტენტი გახდებოდა, არაერთხელ გაუგზავნა “არისტოკრატთა” ხელმძღვანელებს პოზიტიური გზავნილები ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით.

მაგრამ, ლონდონელებმა ნიუტონის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეთ, მათ სჯეროდათ, რომ ლოფტუს-ჩიკი უფრო პერსპექტიურლი ფეხბურთელი იყო. თანაც ის სწორედ ალის პოზიციაზე თამაშობდა.

ახლა კი, ალი პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსის მოგების მთავარი კანდიდატია, მაშინ, როცა 20 წლის ლოფტუსმა მხოლოდ 15 მატჩში შესძლო მონაწილეობა.

“არსენალში” გადასვლა? მირჩევნია ბუცები კედელზე ჩამოვკიდო”

ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა, დელე ალიმ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის “არსენალის” რიგებში თამაშით იყო დაინტერესებული და აღნიშნა, რომ ამის გაკეთებას ურჩევნია კარიერა დაასრულოს.

როგორც იცით, ლონდონის “არსენალი” და “ტოტენჰემი” პრინციპული მეტოქეები არიან. როდესაც Copa90-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რომელს აირჩევდა ამ ორიდან – კარიერის დასრულებას, თუ “არსენალში” გადასვლას, მან განაცხადა: “მირჩევნია ბუცები კედელზე ჩამოვკიდო.”

20 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მართლაც რომ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება – წლევანდელ სეზონში მან 44-ჯერ ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა.

ფრენდმა “ტოტენჰემის” მატჩის განსჯაზე უარი განაცხადა, რათა “ლესტერისთვის” ექომაგა

პრემიერ ლიგაში მოასპარეზე არბიტრმა, კევინ ფრენდმა “ტოტენჰემისა” და “სტოკ სიტის” დაპირისპირებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგანაც ის “ლესტერ სიტის” მატჩის ყურებას აპირებს.

PGMOL-მა, რომელსაც პრემიერ ლიგის მატჩებისთვის მსაჯების არჩევა ევალება, ფრენდს “მამლების” მატჩის განსჯა დაავალა, თუმცა ფრენდის თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება შეცვალეს. ფრენდის ნაცვლად აღნიშნულ მატჩს ნილ სუორბრიკი განსჯის.

“PGMOL-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც “სტოკისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებას კევინ ფრენდი არ განსჯის. ის “ლესტერ სიტის” მატჩს დაესწრება.”

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი, “ლესტერი” “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

მომდევნო ჰარი კეინი? “ტოტენჰემის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა

“ტოტენჰემს” უკვე ჰყავს მომდევნო ჰარი კეინი, რომელიც თავის შანსს ელოდება?

საუბარია “მამლების” 21-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელზე, შეიონ ჰარისონზე რომელმაც “სანდერლენთან” მატჩში ჰეთ-ტრიკის გაფორმება შესძლო.

18 წლის ფეხბურთელი ლონდონელთა აკადემიის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მოისაზრება, გასულ სეზონში ის 18-წლამდელთა შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 15 გოლით (18 მატჩში).

ისიამოვნეთ შეიონის მიერ “სანდერლენდის” კარში გატანილი გოლებით ..

შნეიდერლენი: „ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა მორგან შნეიდერლენმა პრემიერლიგის 33-ე ტურში „ტოტენჰემთან“ ანაგრიშით 0:3 წაგებული მატჩი შეაფასა.

„პირველი გაშვებული გოლის შემდეგ რაღაც დავკარგეთ. შესაძლოა, საქმე ჩვენს თავში იყოს. პირველ ტაიმში ბურთს ვფლობდით, რამდენიმე მომენტი შევქმენით, თუმცა შემდეგ გოლი გავუშვით, რომელსაც კიდევ ორი ბურთი მოჰყვა. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა. ერთი საათის გასვლის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა. „ტოტენჰემი“ უნდა დავაფასოთ, გუნდმა მომენტები გამოიყენა და მაშინ გაიტანა, როცა მხოლოდ თამაშში დაბრუნებას ვიწყებდით. მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია“, – ციტირებს შნეიდერლენს Goal.com-ი.

“ტოტენჰემმა” “მანჩესტერს” 6 წუთში მოუგო

დღეს გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც ლონდონურმა “ტოტენჰემმა”, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო.

მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ისევე როგორც “მამლებისთვის”, ასევე “ეშმაკებისთვისაც”. “ტოტენჰემს” ეს მატჩი რომ არ მოეგო, “ლესტერს” 10 ქულით გაუშვებდა წინ და ჩემპიონობის შანსს საბოლოოდ დაკარგავდა, “მანჩერს” კი ეს გამარჯვება ოთხეულისთვის ბრძოლაში აუცილებლად გამოადგებოდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში 70-ე წუთზე დელე ალიმ გახსნა, რასაც ალდერვეირელდისა (74′) და ლამელას (76) გოლი მოჰყვა. შედეგად პოჩეტინოს გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და პრემიერ ლიგის მოგების შანსი შეინარჩუნა.

ტოტენჰემი: ლორისი, უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, დაიერი, დემბელე, ლამელა (შადლი 87′), ერიკსენი, ალი (მეისონი 90+3′), კეინი (სონი 89′).

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, როხო, ბლინდი, სმოლინგი, ფოსუ-მენსა (დარმიანი 68′), კერიკი, მარსიალი, შნეიდერლინი, ლინგარდი, მატა (დეპაი 76′), რეშფორდი (იანგი 46′).

“რეკორდმაისტერი” “ტოტენჰემის” ვარსკვლავს აკვირდება

London Evening Standard ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბავარიული გრანდი, “ბაიერნი” “ტოტენჰემის” ნახევარმცველის, ერიკ დაიერის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება.

ბუნდესლიგას ლიდერები ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ფორმით გაოცებულები არიან. მათი სკაუტები დაიერს ევროპა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში (დორტმუნდის “ბორუსიასთან”) აკვირდებოდნენ.

როგორც იცით, ჩაბი ალონსოს კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომაც “ბაიერნი” ცფილობს, რომ მის ჩამნაცვლებელზე აქედანვე იზრუნოს.