Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
ტოპრაკმა ატლეტიკო დააინტერესა
“ლევერკუზენის” მცველი ომერ ტოპრაკი ზაფხულში, შესაძლოა, “ატლეტიკოში” გადაბარგდეს. მადრიდული კლუბი გერმანულს ოფიციალური წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავს.
რომა იბარბოს გამოსყიდვას აპირებს
“რომას” ხელმძღავნელობამ კლუბში იჯარის წესით მოთამაშე ვიქტორ იბარბოს გამოსყიდვა გადაწყვიტა. კოლუმბიელის ფასი, რომელიც “კალიარის” ეკუთვნის, 12,5 მილიონი ევროა.
ჩელსი გიუნდოგანისთვის იბრძოლებს
“მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ილკაი გიუნდოგანის გადასაბირებლად ლონდონის “ჩელსიც” იბრძოლებს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა დორტმუნდის “ბორუსიას” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, რაც მისი ტრანსფერის შანსს ერთი-ორად ზრდის.
სონგი მილნაში?
“ბარსელონას” ნახევარმცველი, ალექს სონგი, შესაძლოა, “მილანში” გადაბარგდეს. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონს კამერუნელი იჯარის წესით ლონდონის “ვესტ ჰემში” ატარებს.
ჩერიშევით ლივერპული დაინტერესდა
“რეალის” ნახევარმცველი, დენის ჩერიშევი, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარის წესით “ვილიარეალში” ასპარეზობს, შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს. რუსი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “ლივერპული” იჩენს.