დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ვესტ ჰემი ჯენკინსონში 10 მილიონს იხდის

“ვესტ ჰემი” მზად არის ლონდონის “არსენლს” კარლ ჯენკინსონის სანაცვლოდ 10 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მცველი “ვესტ ჰემში” იჯარის წესით ასპარეზობს.

ფელიპე ანდერსონი ბუნდესლიგაში? 

“ბაიერნი” და “ვოლფსბურგი” ფელიპე ანდერსონისთვის იბრძოლებენ, რომელიც “ლაციოს” ღირსებას იცავს. 21 წლის ნახევარმცველი რომაულ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესოა.

გიუნტერი ბორუსიას უახლოვდება

“გალათასარაის” მცველი, ქორაი გიუნტერი, შესაძლოა, დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი გახდეს. იურეგნ კლოპი მას მატს ჰუმელსის შემცვლელად მოიაზრებს.

მადრიდში ედეგორის განათხოვრებაზე ფიქრობენ

ესპანური პრესის ცნობით მადრიდის “რეალი” მარტინ ედეგორის განათხოვრებას აპირებს. ფეხბურთელი, რომელიც რეგულარულად ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც აქვს, მადრიდელთა კასტილიას ვერ მოერგო.

ბარსელონა ბრუნო პერესს აკვირდება

კატალონიური კლუბის სპორტული კლუბი “ტორინოსა” და “რომას” შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო. “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში ბრუნო პერესი მოხვდა.

ათი ფეხბურთელი, რომელიც „ლივერპულმა“ მაღალ ფასად გაყიდა

ბოლო დროს ევროპული მედია რაჰიმ სტერლინგის „ლივერპულიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ ალაპარაკდა. სავარაუდო სატრნასფერო ფასად საკმაოდ მაღალი თანხები სახელდება. წარმოგიდგენთ მერსესაიდული კლუბის მიერ აქამდე მაღალ თანხად გაშვებული ფეხბურთელების ათეულს.

მაიკლ ოუენი (მადრიდის „რეალში“ 12 მილიონ ევროდ, 2004 წელი)

მაიკლ ოუენი „ენფილდს“ „ოქროს ბიჭუნას“ სტატუსით ტოვებდა. სტერლინგთან შედარებით, ის უფრო ასაკოვანი და გამოცდილი იყო. ასევე მას „ოქროს ბურთი“ ჰქონდა მოგებული. სამწუხაროდ, „ბერნაბეუზე“ ინგლისელმა იმედები ვერ გაამართლა და მადრიდელებმა ის ოპერატიულად „ნიუკასლში“ გაუშვეს. თანაც, „რეალმა“ ამ ტრანსფერით მოგება ნახა, რამეთუ ინგლისელი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვა. იმის შემდეგ მაიკლის სატრანსფერო ფასი არ აწეულა. საინტერესოა, რა იქნებოდა, თუ მას „ენფილდი“ არ დაეტოვებინა? სავარაუდოდ, ეს თანამედროვე ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა…

Owen

რაულ მეირელეში („ჩელსიში“ 13,5 მილიონ ევროდ, 2011 წელი)

მეირელეში „ლივერპულში“ „პორტუდან“ 13 მილიონ ევროდ გადავიდა, ერთ წელიწადში კი მერსესაიდელებმა ის ნახევარი მილიონით უფრო მაღალ ფასად გაყიდეს. კიდევ ერთ წელიწადში მან ნისლიანი ალბიონი დატოვა და თურქეთისკენ გაეშურა. არც ისე დიდი მიღწევების მიუხედავად, მეირელეში ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელიც „წითლებმა“ მაღალ ფასად გაყიდეს.

Meireles

პიტერ კრაუჩი („პორტსმუტში“ 13,7 მილიონ ევროდ, 2008 წელი)

„პორტსმუტმა“ პრემიერლიგა სწორედ ასეთი ტრანსფერების გამო დატოვა. „ლივერპულმა“ კი ამ გარიგებით მოგება ნახა, რამეთუ პიტერი „საუთჰემპტონიდან“ 10,5 მილიონ ევროდ მოიყვანა.

PeterCrouchStephenPondPAEm4

რობი კინი („ტოტენჰემში“ 16,7 მილიონ ევროდ, 2009 წელი)

კინის ტრანსფერი მერსესაიდული კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია. 2008 წლის ზაფხულში ირლანდიელი „წითლებში“ 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ერთ წელიწადში არც ისე წარმატებული თამაშის გამო ლონდონში დაბრუნება მოუწია. თანაც, გაცილებით ნაკლებ ფასად…

robbie-keane_798471c

რობი ფაულერი („ლიდსში“ 16,8 მილიონ ევროდ, 2001 წელი)

რობი ფაულერის სანაცვლოდ „ლივერპულმა“ 2001 წელს მოგება ნახა. თუმცა, „ლიდსში“ ფეხბურთელმა, რომელსაც „ღმერთსაც“ კი უწოდებდნენ, იმედები ვერ გაამართლა და „მანჩესტერ სიტიდან“ ტრანზიტით კვლავ მერსესაიდელებს დაუბრუნდა.

robbie_fowler_1940308c

ენდი კეროლი („ვესტ ჰემში“ 17,5 მილიონ ევროდ, 2013 წელი)

კიდევ ერთი უიღბლო ტრანსფერი. ამ ადამიანის სანაცვლოდ ლივერპულელებმა 2010 წელს „ნიუკასლს“ 41 მილიონი ევრო გადაუხადეს, მაგრამ ასეთი თანხის დახარჯვის მიუხედავად, კლუბმა მაშინდელი პრობლემები ვერ მოაგვარა. ენდი იმდენად ცუდ ფეხბურთს აჩვენებდა, რომ მის სანაცვლოდ „ვესტ ჰემის“ მიერ გადახდილი თანხაც კი საკმაოდ მაღალია. ამ მოთამაშესთან პრობლემა ახლა ლონდონურ კლუბსაც აქვს…

Soccer - Barclays Premier League - Liverpool v Manchester City - Anfield

ხავიერ მასკერანო („ბარსელონაში“ 20 მილიონ ევროდ, 2010 წელი) და ჩაბი ალონსო (მადრიდის „რეალში“ 35,4 მილიონ ევროდ, 2009 წელი)

მიუხედავად იმისა, რომ ორი ეს ტრანსფერი სხვადასხვა დროს განხორციელდა, ისინი მაინც ერთად უნდა მოვიხსენიოთ. ორივე ფეხბურთელი „ლივერპულის“ ცენტრში შეუცვლელი იყო, რაც მათი წასვლის შემდეგაც დადასტურდა – გუნდმა მათი სათანადო შემცვლელები საბოლოოდ ვერ იპოვა. დიახ, კლუბმა მშვენიერი კომპენსაცია მიიღო, მაგრამ, როგორც ოუენის შემთხვევაში, გულშემატკივრებს კითხვა დაებადათ – რა მოხდებოდა, თუ ისინი „ენფილდზე“ დარჩებოდნენ?

mascherano_alonso_1423330c

ფერნანდო ტორესი („ჩელსიში“ 58,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, 2011 წელი)

ტრანსფერი, რომლის მიმართაც „ლივერპულის“ გულშემატკივრებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ერთი მხვრივ, კლუბის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეივსო, სხვა მხვრივ, ეს თანხა კლუბმა ნახსენებ ენდი კეროლს დაახარჯა. მესამე მხვრივ კი, „წითლებში“ ლუის სუარესიც გადავიდა, რომლის წყალობითაც ფერნანდო „ენფილზე“ სულ მალე დაავიწყდათ.

Fernando-Torres-liverpool-fc-1154521_1920_1295

ლუის სუარესი („ბარსელონაში“ 81 მილიონ ევროდ, 2014 წელი)

ეს ტრანსფერი, ურუგვაელის გარშემო შექმნილი სკანდალის მიუხედავად, „ლივერპულის“ გულშემატკივრებისთვის დიდი დანაკარგია, რომელიც მათ ჯერ არ დაუვიწყებიათ. არადა, ამ ადამიანმა გუნდს თითქმის პრემიერლიგა მოაგებინა და ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნდა. სამწუხაროა, რომ მიღებული თანხა კლუბის ხელმძღვანელობამ კვლავ არასწორად დახარჯა და სამხრეთ ამერიკელის სათანადო შემცვლელი ჯერ არ მოუყვანია. ეს მაგალითები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ფეხბურთში ფინანსები წარმატების გარანტიას არ იძლევიან.

Luis Suarez

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

იუვენტუსი ვაიგლისთვის იბრძოლებს

“იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში “მიუნხენ 1860”-ის ამომავალი ვარსკვლავი, იულიან ვაიგლი მოხვდა. მოთამაშის სატრანსფერო ფასი 3 მილიონი ევროა და მისი გადაბირება “ტოტენჰემსაც” სურს.

ბარსელონას დარმიანი სურს

“ბარსელონა” “ტორინოს” მცველის, მატეო დარმიანის დამატებას აპირებს. კატალონიელები მას დანი ალვეშის შემცვლელად მოიაზრებენ.

ლივერპული ბალოტელის შეელევა

“ლივერპული” მზად არის მარიო ბალოტელის შეელიოს. მერსისაიდელთა მწვრნთელს, ბრენდან როჯერს იტალიელი შემტევის იმედი აღარ აქვს.

ტოტენჰემში ჰიოვედესზე ფიქრობენ

“ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში “შალკეს” მცველი, ბენედიქტს ჰიოვედესი მოხვდა. გერმანული პრესის ცნობით, ლონდონელები დაცვის გასაძლიერებლად 13 მილიონის გადადას აპირებენ.

სტერლინგი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს

“ლივერპულის” ნახევარმცველი, რახიმ სტერლინგი კლუბთა ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პრემიერლიგის წამვყანი კლუბები და მადრიდის “რეალი” იჩენენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

მანჩესტერი ფელიპე ანდერსონს აკვირდება

იტალიური პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტი “ნაპოლი” – “ლაციოს” შეხვედრას დაესწრო. ინგლისური კლუბის ინტერესთა სფეროში რომაელთა ნახევარმცველი, ფელიპე ანდერსონი მოხვდა.

რამოსი რეალიდან არ წავა

სერხიო რამოსის აგენტმა, მცველის “რეალიდან” წასლის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო. შეგახსენებთ, რომ ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რამოსის გადაბირება პეპ გვარიდოლას, “ბაიერნში” სურდა.

იუვენტუსი მატასთვის იბრძოლებს

“იუვენტუსი” “მანჩესტერ იუნაიტედიდან’ ხუან მატას გადაბირების იდეას დაუბრუნდა. ფეხბურთელის გადაბირება მასიმილიანო ალგერის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

შნეიდერლინი ჩელსისაც სურს

“ჩელსი” “საუთჰემპტონის” ნახევარმცველისთვის, მორგა შნეიდერლინისთვის იბრძოლებს. ლურჯებმა საკუთარი სკაუტი “საუთჰემპტონისა” და “ევერტონის” მატჩეც კი მიავლინეს.

პედროთი ინტერი დაინტერესდა

მილანის “ინტერი” “ბარსელონაში” პედროს ირგვლივ შექმნილ ვითარებას აკვრიდება. ფეხბუთელმა განაცხადა, რომ სათამაშო პრაქტიკის არქონის შემთხვევაში, სხვა კლუბების წინადადებების განხილვას არ გამორიცხავს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ლივერპული პედროსთვის იბრძოლებს

ბრიტანული პრესის ცნობით “ლივერპული” “ბარსელონადან” პედროს გადასაბირებლად იბრძოლებს. მისი სახით “წითლები” რახიმ სტერლინგის შემცვლელს ეძებენ, რომელიც ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან თავს იკავებს.

მანჩესტერი კავანის სანაცვლოდ 60 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედი” პსჟ-დან ედისონ კავანის გადაბირებას აპირებს. ურუგვაელ შემტევში მანჩესტერელები 60 მილიონ გირვანქას გადაიხდიან.

დორტმუნდს დი სანტო სურს

“დორტმუნდის” ინტერესთა სფეროში “ვერდერის” შემტევით, ფრანკო დი სანტო მოხვდა. ბრემენელები მოთამაშის სანაცვლოდ 10-დან 15 მილიონ ევრომდე ითხოვენ.

ბარსელონა სარაგოსას მცველს აკვირდება

ესპანური მედია საშუალებების ცნობით, “ბარსელონა” “სარაგოსას” 18 წლის მცველს, ხესუს ვალიეხოს აკვირდება. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მცველი სეგუნდას ბინადარი კლუბის ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ბორინი ინტერში?

“ინტერის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი “ლივერპულის” ფორვარდი, ფაბიო ბორინის გადაბირება იქნება. მილანელები მას ლუკაშ პოდოლსკის შემცვლელად მოიაზრებენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ვალდესი რეალში?

ბრიტანული პრესის ცნობით, მადრიდის “რეალში” ვიქტორ ვალდესის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა კიპერმა ტრავმა მოიშუშა და ახლა “მანჩესტერში” ირიცხება, თუმცა ძირითადში ადგილის მოპოვებას ვერ ახერხებს.

ლივერპულს ლიდსის მცველი სურს

“ლივერპულის” ინტერესთა სფეროში “ლიდსის” მცველი, სემ ბირამი მოხვდა. სავარაუდო ტრანსფერი 11 მილიონ ევროდაა შეფასებული.

მილანი ნიანგს იბრუნებს

“მილანი” “ჯენოაში” განათხოვრებული მბაიე ნიანგის დაბრუნებას აპირებს. მოთამაშეს მილანურ კლუბში თავის დამკვიდრების კიდე ერთი შანსი მომდევნო სეზონსი მიეცემა.

ჩელსი ახალ ნეიმარს ყიდულობს

“ჩელსი” “ფლუმინენსეს” ნახევარმცველის, კენედის გადაბირებასთან ახლოს არის. ბრაზილიური პრესის ცნობით, მოთამაშე, რომელსაც ახალ ნეიმარს ეძახიან, ლონდონში ზაფხულში გადაბარგდება.

გვარდიოლას სერხიო რამოსი სურს

მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას საკუთარი გუნდის რიგებში სერხიო რამოსის ხილვა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელებმა მადრიდული კლუბის წარმომადგენლებთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ჩელსის ჰენდერსონი სურს

ლონდონის “ჩელსიში” “ლივერპულიდან” ჯორდან ჰენდერსონის გადაბირებაზე ფიქრობენ. ცოტა ხნის წინ მერსისაიდელებმა მოთამაშეს კონტრაქტის გახანგრძივება შესთავაზეს, თუმცა ჰენდერსონისგან უარი მიიღს.

არსენალი ახალ მესიზე ნადირობს

არგენტინულმა “ველესმა” ლონდონის “არსენალისგან” 16 წლის შემტევის, მაქსი რომეროს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მოთამაშეში, რომელსაც “ახალ მესის” ეძახიან, ლონდონელებმა არგენტინელებს 4,5 მილიონი გირვანქა შესთავაზეს.

იბრაჰიმოვიჩი შტატებში გადაბარგდება

ფრანგული პრესის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აშშ-ს ვიზის მისაღებად საბუთები ჩააბარა. შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩი კარიერის გასაგრძელებლად მლს-ში გადაბარგდეს.

რეალი აგუეროში 95 მილიონს იხდის

ბრიტანული პრესის ცნობით, მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ სიტიდან” სერხიო აგუეროს გადაბირებას ეცდება. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები მზად არიან არგენტინელის სანაცვლოდ 95 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ლივეპრული ფალკაოს ინათხოვრებს

“ლივერპულის” ხელმძღვანელობა “მონაკოს” ფორვარდის, რადამელ ფალკაოს იჯარის წესით გადაბირების შესაძლებლობას განიხილავს. შეგახსენებთ, კოლუმბიელი შემტევი ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედშია” განათხოვრებული.

დიდი წმენდა “ლივერპულში” – ვინ დატოვებს კლუბს ჯერარდთან ერთად?

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულს“ სტივენ ჯერარდი დატოვებს. კლუბში ახალი ერა დაიწყება, თუმცა მოსალოდნელია, რომ რეორგანიზაცია ფეხბრთელთა დიდ ნაწილს შეეხება.

დღევანდელ „ლივერპულში“ ნამდვილად არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ინგლისური გრანდის დონეს ვერ აკმაყოფილებენ. მერსისაიდელებს კი სწორედ ასეთად ჩამოყალიბებაზე აქვთ პრეტენზია.

Fanebi.com გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, ვისაც მოახლოებული სატრანფერო ფანჯრის დროს დიდ წმენდაში ემუქრებათ მოხვედრა.

 

ფაბიო ბორინი

ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა. ფორვარდი, რომელსაც გოლების გატანა არ შეუძლია გუნდს ვერ დაეხმარება. „ლივერპულის“ გულშემატკივრებს საკუთარი თამაშით ყოველთვის ანებივრებდნენ ტოპ კლასის შემტევები. ბორინი კი ასეთი დონის არ არის. ის ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა მისი მაქსიმუმი საშუალო დონის გუნდებია. იმ შემთხვევაში, თუ „სანდრედლენდი“ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს, ბორინის დაბრუნება ამ გუნდში სავსებით ლოგიკური იქნება.

 

მარიო ბალოტელი

სკანდალურად ცნობილ ფორვარდზე სეზონის სტარტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და მასში სოლიდური თანხაც გადაიხადეს. თუმცა, ინგლისში დაბრუნებულმა ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში თავი მხოლოდ სკანდალებით დაგვამახსოვრა. გოლების გატანის ნაცვლად სუპერ მარიო „ჰეითერებისადმი“ მიძღვნილი ვიდეო-მიმართვების გადაღებითაა დაკავებული.  მოედანზე მისი გადამეტებული ემოციები კი ხშირ შემთხვევაში „ლივერპულს“ პრობლემებს უქმნის. „მანჩესტერთან“ შეხვედრაში გაცხარებულ ბალოტელის გულშემატკივრები იჭერდნენ.

 

გლენ ჯონსონი

ეს ფეხბურთელი კლუბის ერთ-ერთი ვეტერანია. ასეთი სტატუსი და დიდი ხელფასი მისთვის სერიოზული მოტივაცია უნდა იყოს, მაგრამ წელს ინგლისელი მცველი ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებს. ამ შემთხვევაში გლენისთვის სამაგალითო ჯერარდის საქციელი უნდა იყოს, რომელიც კლუბს თავისი ნებით ტოვებს და ადგილს ახალგაზრდა მოთამაშეებს უთმობს.

 

რიკი ლამბერტი

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს რიკის „ენფილდზე“ კარიერა არ აწეყო. იმას ვერ ვიტყოდით, რომ ფეხბურთელი თავს არ დებს და ბოლომდე არ იხარჯება, მაგრამ როჯერსის ხელში გადამწყვეტ ჯოკერად ის ვერ იქცა. გუნდიდან მის გაგდებას არავინ აპირებს, მაგრამ თავად ლამბერტისთვის, ასეთ ასაკში სკამზე ჯდომა კარგი არ უნდა იყოს.  

 

ბრედ ჯონსი

საკუთარი მისია სეზონის გარკვეულ ეტაპზე ავსტრალიელმა კიპერმა ავად თუ კარგად მაინც შეასრულა. მინიოლეს მიერ რამდენიმე ჩაგდებული თამაშის შემდეგ როჯერსმა კარის დაცვა ჯონსს ანდო. თუმცა, მუდმივ პირველ ნომრად მისი განხილვა მიზანშეწონილი არ არის. ნათელია, რომ „ლივერპულს“ უფრო მაღალი დონის მეორე მეკარე სჭირდება.

 

ხოსე ენრიკე

ქრონიკული ტრავმებისა და ალბერტო მორენოს სახით გამოჩენილი ძლიერი კონკურენტის ერთობლიოამ ხოსე ენრიკე სათადარიგოთა სკამზე გადაანაცვლა. „ლივერპულში“ ამ პოზიციაზე ახალგაზრდა ფლანაგანიც არის, რაც „რუსტერში“ ენიკეს ყოლას აზრს უკარგავს.

 

დეიან ლოვრენი

შესაძლოა, ახალგაზრდა ხორვატს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად მეორე სეზონი სჭირდება და მის სანაცვლოდ გადახდილი დიდი თანხა მძიმე ფსიქოლოგიურ ტვირთად აწვება. თუმცა, სტატისტიკურად პრემიერლიგაში ყველაზე მეტი შეცდომა სწორედ ლოვრენს აქვს დაშვებული, რაც ძალიან უარყოფით ფაქტია.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ვესტ ჰემი კონატეს გადაბირებას ეცდება

“ვესტ ჰემი” “სიონს” მუსა კონატეს ტრანსფერის თაობაზე წინადადებით მიმართავს. მიმდინარე სეზონში სენეგალელმა 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

არსენალი ვუდმანს აკვირდება

“ნიუკასლის” ახალგაზრდა მეკარე, ფრედი ვუდმანი “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ვუდმანი ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებების ღირსებას იცავს და სპეციალისტები მას ერთ-ერთ ნიჭიერ მოთამაშედ თვლიან.

გაიამ ვალენსიას უარი უთხრა

ხოსე გაიამ “ვალენსიასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. ესპანური პრესის ცნობით, ფეხბურთელმა “რეალის” ინტერესის შესახებ იცის და ამიტომაც ახალკი ხელშეკრულების გაფორმებისგან თავს იკავებს.

ატლეტიკო მირანდას შეელევა

სეზონის დასრულების შემდეგ “ატლეტიკო” მზად არის ჟოაო მირანდას შეელიოს. ფეხბურთელს კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და მადრიდელებს მისი გასხვისება ახლა ურჩევნიათ.

რეალი ლენოს 18 მილიონად შეიძენს

“ლევერკუზენის” მეკარე, ბერნდ ლენო, შესაძლოა მადრიდის “რეალში” გადავიდეს. გერმანული პრესის ცნობით ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაჯდება.

10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი მიუნხენის “ბაიერნის” ისტორიაში

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც მიუნხენის “ბაიერნის” ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია დასახელებული.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

ვალენსია ტულალანით დაინტერესდა

“ვალენსიას” ინტერესთა სფეორში “მონაკოს” ნახევარმცველი, ჟერემი ტულალანი მოხვდა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცდილი ფრანგის დამატება “ინტერსაც” სურს.

შალკე ჰიოვედესს შეელევა

“შალკეს” მცელმა ბენედიქტ ჰიოვედესმა, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. გელზენკირხენელები მოთამაშის გაყიდვაზე იმ შემთხვევაში დაფიქრდებიან, თუ მიმდინარე სეზონის შედეგებით ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ.

ჩელსი გრინს შეიძენს

ქპრ-ს მეკარემ, რობერტ გრინმა ლონდონის “ჩელსის” ინტერესი მიიპყრო. ბრიტანული პრესის ცნობით არისტოკრატები ჩეხის წასვლასთან დაკავშირებით კურტუასთვის ახალ დუბლიორს ეძებენ და ერთ-ერთი კანიდატი სწორედ გრინია.

ვოლფსბურგი სალაჰში 15 მილიონს იხდის

გერმანული “ვოლფსბურგი” მზად არის “ჩელსიდან” “ფიორენტინაში” განათხოვრებული მოჰამედ სალაჰის სანაცვლოდ 15 მილიონი გადაიხადოს. ეგვიპტელთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება ფლორენციულ კლუბსაც სურს.

ინტერი დრაგოვიჩის შეძენას აპირებს

“ინტერი” კიევის “დინამოს” მცველით, ალექსანდრ დრაგოვიჩით დაინტერესდა. მილანურ კლუბში გადასვლა თავად მოთამაშესაც სურს, თუმცა მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

ფიორეს იმობილე სურს

“ფიორენტინას” ინტერესთა სფეროში “დორტმუნდის” შემტევი, ჩირო იმობილე მოხვდა. ფორვარდი სამშობლოში, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლოს დაბრუნდეს.

ხედირამ გერმანულ კლუბთან გააფორმა 

ცნობილმა ჟურნალისტმა, გილიემ ბალაგემ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი სამი ხედირა გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. წყაროს ცნობით, გერმანელი სამშობლოში გაემგზავრება, სადაც ერთ-ერთ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ბაიერნი დანეტს არ შეელევა

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორის თქმით რეკორდმაისტერი ბრაზილიელი მცველის, დანტეს გაყიდვას არ აპირებს.

40 მილიონი დიაბალაში

“არსენალი” და “პალერმო” უახლოეს მომავალში პაულო დიბალას ტრანსფერის თაობაზე წამოიწყებენ მოლაპარაკებებს. მეთფეები მზად არიან მოთამაშეში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ბენდტნერი კოპენჰაგენს სურს

“ვოლფსბურგის” შემტევი, ნიკლას ბენდტნერი, დანიური “კოპენჰაგენის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. თუმცა, ფორვარდი სამშობლოში დაბრუნებაზე არ ჯერჯერობით არ ფიქრობს.