დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ვალენსიას ლავესი სურს

“ვალენსია” იანვარში პსჟ-ს ფორვარდის, ეზეკილ ლავესის გადასაბირებლად 15-20 მილიონ ევროს გამოყოფს. თუმცა, ფრანგებმა თავის დროზე არგენტინელის სანაცვლოდ “ნაპოლის” 30 მილიონი გადაუხადეს და დიდი ალბათობით “ღამურებს” ამ წინადადებაზე უარს ეტყვიან.

ატალანტას პინილია სჭირდება

“ატალანტა” შეტევის გაძლიერებას “ჯენოელი” მაურისიო პინილიათი აპირებს. ამ საქმეში ბერგამოელებს კონკურენციას “ტორინო” გაუწევს.

ლივერპული და სიტი რომეროსთვის იბრძოლებენ

“სამპდორიას” მეკარე სერხიო რომერო “მანჩესტერ სიტის” და “ლივერპულის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. მეკარის კონტრაქტს ვადა 6 თვეში ეწურება და ინგლისურ გრანდებს ამ ფაქტორის გამოყენება სურთ.

ინტერი 25 მილიონს ითხოვს

“ინტერში” შეტევის ხაზში პრობლემების გამო იანვარში მაურისიო იკარდის გაყიდვას არ აპირებს. მილანიდან მისი წასვლა, მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი და ისიც იმ შემთხვევაში, თუ “ინტერს” მინიმუმ 25 მილიონს ევროს გადაუხდიან.

ჩელსის კოკე სურს

ბრიტანული პრესის ცნობით “ჩელსი” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის, კოკეს მიმართ იჩენს ინტერესს. ესპანური კლუბი მოთამაშეში 60 მილიონ ევროს ითხოვს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ბაიერნს ბუსკეტსი სურს

Express-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” “ბარსელონას” ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის გადაბირებითაა დაინტერესებული. მოთამაშის დამატებით პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული, რომელიც ბუკსეტს კატალონიურ კლუბში ავარჯიშებდა.

ფიორენტინას მუმუ კვლავ აინტერესებს

“ფიორენტინას” ხელმძღვანელობას შეტევის გაძლიერება სურს და გუნდში ადრიან მუტუს დაბრუნებაზე ფიქრობს. ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია. 35 წლის შემტევის უკანასკნელი სამუშაო ადგილი რუმინული “პეტროტლული” იყო.

ბუენო ნასიონალში გადავა

“ყუბანის” ფორვარდი, გონსალო ბუენო, ურუგვაის ჩემპიონატში ბრუნდება. ფეხბურთელი კლუბ “ნასიონალს” მოელაპარაკა, სადაც უახლოეს 6 თვეს გაატარებს. საინტერესოა, რომ ფეხბურთელისადმი ინტერესს იტალიური “ვერონა” იჩენდა, თუმცა უშედეგოდ.

იანუზაი ინტერში? 

“მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ადნან იანუზაის “ინტერში” გაშვებაზე თანხმობა განაცხადა. მილანელები ასევე “მალაგაში” მოთამაშე იგნასიო კამაჩოთი ინტერესდებიან, ვისაც ფრედი გუარინის გაყიდვის შემთხვევაში შეიძენენ. აღსანიშნავია, რომ გუარინისადმი ინტერესს სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.

ტორესი მლს-ზე ფიქრობს

ფერნანდო ტორესი, რომელმაც იტალიაშიც ვერ მოიკიდა ფეხი, შესაძლოა აშშ-ში გადაბარგდეს, სადაც ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ. ესპანელის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” და “ლივერპულიც” იჩენენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ბაიერნი ჰეიბიერგს არ შეელევა

“ბაიერნი” ნახევარმცველ პიერ-ემილ ჰეიბიერგის გაყიდვას არ აპირებს. გერმანული პრესის ცნობით, მოთამაშეს კონტრაქტი იმ პირობით გაუხანგრძლივდება, თუ ის სხვა კლუბში იჯარით თამაშზე იქნება თანახმა.

კირიკეში რომას უახლოვდება

ბრიტანული პრესის ცნობით ვლად კირიკეში უახლოეს მომავალში “ტოტენჰემს” დატოვებს. მცველი, დიდი ალბათობით, კარიერას “რომაში” გააგრძელებს.

კოენტრაუ რეალს დატოვებს

ფაბიუ კოენტრაუსთვის “ლივერპული”, “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბეშიქთაში” იბრძოლებენ. მისი ახლანდელი კლუბი, მადრიდის “რეალი”, მზად არის მოთამაშე იანვრის სატრნასფერო ფანჯრის დროს გაასხვისოს.

არსენალს “ახალი იგუაინის” ყიდვა სურს

ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროში არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” ფორვარდი, ხონატან კალიერი მოხვდა. უახლოეს მომავალში “მეთოფეები” არგენტინულ კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. სამშობლოში კალიერის გონსალო იგუაინს ადარებენ.

რომა პეროტის გადაბირებას აპირებს

“ჯენოას” ნახევარმცველი, დიეგო პეროტი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რომას” პრიორიტეტული სამიზნე იქნება. რომაელებთან ერთად ფეხბურთელისადმი ინტერესს “ინტერი” და “იუვენტუსი” იჩენენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ფრაიბურგში პეტერსენზე ფიქრობენ

“ვერდერის” ფორვარდი ნილს პეტერსენი, შესაძლოა, “ფრაიბურგში” გადაბარგდეს. მოთამაშემ ბრემენელთა ძირითადში ადგილი დაკარგა და კლუბის გამოცვლაზეც ამის გამო ფიქრობს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ფრაიბურგელები შემტევს იჯარის წესით დაიმატებენ.

ტორესი ლივერპულში ბრუნდება?

ფერნანდო ტორესი შესაძლოა “ლივერპულს” დაუბრუნდეს. ესპანელი ფორვარდი იჯარის წესით “მილანში” ასპარეზობს, სადაც მისი თამაშით უკმაყოფილოები არიან, რის გამოც ტორესი დიდი ალბათობით იანვარში “ჩელსიში” დაბრუნდება, თუმცა ესპანელ ფორვარდზე იმედებს არც ჟოზე მოურინიო ამყარებს.

ფერნანდოს ირგვლივ შექმნილ ვითარებას თვალს ყურადღებით “ლივერპული” ადევნებს, რომელსაც შეტევაში ძალიან დიდი პრობლემები აქვს.

იუვენტუსს რამირესი სურს

“ჩელსის” ნახევარმცველი რამიერესი “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ტურინელები ბრაზილიელში 12 მილიონ გირვანქას იხდიან და მზად არიან ტრანსფერი ზაფხულამდე გადადონ.

პანდევი გალათარაის ტოვებს

ხელფასის დაგვიანების გამო გორან პანდევმა, შესაძლოა, “გალათასარაი” დატოვოს. თურქეთიდან წასვლის შემთხვევაში პანდევი, დიდი ალბათობით, იტალის დაუბრუნდება, სადაც მის მიმართ ინტერესს “ლაციო”, “ინტერი” და “ნაპოლი” იჩენენ.

სპორტინგში რონალდუს დაბრუნებაზე ოცნებობენ

“სპორტინგის” პრეზიდენტმა, ბრუნუ დე კარვალიუმ, განაცხადა, რომ მომავალში კლუბში რონალდუს დაბრუნებას ელის. მისი თქმით, კრიშტიანუს დაბრუნება გუნდისთვის დიდი პატივი იქნებოდა.

შეგახსენებთ, 2000-იანი წლების დასაწყისში რონალდუმ პროფესიონალურ ფეხბურთში კარიერა სწორედ ლისაბონურ კლუბში დაიწყო.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ნაპოლის მენიე სურს

“ნაპოლი” “ბრიუგეს” მარჯვენა მცველით, ტომას მენიეთი დაინტერესდა. 23 წლის მოთამაშე ბელგიურ კლუბს კონტრაქტით 2016 წლამდე ეკუთვნის. შეგახსენებთ, დრის მერტენსის სახით “ნაპოლის” ერთი ბელგიელი უკვე ჰყავს.

ბელერინი, შესაძლოა, ლევერკუზენში აღმოჩნდეს

“ლევერკუზენის” ინტერესთა სფეროში ლონდონი “არსენალის” მცველი, ექტორ ბელერინი მოხვდა. გერმანული პრესის ცნობით კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

რომა შოუკროსისთვის იბრძოლებს

“რომა” “სტოკ სიტის” მცველის, რაიან შოუკროსის გადაბირებითაა დაინტერესებული. რომაელები მოთამაშის აგენტს უკვე შეხვდნენ. შოუკროსის ყიდვა ასევე “ევერტონს” და “ნიუკასლსაც” სურთ.

ლილი სკულეტიჩით დაინტერესდა

“ლილს” ბელგრადის “პარტიზანიდან” პეტარ სკულეტიჩის გადაბირება სურს. სერბული კლუბი ფორვარდში 3-4 მილიონს ითხოვს, თუმცა ფრანგები ამდენის გადახდას არ აპირებენ.

50 მილიონი ბენზემას სანაცვლოდ

ბრიტანული პრესის ცნობით “ლივერპული” მადრიდის “რეალიდან” კარიმ ბენზემას შეძენის შესაძლებლობას განიხილავს. წითლები მზად არიან ფრანგში 50 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ჰამბურგი ფორვარდს ეძებს

გერმანული “ჰამბურგი” იანვარში შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს. პირველ 16 ტურში გუნდმა მხოლოდ 9 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ტოპ-ლიგების მასშტაბით ყველაზე ცუდი შედეგია. ამიტომ, გუნდის სპორტული დირექტორი ფორვარდს აქტიურად ეძებს.

ვალდესი კერეტაროში არ გადავა

მექსიკური “კერეტაროს” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის კლუბს ვიქტორ ვალდესთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება არ გამოუვიდა. მექსიკელებმა ესპანელი მეკარის პირობები ვერ დააკმაყოფილეს.

იუვენტუსი ფალკაოთი დაინტერესდა

ტურინის “იუვენტუსი” “მანჩესტერ იუნაიტედში” მოთამაშე რადამელ ფალკაოს გადაბირებით დაინტერესდა. შეგახსენებთ, კოლუმბიელის სატრანსფერო უფლებები “მონაკოს” ეკუთვნის, რომელსაც “იუვენტუსი” ტრასნფერის თაობაზე იანვარში მიმათავს.

რივერ პლეიტი ალვარო პერეირას არ შეიძენს

“რივერ პლეიტის” პრეზიდენტი, როდოლფო დონოფრიო, “ინტერიდან” ალვარო პერეირას შესაძლო იჯარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ურუგვაელი მოთამაშე მისი კლუბის გეგმებში არ შედის. შეგახსენებთ, პერეირამ გასული წელი იჯარით ბრაზილიურ “სან პულუში” გაატარა.

114 მილინი ბეილის სანაცვლოდ

ესპანური პრესის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის “რეალს” გარეთ ბეილის სანაცვლოდ 114 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა, თავად მოთამაშეს მადრიდული კლუბის დატოვება არ სურს.

დღის 5 სატრასნფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ინტერი ჟინიაკის გადაბირებას აპირებს

“მარსელის” ფორვარდი ანდრე-პიერ ჟინიაკი, შესაძლოა, “ინტერის” ფეხბურთელი გახდეს. მილანელები ფრანგი შემტევის გადაბირებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებენ.

სამპდორიას ორბანი სურს

“კაიზერსლაპუტერნის” 22 წლის მცველი, ვილი ორბანი, იანვარში, შესაძლოა, “სამპდორიაში” გადაბარგდეს. გენუელთა გარდა მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველს გერმანიის უმაღლესი ლიგის რამდენიმე წარმომადგენელიც აკვირდება.

ატლეტიკო კრამარიჩისთვის არ იბრძოლებს

“ატლეტიკომ” “რიეკას” ფორვარდის, ანდრეი კრამარიჩის ყიდვა გადაიფიქრა. ამ ეტაპზე მადრიდული კლუბის პრიორიტეტი ჯერდან შაქირია, რომელიც დიდი ალბათობით მიუნხენის “ბაიერნს” სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო დატოვებს.

8 მილიონი ჯენკინსონის სანაცვლოდ

ლონდონის “არსენალის” მცველ კარლ ჯენკინსონს, რომელიც ამჟამად “ვესტ ჰემის” ღირებას იჯარის წესით იცავს, თავის ახლანდელ კლუბში დარჩენა სურს. თუმცა, იმის ალბათობა, რომ “ვესტ ჰემი” მოთამაშის გამოსყიდვას შეძლებს საკმაოდ მცირეა. “მეთოფეები” ახალგაზრდა უკანახაზელის ტრასნფერში 8 მილიონ გირვანქას ითხოვს.

ბაიერნს სტერლინგი სურს

გერმანული პრესის ცნობით მიუნხენის “ბაიერნი” “ლივერპულიდან” რახიმ სტერლინგის გადაბირებისთვის იბრძოლებს. მიუნხენელთა მთავარი სამიზნე მარკო როისია, თუმცა “დორტმუნდის” ფეხბურთელი კარიერას, დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალში” გააგძელებს და “ბაიერნშიც” ალტერნატიულ ვარიანტად სწორედ “ლივერპულის” შემტევს განიხილავენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულს სატრანსფერო ამბებს.

ინტერს პეროტი სურს

“ინტერის” ინტერესთა სფეროში “ჯენოას” ნახევარმცველი, დიეგო პეროტი, მოხვდა. თუმცა, ამ მოთმაშეს მილანელები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებენ, თუ “ატლეტიკოდან” ჩერჩის, ან “ჩელსიდან” მოჰამედ სალაჰის გადაბირებას ვერ შეძლებენ.

ანჩელოტი კრამერის გადაბირებას აპირებს

მადრიდის “რეალის” მწვრთნელმა იანვარში ნახევარდაცვის გასაძლიერებლად მისთვის საუკეთესო კანდიდატი შეარჩია. იტალიელმა სპეციალისტმა არჩევანი “გლადბახში” მოთამაშე კრისტოფ კრამერზე შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ლევერკუზენის “ბაიერი” ფლობს. მისი სავარაუდო ფასი კი 12-15 მილიონი ევროა.

პალერმო ფრეიზე ფიქრობს

კიევოს 30 წლის მცველი ნიკოლას ფრეი შესაძლოა “პალერმოში” გადავიდეს. მოთამაშე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და სიცილიელებიც მას უფასოდ გადაიბირებენ.

ვესტ ჰემი სლიმანის გადაბირებას ეცდება

“ვესტ ჰემი” ლისაბონის “სპორტინგის” შემტევის, ისლამ სლიმანის გადაბირებითაა დაინტერესებული. ლონდონური კლუბის წარმომადგენლები პორტუგალიასაც კი ესტუმრნენ მოლაპარაკებების გასამართათ.

რეალი როისის გადაბირებას 2015 წლის პირველ დღეებში აპირებს

მადრიდის “რეალს” დორტმუნიას “ბორუსიადან” მარკო როისის გადაბირება რაც შეიძლება სწრაფად სურს. “სამეფო კლუბის” წარმომადგენლებს კონტრაქტის გაფორმება ახალი წლის პირველ დღეებში სურთ. თუმცა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ როისი მიმდინარე სეზონს დორტმუნდში ჩაამთავრებს და ახალ გუნდს მომდევნო სეზონიდან შეუერთდება.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

მანჩესტერი ახალგაზრდა ურუგვაელს აკვირდება

“პენიაროლის” ფორვარდი კევინ მენდესი “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ინგლისელები მზად არიან 18 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზონ.

ლივერპულს გუარინი სურს

“ინტერის” ნახევარმცველი ფრედი გუარიანი, შესაძლოა, ინგლისში გადავიდეს. მოთამაშის დამატება “ლივერპულს” სურს, რომელიც ფეხბურთელის იჯარის შესაძლებლობას განიხილავს.

რომა ფლორენცის ახალ კონტრაქტზე ესაუბრება

“რომა” ალესანდრო ფლორენცისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მხარეები ამჟამად ახალი ხელშეკრულების ფინანსურ მხარეზე საუბრობენ. ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 2,5 მილიონი სურს, რომაელები კი ამ ეტაპზე მას მხოლოდ 1,5-ს სთავაზობენ.

ბელარაბით ჩელსი დაინტერესდა

“ბაიერის” ნახევარმცველი კარიმ ბელარაბი “ჩელსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ტრანსფერი ლონდონური კლუბიდან შურლეს ან სალაჰის წასვლის შემთხვევაში განხორციელდება. მიმდინარე სეზონში 24 წლის ბელარაბიმ ბუნდესლიგის 14 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

ჯერარდი ნიუ-იორკში?

“ლივერპულის” კაპიტანი სტივ ჯერარდი, შესაძლოა “ნიუ-იორკ რედ ბულსში” გადავიდეს. იმ შემთხვევაში თუ ჯერარდი მერსისაიდელებთან ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანმდება, ხელშეკრულების გაფორმებას მას ამერიკელები შესთავაზებენ. შეგახსენებთ, “რედ ბულსი” ცოტა ხნის წინ ტიერი ანრიმ დატოვა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

კიოლნს პეტროვიჩი სურს

“კიოლნის” ინტერესთა სფეროში “გენჩლერბირლიგის” ნახევარმცველი რადოსლავ პეტროვიჩი მოხვდა. ფეხბურთელის აგენტმა ისიც განაცხადა, რომ “კიოლნმა” კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართა.

იუვენტუსი გიუნდოგანისთვის იბრძოლებს

“იუვენტუსს” დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის, ილკაი გიუნდოგანის გადაბირება სურს. ტრანსფერის განხორციელებით ტურინელთა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალგერია დაინტერესებული, რომელსაც მოთამაშის საკუთარ გუნდში ხილვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

ბეილი სტერლინგის ნაცვლად

მადრიდის “რეალი” მზად არის გარეთ ბეილი “მანჩესტერ იუნაიტედში” ან “ჩელსიში” გაყიდოს და შემოსული თანხა რახიმ სტერლინგის ტრანსფერში დახარჯოს. შეგახსენებთ, სტერლინგმა “ლივერპულს” ახალი კონტრაქტის გაფრომებაზე უარი უთხრა.

არსენალი სილვასთვის ბრძოლაში ჩაერთო

ლონდონის “არსენალი” “კრუზეიროს” ნახევარმცველის, ლუკას სილვას გადაბირებისთვის იბრძოლებს. “მეფოთეები” მზად არიან ფეხბურთელში 12 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. შეგახსენებთ, სილვასადმი ინტერესს მადრიდის “რეალიც” იჩენს.

ბარსელონას ლიხტშტაინერი სურს

“ბარსელონა” “იუვენტუსის” მცველის, შტეფან ლიხტშტაინერის გადაბირებითაა დაინტერესებული. კატალონიელებს დაცვის გაძლიერება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სურთ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ვიდიჩი ინტერს არ დატოვებს

მილანის “ინტერის” მცველის, ნემანია ვიდიჩის აგენტმა ფეხბურთელის “მანჩესტერში” შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს უბრალო ჭორებია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ვიდიჩს მილანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

მაროტა მონტოიას აგენტს დაელაპარაკება

“იუვენტუსი” “ბარსელონას” მცველის, მარტინ მონტოიას გადაბირებაზე ფიქრობს. “იუვეს” გენერალური მენეჯერი ჯუზეპე მაროტა კატალონიაში გაემგზავრა, სადაც ფეხბურთელის მენეჯერს შეხვდება. მონტოიას სავარაუდო ფასი 5 მილიონი ევროა.

ენრიკემ, შესაძლოა, ნაპოლი დატოვოს

“ნაპოლის” ბრაზილიელი მცველი ენრიკე შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს, სადაც მისი გადაბირებით “ინტერნასიონალია” დაინტერესებული. ამჟამად ენრიკე ნეაპოლში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის და ბრაზილიაში დაბრუნებას ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად აპირებს.

სიტი პოგბაში 62 მილიონს იხდის

ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ სიტი” მზად არის პოლ პოგბაში 62 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, წყარო იმასაც იუწყება, რომ “იუვენტუსი” უახლოეს მომავალში ფრანგის გასხვისებას არ აპირებს.

ჩელსი იკარდიზე ფიქრობს

“ინტერის” ფორვარდი, მაურო იკარდი, ლონდონის “ჩელსი” ინტერესთა სფეროში მოხვდა. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მილანელები შემტევს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

 

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრნსფერო ამბებს.

სუსო მილანს უახლოვდება

იტალიური პრესის ცნობით “ლივერპულის” ნახევარმცველი სუსო უახლოეს მომავალში “მილანში” გადავა. მილანელებმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და “ლივერპულსაც” მალე მიმართავენ.

ქპრ-ს რობი კინი სურს

ბრიტანული პრესის ცნობით, ქპრ-ში “ლოს ანჯელეს გელექსის” ფორვარდის, რობი კინი იჯარის წესით დამატებაზე ფიქრობენ. ჰარი რედნაპი კლუბის გასაძლიერებლად იანვარში 5 მილიონის დახარჯვას აპირებს.

რიდი ვესტ ჰემიდან მიდის

“ვესტ ჰემის” მცველი უინსტონ რიდი კონტრაქტის გახანგრძლივებაში სოლიდურ თანხას ითხოვს. გარდა ამისა უკანახაზელს ხელფასის მომატებაც სურს, რასასც ლონდონელები ალბათ არ დათანმდებიან. რიდის მიმართ ინტერესს “არსენალი” და “ლივერპული” იჩენენ.

ვალენსია გაიტანის შეძენას ეცდება

“ვალენსია” “ბენფიკას” ნახევარმცველის, ნიკოლას გაიტანის შეძენითაა დაინტერესებული. პორტუგალიური პრესის ცნობით “ღამურები” არგენტინელის გადაბირებას ზამთარში ეცდებიან.

პაბლო პერესი მალაგას ტოვებს

“მალაგას” 29 წლის ნახევარმცველი პაბლო პერესი იანვარში კლუბს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არგენტინელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდება, სადაც “ბოკა ხუნიორსის” რიგებში გააგრძელებს კარიერას.