დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ედეგორი ბაიერნს და აიაქსს დაელაპარაკება

15 წლის მარტი ედეგორი, რომელიც ცოტა ხნის წინ “ლივერპულთან” ერთად ვარჯიშობდა, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებს “ბაიერნთან” და “აიაქსთან” გამართავს, რის შემდეგაც საკუთარი მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის “რეალიც” იჩენს.

სიტი იოვეტიჩს არ გაუშვებს

სერხიო აგუეროს ტრავმის გამო “მანჩესტერ სიტიდან” სტევან იოვეტიჩის წასვლის შანსები მკვეთრად შემცირდა. მანუელ პელეგრინიმ მონტენეგროელის იანვარში გასხვისება ფაქტობრივად გამორიცხა.

ჩელსი ტალისკას აკვირდება

ბრიტანული პრესის ცნობით “ჩელსის” ინტერესთა სფეროში “ბენფიკას” ფორვარდი, ტალისკა მოხვდა. ლურჯები ნიჭიერი შემტევის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებენ.

მანჩესტერი სტროოტმანში 40 მილიონს იხდის

“რომას” ნახევარმცველი, კევინ სტროოტმანი, “მანჩესტერ იუნაიტედის” პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება. ინგლისური პრესის ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან მოთამაშეში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ლესტერს არუნა კონე სურს

კოტ დივუარელი ვინგერი, არუნა კონე, რომელიც “ევერტონში” ტრავმის გამო ვერ დამკვირდრა, “ლესტერის” ინტერესთა სეფროშ მოხვდა. პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩნებლად მებრძოლი ლესტერელები ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებას მნიშვნელოვნად აპირებენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

იუვენტუის პერინით დაინტერესდა

ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში “ჯენოას” ახალგაზრდა მეკარე, მატიე პერინი მოხვდა. მოთამაშეს ტურინში ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც 2-3 სეზონში კარიერის დასრულებას აპირებს.

გომესი ლილში? 

“ფიორენტინას” ფორვარდი, მარიო გომესი, შესაძლოა, “ლილში” გადავიდეს. გერმანიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ფრანგულ კლუბში იჯარის წესით გადაბარგდება.

კასორლა სამშობლოში ბრუნდება

“არსენალის” ესპანელი ნახევარცმველი სანტი კასორლა სამოშბლოში დაბრუნებასთან ახლოს არის. 29 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, თუმცა ფავორიტი მადრიდის “ატლეტიკოა”.

ემპოლის ბრილანტე სურს

“ფიორენტინას” 21 წლის ნახევარმცველმა ჯოშუა ბრილანტემ კარიერა შესაძლოა “ემპოლიში” გააგრძელოს. ახალგაზრდა ავსტრალიელის გადაბირება ლევან მჭედლიძის გუნდს იჯარის წესით სურს.

იკარდი და სოლდადო ატლეტიკოს სიაში მოხვდნენ

მადრიდის “ატლეტიკო” უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის გაძლიერებას აპირებს. ამ ეტაპზე მადრიდელები მაურო იკარდის და რობერტო სოლდადოს კანდიდატურებს განიხილავენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

მანჩესტერ იუნაიტედი რობენით დაინტერესდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ინტერესს არიენ რობენისადმი იჩენს. ჰოლანდიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი გირვანქაა. მიმდინარე სეზონში 30 წლის ჰოლანდიელმა ბუნდესლიგის 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

მონტოია ლევერკუზენს და ინტერს სურთ

“ბარსელონას” მცველ მარტინ მონტოიას კარიერის გაგრძელების საშუალება “ლევერკუზენსი” და “ინტერში” აქვს. ესპანური პრესის ცნობით ფეხბურთელს კლუბის შეცვლა იანვარში სურს და სადმე იჯარით წასვლას გამორიცხავს.

რომა და ჯონსონი კვლავ აქტუალურია

ბრიტანული პრესის ცნობით “რომას” ხელმძღვანელობა “ლივერპულიდან” გლენ ჯონსონის გადაბირების იმედს არ კარგავს. ფეხბურთელს კლუბის შეცვლა იანვარში სურს, თუმცა რომაელები მის გადაბირებას სეზონის დასრულების შემდეგ იმედოვნებენ, როცა ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება.

დანი ალვეში ბაიერნში?

“ბაიერნი” “ბარსელონადან” დანი ალვეშის გადაბირებას ფიქრობს. კატალონიელი კლუბის ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და 31 წლის მცველი სეზონის ბოლო თავისუფალი აგენტი გახდება. ალვეშისადმი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და “იუვენტუსი” იჩენენ.

ვენგერს 20 მილიონი ექნება

ზამთრის სატრნსფერო ფანჯრისთვის “არსენალის” ხელმძღვანელობამ არსენ ვენგერს 20 მილიონი გირვანქა გამოუყო. ცნობილია, რომ “მეთოფეები” “იფსვიჩიდან” ტაირონ მინგსის, ხოლო “საუთჰემპტონიდან” მორგან შნეიდერლინის შეძენას აპირებენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

მანჩინი ბალოტელის ინტერში ეძახის

ბრიტანული პრესის ცნობით მარიო ბალოტელის და რობერტო მანჩინის რეგულარული სატელეფონო საუბრები აქვთ. “ინტერში” დაბრუნებულ მწვრთნელს სამშობლოში ფორვარდის დაბრუნებაც სურს და მას მილანურ კლუბში სთავაზობს თამაშს.

რეალი ხესეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მადრიდის “რეალის” ხესეს ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს. ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 2 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ატალანტას ჯილარდინო სურს

იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდი, ალბერტო ჯილარდინო, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთში გაემგზავრა, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს. ფორვარდის გადაბირებაზე ბერგამოს “ატალანტა” ფიქრობს. თუმცა, ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ჯილარდინოს ამჟამიდნელი გუნდი ბრაზილიელი ფრედის შეძენას შეძლებს.

მატა სევილიაში?

“სევილიას” ინტერესთა სფეროში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, ხუან მატა მოხვდა. სევილიელები ინგლისურ კლუბს სატრანსფერო წინადადებით იანვარში მიმართავენ, თუმცა მანჩესტერელებს ფეხბურთელის გაშვება სეზონის ბოლომდე არ სურთ.

ვერდერს ლასანა დიარა მოუნდა

ბრემენის “ვერდერს” ლასანა დიარას დამატება სურს. მოსკოვის “ლოკომოტივიდან” სკანდალით წამოსვლის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი უგუნდოდ არის და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

არსენალში კავანიზე ფიქრობენ

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა პსჟ-ს ფორვარდს, ედისონ კავანის აკვირდება. ტრანსფერის განსახორციელებლად “მეთოფეებს” 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

რომა ჩეხის ტრანსფერზე მუშაობს

“რომა” ლონდონის “ჩელსის” პეტერ ჩეხის თაობაზე ოფიციალურ სატრანსფერო წინადადებას გაუკეთებს. ბრიტანული პრესის ცნობით რომაელები ლონდონელებს იანვარში დაუკავშირდებიან.

ვალენსია ჟოაო პერეირას შეელევა

“ვალენსია” ჟოაო პერეირას იანვარში გაყიდის. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” მწვრთნელმა, ნუნუმ დაადასტურა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ პერეირა ვალენსიურ კლუბში წლის ბოლომდე აღარ ითამაშებს.

ემილ ჰესკი ბოლტონში?

ინგლისი ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ემილ ჰესკი, “ბოლტონთან” ერთად ვარჯიშობს. შეგახსენებთ, 36 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმებაზე უარი “ლესტერმა” უთხრა.

გეკასი გალათასარაის უახლოვდება

“აჰკისარ ბელედიესპორის” ფორარდი, თეოფანის გეკასი, შესაძლოა, “გალათასარაიში” გადავიდეს. 34 წლის ბერძენ შემტევში სტამბოლელები 1,5 მილიონ ევროს გადაიხდიან.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ბონუჩი იუნვეტუსიდან წასვლას არ აპირებს

“იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი, ტურინული კლუბის დატოვებას არ აპირებს. ფეხბურთელისადმი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნი” იჩენდნენ, თუმცა ბონუჩიმ განაცხადა, რომ წასვლა არ სურს.

სოსიედადი ადამით ინტერესდება

“სტოკ სიტის” ნახევარმცველი ჩარლი ადამი “რეალ სოსიედადის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. 28 წლის შოტლანდიელის დამატება ესპანური კლუბის ახალ მწვრთნელს, დევიდ მოიესს სურს.

მილანი ბაბას და კორს აკვირდება

“მილანი” გერმანული “აუგსბურგის” ორ ფეხბურთელს აბდულა რახმან ბაბას და დომინიკ კორს აკვირდება. იტალიური პრესის ცნობით, როსონერი ორივე მოთამაშეის შეძენას იანვარში ეცდება.

მანჩესტერი ლიორისში 25 მილიონს იხდის

“ტოტენჰემის” მეკარე უგო ლიორისი დავიდ დე ხეას სავარაუდო შემცვლელთა სიაში პირველი ნომერია. “მანჩესტერ იუნაიტედი” ესპანელი მეკარის წასვლის შემთხვევაში ლიორისის სანაცვლოდ “ტოტენჰემს” 25 მილიონ გირვანქას შესთავაზებენ.

ოჩოა სანტოსს უახლოვდება

“მალაგას” მექსიკელი მეკარე გილერმო ოჩოა ზამთარში დიდი ალბათობით “სანტოსში” გადავა. ოჩოას ესპანური კლუბის დატოვება სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო სურს.

TOP 11: ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაზე მეტი კლუბი გამოიცვალეს

ფეხბურთელთა უმრავლესობა გულშემატკივართა მეხსიერებაში განსაკუთრებული ტალანტის გამო იკავებენ ადგილს, თუმცა არის სხვა შემთხვევებიც. მაგალითად არსებობს ფეხბურთელთა ნაწილი, რომლებიც კლუბებს საკმაოდ ხშირად იცვლიან და ერთ გუნდში ორ სეზონზე მეტს ვერ ძლებენ.

 

11. ჟუნინიო პაულისტა – 9 კლუბი

esDPilW

ტანმორჩილმა ბრაზილიელმა კარიერის მანძილზე სამი კონტინენტის ხუთ ქვეყანაში მოასწრო თამაში. ჟუნინიო “ფლამენგოში” და “იტუანოში” ორჯერ გადავიდა, ხოლო “მიდლსბროში” სამჯერ. ინგლისურ კლუბში ორი საკმაოდ წარმატებული სეზონის შმედეგ ბრაზილიელი მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა, სადაც 5 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, თუმცა რამდენიმე კლუბში იჯარის წესითაც მოასწრო თამაში. საბოლოოდ ჟუნინიომ კარიერა “იტუანოში”, მოთამაშე პრეზიდენტის სტატუსით დაასრულა.

 

10. რობი კინი – 10 კლუბი

AEtuN3D

ირლანდიელმა კარიერა “ვულვერჰემპტონში” დაიწყო, საიდანაც “ქოვენთრიში” გადაბარგდა, სადაც დიდხანს არ გაჩერებულა და მილანის “ინტერს” მიაშურა. თუმცა, სერია А მისთვის იღბლიანი არ აღმოჩნდა და ფორვარდი მალევე დაუბრუნა ინგლისს. მისი კარიერის ახალი ეტაპი “ლიდსი” იყო, შემდეგ კი “ტოტენჰემი”, სადაც კინმა ყველაზე შედეგიანი სეზონები ჩაატარა. “უაით ჰართ ლეინზე” გატარებული 6 სეზონის შემდეგ კინმა მცირე ხნით “ლივერპულის”, “ვესტ ჰემის” და “ასტონ ვილას” ფორმები მოიგო. საბოლოოდ კი შტატებს მიაშურა და დღემდე “ლოს ანჯელეს გელექსის” ღირსებას იცავს.

 

9. ენდი კოული – 12 კლუბი

gLLNziL

ენდი კოული ინგლისური პრემიერ ლიგის ნამდვილიდ ლეგენდაა. ფეხბურთელი ლიგის ბომბარდირთა ისტორიაში შირერის შემდეგ 187 გოლით მეორე ადგილზეა. კარიერა, რომელიც 20 წელი გრძელდებოდა, “არსენალში” დაიწყო. ენდიმ “მანჩესტერ სიტიში”, “ნიუკასლში”, “სანდერლენდში” და “ფულემშიც” ითამაშა.

თუმცა, ვარსკვლავის სტატუსი კოულმა “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის დროს მოიპოვა. მანჩესტერელთა შემადგენლობაში გატარებულ 6 წელიწადში კოულმა 100 გოლზე მეტი გაიტანა. გასაკვირია, მაგრამ ასეთი ნიჭის პატრონმა ინგლისის ნაკრებში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა.

 

8. ნიკოლა ანელკა – 12 კლუბი

VCJxyGK

ანელკა ნამდვილი საფეხბურთო მოგზაურია. ფრანგი ფორვარდის რეკორდი ერთ კლუბში, “ჩელსიში” გატარებული 4 სეზონია. ნიკოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა ინგლისის ყველა დიდ კლუბში ირიცხებოდა. გარდა ამისა იცავდა “იუვენტუსის”, “რეალის”, პსჟ-ს, “ფენერბაჰჩეს”, “შანხაის”, “მუმბაი სიტის”, “ბოლტნის” და “ვესტ ბრომვიჩის” ღირსებას.

 

7. კრისტიან ვიერი – 13 კლუბი

VIs0DGq

ლეგენდარულმა კრისტიან ვიერიამ “ატლეტიკოს”, “იუვენტუსის”, “ლაციოს”, “მონაკოს” და “ინტერის” ჩათვლით კარიერაში 13 კლუბი გამოიცვალა. ვიერი “ინტერის” ნამდვილი გმირი იყო, სანამ “მილანში” არ გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ “ინტერმა” ვიერიში 1999 წლისთვის წარმოუდგენელი თანხა, რეკორდული 32 მილიონი გირვანქა გადაიხადა.

 

6. ადე აიკინბი – 14 კლუბი

IIlVHK5

სიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი, ნიგერიელი ფორვარდი გამორჩეული მხოლოდ კლუბების ხშირი შეცვლით იყო. თუმცა, როგორც ჩნას ადეს ძალიან კარგი აგენტი ჰყავდა. საერთო ჯამში კლუბებმა მის ტრანსფერში 15 მილიონი გირვანქა დახარჯეს. თავად ფეხბურთელმა კი 550 მატჩში 150 გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელი ძირითადად ინგლისურ კლუბებში თამაშობდა და კარიერა სამოყვარულო “კოლვინ ბეიში” დაასრულა.

 

5. რივალდო – 15 კლუბი

HQXYO8E

ბრაზილიელი ლეგენდის კარიერა 24 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საუკეთესო წლები კი რივალდომ “ბარსელონაში” გაატარა და “ოქროს ბურთის” მოგებაც შეძლო. აქტიური საფეხბურთო კარიერის ბოლოს რივალდომ უზბეკეთში, ანგოლაში და საბერძნეთში ითამაშა.

 

4. მარკუს ბენტი – 16 კლუბი

7jpbzsE

მარკუს ბენტი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც პრემიერლიგის 6 კლუბის მაისურით შეძლო გოლის გატანა. თუმცა, იმ 16 კლუბიდან სადაც ბენტს უთამაშია, გამორჩეული მხოლოდ “იფსვიჩსა” და “შეფილდ იუნაიტედში” იყო. კარიერა კი მოთამაშემ ინდონეზიურ “მიტრა კუკარში” დაასრულა.

 

2-3. სტივ კლარიჯი – 19 კლუბი

3x836qv

კლარიჯმა 24-წლიან კარიერაში 19 კლუბში მოასწრო თამაში. ძირითადად ფორვარდი ინგლისის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა. მისი ყველაზწ დიდი მიღწევა  კი “ბირმინგემთან” ერთად ინგლისის მეორე დივიზიონის მოგება იყო.

 

2-3. სებასტიან აბრეუ – 19 კლუბი

8GBc57S

“როსარიო სენტრალი”, რომლის ღირსებასაც სებასტიანი ახლა იცავს, მისთვის რიგით მეცხრამეტე კლუბია. ურუგვაის გარდა აბრეუმ არგენტინაში, ბრაზილიაშ, მექსიკაში, ესპანეთში, საბერძნეთში და ისრაელში მოასწრო თამაში. აღსანიშნვაი, რომ 26 წლის ფორვარდი ურუგვაის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა შორის მე-6 ადგილზეა.

 

1. ჯონ ბარიჯი – 29 კლუბი

YTR018s

30-წლიანი კარიერის განმავლობაში გამოცვლილი 29 კლუბი. ჯონ ბარიჯი ნამდვილი რეკორდსმენია. 1995 წელს “მანჩესტერ სიტიში” თამაშის დროს მეკარე პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. საუკეთესო სეზონები ბარიჯს “კრისტალ პელასში”, “ასტონ ვილაში” და “ბლექპულში” ჰქონდა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

პსჟ ჩეხის იჯარაზე ფიქრობს

“ჩელსის” მეკარე პეტერ ჩეხი, შესაძლოა, პარიზში გადაბარგდეს. ფეხბურთელისადმი ინტერესს პსჟ იჩენს და ჩეხი კიპერის დამატებას იჯარის წესით აპირებს. თუმცა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლონდონური კლუბი ზამთარში მოთამაშეების გაშვებას არ აპირებს.

ბაკა მონაკოში?

“სევილიას” კოლუმბიელი ფორვარდი, კარლოს ბაკა, შესაძლოა “მონაკოში” გადავიდეს. მონეგასკებს ფალკაოს წასვლის შემდეგ შეტევაში სერიოზული პრობლემა აქვთ. ამ პრობლემის გადაწყვეტას “მონაკოს” ხელმძღვანელები რადამელის თანამემამულის გადაბირებით აპირებენ.

ჰოვარდს სამშობლოში ელიან

“ევერტონის” მეკარე ტიმ ჰოვადს საფეხბურთო კლუბი “მაიამი” იწვევს. შეგახსენებთ, აღნიშნული კლუბი ცოტა ხნის წინ დევიდ ბექჰემმა დააარსა. 35 წლის ჰოვარდი აშშ-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ინანს გალათასარაის დატოვება სურს

“გალთასარაის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ინან სელჩუკმა განაცხადა, რომ კლუბის შეცვლა უახლოეს მომავალში სურს. გავრცელებული ინფორმაციით ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთელმა “გალას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩეზარე პრანდელის გათავისუფლების გამო მიიღო.

სანიოლი ანრის ბორდოში ელის

“ბორდოს” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, განაცხადა, რომ მისი კლუბი ტიერი ანრის გადაბირებითაა დაინტერესებული. სანიოლის თქმით, ტიერის “ბორდოში” კარიერის მშვიდად დასრულების საშუალება ექნება.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ბარსელონა ასენსიოს გადაბირების იმედს არ კარგავს

ესპანური პრესის ცნობით “ბარსელონა” “მალიორკადან” მარკო ასენსიოს გადაბირების იმედს არ კარგავს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ახლაგაზრდა ესპანელი კონტრაქტის თაობაზე მადრიდის “რეალს” უკვე შეუთანხმდა.

რეალი როისზე აღარ ფიქრობს

Daily Mirror-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” მარკო როისისთვის აღარ ირძოლებს. გავრცელებული ინფორმაციით “დორტმუნდის” ლიდერი კარიერას ინგლისში გააგრძელებს. როისისადმი ინტერესს “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” იჩენენ.

ლუის ენრიკეს მცველის დამატება სურს

ტომას ვერმალენის ტრავმის გამო “ბარსელონას” თავკაც ლუის ენრიკეს მცველის ყიდვა სურს. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის თავკაცის მოსაზრებას არ იზიარებს.

ჩიჩარიტო ინტერში?

მადრიდის “რეალის” ფორვარდი ჩიჩარიტო, რომელსაც დედაქალაქურ კლუბში საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა, გუნდის გამოცვლაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდა. გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკელის გადაბირება მილანის “ინტერს” სურს.

ლევანტე როდალიეგათი დაინტერესდა

ესპანური პრესის ცნობით “ლევანტეს” ინტერესთა სფეროში “ფულემის” ფორვარდი, უგო როდალიეგა მოხვდა. მიმდინარე სეზონში 29 წლის შემტევმა ჩემპიონშიპის 13 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატანსფერო ამბებს.

ვალდესმა მანჩესტერს უარი უთხრა

ვიქტორ ვალდესმა “მანჩესტერ იუნაიტედს” კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრა და კლუბთან ერთად აღარ ვარჯიშობს. ესპანური პრესის ცნობით მეკარე ამჟამად სამშობლოში იმყოფება.

არსენალი ჩეხის ტრანსფერზე არ ფიქრობს

ლონდონის “არსენალის” მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, პეტრ ჩეხისადმი ინტერესი არ დაადასტურა. შეგახსენებთ, ინგლისური პრესა წერდა თითქოს მეთოფეები მეკარეში 7 მილინს იხდიდნენ, თუმცა ვენგერის თქმით მისი კლუბი ჩეხის ტრანსფერით დაინტერესებული არ არის.

ვან პერსი, შესაძლოა, ინტერში გადავიდეს

ბრიტანული პრესის ცნობით “ინტერს” “მანჩესტერიდან” რობინ ვან პერსის შეძენა სურს. ტრანსფერი იანვარში ან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ განხორციელდება.

კრამარიჩმა იუვენტუსის წინდადება მიიღო

“იუვენტუსი” “რიეკადან” ფორვარდ ანდრეა კრამარიჩისთვის იბრძოლებს. ტურინული კლუბი ფეხბურთელს პირობებზე უკვე შეუთანხმდა და ახლა ტრანსფერის დეტალებს კლუბთან აგვარებს.

დარენ ფლეტჩერი ჰალ სიტის უახლოვდება

ბრიტანული პრესის ცნობით “ჰალ სიტის” “მანჩესტერიდან” დარენ ფლეტჩერის გადაბირება სურს და ტრანსფერის განხორციელებას იანვარში ეცდება. 30 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტის მიღება სურს, თუმცა მანჩესტერში მის გასხვისებაზე ფიქრობენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრნასფერო ჭორებს.

მანჩესტერი ვარანით დაინტერესდა

“მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელით, რაფაელ ვარანით დაინტერესდა. ფრანგი უკანახაზელისთვის ბრძოლაში მანჩესტერელებს კონკურენციას ლონდონის “ჩელსი” გაუწევს. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა პრიმერაში 6 მატჩი ჩაატარა.

კრისტალ პელასი ბოლასის არ გაყიდის

“კრისტალ პელასის” მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა, განაცხადა, რომ ლონონელები იანვარში იანიკ ბოლასის გაყიდვას არ აპირებენ. კლუბის მენეჯერის თქმით ფეხბურთელი “კრისტალ პელასისთვის” არის შექმნილი.

სანტოსს ოჩოა სურს

“მალაგას” და მექსიკის ნაკრების მეკარე გილერმო ოჩოა “სანტოსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. მუნდიალზე დასამახსოვრებელი თამაშის შემდეგ “აიაჩოდან” “მალაგაში” გადასულმა კიპერმა ესპანურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და გუნდის შეცვლაზე ფიქრობს.

იუვენტუსი როლანდუს შეძენას აპირებს

ტურინის “იუვენტუსი” “პორტუს” მცველის, როლანდუს შეძენას აპირებს. Tuttosport-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტი უკვე იტალიაშია და კლუბის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ლივერპული “ახალი ჯერარდისთვის” იბრძვის

“მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად “ჰერენვენის” ნახევარმცველ დეილი სინკგრავენისთვის “ლივერპულიც” იბრძოლებს. ფეხბურთელს, რომელსაც “ახალ ჯერარდს” ეძახიან, ინგლისში სურს კარიერის გაგრძელება.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

იუვენტუსს ტულალანი სურს

“მონაკოს” ნახევარმცველი ჟერემი ტულალანი შესაძლოა “იუვენტუსში” გადავიდეს. 31 წლის ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში იწურება, მის გახანგრძლივებაზე კი საუბარი ჯერ არ ყოფილა.

ლენონი ჰალ სიტიში?

“ტოტენჰემის” ნახევარმცველი აარონ ლენონი ზამთარში, შესაძლოა, “ჰალ სიტიში” გადავიდეს. ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა სტივ ბრიუსს სურს. “ჰალ სიტის” ღირსებას “ტოტენჰემის” რამდენიმე ყოფილი მოთამაშე იცავს.

სიტი კურზავათი დაინტერესდა

“მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროში “მონაკოს” მცველი, ლაივენ კურზავა მოხვდა. ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ტრავმა მკურნალობს, ფრანგული პრესის ცნობით მანჩესტერულ კლუბს იანვარში შეუერთდება.

დიეგო კოშტამ რეალი დააინტერესა

უცხოური პრესის ცნობით მადრიდის “რეალი” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის “ჩელსიდან” დიეგო კოშტას გადაბირებას ეცდება. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა 11 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.

ტოტენჰემს იკარდი სურს

“ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას საკუთარი გუნდის შემადგენლობის გაძლიერება “ინტერის” ფორვარდით, მაურო იკარდით სურს. ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელში 28 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.