გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
აიაქსი იანუზაის იჯარაზე ფიქრობს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, ადნან იანუზაი, შესაძლოა, იჯარის წესით ამსტერდამის “აიაქსში” გადაბარგდეს. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მოთამაშის მაღალი ანაზღაურებაა.
იუვენტუსი ვიდმერით ინტერესდება
“უდინეზეს” 21 წლის მცველი, სილვიენ ვიდმერი, ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ახალგაზრდა მოთამაშეს “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას შტეფან ლიხტშტაინერის შემცვლელად მოიაზრებენ.
მანჩესტერის 3 სურვილი
1. ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედი” “ზენიტიდან” ეზეკილ გარაის გადაბირებაზე ფიქრობს. ლუი ვან გაალის აზრით არგენტინელს მისი გუნდის დაცვის ხაზში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია.
2. არგენტინელი უკანახაზელის გარდა ლუი ვან გაალს მეკარის პოზიციის გაძლიერება და დავიდ დე ხეასთვის საიმედო შემცვლელის პოვნა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელები მოლაპარაკებებს ვიქტორ ვალდესთან აწარმოებენ და შესაძლოა ორი კვირის თავზე ტრანსფერიც შედგეც.
3. ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედი” კიდევ ერთ სენსაციურ ტრანსფერსს ამზადებენ. მოსალოდნელია, რომ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალს” გარეთ ბეილის სანაცვლად 115 მილიონ ევროს შესთავაზებენ. შეგახსენებთ, “სამეფო კლუბმა” ბეილში 2013 წელს 94 მილიონი გადაიხადა.