Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარმცველის, ხუან მატას გადაბირებით კატალონიური “ბარსელონაა” დაინტერესებული.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი უკვე შეხვდა ესპანური გუნდის წარმომადგენელს და განიხილეს მისი შესაძლო ტრანსფერის საკითხი.
საბოლოოდ კი, ორი მხარე მივიდა იმ შეთანხმებამდე, რომ თუკი ესპანელი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში ჩადგება, კატალონიელები მას ზაფხულში დაუკავშირდებიან.
27 წლის ფეხბურთელმა 2015/16 წლების სეზონში, პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ 23 მატჩში 4 გოლისა და 3 ასისტის ჩაწერა მოახერხა აქტივში.
გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომელთაც საკუთარი გუნდისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ.
#10 რიჩარდ რაიტი – “მანჩესტერ სიტი”
რიჩარდ რაიტი – ეს სახელი და გვარი არც “არსენალის” ფანებისთვის არის ცნობილი და არც “მანჩესტერ სიტის” ქომაგთათვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი წარსულში “მეთოფეთა” ღირსებას იცავდა, ახლა კი “მანჩესტერ სიტის” რიგებში ირიცხება.
თავდაპირველად ინგლისელ კარის დარაჯზე ლონდონის “არსენალი” საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა რამოდენიმე უპატიებელმა შეცდომამ და მძიმე ტრავმებმა ის კლუბი მესამე მეკარე გახადა.”არსენალის” მაისურით, მან მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ასე რომ, შესაძლებელია აიხსნას ის თუ რატომ შეიძინა რაიტი “არსენალმა”, თუმცა ვერავინ ვერ ახსნის იმ ფაქტს, თუ რატომ იღებს ის წელიწადში 350 000 ფუნტს “სიტისაგან”, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მანჩესტერული კლუბის მაისური ერთხელაც არ მოურგია.
#9 კეირისონი – “ბარსელონა”
როდესაც ისეთი გუნდი, როგორიც “ბარსელონაა” 14 მილიონს ხარჯავს 20 წლის ფეხბურთელზე, მაშინ ყველა ფიქრობს, რომ ეს ფეხბურთელი უნიკალური იქნება. თუმცა ერთადერთი უნიკალური რამ, რითაც კეირისონმა თავი დაგვამახსოვრა არის ის, რომ მას არასოდეს მოურგია “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისური.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა მის ‘გასაშვილებლად’, გაანათხოვრა რა, “ბენფიკაში”, “ფიორენტინაში”, “სანტოსში”, “კრუზეიროსა” და “კორიბიტაში”. თუმცა მისგან მაინც ვერაფერი ვერ გამოვიდა. ახლა კი 27 წლის ფეხბურთელი უკლუბოდ იმყოფება.
#8 მარკო მარინი – “ჩელსი”
‘გერმანელ მესიდ’ წოდებული მარინი “ჩელსიში” ბრემენის “ვერდერიდან” გადაბარგდა, სადაც მას ბრწყინვალების ხანასთან შერეული იმედგამაცრუებელი მომენტებით სავსე კარიერა ჰქონდა.ნაცვლად იმისა რომ არიენ რობენს დამსგავსებოდა, მარკომ პირველი სეზონის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა, რამაც მის კარიერას დაღი დაასვა.
არასახარბიელო თამაშის შემდგომ, ეს ფეხბურთელი იჯარით გადავიდა “სევილიაში”, შემდეგ კი “ფიორენტინაში”, რასაც “ანდერლეხტური” კარიერა მოჰყვა. სამივე ამ კლუბს ჰქონდა საშუალება,გამოესყიდათ მარკო, თუმცა მასში განსაკუთრებული ვერავინ ვერაფერი ვერ დაინახა. ასე რომ ის კვლავ “არისტოკრატთა” რიგებში ირიცხება.
#7 ანტონიო კასანო – მადრიდის “რეალი”
როგორც იცით, ანტონიო კასანოს სახელი შესანიშნავ ტექნიკურ შესაძლებლობებთან და მშვენიერი სათამაშო სტილთან ასოცირდება. ფრანჩესკო ტოტისთან უთანხმოებამ ეს უკანასკნელი აიძულა “რომა” დაეტოვებინა და “ბლანკოსის” რიგებში ჩარიცხულიყო.
“თეთრების” მაისურით ასპარეზობის პირველ 4 თვეში კასანომ წონაში ძალიან მოიმატა, გარდა ამისა დისციპლინის დარღვევის გამო ის ძალიან ხშირად ისჯებოდა. საბოლოოდ კი ის ფაბიო კაპელოსთან უთანხმოების გამო კლუბიდან გაუშვეს და უკან, “სამპდორიაში” დააბრუნეს.
#6 იაგო ასპასი – “ლივერპული”
როდესაც თავდამსხმელი ხარ და მიდიხარ კლუბში, სადაც ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი ირიცხება, დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენი ჰობებისთვის დრო ბლომად გექნება. “სელტადან” 7-9 მილიონად გადაბარგებულმა ასპასმა მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოახერხა “წითლების” მაისურით.
აღსანიშნავია, რომ ის 1 გოლიც ასოციაციის თასში გაიტანა, “ოლდჰემ ატლეტიკის” კარში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ “სელტაში” დაბრუნებული შემტევი, დღეს-დღეობით, მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურება.
#5 კიმ კელსტრიომი – “არსენალი”
“არსენალის” ხელმძღვანელობისთვის კიმის ტრავმის ისტორია ნამდვილად ტრაგიკულია . ცენტრალური ნახევარმცველის ძებნაში გართულმა არსენმა გადაწყვიტა, რომ შანსი მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელისთვის, კიმ კელსტიორმისთვის მიეცა. მან მხოლოდ ტრანსფერი განხორციელების შემდგომ გაიგო ,რომ მას ზურგი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც 6 თვე დაჰყო ნახევარმცველმა ლაზარეთში.
მისი დებიუტი “სუონსისთან” მატჩში შედგა (2-2), რის შემდგომაც მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა “მეთოფეთა” მაისურის მორგება. მას კლუბში დარჩენა სურდა, თუმცა ვენგერმა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ის რუსეთში გააბრუნა.
#4 ბებე – “მანჩესტერ იუნაიტედი”
ბებე – ის სახელია, რომლის დავიწყებაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა ფანს სურს. პორტუგალიაში “უსახლკარო ფეხბურთელის” სახელის მქონე ფეხბურთელი “მანჩესტერმა” 2010-ში აიყვანა. მან 7 მატჩის ჩატარება მოახერხა, რომლის დავიწყებაც “წითელ ეშმაკებს” ნამდვილად გაუჭირდებათ.
სერ ალექს ფერიგუსონმა მისგან ახალი კრიშტიანო რონალდოს გამოძერწვა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხა და სამშობლოში, კერძოდ კი “ბენფიკაში” გაუშვა. მათდა სამწუხაროდ, ერთადერთი რაც ბებესა და კრიშტიანოს საერთო ჰქონდათ ეროვნება აღმოჩნდა.
#3 პაპი ჯილობოჯი – “ჩელსი”
ერთადერთი რამ, რაც მისი სახელის წარმოთქმაზე რთულია არის იმის გაგება, თუ რისთვის სჭირდებოდა ის რომან აბრამოვიჩს. სენეგალელი ფეხბურთელი მას შემდეგ გადმობარგდა ინგლისში, რაც “ჩელსიმ” სტოუნზის გაფორმება ვერ მოახერხა. ჯილობოჯიმ მთელი სეზონის მანძილზე მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა.
ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟოზე მოურინიოს საჯაროდ მოუწია იმის აღიარება, რომ პაპის შეძენა მისი სურვილისამებრ არ მომხდარა. პაპი ამჯამად კვლავ “ვერდერის” ღირსებას იცავს.
#2 ჟულიენ ფობერი – მადრიდის “რეალი”
საკმაოდ კომიკურია ჟიულიენისა და მადრიდული გრანდის ისტორიაც. როგორც წესი, მადრიდულ გრანდში ყველას სურს თამაში და ამისათვის თავს არ ზოგავენ. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც პოტენციალის გამოჩენას ვერ ახერხებენ, ან საერთოდ ეგეც არ გააჩნიათ.
ფობერტი მადრიდში ყოფნისას არაერთხელ მოხვდა კომიკურ სიტუაციაში: ერთ მშვენიერ დღეს მან ვარჯიში გამოტოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მას დასვენების დღე ეგონა.
თუმცა მათ შორის ყველაზე გამოსარჩევია “ვილიარეალთან” გამართული მატჩი, რომელშიც ფობერტს ჩაეძინა –
#1 ვიქტორ ვალესი – “მანჩესტერ იუნაიტედი”
ყველა კლუბი ეძებს ფეხბურთელს, რომელიც ძირეულად, უკეთესობისკენ შეცვლის კლუბის კურსს. ასეთები არიან: ერიკ კანტონა, დენის ბერგკამპი და დიდიე დრობა. მათ კლუბისთვის მართლაც რომ დიდი სამუშაო გასწიეს.
თუმცა არის შემთხვევები, რომ შენს მიერ შეძენლი ფეხბურთელი ნორმალურად ‘სკამსაც კი ვერ ათბობს’. მსგავსი რამის თქმა შეიძლება ვიქტორ ვალდესზე, რომელსაც “ბარსელონას” რიგებში ყველანაირი ტიტული აქვს მოგებული. თუმცა მისი მანჩესტერული კარიერა მხოლოდ 21-წლამდელთა გუნდში თამაშით შემოიფარგლა.
პირველად ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში, სატრანსფერო ფანჯარაზე (ზაფხულისა და ზამთრის ერთად) ინგლისის ჩემპიონატის კლუბების მიერ დახარჯულმა თანხამ 1 მილიარდს მიაღწია.
Deloitte-ს ბოლო შედეგების თანახმად, ინგლისურმა კლუბებმა 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 130 მილიონი ფუნტი დახარჯეს, სულ 2015-2016 წლების სეზონში კი 965 მილიონი ფუნტი.
თუმცა ინგლისელები მოელიან, რომ მანამ სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 1 მილიარდსაც გადასცდება . ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ინგლისურმა კლუბებმა 45 მილიონი ფუნტი დახარჯეს, რაც სრულიად ამისთვის სრულიად საკმარისია.
“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ემანუელ ემენიკე სეზონის ბოლომდე “ჩაქუჩების” სახელით იასპარეზებს.
აქვე გეტყვით, რომ მათ მიერ გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ინგლისურ კლუბს სეზონის ბოლოს 28 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს.
“ძალიან, ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. “ვესტ ჰემს” ყოველთვის ვადევნებდი თვალს და ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს დიდებული კლუბი იყო.” – განაცხადა “ფენერბახჩეს” საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” რუსი ვინგერის, დენის ჩერიშევისთვის ბრძოლაში “სევილიას” “უოტფორდიც” შეუერთდა.
წყაროს ცნობით, ჩერიშევისთვის ბრძოლაში უნაი ემერის გუნდი ლიდერობს, თუმცა არა გამორიცხული, რომ მადრიდელებმა მოწინააღმდეგე გუნდის გაძლიერებას დენისის ინგლისში გაშვება ამჯობინოს.
დღეს გამართულ კონფერენციაზე, ზინედინ ზიდანმა აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია რუსმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს, რადგანაც ის გუნდში მის ადგილს ვერ ხედავს.
“ის მშვენიერი ფეხბურთელია, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ვფიქრობ, რომ მას წასვლის შანსი აქვს.”
მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია მოვლენები ისე განვითარდეს, რომ მომავალში მას გუნდის დატოვება მოუწიოს.
როდესაც Die Welt-ის ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აპირებდა თუ არა “ბაიერნში” კარიერის დასრულებას, მან განაცხადა: “როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს.
ბევრჯერ გამიგია მსგავსი სიტყვები სხვა ფეხბურთელებსიგან. თუმცა როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის, ან ის უკეთეს შეთავაზებას იღებს ყველაფერი იცვლება.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად აქ ბედნიერი ვარ. როდესაც 18-ის ვიყავი ჩემზე მაშინაც ‘ჭორაობდნენ’, დროთა განმავლობაში ვისწავლე, თუ როგორ უნდა მივუდგე მსგავს სიტუაციებს. ეს სპეკულაციები, სულაც არ მოქმედებს ჩემზე.”
მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის მოსვლის შემდგომ “ლივერპული” ცოტათი გაუმჯობესდა, გუნდში მაინც არსებობს ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია.
ამის მიზეზი პირველ რიგში კი არის ის, რომ ეს იურგენის გუნდი არ არის – ბრენდან როჯერსის მიერ შეკრებილ გუნდს გერმანელმა სპეციალისტმა მხოლოდ კოლკერი და მარკო გრუშიჩი დაამატა.
გთავაზობთ ტოპ-5 ნახევარმცველს, რომელსაც იურგენ კლოპი აკვირდება და შესაძლოა, მომავალში გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერებაც მიანდოს.
5. აქსელ ვიტსელი (სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი”)
კონტრაქტის ვადა: 30.06.2017
ბელგიელი ფეხბურთელი რუსული კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. თუმცა 27 წლის ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უფრო მაღალ დონეზე სურდა თამაში და რამდენჯერმე ახლოსაც იყო ევროპულ გრანდში გადაბარგებასთან.
ვიტსელი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ის ხშირად ეხმარება მცველებს და მშვენივრად გამოდის მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მეურვეობაც, სწორად ირჩევს პოზიციას და ამ ყველაფერთან ერთად ის შესანიშნავია თავით თამაშის დროსაც.
4. რუბენ ნევესი (“პორტო”)
კონტრაქტის ვადა: 30.06.2019
რუბენ ნევესი პორტუგალიაში მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ნევესს ყველა საერთაშორისო დონეზე აქვს ნათამაშები.
გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულთან” ერთად მისი გადაბირებით, რამდენიმე სხვა ევროპული კლუბიც ინტერესდება. 18 წლის ასაკში ნევესი პორტუგალიური კლუბის მთავარი ფეხბურთელი გახდა მისი კრეატიულობით, შესანიშნავი ბურთის კონტროლითა და თამაშის კითხვის უნარით.
3. რაჯა ნაინგოლანი (“რომა”)
კონტრაქტის ვადა: 30.06.2020
ვიტსელის თანამემამულე, რადია ნაინგოლანი თამაშის აგრესიული სტილით გამოირჩევა, ისევე როგორც გადაცემების სიზუსტით, მას მშვენივრად გამოდის ბურთიც ართმევაც.
იტალიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში მან 21 მატჩში მოირგო “მგლების” მაისური და 2 გოლის გატანა მოახერხა.
2. ლარს ბენდერი (“ბაიერ ლევერკუზენი”)
კონტრაქტის ვადა: 30.06.2019
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონი (2008), ლარს ბენდერი “ლევერკუზენში” უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მისი შესაძლებლობები მართლაც რომ უნიკალურია.
ბევრის აზრით, ის სრულფასოვნად შეძლებს ლუკას ლეივას ჩანაცვლებას, რომელიც ირუგენ კლოპს მაინცდამაინც არ ხვდება თვალში.
27 წლის ფეხბურთელი ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ამასთანავე მას შემტევი ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის როლშიც შეუძლია შესვლა.
1. ილკაი გიუნდოგანი (დორტმუნდის “ბორუსია”)
კონტრაქტის ვადა: 30.06.2017
25 წლის გერმანელი ფეხბურთელი იურგენის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელად ითვლება. “ლივერპულის” თავკაცი მას აღწერს, როგორც ” ინტელიგენტს, სრულყოფილ ნახევარმცველს,რომელსაც მრავლადაა დაჯილდოვებული ტექნიკური მონაცემებით.”
აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად მისი საქმეები “ბორუსიაში” არც ისე კარგად მიდიოდა, თუმცა მისმა შრომისმოყვარეობამ შედეგი მაინც გამოიღო და კლოპის გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა.
ინგლისურ, ავტორიტეტულ გამოცემა The Sun-ს თუ დავუჯერებთ, “ევერტონის” ხელმძღვანელობა ძალიან ახლოსაა მოსკოვის “ლოკომოტივის” ფორვარდის, უმარ ბაიე ნიასეს შეძენასთან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კანფეტები” მზად არიან 13.5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადონ სენეგალელი შემტევის სანაცვლოდ. ეს უკანასკნელი რომელუ ლუკაკუს შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც შესაძლოა “გუდისონ პარკი” ზაფხულში დატოვოს.
25 წლის ნიასე სიჩქარის, სიძლიერისა და ძლიერი მუშაობის ხარჯზე მშვენივრად გამოიყურება. რუსული გუნდის მაისურით მან 15 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” ახალგაზრდა მცველის, ჯონ სტოუნსისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს.
21 წლის ფეხბურთელის გადაბირებით გასულ წელს აქტიურად ინტერესდებოდა ლონდონის “ჩელსიც”, თუმცა საბოლოოდ ინგლისელი მაინც “გუდისონ პარკზე” დარჩა.
როგორც იცით, ვინსენტ კომპანის გარეშე მანუელ პელეგრინის ბიჭებს ძალიან უჭირთ, სწორედ ამიტომაც ისინი მზად არიან ნებისმიერ თანხის სანაცვლოდ გადმოიბირონ ჯონ სტოუნზი, რომელმაც უკვე მოასწრო ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით 7 მატჩის ჩატარება.
როგორც იცით, ამ დროისთვის ლონდონის “ჩელსის” თავკაცობის ყველაზე რეალური ვარიანტი ხორხე სამპაოლია, რომელიც აქამდე ჩილეს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.
The Sunday Express-ს თუ დავუჯერებთ, 55 წლის სპეციალისტმა, რომელმაც გასულ წელს ჩილეს კოპა ამერიკა მოაგებინა, უკვე დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა და მზადაა, სეზონის ბოლოს “სტემფორდ ბრიჯზე” გადმობარგდეს.
ინგლისური პრესის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ სამპაოლი მართლა ჩაიბარებს “ჩელსის”, მისი პირველი მოთხოვნა ალექსის სანჩესის აყვანა იქნება, რაც არც ისე ადვილი რამ გახლავთ.
როგორც იცით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ ლონდონის “ჩელსიმ” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. საუბარია მეტ მიაზგაზე, რომელიც აქამდე ამერიკული “ბულზის” ღირსებას იცავდა.
გთავაზობთ ყველანაირ ინფორმაციას, რაც უნდა იცოდეთ 20 წლის ფეხბურთელის შესახებ, რომელმაც ჯონ ტერის, გარი კეჰილსა და კურტ ზუმას უნდა გაუწიოს კონკურენცია…
სათამაშო სტილი
მეტ მიაზგა 2013 წელს შეუერთდა “ნიუ იორკ რედ ბულზს”. 2013-ში მას მხოლოდ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. შემდეგ წელს კი ეს რიცხვი 7-მდე გაზარდა.
2015 წელი კი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. ყველასათვის გასაოცრად, მიაზგამ ძირითადში ადგილის მოპოვება მოახერხა და MLS-ის ეგიდით 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მის პროგრესს ნათლად აღნიშნავს ის ფაქტი, რომ ის 2015-ში MLS-ის საუკეთესო მცველთა სიაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება საერთაშორისო დონეს, მან ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მაისურით 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა, მან 5-დან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ახლა კი ის 23-წლამდელთა ნაკრების ძირითადის ფეხბურთლად მოისაზრება.
სათამაშო სტილი
1.93 მეტრი სიმაღლის მიაზგას შესანიშნავად შეუძლია სივრცეების გადაკეტვა. მშვენივრად თამაშობს თავითაც.
20 წლის მცველს ძალა ნამდვილად ერჩის, ის საკმაოდ აგრესიულია დუელებში. მას თამაშის წაკითხვაც საკმაოდ კარგად შეუძლია, რაც გასულ წელსაც გამოჩნდა, როდესაც ის ჯოვინკოსა და დავიდ ვილიას დაუპირისპირდა. ამერიკელს თავდამსხმელების მომარაგებაც შეუძლია პასებით, რაც დამატებითი პლუსია.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ის ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულიც გახლავთ. ყოფილი გუნდის მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში ის 3-ჯერ იქნა მოედნიდან გაძევებული.
რას ამბობს თავად ფეხბურთელი?
“მიყვარს ევროპული ფეხბურთის ყურება. განსაკუთებით კი იმის, თუ როგორ მოქმედებენ ფეხბურთელები მოედანზე მნიშვნელოვან მატჩებში.
პირადად მე ჟერომ ბოატენგს ვაღიარებ, ის უნიკალურია. თუმცა ასევე მომწონს სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანიც.
თუმცა არ ვაპირებ ვინმეს მივბაძო, მინდა რომ ჩემი სტილით განვაგრძო თამაში. შეიძლება ერთი, ორი რამ ვისესხო მათგან, თუმცა საერთო ჯამში მინდა, რომ ჩემი სტილი დავნერგო.” – განაცხადა FourFourTwo-სთან ინტერვიუში.
რას ამბობს მისი ყოფილი თავკაცი?
“მას ყველაფერი საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს განვითარებული.- მენტალიტეტი, ფიზიკური მდგომაროება, ცოდნა.
მან ყველაფერი დიდებულად გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელ სეზონში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ მისით ვამაყობთ. იმედი გვაქვს, რომ ის კიდევ უფრო მეტს შემოგვთავაზებს.”