წელს “ბარსელონას” არც პოგბა შეუერთდება და არც დიბალა

როგორც იცით, ბოლო დროს მედია “იუვენტუსის” ორ ვარსკვლავს, დიბალასა და პოგბას  საკმაოდ აქტიურად უკავშირებს კატალონიურ “ბარსელონას”. თუმცა როგორც ჩანს, ეს ტრანსფერები წელს არ განხორციელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბიანკონერის” გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ საკუთარ მეგობარსა და კოლეგას, არიედო ბრაიდას განუცხადა, რომ ეს ორი ფეხბურთელი არ იყიდება.

აქვე გეტყვით, რომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა წელს ცენტრალური და მარცხენა მცველის დამატებასაც აპირებს.

მადრიდის “რეალი” კვლავ დე ხეას დაუბრუნდა

თუკი ესპანურ “As”-ს დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა კვლავ ცდილობს დე ხეას გადაბირებას, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მეკარემ “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ფლორენტინო პერესი უკან დახევას მაინც არ აპირებს.

ესპანური მედიის ცნობით, პერესი დარწმუნებულია, რომ დე ხეას კვლავ სურს “ბლანკოსის” რიგებში მოხვედრა. სწორედ ამიტომაც, ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდული გრანდის მთავარი სამიზნე იქნება.

A bola: კასილასი შესაძლოა ამერიკაში პირლოს, ვილიასა და ლამპარდს შეუერთდეს

მადრიდის “რეალის” ექს-კიპერმა, იკერ კასილიასმა შესაძლოა კარიერა ამერიკულ MLS-ში გააგრძელოს.

A bola-ს მიერ გავრცელებული ინფორამციის თანახმად, “ნიუ იორკ სიტი” ესპანელ მეკარეს საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბის, “ნიუ იორკ სიტის” რიგებში ამ დროისთვის ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც არიან ანდრეა პირლო, ფრენკ ლამპარდი და დავიდ ვილია.

Marca: კასილიასი “პორტოს” შეუერთდა

ყველაფრის მიუხედავად, ესპანელი გამოცდილი მეკარე “რეალს” ტოვებს.

ესპანური გამოცემა მარკა იტყობინება, რომ “პორტუ” და “რეალი” იკერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გარიგება ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება.

ფინანსური თვალსაზრისით, შეთანხმება უცნობია, თუმცა პრესის ცნობით, ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაჯდა.

34 წლის მეკარემ “სამეფო გუნდთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ კოპა დელ რეი და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.

შოპინგი ტურინულად, ანუ როგორი იქნება ახალი “იუვენტუსი”

“იუვენტუსის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონის შემდეგ გუნდის ძირითადი ბირთის შენარჩუნება კარგი იქნებოდა, თუმცა ტურინში, როგორც ჩანს, გუნდის განახლება გადაწყვიტეს. კარლოს ტევესის “ბოკაში” დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილია, ანდრეა პირლო ამერიკული ოცნების ასახდენად მლს-ში მიდის, ხოლო “იუვეეს” ხელმძღვანელები ახალწვეულებს იმატებენ. ივნისის შუა რიცხვებში იტალიური გუნდის რიგები უკვე ოთხმა მოთამაშემ შეავსო. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია…

 

მარიო მანჯუკიჩი, 18 მილიონი

ჯუზეპე მაროტას დამსახურებით “იუვენტუსისთვის” ბოლო პერიოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშესთან განშორება უმტკივნეულოდ მოხდა.

ტევესის შესაძლო წასვლის შესახებ აგორებული ჭორების შემდეგ მაროტამ თვითონ განაცხადა, რომ არგენტინელის წასვლის შემთხვევაში მას მარიო მანჯუკიჩი შეცვლიდა, ხოლო თუ ტევესი დარჩენას მოისურვებდა ტურინელები მას ახალ კონტრაქტს სიამოვნებით შესთავაზებდნენ. არგენტინელამ არ გადაიფიქრა და უკვე ორ დღეში “ატლეტიკოს” ყოფილი შემტევი იტალიური პრესის მთავარი ნიუსმეიკერი იყო. მანჯუკიჩში “იუვემ” 15 მილიონი გადაიხადა და კიდევ 3 მილიონს მადრიდელებს ბონუსების სახით გადაუხდის.

 

პაოლო დიბალა, 32 მილიონი

მანჯუკიჩთან ერთად ტურინელთა შეტევაზე პაოლო დიბალა იზრუნებს, რომელიც დასრულებული სერია ა-ს ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა. “პალერმოს” ტალანტების აღმოჩენის ნამდვილი ნიჭი აქვს, “იუვენტუსს” კი მათი გადაბირების. 21 წლის არგენტინელში იტალიის ჩემპიონმა 32 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ძალიან დიდი თანხაა. მაგალითად იმავე ტევესის ტრასფერში ტურინელებმა ოთხჯერ ნაკლები დახარჯეს.

თუმცა, კარლოსის შემთხვევა ალათ უფრო გამონაკლისი იყო. გარდა ამისა ტევესი გუნდში აღარ არის, სამაგიეროდ არიან მანჯუკიჩი, დიბალა, ლიორენტე და მორატა – შეტევის ხაზი, რომლის ყოლას ალბათ ნებისმიერი კლუბი ინატრებდა.

 

სამი ჰედირა, თავისუფალი აგენტი

ყველაზე იოლი სამი ხედირას გადაბირება აღმოჩნდა. მადრიდში გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს არ ენდობოდნენ. ბოლო დროს მსოფლიოს ჩემპიონი განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა. ამ დროს “იუვენტუსის” წინადადება მისთვის იდეალური ვარიანტი იყო, რაზეც ხედირას ბევრი არც უფიქრია.

თუმცა, ხედირა კლუბისთვისაც არანაკლებ კარგი შენაძენია, რადგან ანდრეა პირლოს მომავალი ტურინში ბურუსითაა მოცულია. გარდა ამისა, პოლ პოგბას გადასაბირებლად ევროპული გრანდები ყველაფერს აკეთებენ და დიდი ალბათობით ფრანგი ნახევარმცველის შენარჩუნებას “იუვე” ვერ შეძლებს. და ბოლოს, ხედირას დონის მოთამაშის ხელში უფასოდ ჩაგდება ყოველთვის პლიუსია.

გერმანელი ახალ კლუბსა და სეზონს საკმაოდ მოტივირებული ხვდება: “რეალში ძალიან რთული პერიოდი მქონდა. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებოდი და კარგ ფორმაშიც ვიყავი, თუმცა მოედანზე გასვლის შანსი არ მქონდა. მიუხედავად ამისა, მადრიდში ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ჩემი გადაბირება “შალკესაც” სურდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი “იუვენტუსზე” შევაჩერე, რაც ძალიან მახარებს”.

 

დანიელე რუგანი, 7,5 მილიონი

წინა გვარებთან შედარებით რუგანის ტრანსფერი ცოტა გაუგებარია, თუმცა ეს მათთვის ვისაც სერია ა-ს გასული სეზონისთვის თვალყური არ მიუდევნებია. დანიელეს ტრანსფერი ნათელი მაჩენებელია იმისა, თუ როგორ უნდა იმუშავოს კლუბმა ახალგაზრდებთან.

ტურინელებმა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველისადმი ინტერესი 2 წლის წინ გამოიჩინეს. 2013-ში “იუვემ” “ემპოლისგან” მოთამაშის კონტრაქტი სანახევროდ გამოისყიდეს, 2015-ში კი დარჩენილი თანხაც გადაიხადეს. რუგანიმ სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ტოსკანელთა დაცვაში შეუცვლელ ფიგურად იქცა.

 

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ფალკაოსთვის ლივერპულიც იბრძოლებს

“ჩელსისთან” ერთად “მონაკოდან” რადამელ ფალკაოს გადასაბირებლად “ლივერპულიც” იბრძოლებს. აღსანიშანვია, რომ კოლუმბიელს მერსისაიდული კლუბის წინადადება უფრო ხიბლავს, ვინაიდან “ლივერპულში” მას ძირითადში თამაშის მეტი შანსი ექნება.

არსენალი ასამოას აკვირდება

“იუვენტუსის” ნახევარმცველი კვადვო ასამოა “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. განელმა “მეთოფეების” ყურადღება თავისი უნივერსალურობით მიიპყრო. დასრულებული სეზონის დიდი ნაწილი ასამოამ ტრავმის გამო გამოტოვა.

ბაკა რომაში გადადის

“სევილიას” ფორვარდი კარლოს ბაკა მზად არის კარიერა “რომაში” გააგრძელოს. კოლუმბიელის აგენტმა აღნიშა, რომ მისი კლიენტი მზად არის იტალიური კლუბის წინადადება განიხილოს.

სიტი რეკორდულ ტრანსფერს ანხორციელებს

“მანჩესტერ სიტი” ტურინის “იუვენტუსს” პოლ პოგბას თაობაზე სარეკორდო წინადადებით მიმართავს. ინგლისური კლუბი მზად არის ფრანგში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავად პოგბას კი ხელფასის სახით კვირაში 346 ათას გირვანქას შესთავაზებს.

ოსტინი ჩელსის უახლოვდება

ქპრ-ს ფორვარდი ჩარლი ოსტინი ლონდონის “ჩელსის” უახლოვდება. შეგახსენებთ, რომ მოთამაშის გუნდი დასრულებული სეზონის შედეგებით ჩემპიონშიპში გავარდა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

სევილიას მონტოია სურს

“სევილიამ” “ბარსელონას” მარტინ მონტოიას ტრანსფერის თაობაზე მიმართა. კატალონიელები მოთამაშის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს მიღებას აპირებენ.

ვესტ ჰემი სონგის გამოსყიდვას აპირებს

“ბარსელონას” ნახევარმცველი ალექსანდრ სონგი, შესაძლოა, “ვესტ ჰემის” სრულყოფილი მოთამაშე გახდეს. ლონდონელები კამერუნელის კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ სონგმა გასული სეზონის “ვესტ ჰემში” იჯარის წესით გაატარა.

კუადრადო ჩელსის არ დატოვებს

“ჩელსის” ნახევარმცველი ხუან კუადრადო ლონდონურ კლუბს არ დატოვებს. ამის შესახებ განცხადება “არისტოკრატთა” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გააკეთა.

ბაიერნი შვაინშტაიგერს არ გაყიდის

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ბასტიან შვაინშტაგერის და მარიო გიოტცეს შესაძლო გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურნენ. მათი თქმით ამის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს.

ისკო იუვეს სურს

“რეალის” ნახევარმცველი ისკო ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. იტალიელები ესპანლს ანდრეა პირლოს პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ.

 

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

კასილიასი რეალს ტოვებს

“რეალის” მეკარე იკერ კასილიასი ზაფხულში მადრიდულ კლუბს დატოვებს. გამოცდილ კარის დარაჯს “მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერი დავიდ დე ხეა შეცვლის.

სიტი ჯეკოში 20 მილიონს ითხოვს

ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ედინ ჯეკოს გაყიდვას აპირებს და მოთამშის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. 29 წლის შემტევის მიმართ ინტერესს “ჩელსი” იჩენს.

ვან დერ ვილი მანჩესტერს შესთავაზეს

პსჟ-ს მარჯვენა მცველი გრეგორი ვან დერ ვილი, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდეს. პარიზელები მზად არიან ფეხბურთელში 7 მილიონი გირვანქა მიიღონ.

მილანელები კოლაროვისთვის იბრძოლებენ

“მანჩესტერ სიტის” მცველი, ალექსანდრ კოლაროვი მილანური გრანდების ინტერესთა სფეროში მოხვდა. მოთამაშემ, რომელიც “სიტიმდე” “ლაციოს” ღირსებას იცავდა, სერია ა-ში დაბრუნბის სურვილი გამოთქვა.

სელტიკს ედეგორი სურს

“რეალის” ნახევარმცველი, მარტინ ედეგორი შესაძლოა შოტლანდიაში გადაბარგდეს. ნორვეგიელი ტალანტის მიმართ ინტერესს “სელტიკი” იჩენს, რომელსაც ფეხბურთელის დამატება იჯარის წესით სურს.

 

“ლიონი” ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდება

“ლიონი” მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება, ამიტომ ფრანგული გუნდის მესვეურები შემადგნელობის გაძლიერებაზე ზრუნავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის განმავლობაში “ლიონს” 3-4 ახალი ფეხბურთელი მიაშურებს, პრიორიტეტი კი “მარსელიდან” ნიკოლა ნკულუს ტრანსფერია.

თუმცა, ლიონელები დიდი ალბათობით მთავარ მეგოლეს, ალექსანდრ ლაკაზეტს შეელევიან, რომლის მიმართ ინტერესს წამყვანი ევროპული კლუბები იჩენენ.

ამავდროულად, კლუბის მენეჯმენტი ანტონი ლოპეშის და კლემან გრენიეს კონტრაქტების გახანგრძივებაზეც მუშაობს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ვილიარელი დოს სანტოსებს გაყიდის

ესპანური “ვილიარეალი” მექსიკელ ძმებს, ჯოვანი და ჯონათან დოს სანტოსებს გაასხვისებს. ცნობილია, რომ ჯოვანის სანაცვლოდ ყვითლები 10 მილიონის მიღება სურთ.

ინტერი კუადრადოს ინათხოვრებს

“ჩელსის” ნახევარმცველის, ხუან კუადრადოს იტალიაში დაბრუნების შანსი იზრდება. “ფიორენტინას” ყოფილი მოთამაშის მიმართ ინტერესს “ინტერი” იჩენს, რომელიც მზად არის კოლუმბიელი იჯარის წესით დაიმატოს.

ფენერს ხაბი ალონსო სურს

“ბაიერნის” ნახევარმცველი, ხაბი ალონსო “ფენერბაჰჩეს” ინტერესთა სფეროში მოხვვდა. 33 წლის ესპანელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 26 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

იუვენტუსი ვიდალს შეელევა

იტალიური პრესის ცნობით ტურინის “იუვენტუსი” მზად არის არტურო ვიდალს შეელიოს. 28 წლის მოთამაშის მიერ ინერესს “რეალი” იჩენდა.

მანჩესტერი იგუაინს მოელაპარაკა

გონსალო იგუაინი “მანჩესტერ იუნაიტედს” პირადი კონტრაქტის დეტალებზე მოელპარაკა. გავრცელებული ინფორმაციით არგენტინელი ინგლისურ კლუბთან ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ინტერი იოვეტიჩისადმი ინტერესს ადასტურებს

“ინტერის” სპორტულმა დირექტორმა პედრო აუზილიომ იოვეტიჩისადმი ინტერესი დაადასტურა. მისი თქმით მილანურ კლუბს ხარისხიანი მოთამაშეები სჭირდება.

იუვენტუსი კომანს გაანათხოვრებს

“იუვენტუსის” ნახევარმცველი კინგლის კომანი მომდევნო სეზონს იჯარის წესით სხვა კლუბში გაატარებს. 18 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “სენტ-ეტიენი” და “ლილი” იჩენენ.

რეალი ნავასის შენარჩუნებას ცდილობს

მადრიდის “რეალს” კეილორ ნავასის გაშვება არ სურს. მადრიდელებს მისი შენარჩუნება დავიდ დე ხეას ტრანსფერის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი სურთ.

20 მილიონი დუგლას კოსტას სანაცვლოდ

“ჩელსი” და დონცეკის “შახტარი” დუგლას კოსტას ტრანსფერის თაობაზე შეთანმხდნენ. ლონდონელები უკრაინულ კლუბს 20 მილიონ ევროს გადაუხდიან.

დი მარიას წასვლა არ სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერმა, ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ ინგლისური გუნდიდან წასვლა არ სურს. შეგახსენებთ, რომ უცხოური პრესის ცნობით მისი გადაბირება მიუნხენის “ბაიერნს” სურს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენტ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

სტერლინგი მანჩესტერზე ფიქრობს

“ლივერპულის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი “მანჩესტერ იუნაიტედის” შემოთავაზებაზე ფიქრობს. თუმცა, 20 წლის ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მის ამ ნაბიჯს მერსისაიდული კლუბის ფანები ვერ გაიგებენ.

ბარსელონა ახალ პუიოლს უმიზნებს

“ბარსელონას” “სან ხუანიდან” 17 წლის კარლოს გავინოს გადაბირება სურს. მოთამაშე ესპანეთში ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლება. მას “ახალ პუიოლსაც” კი ეძახიან.

რომას ნანის გადაბირება სურს

“სპორტინგიდან” “მანჩესტერში” დაბრუნებული ნანის ყიდვა “რომას” სურს. რომაელები იმედოვნებენ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელის გადაბირებას დაკლებული ფასით შეძლებენ.

არსენალი ბაკათი დაინტერესდა

“სევილიას” ფორვარდი კარლოს ბაკა “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ტრანსფერის ალბათობა კოლუმბიელი მოთამაშის აგენმა არ გამორიცხა.

კიაერის ინგლისური ვარიანტები

“ლილის” მცველს სიმონ კიაერს კონტრაქტს ინგლისური პრემიერლიგის ორი კლუბი სთავაზობს. 26 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “ვესტ ჰემი” და “სანდერლენდი” იჩენენ.