დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

მილანი ვილაშ-ბოაშს არ მიიწვევს

“მილანის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრე ვილაშ-ბოაშის მიწვევას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბს “ზენიტისთვის” 4 მილიონის გადახდა არ სურს.

რეალმა ვარანი და ბეილი მანჩესტერში არ გაუშვა

“მანჩესტერ იუნაიტედს” “რეალის” ორი მოთამაშის, რაფაელ ვარანის და გარეტ ბეილის გადაბირების მცდელობა ჰქონდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. მანჩესტერელები ორ მოთამაშეში 110 მილიონს იხდიდნენ, თუმცა მადრიდელებისგან უარი მიიღეს.

ჩეხს არსენალში სურს

“ჩელსის” მეკარეს პეტრ ჩეხს კარიერის გაგრძელებს “არსენალში” სურს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “არისტოკრატების” პირველი ნომერი ტიბო კურტუა გახდა, რის გამოც გამოცდილმა ჩეხმა სასტარტოში ადგილი დაკარგა და წასვლას სწორედ ამის გამო გადაწყვიტა.

ემერი ნეაპოლში არ წავა

“სევილიას” დამრიგებელი უნაი ემერი კლუბის გამოცვლას არ აპირებს. შეგახსენებთ, ესპანელი მწრთნელის გადაბირებით “ნაპოლია” დაინტერესებული, რის გამოც კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ესპანეთშიც კი ჩავიდა, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ.

დუგლას კოსტა ბაიერნს უახლოვდება

“შახტარის” ნახევარმცველი, დუგლას კოსტა მიუნხენის “ბაიერნის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ბრაზილიელის გადაბირებით “ჩელსიც” ინტერესდება.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

კონოპლიანკა სტოკ სიტის უახლოვდება

“დნიპროს” ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ინგლისურ პრემიერლიგაში ვიხილოთ. უკრაინელი მოთამაშის გადაბირებასთან “სტოკ სიტი” საკმაოდ ახლოს არის.

კრიხოვიაკი პარიზელთა ინტერესთა სფეოროშია

პსჟ-ს ინტერესთა სფეორში “სევილიას” ნახევარმცველი, გჟეგოჟ კრიხოვიაკი მოხვდა. მოსალოდნელია, რომ ესპანური მხარე მოთამაშეში დიდ თანხას მოითხოვს.

ბენიტესი მადრიდში ჰამშიკს წაიყვანს

“ნაპოლის” სლოვაკი ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი, შესაძლოა, “რეალში” გადაბიდეს. ტრანსფერის ინიციატორი რაფაელ ბენიტესი იქნება, რომელიც უახლოეს მომავალში მადრიდული კლუბის თავკაცად დაინიშნება.

შნეიდერლინით ატლეტიკო დაინტერესდა

მადრიდის “ატლეტიკო” “საუთჰემპტონს” მორგან შნეიდერლინის ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდება. ესპანური კლუბის მესვეურები მოთამაშეს მარიო სუარესის წასვლის შემთხვევაში შეიძენენ.

არსენალი მილნერისთვის არ იბრძოლებს

ლონდონის “არსენალმა” “მანჩესტერ სიტიდან” ჯეიმს მილნერის გადაბირება გადაიფიქრა. გავრცელებული ინფორმაციით “მეთოფეები” მოთამაშის მაღალ ხელფასს ვერ გადაიხდიან.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

არსენალის 25 მილიონიანი ტრანსფერი

“არსენალი” შემადგნელობის გაძლიერებას “პორტუს” ლიდერის, ჯექსონ მარტინესის გადაბირებით აპირებს. მოსალოდნელია, რომ ლონდონელები შემტევში 25 მილიონს გადაიხდიან. მარტინესის მიმართ ინტერესს “მილანიც” იჩენს.

ბაიერნი ბენატიაში 22 მილიონს ითხოვს

მილანის “ინტერს” დაცვის გაძლიერება სურს, რისთვისაც “ბაიერნიდან” მეჰდი ბენატიას გადაბირეას გეგმავს. გერმანელები მოთმაშის გასხვისებას არ გამორიცხავენ, თუმცა მის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროს ითხოვენ.

ფალკაო ჩელსის უახლოვდება

“მონაკოს” ფორვარდი რადამელ ფალკაო, შესაძლოა, მომდევნო სეზონშიც ინგლისში ვიხილოთ. მის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კოლუბმიელი “მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობდა და მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო.

ბაიერნის გიუნდოგანს 8 მილიონ გადაუხდის

“ბაიერნის” ხელმძღავანელობას ილკაი გიუნოგანის გადაბირება ძალიან სურს. მიუნხენელები მზად არიან “დორტმუნდის” მოთამაშეს ხელფასის სახით წელიწადში 8 მილიონი ევრო შესთავაზონ.

ლივერპული კოვაჩიჩში 18 მილიონს იხდის

“ლივერპულმა” “ინტერს” მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერის თაობაზე მიმართა. მერსისადელები მზად არიან 21 წლის ხორვატში 18 მილიონი გადაიხადონ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

რეალს პოგბა არ სურს

“რეალმა” კლუბის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით განაცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად მადრიდელები პოგბას თაობაზე არც “იუვენტუსთან” და არც მოთამაშის აგენტთან მოლაპარაკებებს არ აწწარმოებენ.

მუტუ ინდოეთში გამეგზავრება

“ჩელსის” და “იუვენტუსის” ყოფილი შემტევი ადრიან მუტუ კარიერას ინდოეთში გააგრძელებს, სადაც სუპერლიგის ბინადარ “პუნეს” მაისურს მოირგებს. 37 წლის მუტუს უკანასკნელი გუნდი “პეტრორული” იყო.

ჩერჩის პრიორიტეტი მილანია

“მილანის” ვინგერმა ალესიო ჩერჩიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტული მიზანი მილანურ კლუბში დარჩენა იქნება. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მილანალები ჩერჩის გასხვისებას აპირებენ.

ბენტეკეს მსურველები არ ჰყავს

ბირმინგემის “ასტონ ვილას” კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებები არ მიუღია. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ფორვარდის მიმართ ინტერესს “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენდნე, თუმცა “ვილას” თავკაცის, ტიმ შერვუდის თქმით კლუბს ბენტეკეს თაობაზე არავინ დაკავშირებია.

კოენტრაუ და ილიარამენდი “რეალში” რჩებიან

“რეალის” ხელმძღვანელობა ასიერ ილიარამენდის და ფაბიო კოენტრაუს გაყიდვას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით მათ შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მიიღებს, რომელიც დიდი ალბათობით რაფაელ ბენიტესი იქნება.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ატლეტიკო მანჯუკიჩს გაყიდის

მადრიდის “ატელტიკოს” ხელმძღვანელობა მარიო მანჯუკიჩის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. მოთამაშის მიმართ ინტერესს “არსენალი”, “მონაკო” და “მილანი” იჩენდნე. გასულ სეზონში 29 წლის ხორვატმა პრიმერაში 12 გოლი გაიტანა.

ბენზემა მანჩესტერში?

“რეალის” ფორვარდი კარიმ ბენზემა, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდეს. გავრცელებული ინფორმაციით კლუბები ბენზემას ჩართვას დე ხეას ტრანსფერში აპირებენ.

ხედირას ტურინში სამედიცინოს გაივლის

“რეალის” ნახევარმცველი სამი ხედირა უახლოეს მომავალში “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. გერმანელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მალე სამედიცინოს შემოწმებასაც გაივლის. გავრცელებული ინფორმაციით ხელშეკრულება 3-4 წლიანი იქნება.

დროგბა მლს-ში გადავა

“ჩელსიდან” წამოსულმა დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ რამდენიმე შემოთავაზება გააჩნია. ყველაზე რეალური კი ამ ეტაპზე ამერიკული მლს-ის ერთ-ერთი გუნდის ვარიანტია.

აგუერო რეალს სურს

“მანჩესტერ სიტის” ფორვარდი სერხიო აგუერო, შესაძლოა, მადრიდში დაბრუნდეს, თუმცა არა “ატლეტიკოში” არამედ მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს. “სამეფო კლუბი” მზად არის არგენტინელის სანაცვლოდ ინგლისურ მხარეს 90 მილიონი ევრო შესთავაზოს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

მანჩესტერ იუნაიტედმა 16 წლის ბელგიელი მეკარე დაიმატებს

16 წლის ბელგიელი მეკარე, ილიას მუხტა სებატუი, რომელიც ლიეჟის “სტანდარტის” აღზრდილია, “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კარის დარაჯის მიმართ ინტერესს “ჩელსის” იჩენდა, თუმცა ბელგიელმა მანჩესტერელებთან 3 წლიანი კონტრაქტის გაფრომება არჩია.

ბარტრა ბარსელონას ტოვებს

“ბარსელონას” მცველი, მარკ ბარტრა ზაფხულში, შესაძლოა, კატალონიურ კლუბს დაემშვიდობოს. მის მიმართ ინტერესს ბუნდესლიგის და ინგლისური პრემიერლიგის კლუბები იჩენენ. სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება კი 10 მილიონი ევროა.

აიაქსი სილესენის გაშვებას არ აპირებს

“აიაქსის” სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერვარსამ განაცხადა, რომ ამსტერდამულ კლუბში მეკარის, იან სილესენის გაყიდვის შესაძლებლობა არ განიხილება. ჰოლანდიელი კიპერის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.

ვან პერსის აგენტი იტალიაშია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის, რობინ ვან პერსის აგენტი იტალიაში გაემგზავრება, სადაც მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბის წარმომადგენლებთან გამართავს. პირველ რიგში საუბარი “იუვენტუსსა” და “რომაზეა”.

ნავასი რეალს დატოვებს

“რეალის” მეორე მეკარე, კეილორ ნავასი გუნდიდან წასვლაზე დაფიქრდა. იმ შემთხვევაში, თუ მადრიდული კლუბი კიდევ ერთი მეკარეს შეიძნს, ნავასის სხვა გუნდის ნახვა მოუწევს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ბენიტესი ლივერპულში დაბრუნებას გეგმავს

“ნაპოლის” მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი იტალიის დატოვებას აპირებს და “ლივერპულში” დაბრუნებას გეგმავს. მისი ახლანდელი კლუბი კი ვაკანტურ პოზიციაზე სინიშა მიხაილოვიჩის მოწვევას აპირებს.

შალკე გომესით დაინტერესდა

გელზენკირეხნის “შალკეს” ინტერესთა სფეროში მარიო გომესი მოხვვდა. 29 წლის ფორვარდი “ფიორენტინას” ღირსებას იცავს, თუმცა იტალიური კლუბი მის გაყიდვას აპირებს.

ოლიმპიაკოსს ვიდიჩი სურს

ბერძნული ოლიმპიაკოსი ნემანია ვიდიჩით დაინტერესდა. სერბი მცველის “ინტერიდან” წასვლის ალბათობა საკმაოდ დიდია და ბერძნებიც მოვლენათა განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

ბაიერნი სტერლინგზე ფიქრობს

“ბაიერნის” “ლივეპრულიდან” რაჰიმ სტერლინგის გადაბირებაზე ფიქრობს. მასთან მოლაპარაკებებს პეპ გვარდიოლას ძმა, პერე გვერდიოლა აწარმოებს, რომელიც საფეხბურთო აგენტია.

ევერტონი ევანსის გადაბირებას აპირებს

“ევეროტნი” “მანჩესტერიდან” ჯონი ევანსის გადაბირებას აპირებს. 27 წლის მოთამაშის სატრანსფერო ფასი 10 მილიონი გირვანქაა.

 

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ატლეტიკო მინეირო კასანოს გადაბირებას აპირებს

“ატლეტიკო მინეირო” გამოცდილი იტალიელი ფორვარდი, ანტონიო კასანოს გადაბირებას აპირებს. ბრაზილიური კლუბი ზამთირდან თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფ ფეხბურთელს კონტრაქტსაც სთავაზობს, თუმცა თავად კასანო გადაწყვეტილებსი მირებას არ ჩქარობს.

ატლეტიკოს იგუაინი და კალიეხონი სურს

მადრიდის “ატლეტიკო” ზაფხულში “ნაპოლიდან” გონსალო იგუაინის და ხოსე კალიეხონის გადაბირებას აპირებს, რომლებიც ბოლო დროს ნეაპოლში დამაჯერებელი თამაშით ვერ გამოირჩევიან.

მანჩესტერი მიულერით ინტერესდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს გუნდის გაძლიერება “ბაიერნის” ფორვარდით, თომას მიულერით სურთ. გერმანული მხარე კი მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

შტუტგარტი სემისთვის იბრძოლებს

“შტუტგარტი” ცოტა ხნის წინ “შალკედან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვებულ სიდენი სემის გადაბირებას იმედოვნებს. მიმდინარე სეზონში მოთამაშის ანგარიშზე ბუნდესლიგის 11 შეხვედრაში გატანილი 1 გოლია.

ბორნმუთი ლამბერტს იწვევს

ჩემპიონშიპიდან პრმეიერლიგაში დაწინაურებული “ბორნმუთი” შემადგენლობის გაძლიერებაზე იწყებს ზრუნვას. კლუბის სამწვრთნელი შტაბის ინტერესთა სფეროში “ლივერპულის” ფორვარდი, რიკი ლამბერტი მოხვდა, რომელიც “წითლების” შემადგენლობაში შედეგიანობით ვერ გამოირჩევა და კლუბიდან წასვლას ფიქრობს.

 

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

ემერი მილანში 100 მილიონს მიიღებს

“მილანი” ზაფხულში რამდენიმე მოთამაშის გაშვებას აპირებს და შედეგად 100 მილიონ ევროს დაზოგავს. მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნაი ემერის დანიშვნის შემთხვევაში კი ეს თანხა ტრანსფერებზე იქნება გათვალისწინებული.

ჩელსი რადის უმიზნებს

“ჩელსის” “ნორვიჩის” მეკარის ჯონ რადის გადაბირება სურს. პეტრ ჩეხის წასვლის შემთხვევაში რადი ტიბო კურტუას დუბლიორის როლს მოირგებს.

მანჩესტერი ინგსისთვის არ იბრძოლებს

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბარნლიდან” დენი ინგსის გადაბირება გადაიფიქრა. ახალგაზრდა ფორვარდისამი ინტერესს “ლივერპული”, “ჩელსი” და “სოსიედადი” იჩენენ.

მონაკოს მანჯუკიჩი სურს

“ატლეტიკოს” ფორვარდი, მარიო მანჯუკიჩი “მონაკოს” ინტერესთა სფეროში მოხვდა. მადრიდულ კლუბში ზმად არიან ხორვატის გასაშვებად, რადგან მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

იუვემ იბრაჰიმოვიჩზე უარი თქვა

“იუვენტუსმა” პსჟ-დან ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებაზე უარი თქვა. შვედი ფეხბურთელი ტურინულ კლუბს მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ შესთავაზა, თუმცა დადებით პასუხი ვერ მიიღო.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

იუვენტუსი პალერმოს შეუთანხმდა 

“იუვენტუსი” “პალერმოს” პაულო დიბალას ტრანსფერზე შეუთანხმდა. ტურინელები ახალგაზრდა შემტევში 28 მილიონ ევროს გადაიხდიან. ბონუსების სახით კი შემდეგ 8 მილიონსაც დაამატებენ.

მანჩესტერი ვან პერსის გაყიდვას აპირებს

რობინ ვან პერსი “მანჩესტერ იუნაიტედი”, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს. ფეხბურთელი კლუბის მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის სამომავლო გეგმებში არ შედის.

ჩეხი ბეშიქთაშს ელაპარაკება

პეტარ ჩეხი ზაფხულში, შესაძლოა, “ბეშიქთაშში” გადავიდეს. ინფორმაცია მეკარის აგენტმა ვიქტორ კოლარმა გაავრცელა.

პოგბა სიტის უახლოვდება

“იუვენტუსის” ნახევარმცველი, პოლ პოგბა, შესაძლოა ინგლისში დაბრუდეს. ფეხბურთელისადმი ინტერესს “მანჩესტერ სიტი” იჩენს, რომელიც ფრანგში 70 მილიონ გირვანქას იხდის.

აიაქსი ვან დერ ვაარტს იწვევს

“აიაქსის” ხელმძღვანელებმა კლუბში დაბრუნება რაფაელ ვან დერ ვაარტს შესთავაზეს. ამსტერდამელები ნახევარმცველს ხელფასის სახით სეზონში მილიონ ევროს სთავაზობენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენტ დღის გამორჩეულ სატრნასფერო ამბებს.

ლივერპული აზიის საუკეთესო ფეხბურთელს იმატებს

“ლევერკუზენის” ფორვარდი სონ ჰონგ-მინი “ლივერპულის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ინფორმაციას მოთამაშის აგენტი, ტის ბლიმაისტერი ავრცელებს.

პორტუს ნოლიტო სურს

“სელტას” ფორვარდი, ნოლიტო, შესაძლოა, პორტუგალიის ჩემპიონატში გადაბარგდეს. შემტევის მიმართ ინტერესს “პორტუ” იჩენს, რომელიც ნოლიტოს ჯექსონ მარტინესის შემცვლელად მოიაზრებს.

სპარტა როსიცკით დაინტერესდა 

პრაღის “სპარტა” სამშობლოში ტომაშ როსიცკის დაბრუნებას აპირებს. 34 წლის მოთამაშე “არსენალში” ირიცხება, თუმცა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტი გახდება.

მანჩესტერი და პსვ ფეხბურთელებს გაცვლიან

პსვ-ს სპორტულმა დირექტორმა, მარსელ ბრანდტსმა “მანჩესტერიდან” ადნან იანუზაის გადაბირების შესაძლებლობა არ გამორიცხა. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელი, შესაძლოა, მემფის დეპაის ტრანსფერში იყო ჩართული.

ჩელსი – ლუის ადრიანო და დუგლას კოსტა

ლონდონის “ჩელსი” შემადგენლობის გაძლიერებას “შახტარის” ორი მოთამაშით, ლუის ადრიანოთი და დუგლას კოსტათი სურს. დონეცკელთა ფორვარდით “რომაც” ინტერესდება.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

მანჩესტერს ბეილი სურს, მაგრამ…

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის გარეთ ბეილის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 100 მილიონი გირვანქა გადაიხადოს. მაგრამ, მანამდე მანჩესტერელები თავად ფეხბურთელისგან ელიან გარკვეულ ინიციატივას.

ინტერი ტურეს 4 წლიანს უმზადებს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, იაია ტურე, შესაძლოა “ინტერში” გადავიდეს. იტალირუი მხარე აფრიკელ მოთამაშეს 4 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, თუმცა მანჩესტერულზე ნაკლები ანაზღაურებით.

ზიკოს ადრიანო ინდოეთში მიჰყავს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ადრიანო, რომლსაც ფრანგულ “ჰავრში” ტრანსფერი ჩაეშალა, კარიერა, შესაძლოა, ინდურ “გოაში” გააგრძელოს. “ინტერის” ყოფილ მოთამაშეს ინდოეთში მისი თანამემამულე, ზიკო ეპატიჟემა, რომელიც “გოას” მთავარი მწვრთნელია.

რონალდინიო აშშ-ში გადასასვლელად მზად არის

მექსიკურ “კერეტაროში” მოთამაშე რონალდინიო, შესაძლოა, ამერიკულ მლს-ში გადაბარგდეს. ფეხბურთელის აგენტის თქმით კლუბის გამოცვლა წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელია.

ბარსელონას რუნი და მატა შესთავაზეს

ხუან მატას და უეინ რუნის აგენტებმა საკუთარი კლიენტები “ბარსელონას” შესთავაზეს. ესპანური პრესაში გავრცელებული ინფორამციის თანახმად, კატალონიელები ამ წინადადებით სერიოზულად არც დაინტერესებულან.