ოფიციალურად: როსიცკიმ “არსენალი” დატოვა!

დღეს აქტიურად იწერებდოა იმაზე, რომ ლონდონის “არსენალს” ჯეკ უილშირი დროებით დატოვებდა. სულ ცოტა ხნის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა კიდევ ერთი მოთამაშის, ტომაშ როსიცკის ტრანსფერი… ჩეხი ფეხბურთელი პრაღის “სპარტაში” გააგრძელებს კარიერას.

ვეტერანმა სპორტსმენმა სწორედ ნახსენებ კლუბში დაიწყო თამაში. შემდეგ იყო დორტმუნდის “ბორუსია”. 2006 წელს როსიცკი “არსენალში” გადავიდა, სადაც 10 წელი გაატარა. დღეს კი თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელმა მშობლიურ გუნდს მიაშურა.

“იუვეში” პოგბას მატუიდი ჩაანაცვლებსო… რამდენს ითხოვს “პსჟ”?

ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულად არის დაინტერესებული “პსჟ”-ს ნახევარმცველის, ბლეს მატუიდის შეძენით.

როგორც Le Parisien-ი იტყობინება, ფრანგები 29 წლის მოთამაშეში საკმაოდ მაღალ თანხას, 50 მილიონ ევროს ითხოვენ. ისინი მხოლოდ მაშინ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას, თუ “ბებერი ქალბატონი” აღნიშნული თანხის გადახდას დათანხმდება.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრების სპორტსმენის შეძენა ინლისურ გრანდებსაც, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსისაც” სურთ.

ოფიციალურად: “ვესთ ჰემმა” ფრანგი მოთამაშე დაიმატა

ინგლისური კლუბი, “ვესთ ჰემი” გაძლიერებას განაგრძობს.

რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ჩაქუჩების” რიგებში საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებისა და “ოლიმპიაკოსის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ართურ მასუაკუ გადავიდა. 22 წლის მოთამაშე 2014 წელს ჩაირიცხა ბერძნულ კლუბში. მან შიდა ჩემპიონატში და თასის შეხვედრებში, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ასევე, 12-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა.

აქვე გეტყვით, რომ მასუაკუმ ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ოფიციალურად: “მანჩესტერ სიტიმ” “ევერტონის” ფეხბურთელი გაიფორმა!

ინგლისური გრანდი, “მანჩესტერ სიტი” მიმდინარე სატრანფსერო ფანჯარაზე მოთამაშეების შეძენას განაგრძობს.

სულ ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ქალაქელებმა” “ევერტონის” უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, ჯონ სთოუნსი გადაიბირეს. ინგლისელმა სპორტსმენმა “სიტისთან” 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გვარდიოლას მოსვლის შემდეგ, ესპანელი სპეციალისტისთვის სასურველ მოთამაშეთა სიაში სთოუნსიც იყო. მოკლედ, პეპმა კიდევ ერთ მიზანს მიაღწია და ახალგაზრდა ფეხბურთელი მისი გუნდის რიგებში გადმოიყვანა.

ოფიციალურად: “სანდერლენდმა” “ჩელსის” ფეხბურთელი გაიფორმა

რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ჩელსის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პაპი ჯილობოჯი “სანდერლენდში” გააგრძელებს კარიერას. 27 წლის სენეგალელმა მოთამაშემ 4 წლიან კონრაქტს მოაწერა ხელი.

გეტყვით, რომ გასულ ზაფხულზე “არისტოკრატებმა” ჯილობოჯი 4 მილიონ ფუნტად იყიდეს “ნანტიდან”, რომელშიდაც იგი 5 წელი თამაშობდა. წინა სეზონის პირველ ნახევარში პაპიმ “ჩელსიში” მხოლოდ ერთ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც იჯარის წესით ბრემენის “ვერდერში” გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ სენეგალელ სპორტსმენს მისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“ტოტენჰემი” პორტუგალიის ნაკრების მოთამაშით ინტერესდება

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “სპურსებს” ბევრ მოთამაშეს უკავშირებენ.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” “ბრაგას” ნახევარმცველით, რაფა სილვათი ინტერესდება. ინგლისელები 23 წლის მოთამაშეში 10 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

სილვამ წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და პორტუგალიური კლუბის შემადგენლობაშიც კარგად გამოიყურებოდა. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ მის მიმართ ინტერესს ამ დონის გუნდი იჩენს.

აქვე გეტყვით, რომ ნახსენები მოთამაშე “ბრაგაში” 2013 წლიდან ასპარეზობს. მან 88 თამაშში 13 გოლის შეგდება მოახერხა.

ოფიციალურად: გომისი “სუონსიდან” იჯარის წესით წავიდა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ “სუონსის” ფრანგმა ფორვარდმა, ბაფეტიმბი გომისმა უელსური კლუბი დატოვა. 30 წლის მოთამაშე ერთ წლიანი იჯარით მარსელის “ოლიმპიკში” იასპარეზებს.

გომისმა უელსური კლუბის შემადგენლობაში, 71 შეხვედრაში 17 გოლის გატანა შეძლო.

ოფიციალურად: ადრიანო კორეას ახალი კლუბი ცნობილია

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ადრიანო კორეა “ბეშიქთაშში” იასპარეზებს.

31 წლის მოთამაშეში თურქებმა 600 000 ევრო გადაიხადეს. თუმცა, 1 100 000 ევრო “ბარსამ” იმ შემთხვევაში შეიძლება დაამატოს, თუ “ბეშიქთაში” ადრიანოს კლუბში ყოფნის დროს “ჩემპიონთა ლიგაზე” მოხვდება.

ანჩელოტიმ ჩიჩარიტოს ტრანსფერის თაობაზე კომენტარი გააკეთა

ამ ზაფხულზე იწერებოდა იმის შესახებ, რომ, თითქოს, “ბაიერნის” თავკაცი, კარლო ანჩელოტი სერიოზულად ინტერესდებოდა მექსიკელი მოთამაშის, ჩიჩარიტოს შეძენით. ამასთან დაკავშრებით ცოტა ხნის წინ იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს “ბაიერის” ფეხბურთელი არ სჭირდბეა. მეტიც, “რეკორდმაისტერს” უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და არც ერთ რგოლში იგი გაძლიერებას არ საჭიროებს.

“ძალიან მიყვარს ჩიჩარიტო. მასთან ერთად მადრიდის “რეალში” ვმუშაობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ის საკუთარი საქმის პროფესიონალია. თუმცა, მისი დამატებით ახლა ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული. ის ჩვენი ოპონენტი იქნება მომავალ სეზონში. რაც შეეხება ჩემს გუნდს, მიმაჩნია, რომ კოლექტივი ახალი მოთამაშეებით გაძლიერებას აღარ საჭიროებს,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

რანიერი: “ძალიან გამეხარდება, თუ მაჰრეზი ასე მოიქცევა”

ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, რიად მაჰრეზმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ლესტერის” შემადგენლობაში და ბევრი გრანდის ინტერესის ქვეშ მოექცა. მათ შორის, ყველაზე მეტად “არსენალი” აქტიურობს. ასევე, 25 წლის მოთამაშეს სხვა ევროპულ გუნდებსაც უკავშირებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “მელიების” დამრიგებელმა, კლაუდიო რანიერიმ.

“მაჰრეზი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. მოხარული ვიქნები თუ ის ჩვენთან დარჩება. ის ჩვენი ვარსკვლავია. წავიდეს სხვა გუნდში? რატომ? მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ბევრი გამოჩენილი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ, დატოვონ ერთი კლუბი და სხვა გააძლიერონ, მაგრამ რიადი ჩვენთან თუ დარჩება, ეს “ლესტერისთვის” ძალიან  დიდი წარმატება იქნება. “

“ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ვიცი მისი შესაძლებლობები. მაგრამ წარმოიდგინეთ, მაჰრეზი სხვა კლუბში გადავიდა,სადაც უამრავი ვარსკვლავია. ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ იგი სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს და ცოტა დრო მიეცეს თავის გამოსაჩენად. მე კი ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მას. რიადს არასდროს შევუზღუდავ დროს იმისთვის, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს,” – განაცხადა რანიერიმ.

აგენტი: “მაჰრეზმა მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო…”

რიად მაჰრეზმა საოცარი სეზონი ჩაატარა და “ლესტერის” ჩემპიონობაში განუსაზღვრელი წვლილი შეიტანა. ამ ზაფხულზე მისი გადაბირებით ძალიან ბევრი გრანდი დაინტერესდა. მათ შორის იყო “არსენალი”.

ლონდონელები გუშინ საფრანგეთში, ამხანაგურ შეხვედრაში “ლენსს” დაუპირისპირდნენ. სწორედ იქ მოხდა “მეთოფეთა” მესვეურების” და მაჰრეზის აგენტის შეხვედრა, რომელმაც დაადასტურა, რომ “ლესტერის” ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს. მისი სურვილია, მომავალ სეზონში “არსენალის” მაისურით იასპარეზოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კლაუდიო რანიერიმ განაცხადა მაჰრეზის გუნდში დარჩენის თაობაზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეგვიპტელ სპორტსმენს ცვალებადი ხასიათი აქვს და თუ გუნდი დათანხმდა, ტრანსფერის განხორციელებას საერთოდ აღარაფერი შეუშლის ხელს.

ფოთის “კოლხეთმა” აზერბაიჯანის ნაკრების მცველი გაიფორმა!

საქართველოში ახლოვდება ეროვნული ჩემპიონატის სტარტი და ქართული გუნდები განაგრძობენ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებას.

ზემოთ ნახსენებ საქმეში გამონაკლისი არც ფოთის “კოლხეთია”. სულ ცოტა ხნის წინ, Fanebi.Com-ს მეგრული გუნდის პრეს-სამსახურმა დაუდასტურა, რომ კლუბმა კიდევ ერთი ახალი მოთამაშე შეიძინა. ამჟამად ფოთელთა რიგებში აზერბაიჯანელი მცველი, რასიმ რამალდანოვი ჩაირიცხა. 30 წლის სპორტსმენმა 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გეტყვით, რომ რამალდანოვი მთელი მისი კარიერის განმავლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშობდა. თავიდან იგი “სიმურქში”, შემდეგ “ხაზარ ლანკარანში”, ბოლოს კი “სუმქაიტში” ასპარეზობდა. რაც ყველაზე მთავარია, ნახსენები სპორტსმენი აზერბაიჯანის ნაკრების წევრია 2013 წლიდან.

ამჟამად “კოლხეთი” თურქულ შეკრებაზე იმყოფება და ხვალ ამხანაგურ შეხვედრაში “ადანადემირსპორს” დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, სწორედ იქ შედგება ახალწვეულის დებიუტი.