რაიოლა: “იბრაჰიმოვიჩს, “მანჩეტსერიდან” წასვლის შემდეგ, “ნაპოლიში” თამაშიც შეუძლია”

ზლატან იბრაჰიმოვიჩს “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ეწურება. დიდი ალბათობით, შვედი ფეხბურთელი ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას დადებს.

აგენტის, მინო რაიოლას თქმით, შვედი ფეხბურთელი მუდამ შედიოდა “ნაპოლის” პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტიის ინტერესებში. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ 2018 წლის ზაფხულზე უკვე 37 წლის ზლატანი კიდევ ერთ ევროპულ გუნდში გადავიდეს.

“ნეაპოლიტანელებს ზლატანი ყოველთვის უყვარდათ. ის დაახლოებით ისეთივე ტრადიციების მქონე ოჯახში აღიზარდა, როგორიც ამ ხალხს გააჩნია. მან იცის, რას ნიშნავს, უყვარდე ნეაპოლიტანელებს. ეს სიყვარული ყოველთვის იზიდავდა და მიიზიდავს “იბრას”.”

“დე ლაურენტიის ზლატანი მუდამ სურდა. არაფერია გამორიცხული. თუ შვედს ფიზიკური შესაძლებლობები ხელს შეუწყობს, შესაძლოა, იგი 2018 წელს სწორედ იტალიურ გუნდს შეურერთდეს,” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ.

 

 

 

ოფიციალურად: “არსენალმა” ფეხბურთელი “ბრაიტონში” გაანათხოვრა

სატარანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ ერთი ტრანსფერი განხორციელდა. ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, ჩუბა აკპომი ჩემპიონშიფის ლიდერ, “ბრაიტონში” იჯარის წესით წავიდა. ეს ინფორმაცია ამ უკანასკენლი გუნდის გვერდმა დაადასტურა.

21 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ლონდონური კლუბის აღზრდილია. მან პროფესიონალური კარიერა 2013 წელს დაიწყო, თუმცა ძირითადად არენდის წესით სხვადასხვა კლუბში იმყოფებოდა. მაგალითად, გასულ წელს იგი “ჰალ სიტის” პრემიერ ლიგაში დაწინაურებაში დაეხმარა. ამ გუნდის შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა.

აკპომი “ბრაიტონში” სეზონის ბოლომდე დარჩება.

ოფიციალურად: “ბარსელონამ” ახალგაზრდა მცველი დაიმატა

კატალონიის “ბარსელონამ” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში ახალგაზრდა ურუგვაელი მცველი, სანტიაგო ბუენო მონტევიდეოს “პენაროლიდან” დაიმატა.

ესაა ურუგვაის 20 წლამდე ნაკრების მცველი, რომელიც ამჟამად ეკვადროში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმყოფება. ბუენო მონტევიდეოს კლუბის ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. “ბარსელონას” სკაუტებისთვის მისი ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. საბოლოოდ, კი ეკვადორიდან დაბრუნებული 18 წლის ფეხბურთელი, მის ახალ სახლში – ბარსელონაში გაემგზავრება. ის აქაც ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.

 

“ბლაგურნამ” დედაქალაქელებს 1 მილიონი ევრო გადაუხადა. თუ ბუენო ძირითად გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს, ესპანელები ურუგვაელებს დამატებით 5 მილიონს გადაურიცხავენ. ახალაგაზრდა სპორტსმენი, კონტრაქტის თანახმად, 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება კლუბში. ხელფასის დეტალები არ საჯაროვდება.

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” ორსოლინი გაიფორმა

ტურინის “იუვენტუსმა” სერია ბ-ში მოასპარეზე კლუბის, “ასკოლის” ახალგაზრდა შემტევი, რიკარდო ორსოლინი გაიფრომა. ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

ორსოლინი იჯარის წესით “ასკოლიში” სეზონის ბოლომდე დარჩება. ისე კი 20 წლის ფეხბურთელი კონტრაქტის თანახმად, 2021 წლის ზაფხულამდე ითამაშებ ტურინში. “ბებერმა ქალბატონმა” სერია ბ-ს გუნდს 6 მილიონი ევრო გადაუხადა. ხოლო, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში “ასკოლი” კიდევ 4 მილიონს მიიღებს ბონუსად.

ორსოლინის პროფესიონალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მიმდინარე სეზონში მან სერია ბ-ში 22 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.

კონტეს ბოლო სამიზნე იანვარში: მუსა დემბელე!

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი მალე იწურება, თუმცა ანტონიო კონტე თავდამსხმელის ძებნაშია. მიუხედავად “ჩელსიში” კოშტასა და ბატჩუაის ყოფნისა, იტალიელ სპეციალისტს კიდევე ერთი ფორვარდის დამატება სურს.

Sky Sports-ი იტყობინება, რომ კონტეს “სელტიკის” შემტევი, მუსა დემბელე სურს. ახალაგზარდა ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. დემბელემ შოტლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა, თასზე კი – 5. 20 წლის სპორსტმენი არც ჩემპიონთა ლიგაზეა უშედეგო – მის ანგარიშზე ხუთი გოლია.

“სელტიკის” ბოსები ფრანგში 40 მილიონ ფუნტს ითხოვენ. საინტერესოა, რას მოიმოქმედებს რომან აბრამოვიჩი 31 იანვარს ამ საკითხთან დაკავშირებით.

რამალდანოვმა ფოთის “კოლხეთი” დატოვა

ფოთის “კოლხეთის” უკვე ყოფილმა მცველმა, რასიმ რამალდანოვმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა. ამის შესახებ მეგრული კლუბის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი იტყობინება.

აზერბაიჯანელი ფეხბურთელი, რასიმ რამალდანოვი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. იგი იმ “გაბალაში” ითამაშებს, რომელიც ბოლო წლებში ევროტურნირებზე ქართული გუნდების კოშმრად იქცა.

სხვადასხვა დროს 31 წლის სპორტსმენს უთამაშია “სიმურქში”, “ხაზარში”, “სუმქაითში”, ბოლოს კი ქართულ კლუბში.

 

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე “ესბიერგის” ფეხბურთელია

სამტრედიის “სამტრედიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე დანიის “ესბიერგში” ითამაშებს. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

22 წლის ფეხბურთელმა ევროპულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შესაბამისად, იგი 2019 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება “ესბიერგში”.

შეგახსენებთ, რომ დანიელთა რიგებში ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე გამოდის, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ტარაგონას “ხიმნასტიკმა” იჯარის წესით გაუშვა.

კლოპს რომას ახალგაზრდა ნახევარმცველი სურს

სულ ცოტა დარჩა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ამოწურვამდე, თუმცა მერსესაიდის “ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი აქტიურობის შეწყვეტას არ აპირებს.

The Sun-ი იტყობინება, რომ გერმანელ სპეციალისტს ძალიან სურს რომის “რომას” ახალაგაზრდა ნახევარმცველის, ლეანდრო დანიელ პარედესის შეძენა. 22 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 14 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ირკვევა, რომ “ლივერპულისა” და “რომას” ხელმძღვანელობას შორის უკვე შედგა კონტაქტი ტრანსფერის თაობაზე. ინგლისელების შეთავაზება 22.5 მილიონ ევროს (+ 4 მილიონი ევრო ბონუსად, პარედესის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში) შეადგენს. “ლივერპულის” ბოსებს ჯერ კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

აქვე გეტვყით, რომ რომაელებს ძალიან სურთ “ატალანტას” ნახევარმცველის, ფრენკ იანიკ კესიეს შეძენა. 20 წლის ფეხბურთელს მისი კლუბი იაფად ნამდვილად არ გამოუშვებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნება, თუ პარედესის სარფიანად გაყიდვით, “რომა” კესიეს შეიძენს.

ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოხდეს, რადგან სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ამოწურვამდე 2 დღეზე ცოტა მეტია დარჩენილი.

მატეო დარმიანმა შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს

მატეო დარმიანი “ტორინოდან” 2015 წლის ზაფხულზე მივიდა “მანჩესტერ იუნაიტედში”. იტალილ მცველს პირველ სეზონში ვან გაალი, ასე თუ ისე, ნდობას უცხადებდა და პრემიერ ლიგის 28 მატჩშიც მიიღო მონაწიელობა.

ჟოზე მოურინიო დარმიანს დიდ სათამაშო დროს არ აძლევს და მას, მით უმეტეს, ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს. ამ სიტუაცის შესახებ უკმაყოფილება 27 წლის სპორტსმენმა რამდნიმეჯერმე გამოთქვა.

The Sun-ი იტყობინება, რომ მატეოს შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული მილანის “ინტერი”. ფეხბურთელსა და აღნიშნული კლუბის ხელმძღვანელობას შორის პირველი საუბარი უკვე იყო. ჯერჯერობით, უცნობია ტრანსფერის პირობები.

გამომდინარე “მანჩესტერში” დარმაინის მდგომარეობიდან, მას ნამდვილად მოუწევს დაფიქრება მილანელების შემოთავაზებაზე.

ტარიელ ხაინდრავა გორის “დილაში” ვარჯიშობს

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ქუთაისის “ტორპედოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ტარიელ ხაინდრავა გორის “დილაში” ვარჯიშობს. ამის შესახებ იმერელთა ფეისბუქ-გვერდი იტყობინება.

21 წლის მეკარე 2015 წლიდან “ტორპედოს” საკუთრება იყო. იგი სწორედ ამ დროიდან “რუსთავსა” და “სამგურალში” იჯარის წესით თამაშობდა. იანვარში კი კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ახალაგაზრდა სპორტსმენმა იმერული გუნდი დატოვა. ამჟამად ტარიელი გორულ კლუბში ვარჯიშობს და, სვარადაუდოდ, მასთან კონტრაქტსაც გააფორმებს.

დიდი ალბათობით, ხაინდრავა იმ დიდი გეგმის ნაწილია, რომლის განხორციელებაც ებრაელ ინვესტორებს ახალ მწვრთნელთან ერთად უნდათ.

 

რანიერი: “დატოვებს თუ არა სლიმანი “ლესტერს”?”

ბოლო დროს “ლესტერ სიტის” თავდამსხმელს, ისლამ სლიმანის აქტიურად უკავშირებენ ჩინურ “ტიანძინ ქუანძიანს”, რომელსაც ფაბიო კანავარო წვრთნის. ვრცელდებოდა ხმები, რომ ალჟირელში აზიელები 38.5 მილიონ ფუნტს იხდიდნენ.

ფეხბურთელზე, რომელიც გასულ ზაფხულს მივიდა ინგლისურ კლუბში, “მელიების” მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის კითხვა დაუსვეს.

“დაგვტოვებს თუ არა ის? არცერთ შემთხვევაში. გთხოვთ, არ აყვეთ სპეკულაციებს. სლიმანი “ლესტერის” ფეხბურთელია და ის, მინიმუმ, მომავალ ზაფხულამდე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს,” – აცხადებს რანიერი.

ევრამ შესაძლოა, ლიგა 1-ში გააგრძელოს ასპარეზობა

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრი დაიწერა ტურინის “იუვენტუსის” მარცხენა მცველის, პატრის ევრას გუნდიდან წასვლის შესახებ.

RMC Sport-ი იტყობინება, რომ ფრანგი ფეხბურთელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული მარსელის “ოლიმპიკი”. 35 წლის ფეხბურთელს ახალნდელი კონტრაქტი გუნდთან 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ტურინელები მზად არიან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვან საკუთარ ქვეყანაში.

აქვე გეტყვით, რომ “ოლიმპიკი” პატრისს წელიწად-ნახევრიან კონტრაქტს სთავაზობს.

ერთი სიტყვით, ევრას თანხმობის გარდა, ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.