სნეიდერმა ჩინური კლუბისგან შემოთავაზებას უპასუხა

თურქული პრესა იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ “გალათასარაის” ფეხბურთელს, უესლი სნეიდერს ერთ-ერთი ჩინური კლუბისგან სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა.

აზიური ქვეყნის სუპერლიგის გუნდი ჰოლანდიელ სპორტსმენში 25 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა სნეიდერმა სარფიანად გაყიდვასა და დიდ ფულს, “გალაში” დარჩენა ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ “აიაქსისა” და “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი 2013 წელს “ინტერიდან” გადავიდა თურქულ კლუბში, სადაც ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და სამჯერ მოიგო თურქეთის თასი.

გია ჩადუნელი: “დინამოში” თამაშზე ყველა ოცნებობს”

სულ ცოტა ხნის წინ Fanebi.Com-ს “გურიას” უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, გია ჩადუნელმა თბილისის “დინამოში” გადასვლა დაუდასტურა.

22 წლის მცველს ნახსენებ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

“უმაღლესი ლიგის დასრულების შემდეგ ორი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით. საბოლოოდ, თბილისის “დინამო”ავირჩიე. ეს ის კლუბია, რომელშიც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი ისურვებდა თამაშს. ვეცდები, გუნდს ყველა მომენტში სათანადოდ დავეხმარო.”

“დინამოს” შესაძლებლობებზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რადგან სულ ახლახანს მივედი კლუბში, თუმცა ერთს აღვნიშნავ: ის მუდამ იყო, არის და იქნება გუნდი დიდი ამბიციებით!” – განაცხადა ჩადუნელმა.

ოფიციალურად: გია ჩადუნელი თბილისის “დინამოში” ითამაშებს

ლანჩხუთის “გურიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, გია ჩადუნელი თბილისის “დინამოში” ითამაშებს. ეს ინფორმაცია Fanebi.Com-ს თავად 22 წლის მცველმა დაუდასტურა

ახალგაზრდა სპორტსმენმა პროფესიონალური კარიერა 2012 წელს დაიწყო ფოთის “კოლხეთში”, სადაც 3 წელი გაატარა. 2015 წელს კი ნახსენებ “გურიაში” გადავიდა, სადაც გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქური გუნდი უმაღესი ლიგის დასრულების შემდეგ ხუბუტიამ, ლობჟანიძემ, დვალიშვილმა, რენე ფერეირამ, ჯიღაურმა, ჭელიძემ და ლომაიამ დატოვეს.

აგენტმა დაადასტურა: ბალოტელი პრემიერ ლიგის გუნდებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი შესანიშნავად გამოდის ფრანგულ “ნიცაში”. იგი სეზონის დასაწყისში შეუერთდა გუნდს, მალევე იქცა ლიდერად და ყველა ტურნირზე 14 შეხვედრაში 10 გოლიც გაიტანა.

ასეთი ასპარეზობა არ გამორჩენიათ პრემიერ ლიგის გუნდებს. 26 წლის სპორტსმენის აგენტი, მინო რაიოლა აცხადებს, რომ ინგლისის ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე გრანდი ფეხბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს: “რამდენიმე კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრებით და მათი შემოთავაზების დეტალების შესახებ ვიცით, თუმცა ამაზე ჯერ ადრეა საუბარი. ყოველთვის ვიცოდი, რომ მარიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნების დრო აუცილებლად მოვიდოდა.”

აქვე გეტყვით, რომ ბალოტელის ინგლისის ჩემპიონატში 4 სეზონი აქვს გატარებული. იგი 2010-2013 წლებში “მანჩესტერ სიტიში” ასპარეზობდა. ხოლო, 2014-2015 წლებში კი “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.

კონტეს “ბაიერნის” ვარსკვლავი სურს

ჩილელ ფეხბურთელს, არტურო ვიდალს ბოლო ხანებში არაერთხელ გამოუთქვამს პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი.

როგორც Don Balon-ი იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელით ინტერესდება და მასში სერიოზული თანხის (50 მილიონი ფუნტი) გადახდას აპირებს. “არისტოკრატები” ვიდალის გადაბირებას მომდევნო ზაფხულს შეეცდებიან.

 

29 წლის ფეხბურთელის გაშვებას ისიც უწყობს ხელს, რომ ბავარიელებს რენატო სანჩესი და ჯოშუა კიმიხი ჰყავთ, რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან.

დაველოდოთ ზაფხულს და იმას, მიაღწევს თუ არა ანტონიო კონტე საწადელს.

თბილისის “დინამომ” ბაქარ ქარდავა დაიმატა

Fanebi.Com-ისთვის გახდა ცნობილი, რომ თბილისის “დინამომ” კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბაქარ ქარდავა დაიმატა. იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა გუნდს.

22 წლის საყრდენი ნახევარმცველი “სასკოსა” (2012-2013) და “გაგრაში” (2013-2015) გამოდიოდა. ბოლოს კი, ქარდავა “ცხინვალის” ღირსებას იცავდა, სადაც 51 შეხვედრაში 1 გოლის გატანაც შეძლო.

გიორგი ბეგაშვილი თბილისის “დინამოში” დაბრუნდა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ გორის “დილას” უკვე ყოფილი მეკარე, გიორგი ბეგაშვილი თბილისის “დინამოში” გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბშიც დაგვიდასტურეს.

25 წლის საჩხერელი სპორტსმენი თავდაპირველად “ჩიხურაში” (2010-2011) გამოდიოდა. ამის შემდეგ იყო “გაგრა” (2011-2014), მარტვილის “მერანი” (2013-2014), “სამტრედია” (2014-2015). იმერული კლუბის შემდეგ ბეგაშვილი ერთი წლის მანძილზე თბილისის “დინამოშიც” იმყოფებოდა. ბოლოს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი “დილაში” ირიცხებოდა, სადაც არც ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა.

ოფიციალურად: ნიკოლოზ საბანაძე ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარტვილის “მერანის” უკვე ყოფილი მოთამაშე, ნიკოლოზ საბანაძე ქუთაისის “ტორპედოში” გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Fanebi.Com-ს თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის სპორტსმენი “ტორპედოში” წარსულშიც გამოდიოდა. კონკრეტულად, იგი იმერული კლუბის ღირსებას 2010-2014 და 2014-2015 წლებში იცავდა.

რაც შეეხება მეგრულ კლუბს, იგი იქ 2015 წლის ზაფხულს “საბურთალოდან” გადავიდა და ორ სეზონში 14 გოლის გატანა შეძლო.

 

ჩინური კლუბი მესის ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს

გავლენიანი გამოცემა, Sky Sports-ი იუწყება, რომ ჩინურ სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბი – “ჰებეი” ლიონელს მესის საოცნებო კონტრაქტს სთავაზობს.

ნახსენები წყაროს მიხედვით, თუ არგენტინელი ფეხბურთელი აზიელების წინადადებას დათანხმდება, იგი 5-წლიანი ხელშეკრულებით 500 მილიონ ევროს მიიღებს (წელიწადში – 100 მილიონი ევრო). მიუხედავად იმისა, რომ ლეო საკუთარი გუნდის ერთგულია და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზეც უკვე დაწყებულია მოლაპარაკება, სრულიად შესაძლებელია, ამ მაცდურ წინადადებას დათანხმდეს.

აქვე გეტყვით, რომ ჩინურ გუნდს მანუელ პელეგრინი უდგას სათავეში.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.

დრაქსლერისთვის, “არსენალთან” ერთად, “პსჟ”-ც იბრძოლებს

Le Parisien-ი იტყობინება, რომ “პსჟ”-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე “ვოლფსბურგის” ფეხბურთელი, იულიან დრაქსლერი იქნება.

გერმანელი შემტევი 2014 წლის ზაფუხლზე გადავიდა “შალკედან” ნახსენებ კლუბში 35 მილიონ ევროდ, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. 23 წლის ფეხბურთელმა გასულ ორ წელში რეგრესი განიცადა. თუ მასში ერთი წლის წინ 70 მილიონს იხდიდნენ, ახლა ფრანგული კლუბი, მხოლოდ და მხოლოდ, 30 მილიონ ევროს ჩამოდის.

პარიზელები მზად არიან, რომ ხესე როდრიგესი “რომაში” გაუშვან, თუ გერმანელის შეძენას მოახერხებენ.

“პსჟ”-ს ხელს “არსენალი” შეუშლის, რომელსაც დრაქსლერი უკვე, დიდი ხანია, უნდა.

Mundo Deportivo: “რაკიტიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო”

რამდენიმე ხანია იწერება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებულია კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველით, ივან რაკიტიჩით.

ესპანური წყარო, Mundo Deportivo იტყობინება, რომ ხორვატმა ნახევარმცველმა უკვე გადაწყვიტა, ჟოზე მოურინიოს კლუბში არ გადავიდეს და “ბარსასთან” ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი. იმავე გამოცემის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტის თაობაზე მოლაპარაკებები “ბლაგურნას” ხელმძღვანელობასა და რაკიტიჩს შორის მალე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ივანი 2014 წლის ზაფხულზე მივიდა “ბარსელონაში” და მის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მართალია, დენის სუარესისა და ანდრე გომეშის მოსვლის შემდეგ, მისი როლი შედარებით შესუსტდა, თუმცა ესპანელებს 28 წლის ფეხბურთელს ძალიან ბევრ მატჩში სწორად იყენებენ და, დიდი ალბათობით, გამოიყენებენ კიდეც.

“იუვენტუსს” ნ’ზონზი მოუნდა

იტალიური გამოცემა, Tuttosport-იტყობინება, რომ ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულად არის დაინტერესებული ანდალუსიის “სევილიას” ნახევარმცველით, სტივენ ნ’ზონზით. “ბებერი ქალბატონი” 26.5 მილიონ ფუნტს იხდის ნახსენებ სპორტსმენში.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის საყრდენი 2015 წლის ზაფხულში გადავიდა ესპანურ კლუბში “სტოკ სიტიდან” და სეზონ-ნახევრის მანძილზე რამდენიმე სერიოზული გუნდის ყურადღება მიიპყრო.

იტალიელების გარდა, ფრანგი ფეხბურთელი “ბარსელონას”, “ლესტერს” (კანტეს ადგილის შესავსებად) და “ჩელსის” სურთ. საინტერესოა, როგორ განვითარდება ზამთარში მოვლენები.