ინგლისური წყარო, Daily Telegraph-ი იტყობინება, რომ ჩინურ კლუბს, “შანხაის”, რომელსაც ანდრე ვილაშ-ბოაში უდგას სათავეში, ბრაზილიელი ოსკარი სურს. როგორც ცნობილია, აზიელები ბრაზილიელ ფეხბურთელში 60 მილიონ ფუნტს იხდიან.
ოსკარს “ჩელსიში” ნამდვილად არ მისდის კარგად საქმე. მან მიმდინარე სეზონში, მხოლოდ და მხოლოდ, 5 შეხვედრა დაიწყო ძირითადიდან. ხოლო, მას შემდეგ, რაც კონტემ გუნდი 3-4-3 სქემაზე გადაიყვანა, ბრაზილიელის ადგილი სასტარტო თერთმეტეულში არ დარჩა.
საინტერესოა, რა გდაწყვეტილებას მიიღებს ოსკარი: მოიხიბლება ფულით და გადავა აზიურ კლუბში, თუ ევროპაში განვითარებას გააგრძელებს.