გიორგი ცინცაძის “დონეცკი” უკრაინის თასის გათამაშების ოთხთა ფინალში გავიდა. დონეცკელებმა დაძაბულ მერვედფინალურ სერიაში მოიპოვეს გამარჯვება და “ჩერკასკი მავპი” გზიდან ჩამოიშორეს.
საქართველოს მსგავსად, უკრაინაშიც ორმატჩიანი საპლეიოფო სერიებია. პირველი შეხვედრა “დონეცკს” ჩერკასკში 6 ქულით ჰქონდა მოგებული, საპასუხო მატჩი კი საკუთარ მოედანზე 84:90 წააგო და 2 შეხვედრის ჯამში ფრე დაფიქსირდა. დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც დონეცკელებმა ჩამორჩენის 2 ქულით შემცირება მოახერხეს და 102:106 დამარცხების მიუხედავად, სერიაში გამარჯვება მოიპოვეს და ოთხთა ფინალში გავიდნენ.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:01 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 3ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, 4 შეცდომა დაუშვა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე ამერიკელი ლეგიონერი მარკო კილინგსვორტი გახდა ორმაგი დუბლით (22ქულა, 14 მოხსნა), მისმა თანამემამულე ბერნარდ კინგმა კი “დონეცკს” 20 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მოუტანა.
უკრაინის თასისი გათამაშების ოთხთა ფინალის მონაწილენი ასე გამოიყურებიან: “დონეცკი”, “ბუდიველნიკი”, “ჰოვერლა” და “დნიპრო-აზოტი”. დნეპროძერჟინსკულ გუნდში ქართველი ლეგიონერი ირიცხება, თუმცა ლევან ფაცაციას ხელი აქვს მოტეხილი და ამჟამად საქართველოში იმყოფება. ოთხთა ფინალს 8-9 თებერვალს კიევი უმასპინძლებს.
gbf.ge