რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის განმეორებითი შეხვედრა, “ცხინვალსა” და რუმინულ “ბოტოშანს” შორის, სადაც მომდევნო ეტაპზე სტუმარი გუნდი გავიდა.
მატჩი სწრაფი გოლით გაიხსნა. უკვე მე-6 წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა რომანმა გახსნა. 38-ე წუთზე მასპინძლები ათი კაცით დარჩნენ. ნიკოლაი იორდანოვმა “ცხინვალი” ცენტრ-ფორვარდის, ნიკა კაჭარავას გარეშე დატოვა.
მეორე ტაიმის 59-ე წუთზე რომანმა დუბლის გაფორმება და სტუმრების უპირატესობის გამაგრება შეძლო. ზუსტად 6 წუთში, “ბოტოშანის” მცველმა, კუკუმ საჯარიმოში იუხეშა და “ცხინვალის” სასარგებლოდ პენალტი დაიდო, კილასონიამ თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში შეამცირა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში მატჩის დასრულებიდან 22 წუთით ადრე დაფიქსირდა. ბატინმა სოლო-რეიდის წყალობით გიორგი ნადირაძის კარი დალაშქრა.
“ცხინვალი” 1-3 “ბოტოშანი” (ორი მატჩის ჯამში 2-4)
გოლი: კილასონია ’65(პ) – რომანი ‘6, ’59; ბატინი ’68
“ცხინვალი”: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, კაკუბავა, კილასონია, გიგაური, მახარობლიძე, ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი, ქარდავა, კაჭარავა.
“ბოტოშანი”: ილიევი, კორდოში, პლამადა, კუკუ, პატაკე, ვაშვარი, კოსტინი, ივანოვიჩი, მარტინუსი, რომანი, ბრაუნი.
გაფრთხილება: კაკუბავა, კაჭარავა – პლამადა, კუკუ, ივანოვიჩი, მარტინუში, კროიტორუ.
გაძევება: კაჭარავა ’38 – პლამადა ’48