უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად გმობს სუპერლიგას.

უეფას მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ:


“უეფას 55 ასოციაცია და კონგრესის წევრები გმობენ ე.წ. “სუპერლიგას”. უეფას კონგრესი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ დახურული “სუპერლიგა” ეწინააღმდეგება ევროპელობის იდეას – ერთიანობის, გახსნილობის, ურთიერთდახმარებისა და სპორტული ღირებულებების პრინციპებს. უეფასა და მის წევრ ასოციაციებს სჯერათ ევროპული მოდელის ჭეშმარიტების, რომელიც ეფუძნება ღია შეჯიბრებითობას, სოლიდარობასა და გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს ფეხბურთის მდგრადობასა და განვითარებას ყველას სასარგებლოდ, ასევე ასტიმულირებს ევროპულ ღირებულებებსა და სოციალურ შედეგებს.

შეთქმულების მონაწილე კლუბები გულწრფელად ვერ ხედავენ, რომ მათ დღევანდელ სტატუსს მიაღწიეს არა იზოლაციის პირობებში, არამედ ევროპული სისტემის დინამიურ ფარგლებში, რომელშიც დიდმა, საშუალო და პატარა კლუბებმა საერთო წვლილი შეიტანეს თითოეულის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. იმის წარმოდგენა, თითქოს მათ აქვთ ცალკე გამოყოფის და ერთად შექმნილი მემკვიდრეობის მოთხოვნის უფლება, მათი მხრიდან ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფაა.

უეფა, მისი ასოციაციები და ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მტკიცედ დგას, მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება და იბრძოლებს ამ კლუბების მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების აღნიშნული ნაბიჯის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა მორალური ღირებულებებია საფრთხეში და ფეხბურთს დავიცავთ ეგოისტური კლანისგან, რომელსაც არ ადარდებს ეს თამაში. ევროპული ფეხბურთი ჩვენ ვართ და არა – ისინი”.


შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. დაანონსებულია კიდევ რვა კლუბის დამატება.

თავის მხრივ, ფიფა და უეფა ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნული, ევროპული და მსოფლიო ტურნირებიდან მოკვეთით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით ემუქრება.

“ჩელსი”: კანტე გუნდს გვიან შეუერთდება

სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კანტე “ჩელსიში” გადავიდა 30 მილიონ ფუნტად. როგორც გაირკვა, 25 წლის მოთამაშე მონაწიელობას არ მიიღებს ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაში, “ერზე პელეტსის” წინააღმდეგ. ფრანგი კალიფორნიაში შუერთდება “ჩელსის”, სადაც ლონდონელები ქალაქ პასადენაში 28 ივლის “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” ეგიდით გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ედენი აზარი, სესკ ფაბრეგასი და გარი კეჰილი, ასევე, სწორედ კალიფორნიაში შეუერთდებიან გუნდს.

 

“ინტერის” განაცხადი “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე”

დღეს “იუვენტუსის” მსგავსად, მეორე იტალიურმა კლუბმაც, მილანის “ინტერმაც” დაასახელა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც გუნდს ავსტრალიაში გაჰყვებიან და  “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” მიიღებენ მონაწიელობას. საგულისხმოა, რომ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ არც ერთი ის მოთამაშე არ შეიყვანა სიაში, რომლებმაც “ევრო 2016” ან “კოპა ამერიკაზე” მიიღეს მონაწილეობა.

ფეხბურთელთა ჩამონათვალი ასეთია:

მეკარეები: ჰანდანოვიჩი, კარიზო, ბერნი, დი გრეგორიო.

მცველები: რანოკია, ანსალდი, ერკინი, მირანდა, დ’ამბროზიო, ნაგატომო, მიანგუე, დელა ჯოვანა.

ნახევარმცველები: კონდოგბია, ბესა, ნიუკური, მელო, ძონტა.

ფორვარდები: პალასიო, იკარდი, იოვეტიჩი, ბიაბიანი, ბაკაიოკო, პინამონტი.

International Champions Cup: „რეალი“, „იუნაიტედი“, „სიტი“ „ლივერპული“ „მილანი“, „ინტერი“, „რომა“, „ოლიმპიაკოსი“

2014 წლის ზაფხულში, აშშ-ში გაიმართება მეორე საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას რვა ევროპული კლუბი მიიღებს.

უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ Champions Cup-2014-ზე ითამაშებენ: მადრიდის „რეალი“, „მილანი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, მილანის „ინტერი“, „რომა“ და „ოლიმპიაკოსი“.

ტურნირი 26 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება.

გუნდები ორ ჯგუფად განაწილდებიან. უკვე ცნობილია ჯგუფების შემადგენლობა: ერთ ჯგუფში ითამაშებენ „ლივერპული“, „ოლიმპიაკოსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მილანი“, ხოლო მეორე ჯგუფში – „ინტერი“, „რომა“, „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აღნიშნულ ტურნირზე პირველი ადგილი „რეალმა“ დაიკავა, მეორე პოზიციაზე „ჩელსი“ გავიდა, მესამეზე კი – „მილანი“.

ბექა დოგრაშვილი

უეფას ახალი პროექტი – ამხანაგურ მატჩებს სანაკრებო ტურნირი ჩაანაცვლებს?

უეფაში ერთა ლიგის პროექტს განიხილავენ. ეს არის ახალი ტურნირი, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ამხანაგური მატჩები.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ფიქრობენ, რომ ამ პროექტით გულშემატკივრებს იმ მატჩებისადმი ინტერესს გაუზრდიან, რომლებსაც სატურნირო მნიშვნელობა არ აქვთ. ჩემპიონატს ერთა (ერების) ლიგა დაერქმევა.

„ევროსპორტის“ თანახმად, ნაკრებები, ფიფას რეიტინგის მიხედვით, ხუთ ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფის გამარჯვებული ფულად პრემიას მიიღებს. მომდევნო ეტაპზე ძლიერი გუნდები ერთად განითესებიან, ჯგუფებში დაბალ პოზიციებზე გასული ნაკრებები კი ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას. ტურნირის ჩატარებას ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აპირებენ, თუმცა პროექტი 2016 წლამდე ვერ განხორციელდება.

ტურნირი დღეს რომ იწყებოდეს, გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდებოდნენ:

ჯგუფი A: ესპანეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ჰოლანდია, ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი.

ჯგუფი B: შვეიცარია, რუსეთი, ინგლისი, ბოსნია/ჰერცოგოვინა, შვედეთი, დანია, საფრანგეთი, უკრაინა.

ჯგუფი C: მონტენეგრო, სლოვენია, უნგრეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, სერბეთი, ალბანეთი, ავსტრია, თურქეთი, უელსი, ისლანდია, სომხეთი, ფინეთი, ირლანდია, სლოვაკეთი.

ჯგუფი D: შოტლანდია, ბულგარეთი, პოლონეთი, ისრაელი, მაკედონია, ბელორუსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, ყაზახეთი, კვიპროსი.

ჯგუფი E: მალტა, ლიხტენშტეინი, ფარერის კუნძულები, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.

ბექა დოგრაშვილი