8 გოლი ყაზახთა კარში – 17-წლამდელები „პრეზიდენტის თასიდან“ მესამე ადგილით ბრუნდებიან

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ყაზახეთის „პრეზიდენტის თასზე“ მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ნაკრებმა ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრები მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ხმაურიანი ანგარიშით – 8:1 დაამარცხა. რა თქმა უნდა, ამ გადასახედიდან უფრო სამწუხაროა, რომ ფინალში ერთი ყვითელი ბარათის გამო ვერ მოვხვდით…

ყაზახთა რბევა ლევან ბარაბაძემ, უკვე მე-2 წუთზე გატანილი გოლით დაიწყო. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ყოველ 10-15 წუთში, ყაზახთა მეკარეს ბურთი საკუთარი კარიდან გამოჰქონდა. ბარაბაძემ დუბლი, ქავთარაძემ კი, ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამასთან, 68-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძემ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

„სწრაფი გოლი გავუშვით და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის გადაწყობა ვცადეთ, ეს არ გამოგვივიდა. დღეს, საქართველოს ნაკრები აშკარად ჩვენზე ძლიერი იყო“ – განაცხადა მატჩის შემდეგ ყაზახთა მთავარმა მწვრთნელმა – კარლეს მარტორელიმ.

ძალზე გულდაწყვეტილი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

გოჩა ავსაჯანიშვილი: „ჩვენ ფინალში სათამაშოდ ვიყავით მზად, თუმცა, ერთმა „ყვითელმა“ მესამე ადგილზე გადაგვისროლა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და მიჭირს ამ ყველაფრის გაგება. აგვისტოში ტურნირი გვაქვს პოლონეთში, სადაც ასევე კარგ გუნდებს შევხვდებით და დავინახავთ, რეალურად რა შეუძლიათ ჩვენს ბიჭებს. ახლა, ამ ტურნირზე ერთი ცენტრალური ნახევარმცველი გვაკლდა ტრავმის გამო. ამ გუნდთან უკვე სამი წელია ვმუშაობთ და ვფიქრობ, ოქტომბრის ევროშესარჩევისთვის მზად ვიქნებით.“

 

26.06.2015, „ასტანა არენა“

საქართველოU17 vs ყაზახეთიU178:1 (5:0)

საქართველოU17: კერესელიძე, ვირუბოვი (კიკალიშვილი 41), ასათიანი, კასრელიშვილი, ხარაბაძე (ნიკოლეიშვილი 41), ბარაბაძე, ნინუა (ქიმერიძე 41), კოპლატაძე, ლურსმანაშვილი (სპანდერაშვილი 41), ჩაკვეტაძე, ქავთარაძე (ოზბეთელაშვილი 33)

მთ.მწვრთნელი – გოჩა ავსაჯანიშვილი

ყაზახეთიU17: სეისენი, ამანჟოლი, ბორტაი, ტურსინბაი, კუსიაპოვი, ორალი (ირგებაევი 41), ტალასბაევი, ჟაკიკბაევი, კანი (პაირუზი 41), ჟაკსილიკი (ხანი 56), აიმანოვი (კუდაიბერდინოვი 41)

მთ.მწვრთნელი – კარლეს მარტორელი

გოლები: ბარაბაძე (3, 32), ქავთარაძე (5, 10, 25), ჩაკვეტაძე (51), კოპლატაძე (69), ოზბეთელაშვილი (77), ჟაკიკბაევი (80)

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი – ჩაკვეტაძე (68)

 

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდელების მეორე გამარჯვება „პრეზიდენტის თასზე“

დღეს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა ასტანაში, „პრეზიდენტის თასზე“ და ბელორუსის ნაკრები 2:1 დაამარცხა.

ტურნირის მეორე სათამაშო დღე, სწორედ, ამ შეხვედრით დაიწყო. როგორც იცით, პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა 2:0. ბელორუსებმა კი, აზერბაიჯანის ნაკრებთან 1:3 წააგეს და ამ მატჩში მათ მოგება სჭირდებოდათ.

ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. უკვე მე-16 წუთზე, შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელაგიორგი ჩაკვეტაძემ; ნაკრების თავდამსხმელმა გზად რამდენიმე მცველი მოატყუა და საჯარიმოში ნუგზარ სპანდერაშვილისმისამართით ჩააწოდა, რომელსაც ისღა დარჩენოდა, ბურთი თავით კარში გადაეგზავნა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0.

თუმცა, ჩვენი ფეხბურთელების სიხარულს, მეტოქემ ზუსტად ერთ წუთში გატანილი გოლით უპასუხა. ბელორუსებს ანგარიშის გაზრდის შანსი კვლავ ჰქონდათ, თუმცა, საქართველოს ნაკრების მეკარეს ვერ აჯობეს. საგოლე მომენტი ჰქონდა ბექა ქავთარაძესაც და საპასუხოდ, აქაც მეკარემ იყოჩაღა.

მეორე ტაიმიც ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. თუმცა, გუნდები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ამ დროს კი, ბელორუსმა პილიპოვეცმა მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა. ამით კარგად ისარგებლეს ქართველმა ფეხბურთელებმა, ბურთი სწრაფად გაითამაშეს და მეტოქის საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფმა ლევან ხარაბაძემსაქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა – 2:1.

მეორე მატჩი მოიგო აზერბაიჯანის ნაკრებმაც. ასე რომ, 25 ივნისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებების შეხვედრაში გაირკვევა ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა. ხვალ კი, ტურნირზე დასვენების დღეა.

 

23.06.2015, „ასტანა არენა“

ბელორუსიU17 vs საქართველოU171:2 (1:1)

ბელორუსიU17: სვირსკი, პილოპოვეცი, ბასარია, კაზაკოვი, ლომაძე (ალშანიკი 37) (ფისიუკი 60), ლაპუნი, პილეცი (ხლებოსოლოვი 41), შევჩენკო (კალინეიკო 54), ქსენოფონტოვი, სერგუნი, მალკელიჩი (სტაროსტინი 50)

საქართველოU17: გუგეშაშვილი, ვირუბოვი (კიკალიშვილი 9), ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ბარაბაძე (ნიკოლეიშვილი 23), ნინუა, ქიმერიძე (ოზბეთელაშვილი 41), ჩაკვეტაძე (კოპლატაძე 53), ქავთარაძე, სპანდერაშვილი (ლურსმანაშვილი 75)

მთ.მწვრთნელი – გოჩა ავსაჯანიშვილი

გოლები: სპანდერაშვილი (16), კაზაკოვი (17), ხარაბაძე (58)

 

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდელები ყაზახეთში გაემგზავრნენ

გუშინ, ასტანაში გაემგზავრა საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდი (1999 წელს დაბადებულები). გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილი ფეხბურთელები ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირში – „პრეზიდენტის თასი“ – მიიღებენ მონაწილეობას.

ნაკრების მწვრთნელებმა ყაზახეთში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანეს:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კერესელიძე („ცხინვალი“)

მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი (ყველა 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი,  ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე (ყველა „დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გოგა ლურსმანაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე („საბურთალო“), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე 35-ე სკოლა)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“ თბილისი), ლაშა ოზბეთელაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

ტურნირი 21-27 ივნისის ჩათვლით ჩატარდება და მას, ტრადიციულად, „ასტანა არენა“ უმასპინძლებს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ასპარეზობას B ჯგუფში დაიწყებს:

A ჯგუფი – ყაზახეთი, ესპანეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი

B ჯგუფი – რუსეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, საქართველო

გუნდები ასპარეზობას 22 ივნისიდან შეუდგებიან. საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი, კი ასეთია:

22 ივნისი

14:00 – რუსეთი vs საქართველო

23 ივნისი

12:00 – ბელორუსი vs საქართველო

25 ივნისი

12:00 – საქართველო vs აზერბაიჯანი

26 ივნისს კი, უკვე ფინალური მატჩები გაიმართება. ტურნირზე, ტრადიციულად გამოვლინდებიან საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე.

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდელების სამზადისი – ნაკრები „პრეზიდენტის თასისთვის“ ემზადება

საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება საქართველოს 17-წლამდე ნაკრები (1999 წელს დაბადებულები), რომელსაც გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის. გუნდი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზეა“ დაბინავებული.

12 და 15 ივნისს, 17-წლამდელები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან. მატჩები დინამოს აკადემიაში გაიმართება და საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ, 16 ივნისს ნაკრები ყაზახეთში მიემგზავრება, სადაც ყოველწლიურ, ტრადიციულ ტურნირში – „პრეზიდენტის თასი“ – მიიღებს მონაწილეობას.

მომავალი ამხანაგური მატჩისა და საერთაშორისო ტურნირისთვის შემდეგი ფეხბურთელები ემზადებიან:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კერესელიძე („ცხინვალი“)

მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ამაშუკელი (ყველა 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი,  ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე (ყველა „დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე, გიორგი კაკულია („საბურთალო“), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე 35-ე სკოლა), უჩა ჯანაშია („ჩემპიონი“)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“ თბილისი), ლაშა ოზბეთელაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

სფფ-ის პრესსამსახური

U 17: საქართველოს ნაკრებმა ელიტ რაუნდი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი გამარჯვებით დასრულა.

შეგახსენებთ, რომ საწყის ორ ტურში ტყებუჩავს გუნდი ჯერ მასპინძელ ჰოლანდიასთან, შემდეგ კი ბელგიასთან წააგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის შანსიც დაკარგა.

უკანასკნელ ტურში ქართველები ჩრდილო ირლანდიელ თანატოლებს შეხვდნენ და უხვგოლიან მატჩში გამარჯვება მოიპოვეს. ანგარიში მე-6 წუთზე ბუღრიძემ გახსნა. 33-ე და 48-ე წუთებზე დუბლის გაფორმება არაბიძემ შეძლო. ამის შემდეგ მეტოქემ ლავერლის გოლით სხვაობა შემაცირა, 75-ზე კი გვასალიამ კვლავ აღადგინა სამბურთიანი სხვაობა. საბოლო ანგარიშის დაფიქსირება კინგმა 83-ე უთზე შეძლო – 2:4.

U 17: საქართველო ბელგიასთან განადგურდა

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპმიონატის ელიტრაუნდში მეორე მატჩი გამართა და ამჯერადაც დამარცხდა. მასპინძელ ჰოლანდიასთან წაგებული თამაშის შემდეგ დღეს, გოჩა ტყებუჩავს შეგირდები ბელგიელ თანატოლებს შეხვდნენ და საკუთარ კარში ოთხი უპასუხო გოლი მიიღეს.

ანგარიში მე-17 წუთზე ადემოღლუმ გახსნა, 4 წუთში ვან ვერენბერგმა მეორე შეაგდო. მესამე გოლი საქართველოს ნაკრების კარში 64-ზე მანგალამ გატანა. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე, თუისის გოლის შემდეგ დაფიქსირდა.

ტურნირის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 მარტს, ჩრდილო ირლანდიელებთან გამართავს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი კი უკვე აღარ არსებობს.

U 17: ელიტრაუნდი მარცხით დავიწყეთ

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპმიონატის ელიტრაუნდი მარცხით დაიწყო. მასპინძელ ჰოლანდიასთან შეხვედრა ტყებუჩავას გუნდმა ანგარიშით 0:2 დათმო. ჩვენი გუნდის კარში დუბლი ნაიჯელ რობერტმა, მე-10 და 49-ე წუთზებე გატანილი გოლებით შეასრულა.

მომდევნო შეხვედრას 17-წლამდელთა ნაკრები 14 მარტს, ბელგიელ თანატოლებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ბელგიის ნაკრებმა, ჩრდილო ირლანდიელებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (4:0).

შემადგენლობა: ისიანი, ბერძენაძე (ჭურაძე 46), ლოჩოშვილი (ბულუხაძე 32), ყურშავიშვილი, ყურაშვილი, კობაური, არველაძე, კუხიანიძე, არაბული, კოხრეიძე, გვასალია (ბუღრიძე 66)

U17 – ელიტრაუნდისკენ გერმანიის გავლით

დღეს, გვიან ღამით, გერმანიაში გაემგზავრება და ელიტრაუნდის დასკვნით შეკრებას გაივლის საქართველოს 17-წლამდე ნაკრები.

სლოვაკ თანატოლებთან გამართული ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩის შემდეგ, გოჩა ტყებუჩავას გუნდმა საწვრთნელი პროცესი კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გააგრძელა. დღეს დილით, 17-წლამდელებმა ბოლო ვარჯიში გამართეს და უკვე გასამგზავრებლად ემზადებიან.

როგორც აღვნიშნეთ, ჰოლანდიაში წასვლამდე, 17-წლამდე ნაკრები დასკვნით შეკრებას გერმანიაში გაივლის. დიუსელდორფში ჩასვლის შემდეგ, გუნდი დუისბურგში გაემგზავრება და სპორტკომპლექს „Sportschule Wedau“ – ში დაბინავდება. იქვე წარიმართება საწვრთნელი პროცესიც.

გოჩა ტყებუჩავას თან 20 ფეხბურთელი მიჰყავს. ჰოლანდიაში წასვლამდე კი, ორ მათგანს საქართველოში დაბრუნება მოუწევს. ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე („საბურთალო“), თორნიკე ჭურაძე („ზესტაფონი“)

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა „საბურთალო“), ვატო არველაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), აკაკი ყურაშვილი („დინამო“ თბილისი), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ერეკლე მალაზონია („მერანი“, მარტვილი)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი გვასალია („ვიტ ჯორჯია“)

17-წლამდელები ჰოლანდიაში 10 მარტს ჩავლენ. 12 მარტიდან კი, ელიტრაუნდის შეხვედრები დაიწყება.

17-წლამდე ნაკრების საწვრთნელი შეკრებისა და ელიტრაუნდის შესახებ ფოტო, ვიდეო და ტექსტურ მასალებს სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ნახავთ.

 

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდელები სლოვაკების დასახვედრად იკრიბებიან

ხვალ, 20 თებერვალს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საწვრთნელ შეკრებას იწყებს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები. გოჩა ტყებუჩავას გუნდი სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად მოემზადება.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ შეკრებაზე 22 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე („საბურთალო“), თორნიკე ჭურაძე („ზესტაფონი“), ლუკა ასათიანი, დიმიტრი ვირუბოვი (ორივე 35-ე სკოლა)

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა „საბურთალო“), ვატო არველაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), აკაკი ყურაშვილი („დინამო“ თბილისი), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე, ლაშა ლეჟავა (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი გვასალია („ვიტ ჯორჯია“)

თურქეთში არსებული უამინდობისა და გადადებული ფრენების გამო, ნაკრებს ერთი დღით გვიან შეუერთდება „ქასიმფაშაში“ მოთამაშე ვატო არველაძე.

სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრები თბილისში 23 თებერვალს ჩამოვა. ამხანაგური მატჩები კი, 24 და 26 თებერვალს გაიმართება. ორივე მატჩი დღის 14:00 საათზე დაიწყება და „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ჩატარდება.

ეს შეკრება და ამხანაგური მატჩები, 17-წლამდელების თბილისური მზადების ბოლო ეტაპი იქნება. ამის შემდეგ, 3 მარტს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და ელიტრაუნდის დასკვნით შეკრებას დიუსელდორფთან ახლომდებარე ქალაქში გაივლის.

სფფ-ის პრესსამსახური

მარცხი იაპონიასთან და მეხუთე ადგილი

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირზე ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაასრულა. პატარა ჯვაროსნებმა ტურნირის უკანასკნელი მატჩი იაპონიის ნაკრებთან გამარათეს და 0:2 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების კარში გოლები მე-14 და მე-60 წუთებზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება, სადაც გუნდის მეტოქეები მასპინძელი ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.

17-წლამდელები ლატვიასთან დამარცხდნენ

მინსკში მიმდინარე განვითარების თასზე საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მესამე შეხვედრა ლატვიელ თანატოლებთან გამართა.

ანგარიში ტყებუჩავს გუნდმა გახსნა. მე-13 წუთზე ქართველები ლოჩოშვილმა დააწინაურა, თუმცა შესვენებამდე ლატვიელებმა ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხეს. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და ქართველებმაც ჯგუფში პირველი ადგილი ვერ დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყებუჩავას შეგირდებმა მეოთხე-მეექვსე ადგილებისთვის იბრძოლებენ.

საქართველომ უკრაინაც დაამარცხა

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირზე მეორე მატჩის მოიგო. დღეს, ჯვაროსნებმა უკრაინელ თანატოლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ანგარიში მე-11 წუთზე ნიკა ნინუამ გახსნა, მატჩის ბოლოს კი სხვაობა ორამდე გიორგი არაბიძემ გაზარდა.

ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩს ტყებუჩავს გუნდი 22 იანვარს, ლატვიის გუნდთან გამართავს.