უეფამ “ტოტენჰემი” 15 ათასი ევროთი დააჯარიმა

უეფამ “ტოტენჰემ ჰოთსპური” 15 ათასი ევროთი დააჯარიმა. სანქციის მიზეზი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში ბელგრადის “პარტიზანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:0) მომხდარი ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობის დროს “უაით ჰართ ლეინის” მოედანზე ერთბაშად სამი გულშემატკივარი შეიჭრა, რის გამოც შეხვედრა ათი წუთით შეწყდა.

 

ჩემპიონთა ლიგა — VI ტურის სიმბოლური გუნდი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარე: სილვიო პროტო (“ანდერლეხტი”);
მცველები: ალვარო არბელოა (“რეალი”), მიკელ სან ხოსე (“ატლეტიკი”), სესარი (“ბენფიკა”), აიმენ აბდენური (“მონაკო”);
ნახევარმცველები: მარკო ჰიოგერი (“შალკე”), სამირ ნასრი (“მანჩესტერ სიტი”), შკიოლზენ გაში (“ბაზელი”);
თავდამსხმელები: ლასე შიონე (“აიაქსი”), ნეიმარი (“ბარსელონა”), ლუკას პოდოლსკი (“არსენალი”).

Team of the week

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა — ვინ ვის შეიძლება შეხვდეს

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი და გამოვლინდა ის 16 გუნდი, რომლებიც ტურნირის მერვედფინალურ სტადიაზე ითამაშებენ.

წილისყრაზე გუნდები ორ კალათად გაიყოფიან: ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები. ერთი და იგივე ეროვნული ჩემპიონატის წარმომადგენელი კლუბები და ერთ ჯგუფში მოთამაშე გუნდები ერთმანეთთან არ დაწყვილდებიან.

მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 15 დეკემბერს ჩატარდება და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, წილისყრას უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი გაუძღვებიან. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ბერლინში გასამართი ფინალის ელჩი კარლ-ჰაინც რიდლე.

ტურნირის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 17-18 და 24-25 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი კი — 10-11 და 17-18 მარტს. ჯგუფების გამარჯვებული გუნდები პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ, განმეორებითს კი — შინ.

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს და მათი შესაძლო ოპონენტების სიას.

ჯგუფების გამარჯვებულები

 

შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შალკე”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შალკე”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “შალკე”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “შალკე”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “არსენალი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შალკე”;


ჯგუფების მეორეადგილოსნები
შესაძლო მეტოქეები: “რეალი”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბარსელონა”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “ბარსელონა”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”.

 

პლატინი: “ფიფასთვის კარგი იქნება, თუ ბლატერი მმართველობას დაასრულებს”

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თვლის, რომ ზეპ ბლატერი ფიფას მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში აღარ უნდა იქნეს არჩეული.

“1998 წელს ბლატერს მხარს ვუჭერდი, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ ის შესაფერისი კანდიდატურა იყო, თუმცა მოვიდა დრო, მან ადგილი სხვას დაუთმოს.

დღეს ფიფას ძალიან ცუდი იმიჯი აქვს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ ბლატერის მმართველობა დასრულდება, თუმცა მას წასვლა არ სურს”, – ციტირებს პლატინის სიტყვებს BBC.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წლის 29 მაისს კონკრეტული პიროვნების არჩევით დასრულდება.

 

ჩემპიონთა ლიგა — V ტურის სიმბოლური გუნდი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარე: ემილიანო მარტინესი (“არსენალი”);
მცველები: ხუანფრანი (“ატლეტიკო”), მიკელ სან-ხოსე (“ბილბაო”), შანსელ მბემბა (“ანდერლეხტი”), აიმენ აბდენური (“მონაკო”);
ნახევარმცველები: ექტორ ერერა (“პორტუ”), სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”), ლუიშ ნანი (“სპორტინგი”);
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), მარიო მანჯუკიჩი (“ატლეტიკო”).

UCL team of the week

ევრო-2016-ის ოფიციალური თილისმა

საფრანგეთში გასამართი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ოფიციალური თილისმა არჩეულია. თილისმა საფრანგეთის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ბიჭუნაა, რომელსაც სახელი ჯერ არ აქვს. სამაგიეროდ, ისტორია უკვე შეუთხზეს:

მისი მამა ფეხბურთელი იყო, მასაც ჰქონდა ფეხბურთის თამაშის სურვილი, თუმცა ნიჭი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ მეგობრების წრეში გასართობად თამაშობდა. საფრანგეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს ბიჭუნას ბურთი მოედნის მიღმა გადაუვარდა და მის მოსატანად გაეშურა. ბალახებში სკივრი იპოვა, რომელშიც სამი ნივთი აღმოჩნდა: წითელი მოსასხამი, ბუცები და ბურთი. მოსასხამი მას სწრაფი ფრენის საშუალებას აძლევს, ბუცების ჩაცმის შემდეგ გაცილებით ტექნიკური გახდა და ახალი ფინტების მოფიქრებაც დაიწყო, ბურთი კი ყველგან დააქვს და ფეხბურთის გულშემატკივრებთან თამაშობს.

მიმდინარეობს თილისმისთვის სახელის შერჩევის პროცესი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სამი სავარაუდო სახელია: დრიბლუ, გოლიქსი და სუპერვიქტორი.

ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი vs ევროპის ლიგის ჰიმნი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ცნობილი კომპოზიციის არანჟირებული ვერსიაა, რომელიც ინგლისელმა კომპოზიტორმა ტონი ბრიტენმა 1992 წელს გადააკეთა. ჰიმნი უეფას სამ ოფიციალურ ენაზე სრულდება — ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად. ჰიმნის სრული ვერსია 3-წუთიანია, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყებამდე მისი მოკლე ვარიანტი სრულდება.

Tony Britten

რაც შეეხება უეფას ევროპის ლიგის ჰიმნს, ის 2009 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში პარიზის ოპერაში კომპოზიტორ იოან ცვეიგის ხელმძღვანელობით ჩაიწერა. სპეციალურად ამ ტურნირისთვის დაწერილი კომპოზიცია პირველად 2009 წლის 28 აგვისტოს, გრიმალდის ფორუმზე ააჟღერს.

Yohann Zveig

ჰიმნი ევროპის ლიგის ყველა მატჩის დაწყებამდე ირთვება. ასევე, სატელევიზიო ტრანსლაციების დროს ტურნირის გახსნის მუსიკალურ გაფორმებად გამოიყენება.

იოან ცვეიგი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ჰიმნი საყოველთაო აღიარებას მოიპოვებს და ისეთივე წარმატებული გახდება, როგორიც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნია. მართალია, ევროპის ლიგა ჩემპიონთა ლიგასთან შედარებით ნაკლებად პრესტიჟული ტურნირია, თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირს უკეთესი ჰიმნი აქვს. როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დაობენ. არჩევანი თქვენთვის მოგვინდია.



ჩემპიონთა ლიგის მეხუთე დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

გაიხსნა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღე. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

ცსკა (2 %) ფრე (3 %) “მანჩესტერ სიტი” (95 %)
“რომა” (22 %) ფრე (29 %) “ბაიერნი” (49 %)
“აპოელი” (0,5 %) ფრე (1,5 %) “პარი სენ-ჟერმენი” (98 %)
“ბარსელონა” (99 %) ფრე (1 %) “აიაქსი” (0 %)
“შალკე” (90 %) ფრე (9,5 %) “სპორტინგი” (0,5 %)
“ჩელსი” (98 %) ფრე (2 %) “მარიბორი” (0 %)
“ბატე” (14 %) ფრე (23 %) “შახტარი” (63 %)
“პორტუ” (84 %) ფრე (10 %) “ბილბაო” (6 %)

 

35 წელი “ლივერპულის” თბილისური კრახიდან

დღეს თბილისის “დინამო”—”ლივერპულის” ჩვენთვის სახელოვანი მატჩიდან 35 წელი გავიდა.

1979-1980 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალში “დინამოს” მეტოქედ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) გუნდი — “ლივერპული” ერგო. თბილისელებს მანამდეც მრავალჯერ მიუღიათ მონაწილეობა ევროპულ ტურნირებში, მაგრამ საკმაოდ უშედეგოდ, თუმცა ცალკეულ მატჩებში სამუდამოდ დასამახსოვრებელი გამარჯვებები მოვიპოვეთ. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩვენი “ლივერპულთან” დაპირისპირებაც.

ქართველი ქომაგი თავიდანვე მოუთმენლად ელოდა “ლივერპულთან” შეხვედრას. აბა, რა იქნებოდა, თბილისში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ. პირველი შეხვედრა 1979 წლის 19 სექტემბერს “ენფილდ როუდზე” მერსისაიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მაშინ გოლები ასეთი თანმიმდევრობით გავიდა: მატჩის 30 წუთზე ჯონსონმა გახსნა ანგარიში, ჩივაძემ 37-ე წუთზე სხვაობა აღადგინა, ხოლო 45-ე წუთზე კეისმა მატჩის საბოლოო წერტილი დასვა. განმეორებით მატჩს კი უკვე 3 ოქტომბერს “დინამოს” სტადიონი მასპინძლობდა. თამაშზე ტევა რომ არ იქნებოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. თბილისელი ქომაგები (და არამხოლოდ თბილისელი) ამ მატჩისთვის რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდნენ.

“დინამო”—”ლივერპულის” მატჩამდე თბილისელმა გულშემატკივრებმა დილის 4 საათზე იმ სასტუმროსთან, სადაც მერსისაიდელები იმყოფებოდნენ, მსვლელობა მოაწყვეს “დინამო”, “დინამოს” ძახილით და ინგლისელებს ნორმალურად ძილის საშუალება არ მისცეს, რითაც მერე “ლივერპულის” ფეხბურთელები იმ მარცხის გამართლებას ცდილობდნენ.

მატჩის შესახებ საუბარს სჯობს ქვემოთ მოცემულ ვიდეოს მიადევნოთ თვალყური. უბრალოდ გეტყვით იმას, რომ თბილისის “დინამოს” ყველა დროის უძლიერესი “ლივერპული” ჰყავს განადგურებული. მთავარი მარტო ანგარიში როდი იყო, თბილისელებმა გულშემატკივები მოხიბლეს მძლავრი და მაღალტექნიკური თამაშით, ბრძოლის წარმართვის დიდი კულტურით. მერსისაიდელებს მსაჯის მიმართ უკმაყოფილება არ დაუმალავთ, თუმცა იმ დღეს თბილისის “დინამომ” თავისი თამაშითა და ფეხბურთის ტრადიციების სრული დაცვით მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

1979 წლის 3 ოქტომბერი. თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 90 000 მაყურებელი
უეფას ჩემპიონთა თასის მატჩი
თბილისის “დინამო” — “ლივერპული” 3:0 (0:0)

“დინამო”: გაბელია, გ.მაჩაიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მ.მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, შენგელია, ყიფიანი.
მთავარი მწვთნელი: ნოდარ ახალკაცი.

“ლივერპული”: კლემენსი, ნილი, კენედი, ტომპსონი, ჰანსენი, ირვინი, დალგლიში, კეისი (ფეარკლაფი 77′), ჯონსონი, მაკდერმოტი, სუნესი.
მთავარი მწვთნელი: ბობ პეისლი.

გოლები: გუცაევი 57′, შენგელია 75′, ჩივაძე 81′(პენ).

მსაჯი: ჰ. ალდინგერი (გფრ).
საინტერესოა, რას წერდა ბრიტანული პრესა მატჩის შემდგომ:

Daily Mirror: “ლივერპული” გამარჯვებისთვის იბრძოდა, როგორც ეს ჩემპიონს შეჰფერის, მაგრამ დამარცხდა უძლიერესთან…”

Daily Telegraph: “მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპულელები” მთელი მატჩის განმავლობაში მონდომებით ცდილობდნენ ქართველი ფეხბურთელების იერიშების შეჩერებას, ისინი იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ მეტოქისათვის, რომელიც მათ სჯობდა ტექნიკით…”

Daily Mal: “ცეცხლი მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა… “ლივერპული” ცდლობდა, მისთვის ჩვეული სტლით ეთამაშა, მაგრამ იგი გაანადგურეს ფეხბურთელებმა, რომლებიც საუცხოოდ თამაშობდნენ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში”.

 

ჩემპიონთა ლიგა — II ტურის სიმბოლური გუნდი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარე: რუი პატრისიუ (“სპორტინგი”);
მცველები: მარეკ სუხი (“ბაზელი”), დავიდ ლუისი (“პარი სენ-ჟერმენი”), მარკინიოსი (“პარი სენ-ჟერმენი”), ხუანფრანი (“ატლეტიკო”);
ნახევარმცველები: სონ ჰონგ-მინი (“ლევერკუზენი”), სინძი კაგავა (“დორტმუნდი”), ალექსანდრ კარნიცკი (“ბატე”);
თავდამსხმელები: ჯექსონ მარტინესი (“პორტუ”), დანი უელბეკი (“არსენალი”), ფრანჩესკო ტოტი (“რომა”).

team of the week

ევროპარლამენტარი: “უეფა “გაზპრომთან” გაფორმებულ კონტრაქტს საკუთარ ღირებულებებზე მაღლა აყენებს”

ევროპარლამენტში ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარე რებეკა ჰარმსმა უეფა სანქტ-პეტერბურგისთვის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობის უფლების მიცემისთვის გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის მასპინძელი 13 ქალაქიდან ერთ-ერთი რუსეთის მეორე დედაქალაქი გახლავთ. სანქტ-პეტერბურგში ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და მეოთხედფინალური რაუნდის ერთი შეხვედრა ჩატარდება.

“რუსეთი მეზობელი უკრაინის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. გარდა ამისა, მან საერთაშორისო ფეხბურთის წესი დაარღვა, როდესაც ეროვნულ ჩემპიონატში ყირიმის კლუბები მიიღო. ეს მიზეზები საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ევრო-2020-ის მატჩების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად სანქტ-პეტერბურგი არ დასახელებულიყო.

თუმცა, ყველაფერი ფულით იმართება. უეფა “გაზპრომთან” გაფორმებულ კონტრაქტს საკუთარ ღირებულებებზე მაღლა აყენებს”, – ციტირებს ევროპარლამენტის წარმომადგენლის სიტყვებს goal.com-ი.

 

ევრო-2020 — სტადიონები

როგორც მოგეხსენებათ, უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები დაასახელა. ტურნირს ევროპის 13 ქალაქი უმასპინძლებს. Fanebi.com-ი წარმოგიდგენთ სტადიონებს, სადაც ევრო-2020-ის მატჩები გაიმართება.

მერვედფინალი და ჯგუგური ეტაპის სამი მატჩი:

კოპენჰაგენი, “პარკენი”. ტევადობა: 38 065

ბუქარესტი, ნაციონალური არენა. ტევადობა: 55 600

ამსტერდამი, “ამსტერდამი არენა”. ტევადობა: 53 052

დუბლინი, “ავივა”. ტევადობა: 51 700

ბილბაო, “სან მამესი”. ტევადობა: 53 332

ბუდაპეშტი, “ფერენც პუშკაში”. ტევადობა: 68 000

ბრიუსელი, “ევროსთედიუმი”. ტევადობა: 60 000

გლაზგო, “ჰემპდენ პარკი”. ტევადობა: 52 063

მეოთხედფინალი და ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი:

მიუნხენი, “ალიანც არენა”. ტევადობა: 70 000

ბაქო, ოლიმპიური სტადიონი. ტევადობა: 68 700

სანკტ-პეტერბურგი, “ზენიტ არენა”. ტევადობა: 66 881

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”. ტევადობა: 62 698

ნახევარფინალები და ფინალი:

ლონდონი, “უემბლი”. ტევადობა: 90 000