უეინ რუნიმ “ვესტ ჰემს” ცენტრიდან გაუტანა

22 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ჰემსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში, უეინ რუნიმ მეტოქის კარი ცენტრიდან აიღო.

რუნიმ მოიესს ბურთი ფეხებშუა გაუტარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთ უკანასკნელ ვარჯიშზე კლუბის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი არად ჩააგდო და ბურთი ფეხებს შორის გაუტარა.

გთავაზობთ მომხდარის ამსახველ ვიდეოს.

 

რუნი: „ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო“

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ მიიღო და ანგარიშით 0:3 განადგურდა. მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ თავდამსხმელი უეინ რუნი დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებას ვერ მალავდა.

„ეს მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. ძნელია, ამას შეეგუო, თუმცა „ლივერპულს“ პატივი უნდა მივაგოთ, მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა.

არავის არ სურს საკუთარ მოედანზე დამარცხება, მით უფრო ისე, როგორც ჩვენ დაგვემართა“, – რუნის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რუნის “მანჩესტერის” კაპიტნობა სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფოვარდმა უეინ რუნიმ გუნდის კაპიტნობის სურვილი გამოთქვა.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერულ გუნდს მოქმედი კაპიტანი, ნემანიე ვიდიჩი დატოვებს და კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. შესაბამისად, აქტუალურია “იუნაიტედის” ახალი კაპიტნის საკითხიც.

“რამდენიმე მატჩში “მანჩესტერს” უკვე ვუკაპიტნე. თუ მწვრთნელი ემ არმირეჩევს, ბედნიერი ვიქნები” – განაცხადა რუნიმ.

ფორვარდმა ისიც დაამატა, რომ არც ინგლისის ნაკრების კაპიტნობაზე იტყოდა უარს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტივენ ჯერარდი სანაკრებო კარიერის დასრულებას გადაწყვეტს.

რუნი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებაში დარწმუნებული არ არის

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი თვლის, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის განაცხადში მას ადგილი ჯერ გარანტირებული არ აქვს.

„ეს ბოლო ეტაპია, სანამ მთავარი მწვრთნელი არჩეული მოთამაშეების გვარებს არ დაასახელებს. ამჟამად ნაკრებში 29 მოთამაშეა გამოძახებული, რომელთა შორისაც მუნდიალზე 23 გაემგზავრება. ყველა ფეხბურთელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება სურს. ყველას ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი, ამიტომაც, ვფიქრობ, ჰოჯსონს საბოლოო განაცხადის შესადგენად ბევრი ფიქრი მოუწევს“, – განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლევან მჭედლიძე ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გოლის გატანა მოახერხეს. საუკეთესო ხუთეულში მეორე ადგილი დაიკავა ლევან მჭედლიძემ, რომელმაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 2007 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოსა და იმ მომენტისთვის ჯგუფის ლიდერ შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთა შორის თბილისში გამართულ მატჩში (2:0) ანგარიში გახსნა. მაშინ მჭედლიძე სულ 17 წლისა და 207 დღისა გახლდათ.

უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვყნებულ პუბლიკაციაში ქართველი ფეხბურთელის შესახებ ვკითხულობთ:

„ლევან მჭედლიძე – თბილისის „დინამოს“ სარეზერვო გუნდის მეკარის, კარლო მჭედლიძის შვილი.  სულ რაღაც 14 წლის ასაკში ქართველი იტალიაში წავიდა, სადაც საკლუბო კარიერა დაიწყო. ის იქ „ქართველ იბრაჰიმოვიჩად“ მონათლეს. სწორედ იტალიელთა წინააღმდეგ ჰქონდა საქართველოს მთავარ ნაკრებში დებიუტი, პირველი გოლი კი მეორე შეხვედრაში გაიტანა, რომელიც შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა. „ემპოლის“ თავდამსხმელის გოლი ქართველებს დაეხმარა, რომ ჯგუფის ლიდერი დაემარცხებინათ. ამასთანავე, „სკუადრა აძურასაც“ საშუალება მიეცა, ბრიტანელთა ზემოთ მოქცეულიყო.

„როდესაც შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ “ემპოლიში” დავბრუნდი, მომეჩვენა, რომ მთელი საფეხბურთო იტალია მიცნობდა. ამ გოლის წყალობით სამშობლოშიც ცნობილი გავხდი. ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტი იყო“, – განაცხადა მჭედლიძემ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება სრულ სიას, პირველ ადგილზე უელსის ნაკრების ფეხბურთელი გარეტ ბეილი გავიდა, რომელმაც 2006 წლის 7 ოქტომბერს, სლოვაკეთის ნაკრებს 16 წლისა და 83 დღის ასაკში გაუტანა.

მესამე ადგილი წილად ხვდა ისრაელის ნაკრების თავდამსხმელ ბენ საჰარს, რომელმაც 2007 წლის 28 მარტს, ესტონეთის ნაკრებს 17 წლისა და 230 დღის ასაკში გაუტანა.

მეოთხე ადგილზე გავიდა ინგლისის ნაკრების ფორვარდი უეინ რუნი, რომელმაც 2003 წლის 6 სექტემბერს, მაკედონიას 17 წლისა და 317 დღის ასაკში გაუტანა.

მეხუთე ადგილი კი ყოფილი იუგოსლავიის ნაკრების ფეხბურთელ ზორან ფილიპოვიჩმა მიიღომ, რომელმაც 1971 წლის 9 მაისს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას გაუტანა.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

რუნი კონტრაქტს ამ კვირაში გაახანგრძლივებს

ორიოდე დღის წინათ გაუწყეთ, რომ უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ბრიტანული „გარდიანი“ იტყობინება, რომ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ხელს მიმდინარე კვირაში მოაწერენ. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, კონტრაქტი ორ-სამ დღეში უნდა გახანგრძლივდეს.

რუნის ახალი ხელშეკრულების ვადა 2019 წლამდე იქნება გათვალისწინებული. ფეხბურთელი ჯამაგირის სახით კვირაში 300 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც ინგლისური ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხაა.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი კაპიტანი გახდება.

ბექა დოგრაშვილი

„სუონსისთან“ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ორი ლიდერი ვერ დაეხმარება

როგორც ცნობილია, შაბათს, „სუონსისთან“ ინგლისის პრემიერლიგის XX ტურის მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერთდროულად ორი თავდამსხმელი უეინ რუნი და რობინ ვან პერსი ვერ დაეხმარება.

სავარაუდოდ, რუნი მოედანზე შემდეგ კვირას დაბრუნდება, როდესაც „წითელი ეშმაკების“ მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იქნება. რაც შეეხება ჰოლანდიელ ფორვარდს, მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიოს რუნიზე საუბარი არ სურს

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელის უეინ რუნის ლონდონურ კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„ამ თემაზე საუბარი არ მსურს. რამდენიმე დღეში ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩი გველის და ვფიქრობ, ახლა მეტოქის მოთამაშეზე საუბარი ლამაზი არ იქნება. შეგიძლიათ, თავად რუნის გაესაუბროთ. მსგავს საკითხებზე ფეხბურთელს ან კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ. უეინის კონტრაქტი „იუნაიტედს“ ეკუთვნის“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ინგლისის პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი

ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა ინგლისის პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

10) სერხიო აგუერო – 24 მილიონი ფუნტი

FBL-ENG-PR-MAN CITY-ARSENAL

9) იაია ტურე – 25 მილიონი ფუნტი

FBL-ENG-PR-MAN CITY-LIVERPOOL

8) ფერნანდო ტორესი – 26 მილიონი ფუნტი

Southampton v Chelsea - Premier League

7) რაიან გიგზი – 27 მილიონი ფუნტი

A-League All-Stars v Manchester United

6) სტივენ ჯერარდი – 29 მილიონი ფუნტი

FBL-ENG-FACUP-LIVERPOOL-OLDHAM

5) ჯონ ტერი – 29 მილიონი ფუნტი

FBL-ENG-PR-CHELSEA-LIVERPOOL

4) ფრენკ ლამპარდი – 31 მილიონი ფუნტი

Stoke City v Chelsea - Premier League

3) რიო ფერდინანდი – 37 მილიონი ფუნტი

Aston Villa v Manchester United - Premier League

2) სამუელ ეტოო – 39 მილიონი ფუნტი

Chelsea v Liverpool - Premier League

1) უეინ რუნი – 45 მილიონი ფუნტი

Manchester United v West Ham United - Premier League

„რეალი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ რუნის ახალი კონტრაქტის გაფორმებას ხელს შეუშლის

ბრიტანელი სპორტული რეპორტიორები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ სურს, უეინ რუნის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ დაუშვას. ინგლისელ თავდამსხმელს „წითელ ეშმაკებთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2015 წელს ეწურება, „სამეფო კლუბი“ კი აპირებს, რომ რუნი თავისთან მიიწვიოს.

ინგლისური პრესის ცნობით, „რეალის“ ხელმძღვანელობა 28 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდება და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმას სთხოვს, რის შემდეგაც მის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაყვანას შეეცდება. უცხოური წყაროების თანახმად, თუ რუნი „წითელ ეშმაკებთან“ ახალ კონტაქტს არ გააფორმებს, „რეალი“ შესაძლო ტრანსფერის ღირებულებად 25 მილიონ ევროს დაასახელებს.

როგორც მოგეხსენებათ, „სამეფო კლუბის“ ინტერესებში ლუის სუარესიც შედიოდა, თუმცა ორი დღის წინათ ურუგვაელმა ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რამაც მის ტრანსფერთან დაკავშირებულ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.

ბექა დოგრაშვილი

ფერგიუსონი: „მითხრეს, რომ ანდერსონი რუნის სჯობდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „პორტუდან“ ანდერსონის ტრანსფერთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა. ფერგიუსონის თქმით, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაზე მისივე ძმა და ამასთანავე – „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტი მარტინ ფერგიუსონი მუშაობდა.

„მარტინი გავაგზავნე, რომ ანდერსონს 4-5 კვირის განმავლობაში დაკვირვებოდა. ამის შემდეგ მარტინმა მითხრა, რომ ანდერსონი რუნიზე უკეთესია. მე ვუპასუხე: ღვთის გულისათვის, ასეთ რამეს ნუ ამბობ, მას გაცილებით ბევრი რამ დასჭირდება იმისთვის, რომ რუნის აჯობოს. რატომღაც მარტინი თავის სიტყვებში დარწმუნებული იყო“, – აღნიშნა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ანდერსონი „პორტუდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007 წელს გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ დაახლოებით 30 მილიონი ევრო შეადგინა.

ბექა დოგრაშვილი