რუნიმ რონალდუს წარმატება უსურვა

„მანჩესტერ იუნატიედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ თავის ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმატება უსურვა.

„რონი, დღეს ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. გაიხსენე მოსკოვში ჩატარებული ფინალი და, საჭიროების შემთხვევაში, გარისკე“, – დაწერა რუნიმ თავისი ტვიტერის გვერდზე.

ალექსანდრე მატევოსოვი

რუნი: “იმედი მაქვს ვან გაალი ჩემპიონობას დაგვიბრუნებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი კლუბის მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალის დანიშვნას იმედებით ხვდება.

“ვან გაალი შესანიშნავი მწვრთნელია. მას საკლუბო დონეზე საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთანაც კარგად იმუშავებს.

იმედი მაქვს, ვან გალი ჩემპიონის ტიტულს დაგვიბრუნებს. გასული სეზონიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მომავალში ასეთი შეცდომები აღარ დავუშვათ. რთული ბრძოლები გველის” – განაცხადა რუნიმ.

რუნი:”რონალდო საუკეთესოა მსოფლიოში”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი უეინ რუნი აცხადებს, რომ იმ ფეხბურთელებს შორის, ვის გვერდითაც მას უთამაშია, საუკეთესოები პოლ სქოულზი და კრიშტიანო რონალდუ არიან.

“საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა გვერდიდაც მითამაშია პოლ სქოულზი და კრიშტიანო რონალდუ არიან. სქოულზი თამაშს მშვენივრად აკონტროლებდა, ამავე დროს, ბრწყინვალე პასებს არიგებდა. რაც შეეხება რონალდუს, მას მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია, ამიტომაც ის მსოფლიოში საუკეთესოა” , – ამბობს რუნი.

რუნი ვან გაალს უფრთხის

რუნისთვისაც და ალბათ ყველასათვის ცნობილია ვან გაალისა და რობინ ვან პერსის ახლო ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, შანსი იმისა, რომ ნემანია ვიდიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლაურს შრეკი მოირგებს, მკვეთრად მცირდება. ამ პატარა მოვლენამ შესაძლოა უდიდეს პრობლემასთან მიგვიყვანოს… რუნი აგრეთვე ფიქრობს, რომ ვან გაალის არჩევანით გამოკვეთილ ფორვარდად სწორედ ვან პერსი ითამაშებს. ბოლოს, როდესაც მსგავსი სიტუაცია შეიქმნა, რუნი თავს გარიყულად გრძნობდა და ხსნას კლუბის გარეთ ეძებდა.

პრესის შეხედულება: შესაძლოა უეინი მართლაც რომ ძალიან ღელავს ვან გაალის კანდიდატურაზე, რადგან თუ ამ უკანასკნელმა გუდნი ჩაიბარა და სამწვრთვნელო შტაბშიც ჰოლანდიელი დამხმარეები დაისვა, დიდია იმის ალბათობა, რომ მოედანზეც მისი თანამემამულე ასრულებდეს გადამწყვეტ როლს. კარგი ამბავი, რაც “იუნაიტედის” ფანებს შეგვიძლია ვაუწყოთ, ის გახლავთ, რომ როვინ ვან პერსისგან პირველ რიგში ვან გაალი მოითხოვს მაქსიმუმს. თუმცა თუ ანალოგიურ სიტუაცის ჰქონდა ადგილი და შრეკმა თავი არაკომფორტულად იგრძნო მოედანზე, შესაძლოა გასული ზაფხულის “ამბები” კვლავ განმეორდეს…

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

რუნი – ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი ბრიტანეთში

გამოცემა The Sunday Times – მა გამოაქვეყნა ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი სპორტსმენების სია. აბსოლუტურად მოსალოდნელად ფეხბურთელებს შორის ყველაზე მდიდრად ყველაზე მაღალანაზღაურებადი გვევლინება.

საუბარია “მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისელ თავდამსხმელზე, უეინ რუნიზე, რომელმაც ერთ წელიწადში შემოსავალი 34 მლნ. -დან 36 მლნ. ფუნტამდე გაზარდა. ეს ყველაფერი კი შესაძლოა განაპირობა ახალმა 300 ათასიანმა კონტრაქტმა და Nike – თან პერსონალურმა კონტრაქტმა.

თუმცა თუ ყველა სახეობის სპორტს ავიღებთ, რუნის მხოლოდ მესამე ადგილი უჭირავს. მის წინ ფორმულა 1- ის პილოტები ჯენსონ ბატონი (63 მლნ. ფუნტი) და ლუის ჰემილტონი (68 მლნ. ფუნტი) იმყოფებიან.

ბრიტანეთის 10 უმდიდრეს სპორტსმენს შორის კიდევ 4 ფეხბურთელი მოხვდა: რიო ფერდინანდი (44 მლნ. ფუნტი), სტივენ ჯერარდი (37 მლნ. ფუნტი), ფრენკ ლამპარდი (37 მლნ. ფუნტი), რაიან გიგზი (36 მლნ. ფუნტი).

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

გიგზმა გამარჯვებით დაიწყო

“მანჩესტერ იუნაიტედმა” რაიან გიგზის თავკაცობით პირველი მატჩი გამართა და “ნორვიჩი” დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

დუბლი უეინ რუნიმ და ხუან მატამ შეასრულეს. რუნიმ 41-ე და 48-ე წუთებზე შეძლო ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება. მატამ კი, 10-წუთიანი ინტერვალით გაიტანა ორი გოლი და 73-ე წუთზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 4:0.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ “მანჩესტერი” 60 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე მე-5 პოზიციას 9 ქულით ჩამორჩბა.

რუნიმ, შესაძლოა, „ევერტონთან“ ითამაშოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ გუნდის თავდამხმელი უეინ რუნი მიღებული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და „ევერტონთან“ სათამაშოდ მზადაა.

„მიმდინარე კვირას რუნი კარგ ფორმაში იყო. იგი ბევრს ვარჯიშობს და, იმედია, თამაშს მოახერხებს“, – განაცხადა „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რუნი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

უეინ რუნი ვერ ითამაშებს დარჩენილ მატჩებში. თავდამსხმელს ფეხის ტრავმა აწუხებს.

როგორც იტყობინება Daily Star-ი, ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ბაიერნის” წინააღმდეგ გრძნობდა ტკივილს. მას ეს ტკივილი თამაშის შემდეგაც აწუხებდა.

“იუნაიტედის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა:“ფეხის თითი თვითონ განიკურნება, მაგრამ ეს ერთ ღამეში არ მოხდება. მიუნხენში მას ინიექცია გაუკეთდა, იმიტომ რომ ის კლუბს ძალიან სჭირდებოდა. სინამდვილეში არ უნდა გასულიყო მოედანზე. სეზონი მალე მთავრდება და გუნდი არანაირი ტიტულისთვის არ იბრძვის. უეინის მთავარი ამოცანა ის არის, რომ მოემზადოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ტრავმამ ხელი არ უნდა შეუშალოს უეინის ბრაზილიაში გამგზავრებას”.

წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი: http://redarmy.ge/

რუნის დასვენების საშუალებას მისცემენ

ფეხის თითის ტრავმის გამო უეინ რუნის “ბაიერნთან” მატჩი უნდა გამოეტოვებინა, თუმცა მისი დაჟინებული თხოვნის შემდეგ რუნის მნიშნვნელოვან მატჩში თამაშის უფლება მიეცა. თუმცა, ამის გამო ახლა ფეხბურთელს დასვენება მოუწევს. რუნი მინიმუმ უახლოეს მატჩს გამოტოვებს, რომელსაც “მანჩესტერი” “ევერტონთან” გამართავს.

ასეთ გადაწყვეტილებას ინგლისის ნაკრების მწვრთნელი, რიო ჰოჯსონიც მიესალმება, რომელსაც მუნდიალზე ჯამრთელი რუნი სჭირდება.

რობსონმა რუნი დაიცვა

Manchester Evening News-ის ჟურნალისტმა ჯეიმს რობბსონმა, ჯოი ბარტონის სკანდალურ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც იგი ამტკიცებდა, რომ უეინ რუნი ტოპ კლასის ფეხბურთელი არ არის.

“ამ დღეებში ჯოი ბარტონმა განაცხადა, რომ ფრაზა “მსოფლიო დონის ფეხბურთელი” არ შეეფერება უეინ რუნის. დიახ, ის არ დგას ერთ რიგში მესისთან და რონალდუსთან ერთად. ამ წყვილის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია.მათ ეს კონკურენცია აძლევთ ძალას, რომ ისინი კიდევ უფრო განვითარდნენ. ის ფაქტიც ადასტურებს ამას, რომ ბოლო წლებში “ოქროს ბურთს” მარტო რონალდუ და მესი იღებენ”.

“ბარტონის ვარაუდი, რომ რუნი არ განვითარებულა “ევერტონიდან” წასვლის შემდეგ, მალევე აიტაცეს ჟურნალისტებმა. ღირს თუ არა ამის სეროზულად აღქმა? ეს ბარტონის ადეკვატურობას ეჭვქვეშ დააყენებს. “ვესტ ჰემთან” გატანილი გოლი ამტკიცებს რუნის დონეს. მან გააკეთა ის, რითაც მესი და რონალდუც იამაყებდნენ”.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

რუნი “მანჩესტერს” ვერ დაეხმარება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი საკუთარ გუნდს ტრავმის უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. გადაწყვეტილია, რომ მანჩესტერელთა ლიდერი “ნიუკასლთან” ვერ ითამაშებს და შესაძლოა “ბაიერნთან” განმეორებითი მატჩიც გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნთან” გამართული პირველი მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

„ბაიერნი“ ბრიტანულ გაზეთებს შვაინშტაიგერის შეურაცხყოფას არ მოუთმენს

მიუნხენის „ბაიერნი“ ორ ბრიტანულ გამოცემას — „დეილი მირორსა“ და „სანს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართი განმეორებითი მატჩის აკრედიტაციების გაცემაზე უარს ეუბნება.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ წყვილის პირველი შეხვედრის შემდეგ აღნიშნულმა გაზეთებმა ბავარიული კლუბის ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის მიმართ შეურაცხყოფელი სათაური გამოაქვეყნეს.

„მიუნხენის „ბაიერნი“ თვლის, რომ ინფორმაციის ამგვარი ფორმით წარდგენა მიუღებელია და მნიშვნელოვნად აკნინებს აღნიშნულ გამოცემებს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „დეილი მირორსა“ და „სანს“ „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის 9 აპრილს გასამართი მატჩის აკრედიტაციებზე უარი ეთქმებათ“, – ნათქვამია გერმანული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველ მატჩში ბავარიული კლუბის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი უეინ რუნის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის მოედნიდან გააძევეს. სათქმელია ისიც, რომ მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგი თვლის, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა სიმულაციას მიმართა, ზოგის აზრით, არბიტრს შვაინშტაიგერის დანდობა შეეძლო, ზოგი კი მიიჩევს, რომ გერმანელი ნახევარმცველი სრულიად დამსახურებულად გააძევეს მოედნიდან.

„დეილი მირორმა“ ნომრის მოწინავე თემა ასე დაასათაურა: „ბინძურო ღორო“. აღსანიშნავია, რომ გერმანულად სიტყვა Schwein სწორედ ღორს აღნიშნავს. „სანს“ კი ასეთი წარწერა „ამშვენებდა“: „You schwein“, რაც ასე შეგვიძლია, გადავთარგმნოთ: „ღორო“.

სიტყვებით თამაში ინგლისელ ჟურნალისტებს არასდროს ეშლებოდათ, თუმცა გერმანელებმა საკუთარი ფეხბურთელის შეურაცხყოფა ვერ აიტანეს და როგორც გითხარით, განმეორებით მატჩზე აღნიშნულ ბრიტანულ გამოცემებს აკრედიტაციის გარეშე დატოვებენ.

ბექა დოგრაშვილი