შევჩენკო: “იმედია, რომში იტალიელები მხარს უკრაინას დაუჭერენ”

ევრო-2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე უკრაინის ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრები დამტებით დროში დაამარცხა (2:1). შექმნილი შთაბეჭდილების შესახებ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ისაუბრა.

“ჩემი ბიჭებით ვამაყობ, მათ ძალისხმევა არ დაიშურეს. ამ გამარჯვებას ყველა უკრაინელს ვუძღვნით, ჩვენ მთელი გულით ვითამაშეთ. იმედი მაქვს, რომ რომში იტალიელი გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ. ინგლისის ნაკრები შესანიშნავი გუნდია. რთული შეხვედრა გველის”, – ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს “სკაი სპორტ იტალია”.

უკრაინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი 3 ივლისს გაიმართება.

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი იუწყება, რომ კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

“უკრაინული ფეხბურთისთვის არცთუ ისე სასიამოვნო ამბავი მაქვს. გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს სპორტული მოქალაქეობის მიღება და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ასეთი პოზიცია აქვს თავად ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს გარდაეცვალა ბაბუა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც “დინამოელი” დაკრძალვაზე მივიდა, ახლობლებმა მას უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, წიტაიშვილს საქართველოს ნაკრებში ეთამაშა. ის უკვე ემზადება საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ”, – ციტირებს ციგანიკის სიტყვებს ua-football-ი.

20 წლის წიტაიშვილს უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, დღესდღეობით კი უკრაინელთა 21 წლამდე გუნდის წევრი გახლავთ. 2019 წელს ის უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტურნირის ფინალურ მატჩში გოლიც გაიტანა. იმავე წელს უკრაინის ოქროს ტალანტის ჯილდო გადაეცა. გასულ წელს იტალიურმა “ტუტოსპორტმა” წიტაიშვილი ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა შორის დაასახელა.

გიორგი წიტაიშვილი დღესდღეობით იჯარის წესით პოლტავის “ვორსკლაში” თამაშობს.

დარიო სრნა: “უკრაინის ჩემპიონატი გერმანიისა და საფრანგეთის ლიგებს ჯობდა”

დონეცკის “შახტარის” ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო სრნამ, რომელიც დღესდღეობით ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ და დირექტორად მუშაობს, წარსული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავის დროზე უკრაინის ჩემპიონატი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის ლიგები.

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის ჩემპიონატი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის ლიგები. მაშინდელი ჩემპიონატი საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა: “შახტარი”, “დინამო”, “დნიპრო”, “მეტალისტი”, “ჩერნომორეცი”, “ზორია”, “მეტალურგი”.

ძალიან რთული იყო მეტოქისთვის, ჩამოსულიყო უკრაინაში და ეთქვა, რომ ის გაიმარჯვებს. როგორი გუნდები, მწვრთნელები და ფეხბურთელები გვყავდნენ მაშინ… ძალიან სერიოზული ჩემპიონატი იყო”, – აღნიშნა სრნამ.

უკრაინული ფასების კატასტროფა: ესპანელი ფანების ნაწილი კიევში ვერ მიდის

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება. 26 მაისს, კიევში ერთმანეთს მერსესაიდის “ლივერპული” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან. თუმცა, ამ უკანასნელი კლუბის ფანებს დიდი სირთულეები ექმნებათ, რათა უკრაინაში ჩავიდნენ და საყვარელ მოთამაშეებს ცხადში უცქირონ.

პირველი ბარიერი აეროპორტში მისვლისთანავე იჩენს თავს. საქმე ეხება ძალიან ხანგრძლივ და რამდენიმეჯერ გაძვირებულ ფასებს საფრენ ბილეთებზე. მარტივად გეტყვით, რომ ყველაზე იაფი ფრენა (ყველა შემთხვევაში იგულისხმება, მხოლოდ ჩასასვლელი ბილეთი), ესპანელებს 791 ევრო უჯდებათ. ეს რეისი გადაჯდომითაა, რის გამოც გულშემატკივრებს ჯამში, მგზავრობა და ლოდინი 20 საათი და 50 წუთი მოუხდებათ. თვითმფრინავი 25 მაისს, პარასკევს აფრინდება და შაბათს, ფინალის დღეს, კიევში 17:50 წუთზე ჩავა. შესაბამისად, ფანებს აეროპორტის დასატოვებლად, სასტუმროში დასაბინავებლად და სტადიონზე მისასვლელად მცირე დრო, 2 საათი და 55 წუთი აქვთ.

თუ შედარებით ადამიანურ ფასს განვიხილავთ, ფინალის დღეს ფრენებს ვერ ვნახავთ. ერთადერთი ასეთი რეისი არის ის, რომელიც 15:20 წუთზე აფრინდება და უკვე 27 მაისს, 01:00 საათზე დაეშვება კიევშ ანუ მაშინ, როცა მატჩი დასრულებული იქნება. თუმცა, ვხვდებით ისეთ შემთხვევას, როცა 26 მაისსვე ესპანელებს შეუძლიათ უკრაინაში მოხვდნენ. ისინი დილის ექვს საათზე გაემგზავრებიან და შუადღისას, 13:15 წუთზე ადგილზე იქნებიან. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ ერთ ფრენაში 2900 ევროს გადახდა მოუწევთ.

თუ “ბლანკოსის” ფანებმა ჩააღწიეს კიევში, ჯიბის გასქელებას მონდომებული ადგილობრივები, მათ მეორე სიურპრიზს დაახვედრებენ. საქმე ეხება სასტუმროს ფასებს, რომელზეც (ადრინდელ სიტუაციაზე) Fanebi.Com-მა სტატია უკევ შემოგთავაზათ. მარტივად გეტყვით, რომ საშუალო ფასი ერთ ღამეზე 700 ევროა. თუ ადრე ოთახი 48 ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 3000 ევროს შეადგენს (26 მაისის ღამეს). ორ ან სამვარსკვლავიანმა სასტუმროებმა გუშინ თავიანთი ყველაზე იაფიანი ნომერი პოტენციურ კლიენტებს 1590-დან 2100 ევროს ფარგლებში შესთავაზეს. იმ აბსურდზეც გეტყვით, რომ სასტუმრო, რომლის ნომრის ფასი 6300 ევროს შეადგენს, ცენტრიდან ცხრა კილომეტრითაა დაშორებული.

ერთ-ერთი ფანი, რომელმაც “სანტიაგო ბერნაბეუს” სალაროში ბილეთი დააბრუნა, განაცხადა: “არსად არ მივდივარ. ეს ძალიან ძვირი დამიჯდება და თანაც, არაკომფორტული მგზავრობა იქნება. პირველად რომ ვიყოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დავფიქრდებოდი. თუმცა, ეს ხომ უკვე ექვსჯერ მოხდა.”

ყველაზე კარგ სიტუაციაში ისინი არიან, რომლებმაც “რეალის” ფინალში გასვლამდე დაჯავშნეს საფრენი ბილეთები და სასტუმროს ნომრები. ხოლო, დანარჩენს კი დიდი ფულის გადახდა ან სახლში დარჩენა მოუწევს.

“ტორპედომ” “ოლექსანდრია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქულ შეკრებაზე. ამჟამად იმერლების მეტოქე უკრაინის პრემიერ ლიგის გუნდი, “ოლექსანდრია” იყო.

დაძაბულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი გავიდა. მისი გატანა გრიგოლ დოლიძემ მოახერხა. შესაბამისად, ქართულმა გუნდმა ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ ეს “ტორპედოსთვის” ანტალიაში გამართული მეორე ამხანაგური თამაში იყო. მანამდე მათი მეტოქე ყაზახური “აქტობე” გახლდათ, სადაც კახა ჩხეტიანის შეგირდები ანგარიშით, 0:2 დამარცხდნენ.

იხილეთ გუშნდელი მატჩის მიმოხილვა

 

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი

“შახტარმა” უკრაინის სუპერ თასი მოიგო – ხოჭოლავა განცხადს მიღმა დარჩა

ოდესაში უკრაინის სუპერ თასის შევხედრა გაიმართა.”სტადიო ჩორნომორეცზე” ერთმანეთს დონეცკის “შახტარი” და კიევის “დინამო” დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ დონეცკელთა რიგებში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ჩაირიცხა ქართველი ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა. მთავარმ მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ იგი ძირითად ამჟამად განაცხადში არ შეიყვანა.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში მერვე წუთზე ფერეირამ გახსნა. 56-ეზე კი სხვაობა ორამდე ისევ ნახსნებმა ფეხბურთელმა გაზარდა. საბოლოოდ, 2-0 და ხოჭოლავას გუნდმა ამ სეზონიში პირველი ტიტული მოიგო.

 

საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ვარსკვლავების მატჩი 20 მაისს გაიმართება

2017 წლის 20 მაისს, კიევში, საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ვარსკვლავები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო, მეგობრული და აქტიური სპორტული ურთიერთობის აღსანიშნავი შეხვედრა, ეროვნული ნაკრებების ლეგენდებს შორის, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის გუნდი, საქართველოს სახელით, ოლიმპიურ სტადიონზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგება: ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნემსაძე, მიხეილ აშვეთია, ირაკლი ზოიძე, იოსებ გრიშიკაშვილი, გოგა გახოკიძე, გელა შეყილაძე, ლადო ბურდული, გიორგი ანჩაბაძე, ვიტალი დარასელია, გიორგი ლომაია, დავით სირაძე, მამუკა მაჭავარიანი  და ლევან სილაგაძე წარსდგებიან.

საფეხბურთო ლეგენდების მატჩი ყველა იმ ადამიანის ხსოვნას ეძღვნება, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.  შეხვედრას კიევის მთავარ სტადიონზე გულშემატკივრებთან ერთად ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ქართველ გულშემატკივარს მატჩის ხილვის საშუალება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ექნება.

Gff.Ge

შევჩენკო უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს – „MatchDay“

როგორც „MatchDay“ იტყობინება, „მილანისა“ და ჩელსის“ ყოფილი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო, რომელმაც ცოტა ხნის წინ სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო, უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობას დათანხმდა.

სავარაუდოდ, 39 წლის სპეციალისტის უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შესვლა ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება. სულ მალე ნაკრებშო ალექსანდ ზავაროვის ბედიც გაირვკვევა, რომლის ადგილი სწორედ შევჩენკოს უნდა დაეკავებინა.

დელ ბოსკე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინას მოგებაში ხელი შევუშალოთ“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ უკრაინასთან ევრო 2016-ს შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ასეა თუ ისე, ძირითად შემადგენლბოას უვკე წარმოვიდგენ. რამდენიმე მოთამაშის ტრავმის გამო ცვლილებების შეტანა მომიწია. ამავდროულად, ეს სხვა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს.

ითამაშებს თუა რა სესკ ფაბრეგასი? ის ფანტასტიკურ თამაშს აჩვენებს, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით.

უკრაინა საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელშიც ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. განსაკუთრების ეს ფლანგის მოთამაშეებს ეხებათ.

ევრო 2012-ზე, კიევში, ესპანეთის ნაკრებმა საუკეთესო თამაში აჩვენა. ვცდილობთ, კვლავ ამ დონეზე დავბრუნდეთ, რაც ადვილი არ არის, მაგრამ ამის მიღწევას შევეცდებით.

ისე მოხდა, რომ ევროს საგზური ადრე მოვიპოვეთ. როგორც სპორტსმენები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინას მოგებაში ხელი შევუშალოთ“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ლამაზმანი უკრაინული ფეხბურთიდან

უკრაინულ ფეხბურთში გოგონათა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. ერთ-ერთი მათგანი მარია შპაკი გახლავთ, რომელიც ქვეყნის ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და საქალაქო ტურნირზე არბიტრის ასისტენტად მუშაობს. გთავაზობთ მარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს.

Shpak1 Shpak2 Shpak3 Shpak4 Shpak5 Shpak6 Shpak7 Shpak8 Shpak9 Shpak10 Shpak11 Shpak12 Shpak13 Shpak14 Shpak15 Shpak16 Shpak17 Shpak18 Shpak19 Shpak20

აღსანიშნავია, რომ მარია შპაკის შეყვარებული ალექსეი დუბოვოიც მსაჯად მუშაობს.

Shpak21 Shpak22 Shpak23 Shpak24 Shpak25 Shpak26 Shpak27 Shpak28 Shpak29 Shpak30 Shpak31 Shpak32 Shpak33 Shpak34 Shpak35 Shpak36 Shpak37 Shpak38 Shpak39 Shpak40 Shpak41 Shpak42

 

სანდრო კობახიძემ “ვორსკლას” გაუტანა (ვიდეო)

18 ივლისს, უკრაინის პრემიერ ლიგის პირველ ტურში, “ვორსკლამ” საკუთარ მოედანზე “ვიოლინი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

“ვიოლინის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი სანდრო კობახიძე, რომელმაც 57-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

„კოლხეთი“ ქართველი ნახევარმცველითა და უკრაინელი ლეგიონერით ძლიერდება

ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში მატებაა – კლუბს ნახევარმცველები ამბერკ ინჯიბაშვილი და უკრაინელი ლეგიონერი ნიკიტა პოლულიახი შეუერდნენ. ორივე მოთამაშე ფოთურ კლუბში აგენტ ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა.

ინჯიბაშვილი განვლილი სეზონის მეორე ნახევრიდან „გაგრაში“ თამაშობდა. 23 წლის შუახაზელმა ამ პერიოდში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

„დღეს „ზუგდიდთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის მეორე ნახევარში ვითამაშე. უმაღლესი ლიგის კლუბში თამაში პირველი ლიგის კლუბში თამაშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვისურვებდი. მოხარული ვარ, რომ „კოლხეთში“ დავბრუნდი, კარიერა სწორედ აქ დავიწყე. კონტრაქტს ხვალ გავაფორმებთ, ხვალვე შეთანხმების დეტალებს დავაზუსტებთ“, – განუცხადა Fanebi.com-ს ინჯიბაშვილმა.

2

უკრაინელი ნიკიტა პოლულიახი კი თავდაპირველად სინჯებზე „მერანში“ იყო, თუმცა, საბოლოოდ, ფოთელებს შეუერთდა. 23 წლის ნახევარმცველი უკრაინის 17, 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო. პოლულიახს უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს – ის დონეცკის „მეტალურგის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. სამწუხაროდ, პოლულიახს ტრავმის გამო მნიშვნელოვანი პერიოდი გაუცდა. 2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში მან იჯარით უკრაინის პირველი ლიგის ალჩევსკის „სტალში“ გაატარა, თუმცა სეზონის მეორე ნახევრიდან კლუბს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა.

„აქ ჩემი აგენტის დახმარებით მოვხვდი. „კოლხეთთან“ უკვე სამი სპარინგ მატჩის ჩატარება მოვასწარი. გუნდში კარგად მიმიღეს, აქ კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად „მერანში“ ვისინჯებოდი, თუმცა შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. მოგეხსენებათ, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. კონტრაქტს ხვალ მოვაწერთ ხელს, ჯერჯერობით ერთწლიან შეთანხმებას გავაფორმებთ“, – გვიამბო პოლულიახმა.