ქართული ფეხბურთის მშვენება

საქართველოს ჩემპიონატი მაყურებლებს დიდი სანაობით რომ ვერ ანებივრებს, ამაზე მატჩების ხარისხი, ჩვეულებრივი მაყურებლების დასწრება და კიდევ არაერთი ფაქტი მეტყველებს. თუმცა, ყველაფერს პატარა ნათელი წერტილიც აქვს – გამონაკლისს არც უმაღლესი ლიგა წარმოადგენს. თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება ყოველთვის ჩემპიონატის მშვენებად ითვლებოდა – ამ ორი გუნდის ყოველი შეხვედრა, როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზე, დაძაბულობის პიკს აღწევს და ორივე მხარეს თავისი ქალაქის გუნდის პრინციპული მეტოქის დამარცხების დიდი სურვილი აქვს. ამას თუნდაც შაბათს გამართული შეხვედრა ადასტურებს.

ჯამში „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შორის საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით 59 მატჩი ჩატარდა. აქედან 30 შეხვედრა თბილისელებმა მოიგეს, 14 მატჩი ფრედ დასრულდა, 15 თამაშში კი ქუთაისელებმა იმარჯვეს.

იმ სეზონში, როდესაც „ტორპედო“ უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, ქუთაისში გამართული შეხვედრა თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. 2010 წელს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა „ტორპედომ“ თბილისელებთან პირველ ოქტომბერს გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა, ბოლო წრეში თბილისში გამართულ მატჩში კი ქუთაისელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.

საინტერესო იყო 2011/12 წლების სეზონის შეხვედრები. იმ სეზონის დაწყების წინ „დინამოში“ დიდი ცვლილებები განხორციელდა – კლუბი რომან ფიფიამ შეიძინა და ამ პერიოდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექს გარსიას დანიშვნასთან ერთად აღსანიშნავი ჩისკოს, მიკელ ალვაროს, ალბერტ იაგუესა და კოტოს ტრანსფერებიც იყო. ამ მოთამაშეებზე დიდ იმედს ამყარებდნენ, კლუბმა კი დიდი მიზნები დაისახა. იმ სეზონში „დინამო“ უეფას ევროპის ლიგის პლეიოფამდეც მივიდა, სადაც ათენის აეკ-თან დამატებით დროში გოლი გაუშვა და ევროპის რანგით მეორე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩა.

„ქართულ კლასიკოდ“ წოდებული პირველი შეხვედრა იმ სეზონის ოქტომბერში შედგა, როდესაც გადატანილ მატჩში „ტორპედომ“ შინ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა, თუმცა თვენახევარში თბილისურ შეხვედრაში „დინამოელებმა“ რევანში აიღეს და ანგარიშით 2:0 მოიგეს. იმავე სეზონში ქუთაისში შემდგარი მეორე შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, მაისში კი „დინამო“ შინ მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

გამორჩეული გამოდგა 2012/13 წლების სეზონის მატჩები. თბილისელთა და ქუთათურთა პირველი შეხვედრა თბილისში, 18 აგვისტოს გაიმართა. უკვე მეშვიდე წუთზე სტუმრები ალექსანდრე კვახაძემ დააწინაურა, ოთხ წუთში კი დანიშნული პენალტით ანგარიში ჩისკომ გაათანაბრა. ზუსტად ერთ წუთში „ტორპედო“ კვლავ დაწინაურდა, ამჯერად თავი ელგუჯა გრიგალაშვილმა გამოიჩინა. ორწუთიან ინტერვალში ნიკოლოზ ფირცხალავას ორი ყვითელი ბარათის შემდეგ „ტორპედო“ კაცნაკლული დარჩა. სათქმელია, რომ იმ მატჩში ეს ერთადერთი გაძევება არ ყოფილა, ყველაზე საინტერესო მოვლენები მეორე ტაიმშიც მოხდა. „დინამოს“ აქტიურობამ და კარგმა თამაშმა მე-40 წუთზე შედეგი გამოიღო, როდესაც ჩისკომ დუბლი მიითვალა.

მეორე ნახევრის 73-ე წუთამდე ანგარიში უცვლელი იყო, შემდეგ კი თავი თბილისელთა მაშინდელმა კიდევ ერთმა ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ გამოიჩინა, რომელმაც შორეული დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა და, როგორც აღმოჩნდა, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 3:2 დააფიქსირა. ალვაროს გოლის შემდეგ სამ წუთში მეორე ყვითელი ბარათი გიორგი რეხვიაშვილმა მიიღო. 88-ე წუთზე ოთარ ხიზანეიშვილმა მეტოქე თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა, მსაჯმა კი ის ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და, შესაბამისად, „დინამოს“ მცველი გააძევა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ბოლო წითელი ბარათი არ ყოფილა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მთავარ არბიტრს მეკარე თორნიკე ზარქუას გაძევებაც მოუწია, რომელსაც ქუთაისიდან ჩამოსულ ფანებთან შელაპარაკება მოუვიდა. საბოლოოდ, 8 კაცით დარჩენილმა „დინამომ“ 10-კაციან მეტოქეს პრინციპულ შეხვედრაში მოუგო.

დაძაბული ამ გუნდების მეორე წრის დაპირისპირებაც გამოდგა. ორ ნოემბერს გუნდები ერთმანეთს ქუთასში შეხვედნენ და თამაში ამჯერადაც უხვგოლიანი გამოდგა. 29-ე წუთზე ანგარიში ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა, რვა წუთში კი წონასწორობა ჯაბა დვალმა აღადგინა. მეორე ნახევარში „ტორპედო“ კვლავ დაწინაურდა, 53-ე წუთზე გრიგალაშვილმა დუბლი შეასრულა. ქუთათურები „დინამოს“ ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ ამჯერადაც დაამწუხრა – 68-ე წუთზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის მეტოქის ნახევრში ჩაწოდებულს სწორედ ესპანელი ნახევარმცველი გამოეხმაურა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, იმ მატჩში ორივე გუნდი ერთმანეთს დაუზავდა.

როგორც შემდგომ გაირკვა, მატჩის მიმდინარეობისას „ტორპედოს“ რამდენიმე მხარდაჭერმა თბილისის „დინამოს“ ფანკლუბ „გლადიატორების“ ავტობუსს ქვები ესროლა.

იმ სეზონის მესამე „ქართული დერბი“ ისევ ქუთაისში შედგა, რომელიც კვლავ ფრედ დასრულდა. 29-ე წუთზე ანგარიში გიორგი ბერიაშვილმა გახსნა. პირველი ნახევრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი წონასწორობა ჩისკომ აღადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯერჯერობით ბოლო „ქართული დერბია“, რომელშიც „ტორპედო“ არ დამარცხებოდა. „დინამოს“ ქუთაისელებთან მოგებათა სერია იმ სეზონის ბოლო პრინციპული მატჩის შემდეგ დაიწყო. ოთხ მაისს უკვე გაჩემპიონებული დუშან უჰრინის ფეხბურთელები იმერლებს „დინამო არენაზე“ მასპინძლობდნენ, მატჩის შემდეგ კი უმაღლესი ლიგის თასი უნდა მიეღოთ, ასე რომ, პრინციპული მეტოქის დამარცხება ორმაგად სასიამოვნო უნდა ყოფილიყო.

ხსენებული თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო – უკვე მე-16 წუთზე უჰრინის გუნდი დვალის ჩინებული გოლით დაწინაურდა – თავდამსხმელმა რამდენიმე მცველი ელეგანტურად მოატყუა და არც მეკარის მოტყუება გაუჭირდა. მიკელ ალვარომ თავი ამჯერადაც გამოიჩინა – „დინამოს“ მაშინდელმა თერთმეტმა ნომერმა გოლი მე-40 წუთზე გაიტანა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ანგარიში 79-ე წუთამდე არ შეცვლილა, რის შემდეგაც დვალმა დუბლი შეასრულა. წერტილი კი 87-ე წუთზე პეტერ გრაიციარმა დასვა – „დინამომ“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და შეხვედრის შემდეგ მოედანზე შესულ ფანებთან ერთად ჩემპიონატის მოგებაც აღნიშნა.

იმ სეზონში თბილისელებმა 78 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ გორის „დილას“ 10 ქულით აჯობეს.

2013/14 წლების სეზონის პირველი შეხვედრა მეტად საინტერესო გამოვიდა. მატჩის უკვე მე-3 წუთზე მსაჯმა „დინამოს“ ესპანელი მცველი უსტარიცი ბოლო იმედის ჯარიმის შემდეგ გააძევა – მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლები უმცირესობაში თამაშობდნენ. ანგარიში კი 32-ე წუთზე სტუმრებმა თორნიკე კაპანაძის გოლით გახსნეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ბოლო „ტორპედოს“ კარის მიმართლებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯაბა დვალმა ვერ გამოიყენა. მანამდე კი, ორივე გუნდის ფანებს შორის შეტაკებაც მოხდა.

მეორე ტაიმში „დინამო“ ანგარიშით გათანაბრებას ცდილობდა, მიზანს კი მხოლოდ 78-ე წუთზე მიაღწია, როდესაც „ტორპედოს“ კარის მიმართულებით კვლავ პენალტი დაინიშნა. ამჯერად თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ლევან ხმალაძე მივიდა, რომელიც, დვალთან შედარებით, ზუსტი აღმოჩნდა – 1:1. დარჩენილ დროში „დინამო“ შეტევას აგრძელებდა, ერთ-ერთი კარგი შანსი პატრიკ ვუოს ჰქონდა, რომლის დარტყმული მეკარე მაქსიმე ქვილითაიას კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე კუთხურის შემდეგ ძლიერი დარტყმით გიორგი გველესიანმა თავისი გუნდი დააწინაურა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 2:1 დააფიქსირა. საბოლოოდ, 10 კაცით თამაშის მიუხედავად, „დინამომ“ აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

მეორე წრის მატჩი საზოგადოებისთვის საინეტერესო მის დაწყებამდეც იყო. „დინამომ“ ანგარიში სწრაფადვე გახსნა – მე-9 წუთზე თავისი გუნდი გიორგი პაპუნაშვილა დააწინაურა, 8 წუთში კი მეორე გოლი მერებაშვილმაც გაიტანა. 58-ე წუთზე შეხვედრა მოედანზე შეჭრილი „ტორპედოს“ ფანების გამო შეწყდა, რის გამოც მასპინძლებს ტექნიკური მარცხი – 0:3 ჩაეთვალათ.

მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ქუთაისში შედგა. ანგარიში ამჯერადაც „ტორპედომ“ გახსნა – 28-ე წუთზე თავისი გუნდი თენგიზ ჩიკვილაძემ დააწინაურა. პირველი ნახევარი „ტორპეოდს“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში „დინამო“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, რასაც შედეგი 66-ე წუთზე მოყვა, როდესაც საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი დარტყმით ნიკა საბანაძე გამოირჩა, რომელმაც ათ წუთში მეორე გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დუბლის ავტორმა ყოფილი გუნდის კარში არც ერთი გოლი არ აღნიშნა. მეტიც, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საბანაძე კვლავ ქუთაისში დაბრუნდა.

გასულ შაბათს გამართული შეხვედრა, რომელიც „დინამომ“ ამჯერად 3:2 მოიგო, მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრად უნდა დასახელდეს. მატჩმა უბრალო მაყურებლის ინტერესიც მიიბყრო და ღრუბლიანი ამინდის მიუხედავად, არამხოლოდ „დინამო არენას“ ფანსქეტორები შეივსო (იხილეთ დაწვრილებით მიმოხილვა).

უშეღავათო ბრძოლა, თამაში ბოლო წუთამდე და მუდმივი დაძაბულობა – ასეთი დონის მატჩები საქართველოს ჩემპიონატში პროგრესის იმედსა და სტადიონზე სიარულის მიზეზს უნდა გვაძლევდნენ. გადახედეთ თუნდაც შეხვედრების ფოტო და ვიდეო მიმოხილვებს, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ.

“კოლხეთმა” სამტრედიაში მეტოქის ფორმით ითამაშა

უმაღლესი ლიგის 26-ე ტურში, სამტრედიაში ადგილობრივმა კლუბმა ფოთის “კოლხეთი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა საკმაოდ უჩვეულო ვითარებაში წარიმართა, ვინაიდან ორივე გუნდი მოედანზე სამტრედიული კლუბის ფორმით იყო გამოსული.

საქმე იმაშია, რომ გუნდების სათამაშო ფორმების ფერები ერთმანეთს დაემთხვა და სამტრედიელებმაც მეტოქეს ძველი ფორმები ათხოვეს, რომლებზეც მათი კლუბის ლოგო უკვე აღარ იყო.

მსგავსი შემთხვევა დღეს პირველ ლიგაშიც დაფიქსირდა, თუმცა ამ შემთხვევაში მატჩი სამწუხაროდ ჩაიშალა.

პაპუნაშვილი: “ჩენპიონობისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ”

როგორც იცით, გუშინ “დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “დინამომ” პრინციპული მეტოქე, ქუთაისის “ტორპედო” მინიმალური ანგარიშით, 3:2 დაამარცხა.

Fanebi.Com დაუკავშირდა თბილისის “დინამოს” 19 წლის შემტევს და ზემოთაღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გაესაუბრა.

– გამარჯობა გიორგი. გილოცავ გუშინდელ მატჩში მოპოვებულ ძალიან მნიშვნელოვან სამ ქულას. როგორ შეაფასებდით დაპირისპირებას?

– გაიხარეთ, დიდი მადლობა. თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი თავდაბდებისთვის. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, ყველამ მაქსიმუმი გავაკეთეთ და გამარჯვებაც დავიმსახურეთ.

– ამჟამად, სატურნირო ცხრილში “დინამო” მესამე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან “დილას” ოთხი ქულით ჩამორჩება. რა იქნება მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მიზანი?

– მანამ, სანამ მცირე შანსიც კი იქნება, ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ. იცით, რომ გუნდი თასის ფინალშია. ამ ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

– ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა. არის თუ არა თანაგუნდელებს შორის შეთამაშების პრობლემა და როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?

– “დინამო” მიმდინარე სეზონში ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათი უმეტესი ნაწილი კი ძალიან გამოცდილი იყო. გამოცდილი ფეხბურთელების წასვლა პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ვფიქრობ, ახალი “დინამო” აუცილებლად მოიტანს შედეგს და თავის სიტყვას იტყვის ევროტურნირებზე. ამას დრო და მოთმინება სჭირდება. რაც შეეხება ფეხბურთელებთან ურთიერთობას, ყველაფერი იდეალურადაა.

ლაშა თოთაძემ “ტორპედოს” 35 მეტრიდან ულამაზესი ჯარიმა გაუტანა [ვიდეო]

დღეს საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურში თბილისის “დინამომ” პრინციპული მეტოქე ქუთაისის “ტორპედო” 3:2 დაამარცხა.

მაშინ, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, მასპინძელთა კაპიტანმა, ლაშა თოთაძემ წონასწორობა ბრწყინვალე გოლით აღადგინა, რომელიც 35 მეტრიდან გაიტანა.

გოლის ეპიზოდი იხილეთ 0:10 წუთიდან:

უმაღლესი ლიგა: 26-ე ტურის პრევიუ

უმაღლესი ლიგის მორიგი ტური სტარტს დღეს “გურია” – “ზუგდიდის” და “შუქურა” – “მერანის” მატჩებით აიღებს, თუმცა მთავარი მოვლენები ხვალ განვითარდება, როდესაც საქმეში გათამაშების ლიდერები ჩაერთვებიან. ტურის ცენტრი კი “დინამო არენაზე” იქნება, რომელიც “ქართულ დერბის” უმასპინძლებს.

მოახლოებულ ტურში პირველადგილოსანი “დილა” დიდი ალბათობით მორიგ სამ ქულას იოლად მოიპოვებს, რადგან გორელები შეხვედრას მეორე წრის ყველაზე ცუდი შედეგების მქონე “მეტალურგს” სტუმრობენ. მძიმე ფინანსურ მდგოამრეობაში მყოფი რუსთაველები მატჩებისთვის მომზადებასაც კი ვერ ახერხებენ ნომრალურად, რაც მათ შედეგებზეც აისახა და პირველი წრის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური, ახალგაზრდული გუნდისგან ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი. თუმცა, “დილაში” მეტოქის პრობლემებზე ფიქრისთვის ნამდვილად არ სცალიათ. გუნდი არსებობის ისტორიაში პირველადაა ჩემპიონობასთან ასე ახლოს და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არც აპირებს.

გორული კლუბის გასვლითი მატჩის დროს ქალაქის ცენტრალური სტადიონი უქმად არ დარჩება. “თენგიზ ბურჯანაძეზე” მეტოქეს ბოლნისის “სიონი” უმასპინძებს, რომელსაც “ცხინივალი” ეწვევა. კაჭარავას გუნდი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, შესაძლოა, სამეულისთვისაც გაიბრძოლოს, რაც ცხინვალელებს ევროთასებზე ასპარეზობას გაუნაღდებს. ამ მომენტისთვის “ცხინვალი” ზედიზედ სამი მოგებული მატჩის შემდეგ მეოთხე პოზიციაზეა და თბილისის “დინამოს”, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ორჯერ სძლია, 5 ქულით ჩამორჩება. მნიშვნელოვანი მიზნები აქვთ გადასაწყვეტი ბოლნისელებსაც, რომელთა მთავარი ამოცანა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა.

ტურის და ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კი “დინამო არენაზე” შედგება, სადაც ქვეყნის ჩემპიონს მარადიული მეტოქე, ქუთაისის “ტორპედო” ესტუმრება. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ “დინამო” და “ტორპედო”, ამ გუნდების გულშემატკივრები შეხვედრისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან.

ამ ტრადიციული გუნდების ურთიერთშეხვედრები 58 მატჩს ითვლის. აქედან  29- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 101/56 თბილისელთა სასარგებლოდ არის.

 

ტურის ყველა მატჩი

უმაღლესი ლიგა. “დილამ” პირველი გაიმყარა, “დინამო” შეარცხვინეს

დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის მატჩები.

Fanebi.Com მათ ანგარიშებს შემოგთავაზებთ.

“დილა”(გორი) 5-2 “შუქურა”(ქობულეთი)

გოლი: გორელიშვილი ‘9; ’59, ერისთავი ’24; მოდებაძე ’39; 75 – ჩელებაძე ’41; თუხარელი ’61

“ვიტ-ჯორჯია”(თბილისი) 2:0 “სიონი”(ბოლნისი)

გოლი: ლობჟანიძე ’30; კახაბრიშვილი ’45

“ცხინვალი”(ცხინვალი) 4:1 “დინამო”(თბილისი)

გოლი: ივანიშვილი ’40; კაჭარავა ’60; მახარობლიძე ’87; ცაწკრიალაშვილი ’90 – ცინცაძე ’24

“კოლხეთი”(ფოთი) 3:0 “მეტალურგი”(რუსთავი)

გოლი: გურეშიძე ’29; გოგნაია ’65; გიგაური ’65

“ზუგდიდი”(ზუგდიდი) 1:1 “სამტრედია”(სამტრედია)

გოლი: ღონღაძე ’78(პ) – კაკუბავა ’67

უმაღლესი ლიგა: 25-ე ტურის პრევიუ

უმაღლესი ლიგის მორიგი ტური სტარტს პარასკევს აიღებს და შაბათს დასრულდება. ტრადიციულად, გთავაზობთ პრევიუს, რომელშიც გამორჩეულად საინტერესო მატჩებზე ვისაუბრებთ.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის რეპეტიცია შედგება. “ცხინვალი” და “დინამო თბილისი” პარასკეევს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში შეხვდებიან ერთმაენთს, სამშაბათს კი თასის ფინალისტის ვინაობას გამოავლენენ.

ცხინვალელებმა ბოლო დროს თამაშის ხარისხი და შედეგებიც აშკარად გამოასწორეს. მათი წარუმატებელი სერია სწორედ “დინამოსთან” პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ დასრულდა, რის შემდეგაც კაჭარავს შეგირდებმა ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს და “სამტრედიასთან” სხვაობა 1 ქულით შეამცირეს. წარმატებული უკანასკნელი პერიოდი არც “დინამოსთვის” ყოფილა. თბილისელებმა გასული ტურების შედეგებით ლიდერობა დაკარგეს, თუმცა გასულ ტურში “ვიტ ჯორჯიასთან” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, სადაც იმერულ დერბიში ერთმანეთს “ტორპედო” და “ჩიხურა” დაუპირისპირდებიან. ერთი შეხედთვით ცხრილის შუა ნაწილში მყოფი, უმოტივაციო გუნდების დაპირისპირებას არანაირი ინტრიგა არ ახლავს თან. თუმცა, გარდა იმისა, რომ მატჩი დერბის სტატუსს ატარებს, მის შედეგს სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმე იმაშია, რომ გამრჯვებულ გუნდს ევროთასების ზონაში მოსახვედრად ბრძოლის შანსი უჩნდება, დამარცხებული კი ამ შანსს ფაქტობრივად საბოლოოდ დაკარგავს.

უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გუნდების დაპირისპირება შედგება მცხეთაში, სადაც “ვიტ ჯორჯია” “სიონს” მიიღებს. მარცხის შემთხვევაში “ვეტერინარები” მთავარ ლიგაში ადგილის შენარჩუნების ისედაც საკმაოდ ბუნდოვან შანსს, კიდევ უფრო საეჭვოს გახდიან. “ვიტელთა” საქმეს ვერც გათამაშებიდან “ზესტაფონის” შესაძლო მოხსნა შველის. “სიონმა” კი გასულ ტურში “მერანის” დამარცხებით ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ზედიზედ მეორე გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო მდგომარეობასაც გამოისწორებს.

 

ტურის ყველა მატჩი

24.04 16:00 ზუგდიდი ზუგდიდი -:- სამტრედია სამტრედია დაწვრილებით
24.04 16:00 ტორპედო ტორპედო -:- ჩიხურა ჩიხურა დაწვრილებით
24.04 16:00 ცხინვალი ცხინვალი -:- დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით
24.04 16:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია -:- სიონი სიონი დაწვრილებით
24.04 16:00 დილა დილა -:- შუქურა შუქურა დაწვრილებით
24.04 16:00 კოლხეთი კოლხეთი -:- მეტალურგი მეტალურგი დაწვრილებით
24.04 16:00 მერანი მერანი -:- ზესტაფონი ზესტაფონი დაწვრილებით
26.04 16:00 დინამო ბათუმი დინამო ბათუმი -:- გურია გურია დაწვრილებით

„დინამომ“ „ვიტ ჯორჯიას“ უპრობლემოდ სძლია

საქართველოს უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და აუტსაიდერი უპრობლემოდ, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მე-14 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესულ პაპუნაშვილს ანგარიშით გახსნა არ გასჭირვებია – 1:0. ორ წუთში მაპსინძლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს, ამჯერად კიტეიშვილის დარტყმა „ვიტელთა“ კარს ასცდა. „დინამოელები“ შეტევას აგრძელებდნენ, რასაც შედეგი 42-ე წუთზე მოჰყვა, როდესაც თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე მათე ცინცაძემ გაზარდა. პირველი ნახევარი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მეორე 45 წუთში სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა – გოგიჩაიშვილის ფეხბურთელები შეტევებს აგრძელებდნენ, „ვიტელები“ კი მათ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. სტუმართა მხრიდან აღსანიშნავი ამ პერიოდში მხოლოდ 58-ე წუთზე ბადრი დემეტრაშვილის ჩაწოდებაა. 70-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა გიორგი პაპუნაშვილმა მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო და უძლიერესი დარტმით მეკარე ჯონი შერიოზია უშანსოდ დატოვა და დუბლიც შეასრულა – 3:0. დარჩენილ დროში ტემპი კიდევ უფრო დაეცა – ბურთს კვლავ „დინამო“ ფლობდა. 90-ე წუთზე ტაბატაძის სახიფათო დარტმული შეროზიამ კუთხურზე გაგზავნა.

საბოლოოდ 3:0 და ამ გამარჯვებით თბილისელებმა 47 ქულა დააგროვეს, რითაც ბათუმის „დინამოს“ ორი ქულით გაუსწრეს.

„დინამო“ – „ვიტ ჯორჯია“ 3:0

გოლები: პაპუნაშვილი 14′, 70′, ცინცაძე 42′

„დინამო“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ტაბატაძე 74′), თთაძე, ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ბუკორაცი 64′), ჭანტურიშვილი, ონვუ (ლობჟანიძე 67′)

„ვიტ ჯორჯია“: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (ლებანიძე 82′), გახატია, დემეტრაშვილი (კახაბრიშვილი 73′), საბაძე, ლოგჯანიძე (დადიანი 87′)

გაფრთხილებები: პაპუნაშვილი 70′ – კურდღელაშვილი 75′

უმაღლესი ლიგა. “დინამომ” დამაჯერებლად, “სამტრედიამ” კი მინიმალურად მოიგო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს 24-ე ტურის მატჩები.

Fanebi.Com კი წარმოგიდგენთ დასრულებული მატჩების ანგარიშებს და გატანილი გოლის ავტორებს.

“დინამო”(თბილისი) 3-0 “ვიტ-ჯორჯია”(თბილისი)

გოლი: პაპუნაშვილი ’14; ’73

“ჩიხურა”(საჩხერე) 1-3 “ცხინვალი”(ცხინვალი)

გოლი: ტროიანოვსკი ‘7 – ლიდერი ’26; კაჭარავა ’50; ’77

“გურია”(ლანჩხუთი) 1-3 “ტორპედო”(ქუთაისი)

გოლი: ისიანი ’74 – კირკიტაძე ‘1, ბაბუნაშვილი ’86; კვარაცხელია ;88

“სამტრედია”(სამტრედია) 2-1 “მეტალურგი”(რუსთავი)

გოლი: გეწაძე ‘4; დოლიძე ’10 – მიქაუტაძე ’32

“ზესტაფონი”(ზესტაფონი) ?-? “დილა”(გორი) გ ა დ ა ი დ ო!!!

უმაღლესი ლიგა: 24-ე ტური მოულოდნელი შედეგით დაიწყო

საქართველოს ჩემპიონატის 24-ე ტური სამი მატჩი დაიწყო. აუტსაიდერთა დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბოლნისის “სიონმა”, რომელმაც “მერანს” მინიმალურად სძლია. ქობულეთში, “შუქურა” ფოთის “კოლხეთს” დაუზავდა. მთავარი მოულოდნელობა კი ზუგდიდში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა გათამაშების ლიდერი, ბათუმის “დინამო” დაამარცხა.

ზუგდიდი 2-1 დინამო ბათუმი

გოლები: ლომია 43′ (1:0); ქავთარაძე 57′ (1:1); კუკავა 89′ (2:1);

სიონი 1-0 მერანი

გოლები: ლუის ალბერტო მედინა 33′ 

შუქურა 1-1 კოლხეთი

გოლები: ჟიშკარიანი 32′ (0:1); გურული 63′ (1:1); 

უმაღლესი ლიგა: 24-ე ტურის პრევიუ

სატურნირო ცხრილში და განსაკუთრებით მის ზედა ნაწილში დაძაბულობა პიკს აღწევს. ეს გასულ ტურშიც დამტკიცდა, როდესაც მოწინავე პოზიციებზე ყველაფერი რამდენიმე წუთში შეიცვალა და სეზონის დასკვნით ნაწილშიც პირველობისთვის ბრძოლა ძალიან გამძაფრდა.

თუმცა, საინტერესო დაპირისპირებები უმაღლესში დასარჩენადაც არის მოსალოდნელი. ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც ამ მხრივ, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს მიხეილ მესხზე შედგება, სადაც ბოლნისის “სიონი” მარტვილის “მერანს” მიიღებს. მარტვილელები მეორე წრეში პირველი ეტაპის მსგავსად ვეღარ ყოჩაღობენ. ლობასის გუნდმა მხოლოდ ერთელ, ლანჩხუთის “გურიასთან” მოიგო. თუმცა, გასულ ტურში “მერანმა” თბილისის “დინამოს” 2 ქულა აართვა და ლიდერობაც დააკარგვინა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ წარმატებას “მერანმა” ძირითადად მეკარის კარგი თამაშით მიაღწია.

კარგი ვითარება არც ბოლნისურ კლუბშია, რომელმაც მხოლოდ ორჯერ მოიგო წელს დანარჩენ შეხვედრებში კი ფაქტობრივად უშასოდ დამარცხდა. თუმცა, “სიონის” უპირატესობა შედარებით იოლი კალენდარია. დარჩენილ შეხვედრებში ლადო ბურდული გუნდი ლიდერებს აღარ ხვდებიან.

ჩემპიონატის ახალი ლიდერი, ბათუმის “დინამო” ზუგდიდში ადგილობრივ კლუბს გაეჯიბრება. მასპინძლები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის დადებით შედეგით დასრულებაც შეძლეს, თუმცა წყვილში აშკარა ფავორიტები ზღვისპირელები არიან, რომლებიც მეორე წრეში აშკარად გამოჩრეულები არიან.

ბათუმელებთან ერთად ლიდერობას გორის “დილაც” ინაწილებს, რომელიც უახლოეს მატჩს ზესტაფონში, ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ გამართავს. იმერლების მდგომარეობა კრიტიკული რომ არის ყველას მოეხსენება. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზესტაფონელებმა მეტოქეს რაიმე წინააღმდეგობა გაუწიონ. მიქაძის გუნდი გასულ ტურში ლანჩხუთში უშანსოდ დამარცხდა და დიდი ალბათობით “დილასთან” მატჩის ანალოგიურ სცენარს უნდა ველოდოთ.

ტური “დინამო არენაზე” გასამართი დერბით დასრულდება, სადაც “დინამო” “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს. წყვილში ცალსახა ფავორიტები მასპინძლები არიან, რადგან მიმდინარე სეზონში “ვეტერინარები” პირველ ლიგაში გავარდნის უმთავრესი კანიდატები არიან და ბოლო დროსაც წარუმატებლად ასპარეზობენ. “დინამო” კი გასულ ტურში დაკარგული ლიდერობის დასაბრუნებლად გაორმაგებული ენერგიით შეუტევს.

ტურის ყველა მატჩი

18.04 16:00 შუქურა შუქურა -:- კოლხეთი კოლხეთი დაწვრილებით
18.04 16:00 სიონი სიონი -:- მერანი მერანი დაწვრილებით
18.04 16:00 ზუგდიდი ზუგდიდი -:- დინამო ბათუმი დინამო ბათუმი დაწვრილებით
19.04 16:00 სამტრედია სამტრედია -:- მეტალურგი მეტალურგი დაწვრილებით
19.04 16:00 ჩიხურა ჩიხურა -:- ცხინვალი ცხინვალი დაწვრილებით
19.04 16:00 ზესტაფონი ზესტაფონი -:- დილა დილა დაწვრილებით
19.04 16:00 დინამო თბილისი დინამო თბილისი -:- ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია დაწვრილებით
19.04 16:00 გურია გურია -:- ტორპედო ტორპედო დაწვრილებით

ბათუმის “დინამო” გულშემატკივრების გარეშე არ დარჩა (ვიდეო)

ბათუმის “დინამოს” ფანებმა საყვარელ გუნდს დღეს ქობულეთის “ჩელე არენას” მიმდებარე ტერიტორიიდან დაუჭირეს მხარი.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ბათუმელები უახლოეს სამ შეხვედრას გულშემატკვრების გარეშე ჩაატარებენ.

ცარიელი ტრიბუნების ფონზე გასამართი პირველი მატჩი სწორედ “სამტრედიასთან” შეხვედრა იყო, რომელიც ბათუმელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ.