ძარიამ ვარჯიში დაიწყო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ირაკლი ძარია, რომელიც ამჟამად გორის „დილაში“ ირიცხება, მძიმე ტრავმის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა.

ნახევარმცველი ჯერჯერობით ინდიციდუალური პროგრამით ემზადება. გორელთა დამრიგებლის, უჩა სოსიაშვილის თქმით, ძარიას მოედანზე დაბრუნება ორ კვირაში იქნება შესაძლებელი.

გაცილებით რთულად არის „დილას“ კიდევ ერთი დაშავებული ფეხბურთელის, ირაკლი მოდებაძის საქმე, რომლის სარეაბილიტაციო კურსი გაიწელა და მისი გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ცხინვალმა“ „გურია“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა

საქართველოს უმაღლესი ლიგის 23-ე ტურის მატჩში „ცხინვალმა“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო სტადიონზე ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და დამაჯარებელი ანგარიშით 3:0 სძლია.

შეხვედრის პირველი ნახევარი ორმხვრივი შეტევებით გამოირჩა. მესამე წუთზე კობა შალამბერიძემ მეტოქის კარისკან შორიდან დაარტყა. მასპინძლებმა სტუმრებს მომენტალურად უპასუხეს – ერთ წუთში მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი მახარობლიძეს მიუვიდა, რომლის დარტყმულიც ლანჩხუთელთა კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. ცოტა ხანში „გურიის“ კარის მიმართულებით კაჭარავამაც დაარტყა, თუმცა მეკარისთვის ამ დარტმულის აღება პრობლემას არ წარმოადგენდა. „ცხინვალის“ თავდამსხმელი აქტიურობით მე-16 წუთზეც გამოირჩა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ლანჩხუთელთა საჯარიმოში შეიჭრა და პასი ივანიშვილს გაუკეთა, რომლის დარტმულიც კვლაც მეკარე გოგუაძემ მოიგერია. „გურიის“ მხრიდან აქტიური კობა შალამბერიძე იყო, რომელიც მუდმივად ფლანგიდან უტევდა. 38-ე წუთზე „ცხინვალს“ კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა – მახარობლიძე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი კაჭარავას გადასცა, რომელსაც გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა მოუმატეს და ბურთის ფლობითაც გამოირჩნენ. ასე, 66-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან ალექსი ბენაშვილი დაიძრა და რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, შეტევის ლოგიკურ დასრულებამდე მიყვანამდე კი სულ ცოტა დააკლდა – ბურთი მეტოქის კარს ასცდა. 72-ე წუთზე ცხინვალელთა კარის აღება საჯარიმოს გარეთ დარტყმით მოსიაშვილმა სცადა, თუმცა ისევ უშედეგოდ. როგორც აღმოჩნდა, ეს გამოუყენებელი მომენტი „გურიას“ ძვირად დაუჯდა – ერთ წუთში მიხეილ გოგუაძემ ივანიშვილის დარტყმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე კაჭარავამ ივარგა და ანგარიშიც გახსნა – 1:0. 80-ე წუთზე იმავე კაჭარავამ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს დუბლის შესრულება არ გაუჭირდა – 2:0. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მეორე გოლს აპროტესტებდნენ, რამეთუ ის მათ კარში საეჭვო მდგომარეობიდან გავიდა. კაჭარავამ მონაწილეობა მესამე გოლშიც მიიღო, როცა 86-ე წუთზე მეკარესა და მცველებს აჯობა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულ შინდაგორიძეს ცარიელ კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია.

საბოლოოდ, 3:0 და 36 ქულით „ცხინვალი“ სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა, ხოლო „გურია“ 32 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა.

„ცხინვალი“ – „გურია“ 3:0

გოლები: კაჭარავა 73′, 80′, შინდაგორიძე 86′

„ცხინვალი“: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, მახარობლიძე (მაისაშვილი 88′), ჯიშკარიანი, ივანიშვილი, თარხნიშვილი, ლექვთაძე (შინდაროგიძე 63′), ცერცვაძე, ქარდავა (იმედაშვილი 68′), კაჭარავა

„გურია“: გოგუაძე, ცინცაძე, მჭედლიშვილი, ჭეიშვილი, ბენაშვილი, კოშკაძე, შალამბერიძე, მოსიაშვილი (მათიაშვილი 81′), გაბრიჩიძე, კილაძე, წილოსანი (ისიანი 81′)

გაფრთხილებები: კაჭკაჭშვილი 38′ – შალამბერიძე 24′, გაბრიჩიძე 83′

საბრძოლო ფრე ქუთაისში

დღეს გაიმართა საქართველოს 23-ე ტურის მატჩები. ტური შედგა ქუთაისშიც, სადაც გივი კილაძის სახელობის “ცენტრალურ” სტადიონზე, ქუთაისის “ტორპედო” ზუგდიდის “ზუგდიდს” დაუზავდა.

შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი მე-16 წუთზე შეიქმნა. ლუკა გუგუჩიას მარცხენა ფლანგიდან მოწოდებულ კუთხურს მაჩაიძე გოდერძი გამოეხმაურა და დარტყმული ბექა შეყრილაძის კარს მცირე მანძილით ასცდა.

21-ე წუთზე, ბექა ტუღუშმა ჯარიმა მარჯვენა ფლანგიდან მოაწოდა, ზაზა ჭელიძემ თავით ბურთი გურამ ადამაძეს დაუტოვა, რომლის დარტყმულიც მეტოქიც კარს არცისე დიდი მანძილით აცდა.

მასპინძლები კვლავ უტევდნენ. 23-ე წუთზე, „ტორპედომ“ შექმნა სახიფათო მომენტი. ამჯერად, ოთარ კვერნაძემ დაარტყა, მაგრამ სხვების მსგავსად, მისი დარტყმულიც აცდა ბობღიაშვილის კარს, ამჯერად, დიდი მანძილით.

30-ე წუთზე, მირცხულავა ბაქარმა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი დაკარგა, გუგუჩიამ პასი კუტალიას გადასცდა, რომლის დარტყმულსაც ბექა შეყრილაძე ადვილად გაუმკლავდა.

37-ე წუთზე, გოგუაძეს მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებით, ბექა ტუღუშის დარტყმული მეტოქის კარს სანტიმეტრებით ასცდა. ამას კუთხური მოჰყვა, რომლის შემდეგაც, გურამ ადამაძეს გოლამდე მცირედი დააკლდა.

პირველი ტაიმის ბოლო შეტევა 40-ე წუთზე განხორციელდა. კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური მოაწოდა. გოლამდე მცირედი კვლავ იმერელთა კაპიტანს დააკლდა.

მეორე ტაიმის პირველი სახიფათო მომენტი 47-ე წუთზე შეიქმნა. ოთარ კვერნაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბობღიაშვილმა მისი დარტყმული კუთხურზე მოიგერია.

59-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან სტუმრებმა ბრყწინვალე შეტევა განახორციელეს, მაგრამ შეყრილაზე საიმედო იყო.

61-ე წუთზე, ქირია დავითმა კუტალიას კარგი პასი მისცა, რომლის დარტყმულიც რაიონისპირელთა კარს მცირე მანძილით აცდა.

74-ე წუთზე, სტუმართა საჯარიმოში არეულობა იყო, ამით ზაზა ჭელიძემ ისარგებლა და დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა, მან მაინც ვერ შეძლო იმერელთა დაწინაურება.

შეხვედრის ბოლო მომენტი81-ე წუთზე შეიქმნა. მასპინძლებმა ბრწყინვალე შეტევა განახორციელეს, თუმცა ზაზა ჭელიძემ ბურთს ფეხი ვერ მიარტყა, რის გამოც ანგარიში უცვლელი დარჩა.

“ტორპედო” 0:0 “ზუგდიდი”

„ტორპედო“: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, მამასახლისი(ჩიკვილაძე 84’), კირკიტაძე, იოსელიანი, ქიმაძე, ჭელიძე, კვერნაძე, გოგუაძე(ზივზივაძე ’66), ტუღუში(ბაბუნაშვილი 57’).

მთ.მწვრთნელი: გიორგი დარასელია

„ზუგდიდი“: ბობღიაშვილი, აკობია, ბაჭკორია, მაჩაიძე, რიგვავა, ქირია(კუკავა ’67), კობერიძე, გუგუჩია, წურწუმია(ენდელაძე 78’), კუტალია, ლომია(ფარჯიკია 89’).

მთ.მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გაფრთხილება: კვერნაძე ’34, იოსელიანი ’42, იოსელიანი’90+ – ქირია 27’, კობერიძე 60’

გაძევება: იოსელიანი ‘90+2(ორი ყვითელი)

თბილისის “დინამომ” ლიდერობა დაკარგა

11 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 23-ე ტურის მატჩები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ თბილისის “დინამომ” სტუმრად მარტვილის “მერანის” დამარცხება ვერ მოახერხა, რითაც გორის “დილამ” და ბათუმის “დინამომ” ისარგებლეს და ახლა ეს ორი კლუბი ცხრილში პირველ და მეორე პოზიციას ინაწილებენ.

მარტვილის “მერანი” 1-1 თბილისის “დინამო”
გოლები: ლომაშვილი 19′ – პაპუნაშვილი 15′

“ცხინვალი” 3-0 “გურია”
გოლები: კაჭარავა 73′, 75′, შინდაგორიძე 86′

ბათუმის “დინამო” 1-0 “სამტრედია”
გოლი: კაკუბავა (ს.კ) 33′

“კოლხეთი” 4-0 “ზესტაფონი”
გოლები: შენგელია 39′, 76′, ჟიშკარიანი 62′, ამბროლაძე 86′

“ტორპედო” 0-0 “ზუგდიდი”

“ვიტ ჯორჯია” 1-2 “ჩიხურა”
გოლები: ჩიტიშვილი 45′ – განუგრავა 57′, ტროიანოვსკი 86′

“მეტალურგი” 1-3 “შუქურა”
გოლები: ბარაბაძე 79′ – გურული 45′, ჩელებაძე 53′, მალანია 59′

“დილა” 1-0 “სიონი
გოლი: ერისთავი 72′

Fanebi.com უმაღლესი ლიგის ტურს სამი ქალაქიდან გააშუქებს

დღეს, უმაღლესი ლიგის 23-ე ტურის შეხვედრები გაიმართება და Fanebi.com ტრადიციულად ქვეყნის მთავარ საფეხბურთო ტურნირს მაქსიმალურად გააშუქებს.

ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სამ ქალაქში გასამართ შეხვედრებს დაესწრებიან და გულშემატკივრებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგი მატჩებიდან: “დილა” – “სიონი” ; “ტორპედო” – “ზუგდიდი” და “ცხინვალი” – “გურია”

საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც წელს საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს გადამწყვეტ ფაზაში შედის და ჩვენც მიმდინარე მოვლენებს ამომწურავად და რაც მთავარია ყველაზე ოპერატიულად გავაშუქებთ.

უმაღლესი ლიგა: 23-ე ტურის პრევიუ

საქართველოს ჩემპიონატი უმაღესი ლიგა ფინიშის სწორს უახლოვდება. სატურნირო ცხრილში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით ყოველ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და გამონაკლისი არც დღეს გასამართი შეხვედრებია.

გათამაშების ლიდერი მარტვილს ესტუმრება, სადაც ძალებს ადგილობრივ “მერანთან” მოსინჯავს და მორიგი გამარჯვების მოპოვება შეეცდება. ტრადიციულად, ეს გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან, თუმცა მარტვილში თბილისელთა სტუმრობა, როგორც წესი, მათი იოლი გამარჯვებით არ მთავრდებოდა. საერთო ჯამში ეს გუნდები ერთმანეთს  სულ 9-ჯერ შეხვედრიან. თბილისელებმა 9 თამაშიდან 6 მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა, ერთხელ კი მარტვილელებმა იმარჯვეს.

სფფ- სანქციებით დაზარალებული ბათუმის “დინამო” ქობულეთში “სამტრედიას” მაყურებლების გარეშე დაუხვდება. შეგახსენებთ, რომ “ტორპედოსთან” გამართულ შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის გამო ზღვისპირელები საკმაოდ მკაცრად დაისაჯნენ და უახლოეს მატჩებს ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაატარებენ. არადა, გულშემატკივართა მხარდაჭერა მოახლოებულ შეხვედრებში “დინამოელებს” ძალიან სჭირდებათ.

გასულ ტურში შეწყვეტილი მოგებათა სერიის შემდეგ ბათუმელები საუკეთესო განწყობაზე არ იქნებიან, ამიტომ გამარჯვების მოპოვება მათთვის ორმაგადაა საჭირო. მართალია, “სამტრედიამ” უკანასკნელი ორი მატჩი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ სათასო ბატალიები გათვალისწინებით ზამთარაძის გუნდი შეხვედრას უფრო დაღლილი ხვდება.

ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ბოლნისის “სიონს” მიიღებს. მიუხედავად დიდი გეგმებისა ბოლნისელები გასავარდნი ზონიდან ამოვლას ვერ ახერხებენ და ქულები მოპოვებასაც იშვიათად ახერხებენ. “დილა” კი ლიდერთა მიერ აღებულ ტემპს მშვენივრად უწყობს ფეხს და მეტქოეებსაც ტოლსწორად ებრძვის, რაც მათი რესურსებიდან გამომდინარე გასაკვირი სულაც არ არის. უკანასკნელად “სიონმა” გორული კლუბი დამარცხება 2013 წელს შეძლო, რის შემდეგ გამართული სამივე მატჩი “დილამ” დიდი ანგარიშით მოიგო.

 

ტურის ყველა მატჩი

11.03 16:00 ტორპედო ტორპედო -:- ზუგდიდი ზუგდიდი დაწვრილებით
11.04 16:00 დინამო ბათუმი დინამო ბათუმი -:- სამტრედია სამტრედია დაწვრილებით
11.04 16:00 ცხინვალი ცხინვალი -:- გურია გურია დაწვრილებით
11.04 16:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია -:- ჩიხურა ჩიხურა დაწვრილებით
11.04 16:00 მერანი მერანი -:- დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით
11.04 16:00 დილა დილა -:- სიონი სიონი დაწვრილებით
11.04 16:00 კოლხეთი კოლხეთი -:- ზესტაფონი ზესტაფონი დაწვრილებით
11.04 16:00 მეტალურგი მეტალურგი -:- შუქურა შუქურა დაწვრილებით

“გურიამ” “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა

უმაღლესი ლიგის 22-ე ტურში ლანჩხუთის “გურიამ” “ვიტ ჯორჯია” მიიღო და მორიგი საშინაო გამარჯვება იზეიმა.

გურულებმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს და საკუთარ კარშ მხოლოდ ერთი მიიღეს. მასპინძელთა შემადგენლობაში თავი წილოსანმა და შალამბერიძემ გამოიჩინეს, თორნიკე მოსიაშვილმა კი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ეს მე-7 შეხვედრაში გატანილი მეოთხე გოლია. “ვიტ ჯორჯიას” შემადგენლობაში გოლი გოლის ავტორი კურდღელაშვილი გახდა.

“გურია”(ლანჩხუთი) 4:1 “ვიტ-ჯორჯია”(თბილისი)

გოლი: წილოსანი ’15, მოსიაშვილი ’18; ’40, შალამბერიძე ’81 – კურდღელაშვილი ’22

ბათუმის “დინამომ” ლიდერობა დათმო

ქობულეთის ჩელე არენაზე უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორეპდოს“ უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს და ბათუმელებს 2015 წლის პირველი მარცხი აგემეს.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე პირველი მომენტიც შექმნეს, თუმცა ბერიაშვილის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. ზუსტად 3 წუთში კი „დინამოს“ მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მაღალ ნახტომში ტატანაშვილი შესწვდა და ჩვეულ სტილში, თავით გადაგზავნა მეტოქის კარში – 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ „ტორპედომ“ მოუმატა და უპირატესობასაც დაეუფლა, თუმცა ბათუმელები გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. მე-20 წუთზე გატანის შანსი კვლავ ტატანაშვილს მიეცა, რომლის თავური ამჯერად მიზანს ასცდა. 34-ზე ბერიაშვილის პასით კარგ პოზიციაში ქავთარაძე აღმოჩნდა, თუმცა მისი მცდელობაც არაზუსტი გამოდგა.

უშანსოდ არც ქუთაისელები ყოფილან. მარცხენა ფლანგიდან კვერნაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ქუთაისელ შემტევებს მცველებმა დაასწრეს, ტუღუშის დარტყმა კი ალავიძემ მოიგერია.

თამაშის სცენარი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. გუნდები საგოლე მომენტების გარეშე თამაშობდნენ, რაც 65-ე წუთამდე გაგრძელდა. დიასამიძის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ბურთი ბერიაშვილმა მიიღო, რომელმაც შონიას დაუგორა. ბათუმელთა ნახევარმველის ძლიერი დარტყმა „ტორპედოს“ მცველისგან კუთხურზე გადავიდა. მასპინძლებმა სტანდარტი უხეიროდ მოაწოდეს და მეტქოეს სწრაფი კნტრშეტევის განხორციელების საშუალება მისცეს, რომელიც კირკიტაძის დარტყმით დასრულდა. ამ ეპიზოდში „დინამოს“ მეკარემ, ალავიძემ იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე მოიგერია, თუმცა სტანდარტის შემდეგ საქართველოს ნაკრების კიპერმა კარის მშრალად შენახვა ვეღარ შეძლო. საჯარიმოში არეულობით ადამაძემ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. 74-ე წუთზე „ტორპედომ“ დაწინაურებაც მოახერხა. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა კირკიტაძემ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:2.

გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმელები შეტევაში წავიდნენ და ბოლო წუთებზე კიდევ ერთი გოლი გაუშვეს 83-ე წუთზე ალავიძემ ერთი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კვერნაძეს ვეღარ აჯობა, რომელმაც საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მართალია, „დინამომ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შონიას ლამაზი გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება ბათუმელებმა ვეღარ შეძლეს და სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია თბილისის “დინამოს” დაუთმეს.

 

დინამო ბათუმი 2-3 ტორპედო

გოლები: ტატანაშვილი 8′ (1:0); ადამაძე 66′ (1:1); კირკიტაძე 74′ (1:2); კვერნაძე 83′ (1:3); შონია 90′ (2:3)

დინამო ბათუმი: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მახარაძე, შონია, ვარშანიძე (მუჯირი 77′), დიასამიძე (აბუსელიძე 83′), ქავთარაძე (მაკარიანი 49′) ტატანაშვილი, ბერიაშვილი.  

ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, ტუღუში (გოგუაძე 46′), კლიმიაშვილი, კირკიტაძე, ქიმაძე, ჭელიძე, მამასახლისი (ბაბუნაშვილი 67′), იოსელიანი, კვერნაძე (ქებაძე 84′).

„დინამო“ „დილას“ დაპირისპირება შედეგიანი ფრით დასრულდა

საქართველოს უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა.

შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო, რაც ანგარიშზეც აისახა. მე-7 წუთთზე „დინამოელებმა“ კარში დარტყმა სცადეს – შორიდან ბუკორაცმა დაარტყა, თუმცა ბურთი სტუმართა კარს დიდი მანძილით ასცდა. მატჩის მე-11 წუთზე, სლავკო მარიჩის ჩაწოდების შემდეგ, გიორგი გველესიანმა ბურთი საკუთარ კარში თავით ჩაჭრა – 0:1. მე-19 წუთზე მასპინძლებმა მეტოქის კარს მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს – ჯაბა ჯიღაურის პასით, ვახტანგ ჭანტურიშვილმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
28-ე წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი კარისკენ ალან ბაგაევმა გადაგზავნა, თუმცა ლიბორ ჰრდლიჩკა დარტყმულს ადგილზე დახვდა. 32-ე წუთზე, ლაშა თოთაძის ჩაწოდებას გიორგი ჩირგაძე გამოეხმაურა, მაგრამ მისი დარტყმული სომხიშვილის კარს მცირე მანძილით აცდა. ოთხ წუთში, დავით ხურცილავას პასის შემდეგ, მიხეილ გორელიშვილის დარტყმული „დინამოს“ კარს მცირე მანძილით ასცდა.

მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი 66-ე წუთზე შეიქმნა, მათე ცინცაძეს სტანდარტული დარტყმის შემდეგ, გორელები მეკარე სომხიშვილმა იხსნა.69-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ვახტანგ ჭანტურიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავზე გადაგდებით, დედაქალაქელები წინ დააწინაურა – 2:1. 81-ე წუთზე, სლავკო მარიჩის სტანდარტულის შემდეგ ბურთი ალან ბაგაევს მიუვიდა, მისი პასით კი გიორგი ერისთავმა წონასწორობა აღადგინა.

„დინამო“ – „დილა“ 2:2

გოლები:, ჭანტურიშვილი 19′, 69′ – გველესიანი 11′ (ავტოგოლი), ერისთავი 81′

„დინამო“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე, ცინცაძე, ბუკორაცი(პარუნაშვილი 62’), ჯიღაური(კიტეიშვილი ’56), პაპუნაშვილი(შერგელაშვილი 87’), ჭანტურიშვილი, ჩირგაძე.
მთ.მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

„დილა“: სომხიშვილი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, მარიჩი, ფალავანდიშვილი, სეთურიძე(ერისთავი 77’), გვალია, წიქარიძე(ახალკაცი 70’), გორელიშვილი(კვეკვესკირი 87’), მოდებაძე.
მთ.მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

უმაღლესი ლიგა. “სამტრედიამ” შუქურა გაანადგურა, უხვგოლიანი მატჩი ბათუმში

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩები.

Fanebi.com მათ ანგარიშებს შემოგთავაზებთ.

“ზუგდიდი”(ზუგდიდი) 3:2 “ცხინვალი”(ცხინვალი)

გოლი: ლოია ‘8; ’57, რიგვავა ’86 – მახარობლიძე ’73; ’79

“დინამო”(ბათუმი) 2:3 “ტორპედო”(ქუთაისი)

გოლი: ტატანაშვილი ‘8; შონია ’88 – ადამაძე ’57; კირკიტაძე ’80, კვერნაძე ’84

“ჩიხურა”(საჩხერე) 2:0 “მერანი”(მარტვილი)

გოლი: ივანიშვილი ‘9, დეკანოიძე ’70

“გურია”(ლანჩხუთი) 4:1 “ვიტ-ჯორჯია”(თბილისი)

გოლი: წილოსანი ’15, მოსიაშვილი ’18; ’40, შალამბერიძე ’81 – კურდღელაშვილი ’22

“ზესტაფონი”(ზესტაფონი) 2:0 “მეტალურგი”(რუსთავი)

გოლი: ჯერემია’46; ’56

“სამტრედია”(სამტრედია) 4:1 “შუქურა”(ქობულეთი)

გოლი: გორგიაშვილი ‘4; იაშვილი ’57; დოლიძე ’77; კაპანაძე ’87 – მარტინსი ’56

“სიონი”(ბოლნისი) 1:2 “კოლხეთი”(ფოთი)

გოლი:მედინა ’64 – შენგელია ’14; თევაძე ’45

უმაღლესი ლიგა: 22-ე ტურის პრევიუ

სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართულ სტადიონებზე უმაღლესი ლიგა საინტერესო 22-ე ტურით ბრუნდება, რომელიც დღეს სრულად შედგება.

რამდენიმე საინტერესო შეხვედრიდან ყველაზე გამორჩეული რა თქმა უნდა დინამო არენაზე და ქობულეთში ჩასატარებელი შეხვედრებია.

თბილისში ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამო თბილისი” და გორის “დილა” წარსდგებიან. ლიდერთა სამეულში მდგომარეობა განსაკუთრებით უკანასკნელი ტურის შემდეგ დაიძაბა და ხვალ გასამართი მატჩების შემდეგ არავინ იცის მდგომარეობა როგორ შეიცვლება. უკანასკნელ პერიოდში “დინამოსა” და “დილას” შეხვედრები ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევა და დიდი შედეგიანობა ამ წყვილში იშვიათობად იქცა. გამონაკლისი ალბათ არც დღევანდელი მატჩი იქნება, რომელსაც გუნდები სიფრთხილით მოეკიდებიან.

თბილისში გასამართი დაპირისპირების შედეგზეა დამოკიდებული ბათუმის “დინამო”, რომელიც “ჩელე არენაზე” ქუთაისის “ტორპედოს” მიიღებს. მეორე წრის საუკეთესო და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი მოგებათა სერიის გაგრძელებას “ტორპედოსთან” შეეცდება, რომელიც ბოლო დროს გამოცოცხლდა და ქულების მოპოვება დაიწყო. შეხვედრის შედეგს როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. “დინამოს” თეორიულად ერთპიროვნული ლიდერობის შანსი უჩნდება, ხოლო “ტორეპდო” ხუთეულს მიუახლოვდება, საიდანაც ევროზონამდე ერთი ნაბიჯია.

ტურის ყველა მატჩი

03.04 16:00 სამტრედია სამტრედია -:- შუქურა შუქურა დაწვრილებით
03.04 16:00 ზესტაფონი ზესტაფონი -:- მეტალურგი მეტალურგი დაწვრილებით
03.04 16:00 სიონი სიონი -:- კოლხეთი კოლხეთი დაწვრილებით
03.04 16:00 დინამო თბილისი დინამო თბილისი -:- დილა დილა დაწვრილებით
03.04 16:00 ჩიხურა ჩიხურა -:- მერანი მერანი დაწვრილებით
03.04 16:00 გურია გურია -:- ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია დაწვრილებით
03.04 16:00 დინამო ბათუმი დინამო ბათუმი -:- ტორპედო ტორპედო დაწვრილებით
03.04 16:00 ზუგდიდი ზუგდიდი -:- ცხინვალი ცხინვალი დაწვრილებით

 

უმაღლესი ლიგა სანაკრებო პაუზაზე გავიდა

დღეს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღესი ლიგის გათამაშებაში 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. საინტერესო მატჩებისა და მოულოდნელ შედეგების შედეგად სანაკრებო პაუზაზე უმაღლესი ლიგა ახალი ლიდერით გავიდა. ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” ქულებით გაუთანაბრდა და სატურნირო ცხრილის პირველი საფეხურიც მოიპოვა.

ცხინვალი 0-1 დინამო ბათუმი

გოლი: ქორიძე 43′

ვიტ ჯორჯია 2-0 ზუგდიდი

გოლები: ლობჯანიძე 17′ ; კურდღელაშვილი 43′

კოლხეთი 0-0 დინამო თბილისი

მერანი 1-0 გურია

გოლი: გეგეჭკორი 66′

შუქურა 3-1 ზესტაფონი

გოლები: თუხარელი 61′ ; ჩელებაძე 70′ ; პუკანიჩი 72′ (3:0); გაგოშიძე 87′ (3:1)

დილა 2-1 ჩიხურა

გოლები: მოდებაძე 8′ ; მოდებაძე 72′ (2:0); დეკანოიძე 84′ (2:1)

ტორპედო 3-1 სამტრედია

გოლები: კვერნაძე 41′ (1:0); ქიმაძე 57′ (ს.კ. 1:1); კლიმიაშვილი 59′ (2:1); ტუღუში 76′ (3:1)

მეტალურგი 2-1 სიონი

გოლები: ნოზაძე 27′ (1:0); სიჭინავა 72′ (1:1); უგულავა 87′