Fanebi.com საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს გაგაცნობთ.
ცნობილი გერმანული ვებგვერდის, Transfermarkt-ის ცნობით საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ყველაზე ძვირადღიებული გუნდი “სამტრედიაა”, რომლის ყველა ფეხბურთელის ჯამური ფასი 4.95 მილიონი ევროა. მეორე ადგილზე 4.73 მილიონით გორის “დილაა”, ხოლო გუნდი, რომელიც ბოლო წლებში ამ მაჩვენებლით აშკარა ლიდერი იყო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა. საუბარი “დინამო თბილისზეა”, რომლის საერთო სატრანსფერო ფასი 3.2 მილიონია. ლოგიკურია, რომ ლიგის ყველაზე ძვირადღიებული მოთამაშეების უმეტესობაც სწორედ ამ სამ გუნდს წარმოადგენს, თუმცა არის გამონაკლისი შემთხევებიც.
ირაკლი მოდებაძე – “დილა” – 350 ათასი ევრო
გამოცდილ ფორვარდს ზურგს უკრაინულ პრემიერლიგაში გატარებული წლები უმაგრებს. საქართველოში დაბრუნების შედმეგ კი მას “დინამოში” და “დილაში” უთამაშია, თუმცა განსაკუთრებული წარმატების ის სწორედ გორულ კლუბს მოერგო.
გიორგი გურული – “შუქურა” – 350 ათასი ევრო
26 წლის მცველს საქართველოს ჩემპიონატში საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. ქუთაისის “ტორპედოში” სტაბილურად ჩატარებული სამი სეზონის შემდეგ, გურულმა გასულ სეზონში “დილასა” და “ზესტაფონში” ითამაშა. მიმდინარე სეზონის სტარტზე კი პირველი ლიგიდან გადმოსულ “შუქურას” მიაშურა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
სტეფან ბუკორაცი – “დინამო” – 350 ათასი ევრო
“დინამო ” სერბი ახალწვეულისთვის თბილისური კლუბი პირველი უცხოური გუნდია. აქამდე ის 4 სეზონის განმავლობაში მშობლიური “დონჟი სრემის” ღირსებას იცავდა.
გიორგი კუხიანიძე – “შუქურა” – 350 ათასი ევრო
ქობულეთური კლუბის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომლის ფასი ასევე 350 ათსს შეადგენს – გიორგი კუხიანიძეა. ახალგაზრდა და პერსპექიულ მოთამაშეზე მშობლიურ ქუთაისში დიდ იმედებს ამყარებდნენ. “ტორპედოში” კუხიანიძემ 3 სეზონი გაატარა, გარკვეული პერიოდი “ზესტაფონის” ღირსებაც დაიცვა და გურულის მსგავსად მიმდინარე სეზონის დასაწყისში “შუქურაში” აღმოჩნდა, სადაც ერთი თამაშიც კი არ გამოუტოვებია.
მერაბ გიგაური – “კოლხეთი” – 350 ათასი ევრო
“ტორპედოს” კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, 21 წლის მერაბ გიგაურს ფოთის “კოლხეთის” გარდა, სადაც ამჟამად ასპარეზობს, კიდევ ოთხ კლუბში უასპარეზია. მათ შორის პოლონური “იაგელონიაც” იყო.
ლაშა გვალია – “დილა” – 400 ათასი ევრო
23 წლის გვალიამ კარიერა ფოთის “კოლხეთში” დაიწყო. უასპარეზია “ზესტაფონში” და რუსულ “ურალშიც” ირიცხებოდა. თუმცა, ყველაზე ნაყოფიერი მისთვის გორის “დილაში” თამაში აღმოჩნდა, სადაც მიმდინარე სეზონის გარდა 2012/13 წლების სეზონშიც ირიცხებოდა.
ნიკა საბანაძე – “ტორპედო” – 400 ათასი ევრო
უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შედეგიანი თავდამსხმელი. “ტორპედოს” გარდა მას მცირე ხნით “ზესტაფონის” და “დინამოს” შემადგენლობაშიც უთამაშია, სადაც გოლების გატანა არ შეუწყევტია.
დავით ხურცილავა – “დილა” – 400 ათასი ევრო
გამოცდილი მარჯვენა მცველი წლების განმავლობაში “ვიტ ჯორჯიას” ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ის “დინამოს” ძირითადის წევრი იყო, თუმცა კლუბში დაწყებულ რეორგანიზაციას შეეწირა და კარიერას “დილაში” აგრძელებს. გორულ კლუბში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ის ფაქტობრივად უალტერნატივოა.
გულვერედ თომაშვილი – “სამტრედია” – 400 ათასი ევრო
უმაღლეს ლიგაში თომაშვილს დებიუტი საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში ჰქოდნა. “დინამოში” გატარებული წლების შემდეგ ორი სეზონი მცევლმა “დილაში” გაატარა, სადაც ძირითადის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. მიმდინარე სეზონი მან “სამტრედიაში” დაიწყო, თუცმა ტრავმის გამო მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ზურა ხიზანიშვილი – “სამტრედია” – 400 ათასი ევრო
საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ყველაზე ძვირადღიებულებშიც ირიცხება. საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ევროპული კარიერის შემდეგ სამშობლოს თბილისის “დინამოს” რიგებში დაუბრუნდა. ხიზანას კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მეორე ეტაპზე გულშემტაკივრებმა ის “სამტრედიას” რიგებში იხილეს, სადაც მან რამდენიმე დღის წინ უმაღლეს ლიგაში 15 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიტანა.
თორნიკე გორგიაშვილი – “სამტრედია” – 425 ათასი
კიდევ ერთი “სამტრედიელი” თორნიკე გორგიაშვილია. 26 წლის ფეხბურთელი წლების განმავლობაში “ზესტაფონში” თამაშობდა, მცირე ხანს “დინამოშიც” იყო, მიმდინარე სეზონში კი სამტრედიული კლუბის ძირითადის წევრია.
დავით კვირკველია – “სამტრედია” – 450 ათასი
რუსეთში, საბერძნეთში და კვიპროსზე გატარებული წლების შედმეგ საქართველოში დაბრუნებულმა დავით კვირკველიამ უკანასკნელ სამ სეზონში სამი გუნდი გამოიცვალა. ჯერ “დილა”, შემდეგ “დინამო” ახლა კი “სამტრედია”, სადაც გამოცდილი მარცხენა მცველი კაპიტნის სამკლავურს ატარებს.
ირაკლი ძარია – “დილა” – 500 ათასი ევრო
უმაღლეს ლიგაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ირაკლი ძარიაა. “დინამოდან” “დილაში” გადასული ფეხბურთელი ახალ გუნდს ჯერჯერობით ტრავმის გამო ვერ ეხმარება, თუმცა მისი შესაძლებლობები ქართველმა გულშემატკივრებმა კარგად იციან.
ლიბორ ჰრდლიჩკა – “დინამო” – 500 ათასი ევრო
თბილისის “დინამოს” ახალი მეკარე სლოვაკი ლიბორ ჰრდლიჩკა, რომელიც საქართველოს ჩემპიონში ზაპოროჟიეს “მეტალურგიდან” გადავიდა. 29 წლის კიპერი განსაკუთრებული დამაჯერებლობით ვერ გამოირჩევა, თუმცა მას ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს.
მანუელ ონვუ – “დინამო” – 500 ათასი ევრო
ესპანეილი ფოვარდი “დინამომ” პამპლონის “ოსასუნადან” გადაიბირა. შემტევი საკმაოდ ბევრ საგოლე მომენტს აფუჭებს, თუმცა მის ანგარიშზე სამ შეხვედრაში სამი გატანილი გოლია, რაც ჯერჯერობით ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.
ომარ მიგინეიშვილი – “დილა” – 600 ათასი ევრო
გორის “დილას” 30 წლის მეკარე უმაღლეს ლიგაში უკვე წლებია დამაჯერებლად თამაშობს. გამოცდილ კარის დარაჯს ეროვნულ ნაკრებშიც ფაქტობრივად რეგულარულად იძახებენ, თუმცა ქვეყნის მთავარ გუნდში მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა.
გიორგი ილურიძე – “ზესტაფონი” – 600 ათასი ევრო
განახლებული “ზესტაფონი” ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე და კაპიტანი. 23 წლის შემტევს იმერული გუნდის გარდა გორის “დილაში”, სპლიტის “ჰაიდუკში” და მახაჩკალის “ანჟიშიც” უთამაშია.