“სიონმა” “დინამოს” ლიდერობა დაათმობინა

უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონმა” “მიხეილ მესხზე” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. პირველივე წუთებიდან ბოლნისელებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს და მეორე ნომრად არჩიეს თამაში.

პირველი მომენტი ნომინალურმა მასპინძლებმა მე-9 წუთზე შექმნეს, თუმცა სიჭინავამ ბურთის დამორჩილება ვერ შეძლო და ხელსაყრელი შანსი გაუშვა ხელიდან. “დინამომ” მეტოქეს მე-17 წუთზე შერგელაშვილის დარტყმით უპასეხა, რომელიც მერლანმა უპრობლემოდ მოიგერია.

23-ე წუთზე უკვე ბუკორაცს შეეძლო გატანა, მაგრამ სერბმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთი კარში ვერ გადაგზავნა. 35-ზე კი ანგარიში გაიხსნა. მათე ცინცაცემ დაახლოებით 40 მეტრიდან დალაშქრა მეტოქის კარი – მერლანის პოზიციური შეცდომა აშკარა იყო.

გაშვებული გოლი შემდეგ ბოლნისელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს ორი მომენტიც შექმნეს. პირველ შემთხვევაში ჰრდლიჩკა გაფრინდაშვილის დარტყმას გაუმკალვდა, თუმცა ლუის ალბერტო ვიეირას ვეღარ აჯობა და ტაიმიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი ბოლნისელთა გოლით დაიწყო. თბილისელების საჯარიმოსთან მახლობლად დანიშნული საჯარიმო დარტყმა სიჭინავამ შეასრულა. ბოლნისელთა 10 ნომრის ჩაწოდებას მეკარის ბაქანთან დაჩი ცნობილაძე გამოეხმაურა და ბურთი თავით კარში ზუსტად გადაგზავნა – 2:1.

გაშვებული გოლის შემდეგ შეხვედრა დინამოს დიდი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ სტუმრები საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ. მეტნაკლებად სახიფათო მხოლოდ ორი ეპიზოდი იყო. 78 წუთზე ჭანტურიშვილმა შორი დისტანციიდან დაარტყა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად. ბოლოს კი კიტეიშვილის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ჩირგაძემ ვერ გამოიყენა კარგი შესაძლებლობა. ამრიგად, “სიონმა” მეორე წრის პირველი გამარჯება მოიპოვა და “დინამოს” ლიდერობა დაათმობინა.

სამწუხაროდ, მატჩის შემდეგ ტრიბუნებს გარეთ გულშემატკივრებს შორის მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

sioni - dinamo სიონი - დინამო

სიონი 2-1 დინამო თბილისი

გოლები: ცინცაძე 35′ (0:1); ლუის ალბერტო ვიეირა 45′ (1:1), ცნობილაძე 49′(2:1)

“სიონი”: მერლინი, გურეშიძე, ფოფხაძე, ცნობილაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (გოგობერიშვილი 67′), სიჭინავა (ქებურია 62′), უგულავა (ლობჟანიძე 72′), ვიეირა მედინა.

“დინამო”: ჰრდლიჩკა, ტაბატაძე, ჭანტურია, რენე ფერეირა, შერგელაშვილი, ბუკორაცი (კიტეიშვილი 56′), ცინცაძე, ჯიღაური (ჩირგაძე 63′), ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი (ჯანელიძე 78′), ონვუ.

სიონი-დინამო_9676966 ლაშა პარუნაშვილი_678953 ლადო ბურდული_97557 ზვიად ლობჯანიძე_97943 ვაჟა ტაბატაძე_97755 სიონი-დინამო_9676969087 სიონი-დინამო_967699797 სიონი-დინამო_9676960787

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტო

ტური ზღვისპირელთა გამარჯვებებით დაიწყო

დღეს, ლანჩხუთსა და ქობულეთში ჩატარებული მატჩებით სტარტი უმაღლესი ლიგის მე-17 ტურმა აიღო.

“ევფგრაფი შევარდნაძეზე” ფოთის “კოლხეთმა” ბათუმის “დინამო” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დიმიტრი ტატანაშვილმა პენალტით გასხნა. მატჩის 70-ე წუთზე კი ანალოგიური ხერხით გოლი ბერიაშვილმაც გაიტანა.

ქობულეთში ადგილობრივმა “შუქურამ” ლანჩხუთის “გურიას” ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მშღალი პირველი ტაიმის შემდეგ ქობულეთელები 65-ე წუთზე ლაშა ჩაფიძემ დააწინაურა, რომელიც ზუსტად 7 წუთში ასისტენსტის როლში მოგვევლინა და უკრაინელ ანდრეი პუკანიჩს გაატანინა სადებიუტო გოლი უმაღლეს ლიგაში.

ტური ხვალ ჩასატარებელი შეხვედრებით დასრულდება, რომელთა შესახებაც ჩვენი პრევიუდან შეიტყობთ. 

უმაღლეესი ლიგა: მე-17 ტურის პრევიუ

დღეს, უმაღლესი ლიგის მორიგი ტური აიღებს სტარტს. პირველი დღის შეხვედრებს ლანჩხუთი და ქობულეთი უმასპინძლებენ. “ევგრაფი შევარდნაძეზე” ერთმანეთს “კოლხეთი” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდებიან, “ჩელე არენაზე” კი “შუქურას” “გურია” ესტუმრება.

ხვალინდელი მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს გორში და მესხზე გასამართი მატჩები იწყებს. “დილა” საკუთარ მოედანზე “ტორპედოს” უმასპინძლებს. ორივე გუნდი საკამოდ გაძლიერდა, თუმცა გორელებისგან განსხვავებით ქუთაისელებს სეზონის განახლებიდან ჩატარებულ ორ შეხვედრაში ჯერ არ მოუგიათ.

ცენტრალურ დაპირისპირებად მიხეილ მესხზე გასამართი ბოლნისის “სიონის” და თბილისის “დინამოს” მატჩია მონათლული. ბოლნისელებმა ჩაგდებული პირველი წრის შემდეგ ნაყოფიერი შეკრება ჩაატარეს, შემადგენლობაც გააძლიერეს, მაგრამ განახლებული ჩემპიონატის პირველივე ტურში “ჩიხურასთან” დამარცხდნენ. “დინამოს” კი სეზონის განახლებიდან უშუალო კონკურენტებთან, “დილასთან” და “სამტრედიასთან” მოუწია თამაში, რაც საბოლოოდ თბილისელებისთვის კარგი შედეგებით დასრულდა.

ტურის ყველა მატჩი

28.02 14:00 კოლხეთი კოლხეთი -:- დინამო ბათუმი დინამო ბათუმი დაწვრილებით
28.02 14:00 შუქურა შუქურა -:- გურია გურია დაწვრილებით
01.03 15:00 ზესტაფონი ზესტაფონი -:- ჩიხურა ჩიხურა დაწვრილებით
01.03 15:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია -:- სამტრედია სამტრედია დაწვრილებით
01.03 15:00 მერანი მერანი -:- ცხინვალი ცხინვალი დაწვრილებით
01.03 15:00 დილა დილა -:- ტორპედო ტორპედო დაწვრილებით
01.03 15:00 მეტალურგი მეტალურგი -:- ზუგდიდი ზუგდიდი დაწვრილებით
01.03 15:00 სიონი სიონი -:- დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით

რატომ არ დადიან მაყურებლები საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე?

საქართველოს ჩემპიონატის პრობლემებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის მაყურებელთა დასწრებას ეხება, რაც სრულიად საფუძვლიანია. მატჩების დროს ფანკლუბების გარდა, ჩვეულებრივი გულშემატკივრების რაოდენობა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 200-250 კაცს აღწევს (ისიც რეგიონებში). ამ პრობლემაზე თუნდაც ტელეეთერში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ. წინა წლებში სტადიონებზე მაყურებლების მოსაზიდად სხვადასხვა ხერხიც მოფიქრებულა. ასე, 2005 და 2006 წლებშიც სპეციალური წამახალისებელი ვიქტორინებიც არსებობდა, თუმცა ეფექტი მათ არ ჰქონიათ. სამწუხაროდ, 9 წელიწადში არსებითად არაფერი შეცვლილა და უმაღლესი ჩემპიონატის ნებისმიერ მატჩზე უამრავ თავისუფალ ადგილს ნახავთ.

არადა, ნებისმიერ ქვეყანაში საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო სწორედ გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხაა. იმის ფონზე, რომ ბევრ ქართულ კლუბს სპონსორიც არ ჰყავს და მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხარჯზე ცოცხლობს, მსგავს შემოსავალს, სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნებოდა. სამწუხაროდ, როგორც უმაღლესი ლიგის, ასევე პირველი ლიგის კლუბების ბიუჯეტი ბილეთებით პრაქტიკულად არ ივსება და გამონაკლისს მხოლოდ ერთეულები თუ წარმოადგენენ. ასევე სათქმელია, რომ არაერთი კლუბის მატჩზე დასწრება თავისუფალია. ასე, რუსთავის „მეტალურგის“ ნებისმიერ საშინაო მატჩზე მისვლა ყველასთვის შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ერთი მხვრივ, ეს კარგია, თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ იგივე რუსთავულ კლუბსაც კი ფინანსური პრობლემები აქვს და მისი ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ხელფასებს დროულად ვერ უხდის, ვხვდებით, რომ ამ კუთხით ცვლილებების დრო დადგა. სხვა მხვრივ, ასეთი დაბალი დასწრებს ფონზე, კლუბი მოგების პერსპექტივას ვერ ხედავთ, შესაბამისად, ბილეთს ვერც მაღალ ფასს დაადებს (რაც სრულიად გამართლებულია). თუ, მაგალითად, „მეტალურგის“ მატჩზე 100 კაცი დადის, ათლარიანი ბილეთების არსებობის შემთხვევაში, მაყურებელთა რაოდენობა, მინიმუმ, ორმაგარად შემცირდება. ამგვარად, პირველ რიგში, სტადიონზე მაყურებელთა მოსაზიდად ახალი ხერხების მოფიქრებაა საჭირო.

იმისთვის, რომ მაყურებლებმა სტადიონზე იარონ, მნიშვნელოვანია, კლუბებმა მათი მოთხოვნილებები გაითვალისწინონ. ბევრისგან არაერთხელ გამიგონია, რომ ჩემპიონატის შეხვედრები ცუდ დროს ტარდება. ზამთარში შეხვედრები 15:00 საათზე იწყება, ხოლო მარტიდან მიმდინარე სეზონში გუნდები, ძირითადად, 16:00 საათზე ითამაშებენ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ სტადიონზე განათების სისტემა არ მუშაობს, შესაბამისად, იქ მატჩის ვერც საღამოს ჩატარება გამოვა, ნორმალურ ტელერეპორტაჟზე საუბარი კი უკვე ზედმეტია. შესაბამისად, კლუბებმა, სპონსორებმა, მუნიციპალიტეტებმა ან თუნდაც ფეხბურთის ფედერაციამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე ეფექტური ხერხი უნდა მოიფიქრონ.

ფედერაცია ამდენჯერ ტყუილად არ ვახსენეთ. თუ, მეორე წრის კალენდარს გადავხედავთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ არაერთი ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც ისედაც თითქმის ცარიელ სტადიონებზე ძალიან ცოტა ადამიანს მოიყვანს. კალენდრის შედგენისას, ასეთი პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალები ყოველთვის გასათვალისწინებელია. არაერთი ტური ოთხშაბათსაც ტარდება და შემდეგი ტურის შეხვედრები შაბათისთვისაა დაგეგმილი. გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ ერთი ტური კვირას გაიმართებოდა, შუა კვირას დაგეგმილი შეხვედრები კი – ხუთშაბათს. ურიგო არც ის იქნებოდა, თუ კლუბები, რომელთა სტადიონებზე განათების სისტემა მუშაობს, საშინაო თამაშებს საღამოს ჩაატარებდნენ. დასვენების დღეს საღამოს 19:00 ან 20:00 საათი საკმაოდ კარგი დრო იქნებოდა, რომელიც ტრიბუნებზე მაყურებელთა რაოდენობას გაზრდიდა და ამით სარგებელს მთლიანად ჩემპიონატსაც მოუტანდა.

მატჩებზე საუბრისას, ყველაზე მნიშვნელოვანი არამხოლოდ მათი დაწყების დრო, არამედ მათი ჩატარების თარიღიცაა. მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატი გუნდების რაოდენობით რომ გამოირჩევა და ამას არც ისე კარგი შედეგი რომ აქვს, ჩვენს საიტზე არაერთხელ თქმულა. საერთოდ, ცოტა არ იყოს და სასაცილოა, როდესაც უმაღლესი ლიგის სეზონის დარჩენილი ნაწილის კალენდარი მეორე წრის დაწყებამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე ქვეყნდება და თანაც, რამდენიმეჯერ ტურების თარიღებიც იცვლება. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი? დასკვნა თქვენ გამოიტანეთ…

მე-16 ტური ქუთაისში დასრულდა

უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის პროგრამა ქუთაისში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა “ტორპედომ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა.

შეხვედრე ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამრიგად, “ტორპედო” 17 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფება, “კოლფეთის” ანგარიშზე კი 18 ქულაა და ქუთათურებს ფოთელები ერთი საფეხბურით უსწრებენ.

ტურის ყველა მატჩი

21.02 14:00 ზუგდიდი ზუგდიდი 1:0 შუქურა შუქურა დაწვრილებით
21.02 14:00 გურია გურია 1:0 ზესტაფონი ზესტაფონი დაწვრილებით
22.02 14:00 დინამო ბათუმი დინამო ბათუმი 2:0 მეტალურგი მეტალურგი დაწვრილებით
22.02 14:00 ცხინვალი ცხინვალი 0:1 დილა დილა დაწვრილებით
22.02 14:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 2:2 მერანი მერანი დაწვრილებით
22.02 14:00 სამტრედია სამტრედია 0:1 დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით
22.02 14:00 ჩიხურა ჩიხურა 2:0 სიონი სიონი დაწვრილებით
22.02 19:00 ტორპედო ტორპედო 0:0 კოლხეთი კოლხეთი დაწვრილებით

უმაღლესი ლიგა საინტერესო ტურით განახლდება

დღეს, ზამთრის პაუზიs შემდეგ უმაღლესი ლიგის გათამაშება მე-16 ტურის მატჩებით განახლდება. მეორე წრის პიველ შეხვედრებს ზუგდიდი და ლანჩხუთი უმასპინძებენ, მატჩების დარჩენილი ნაწილი კი კვირას გაიმართება.

“ზუგდიდი” საკუთარ მოედანზე ქობულეთის “შუქურას” მიიღებს. შესვენების დროს ორივე გუნდში ცვლილებები მრავლად მოხდა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი სიახლები ქობულეთურ კლუბში იყო, რომელიც მეორე წრეს ახალი მწვრთნელით და ბრაზილიელი ფეხბურთელებით გაძლიერებული ხვდება. სიახლეები “ზესტაფონსაც” შეეხო, რომელიც ლანჩხუთში “გურიას” ესტუმრება. იმერლები მეორე ეტაპს ახალგაზრდული შემადგენლობით ჩაატარებენ და მათი მთავარი მიზანი ქართული ფეხბურთის ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება. სატურნირო ცხრილში ეს გუნდები მეზობლად არიან და ორივე კოლექტივის აქტივში 19 ქულაა. ამიტომ, ფავორიტის დასახელება რთული იქნება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გურულები მეორე წრის დაწყებამდე ურკაინელი ლეგიონერებით გაძლიერდნენ.

ტური გამორჩეული კვირას გასამართი დაპირისპირებებით არის. ოთხეულში მყოფი გუნდები მატჩებს ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე “ცხინვალი” გორის “დილას” მიიღებს. ორივე გუნდისთვის ეს 2015 წელს ჩასატარებელი მეორე ოფიციალური თამაში იქნება. რამდენიმე დღის წინ “ცხინვალმა” თასზე “ვიტ ჯორჯიასთან” 4:5 წააგო, ხოლო გორის “დილა” ამავე ტურნირის ფარგლებში საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამოს” დაუზავდა, რომელიც მოახლოებულ ტურში “სამტრედიას” ეწვევა. ლეგიონერებით შევსებული თბილისელთა ახალგაზრდული შემადგენლობის და მათი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის დაპირისპირება, რომელიც “დინამოსგან” განსხვავებით აქცენტს გამცოდილ კადრებზე აკეთებს, საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს. ადგილი ერთგვარ “თაობათა დაპირისპირებას” ექნება, რომლის შედეგიც ბევრს კითხვას გასცემს პასუხს.

 

ტურის ყველა მატჩი

21.02 14:00 ზუგდიდი ზუგდიდი -:- შუქურა შუქურა დაწვრილებით
21.02 14:00 გურია გურია -:- ზესტაფონი ზესტაფონი დაწვრილებით
22.02 14:00 დინამო ბათუმი დინამო ბათუმი -:- მეტალურგი მეტალურგი დაწვრილებით
22.02 14:00 ცხინვალი ცხინვალი -:- დილა დილა დაწვრილებით
22.02 14:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია -:- მერანი მერანი დაწვრილებით
22.02 14:00 სამტრედია სამტრედია -:- დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით
22.02 14:00 ჩიხურა ჩიხურა -:- სიონი სიონი დაწვრილებით
22.02 19:00 ტორპედო ტორპედო -:- კოლხეთი კოლხეთი დაწვრილებით

“კოლხეთმა” “გურიას” აჯობა

თურუქლი შეკრებიდან დაბრუნებული ფოთის “კოლხეთი” ლანჩხუთში, ადგილობრივ “გურიას” ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო.

ანგარიში 21-ე წუთზე ლევან შენგელიამ გახსნა. 35-ზე “კოლხეთის” უპირატესობა შოთა ჯიქიამ გაზარდა და ტაიმიც სტუმრების ორბურთიანი ლიდერობით დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში ომარ გოგონაიამ “გურიას” მესამეც გაუტანა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანეს, რომელიც მოსიაშვილის ანგარიშზეა.

გურია: თებიძე, ჭეიშვილი, ბელოვი, ცინცაძე, მჭედლიშვილი, ინგოროყვა, კოშკაძე, სიხარულია, შალამბერიძე, კონოვალოვი, შეველი.

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლ.კაკულია, გოგონაია, თ.კაკულია, გურეშიძე, ამბროლაძე, შენგელია, ჯიქია

 

 

უმაღლესი ლიგის ახალი ლეგიონი

ზამთრის პაუზის დროს ქართულმა გუნდებმა შემადგენლობის გაძლიერებაზე იზრუნეს. ნაწილმა ეს ადგილობრივი კადრებით შეძლო, მეორე ნახევარმა კი ქართველ მოთამაშეებთან ერთად უცხოელებიც დაიმატა. ამჟამად უმაღლესი ლიგის კლუბებში საერთო ჯამში 21 უცხოელი ფეხბურთელი ირიცხება. მათგან კი ყველაზე მეტი, 7 მოთამაშე უკრაინას წარმოადგენს.

დინამო თბილისი

თბილისის “დინამო” ხუთი უცხოელით გაძლიერდა. ერთ-ერთი მათგანი ქართველი გულშეამტკივრისთვის კარგად ცნობილი რენე ფერეირა დოს სანტოსია, რომელიც “ზესტაფონში” ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დანარჩენი ლეგიონერებისთვის კი “დინამო” პირველი ქართული გუნდი იქნება. მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ საქართველოს ჩემპიონს უკრაინიდან, კერძოდ კი ზაპოროჟიეს “მეტალურგიდან” მიაშურა, სადაც სამი წლის განმავლობაში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სეზონში მან ტრავმის გამო ძირითადში ადგილი დაკარგა და მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ეს ლიბორის სათამაშო ფორმაზეც აისახა. თურქულ შეკრებაზე გამოცდილ სლოვაკ კიპერს დამაჯერებლობა აშკარად აკლდა. თბილისური კლუბის ნახევარდაცვას 23 წლის სერბი, სტეფან ბუკორაცი გააძლიერებს. ახალგაზრდა საყრდენისთვის “დინამო” პირველი უხოური კლუბი იქნება. აქამდე სტეფანი 4 წლის განმავლობაში სტაბილურად იცავდა მშობლიური “დონჟი სტიმის” ღირსებას. მისი ძლიერი მხარე კარგი ფიზიკური მომზადება და აღნაგობაა, რომლითაც ის მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეულია. “დინამოს” კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეული ბრაზილიელი ვინგერი გუგაა, რომელიც თბილისურ კლუბში ვარჯიშობს, თუმცა მისი საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. თბილისელთა ყველაზე ხმაურიანი შენაძენი კი ესპანელი ფორვარდი, მანუელ ონვუა. ის წლების მანძილზე პამპლონის “ოსასუნაში” ირიცხებოდა, თუმცა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პირველი გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია… აღსანიშნავია, რომ მანუელი “დინამოში” ჩისკოს რეკომენდაციით მოხვდა.

გორის დილა

გორის “დილა” ზამთარში ორი ლეგიონერით გაძლიერდა. ორივე დაცვის ხაზის მოთამაშეა. 23 წლის ალან ბაგაევი ვლადიკავკაზური ფეხბურთის აღზრდილია. მაღალი და ფიზიკურად ძიერი მცველი პრემიერლიგის ბინადარ “ურალშიც” ირიცხებოდა, თუმცა იქ თამაში არ მოუწია. ბაგაევმა მიმდინარე სეზონის რუსეთის მეორე ლიგაში მყოფ “ალანიაში” დაიწყო და 15 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. გორელთა მეორე ლეგიონერი 30 წლის სლავკო მარიჩია, რომელმაც მშობლიურ სუპერლიგაში ხანგრძლივი კარიერის შემდეგ ძალების მოსინჯვა საბერძნეთში სცადა, რაც წარუამტებლად დასრულდა. საბერძნეთის პირველი ლიგის ბინადარ “ლამიაში” მარიჩს ერთი მატჩიც არ უთამაშია და სერბიც გორის “დილაში” აღმოჩნდა. შეკრებაზე მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კონტრაქტი დაიმსახურა.

გურია

უცხოელებით “გურიაც” გაძლიერდა. ლანჩხუთელებმა სამი უკრაინელი მოთამაშე დაიმტეს, რომელებიც ძირითადად საკუთარი ქვეყნის ქვედა ლიგებში ასპარეზობდნენ. “გურიას” უმაღლესი ადგილის შენარჩუნებაში ნიკიტა კონოვალოვი, ანდრეი შეველი და დმიტრი ბელოვი დაეხმარებიან. საუბრობენ, რომ ლანჩხუთში უახლოეს მომავლში კიდევ ერთი უცხოელი გამოჩნდება.

ჩიხურა

უკრაინელებით გაძლიერდა “ჩიხურაც”. საჩხერული კლუბის ისტორიაში პირველი ლეგიონერები ევგენი ტროიანოვსკი და სერგეი ლიუბჩაკი იქნებიან. 21 წლის ტროიანოვსკი დონეცკის “მეტალურგის” ფეხბურთელია და “ჩიხურაში” ის სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. ლიუბჩაკი კი 28 წლის არის და პოზიციით მცველია. უკრაინის გარდა მას ბელორუსსა და მოლდოვაში უთამაშია. მიმდიანრე სეზონის პირველ ნაწილში ის უკრაინის პირველ ლიგაში, “ჰირნიკის” ღირსებას იცავდა.

ზესტაფონი

“ზესტაფონი” ადგილობრივ მოთამაშეთა დიდ ნაწილთა ერთად რენე ფერეირამ და ბოიან პავლოვიჩმაც დატოვეს, თუმცა იმერლები მეორე წრეში ლეგიონერის გარეშე მაინც არ იქნებიან. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მეორე წრეში “ზესტაფონისთვის” ნიგერიელი ჯონ ჯერემია შეუტევს, რომელიც სომხური “მიკადან” მიმდინარე სეზონის დასაწყისში “გაგრას” დაუბრუნდა, ახალ კი ბედს უმაღლეს ლიგაში ცდის.

სიონი

ბოლნისის “სიონი” ბრაზილიელ ფელიპე ლიმას შეელია, თუმცა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ლეგიონერთა რაოდენობა ლადო ბურდულის კლუბში ორჯერ გაიზარდა. “სიონი” მეტოქეებს ბრაზილიურ-პორტუგალიური დუეტით შეუტევს. ბოლნისური კლუბის ღირსებას ლუის ალბერტო ვიეირა მედინა და არაუხო და სილვა დაიცავენ. პორტუგალიელი ალბერტო ვიეირა 23 წლის არის, ხოლო ბრაზილიელი და სილვა – 20-ის. მოსამზადებელ ეტაპზე ორივე მოთამაშემ სამწვრთნელო შტაბზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა და კლუბში მათზე დიდ იმედებს ამყარებენ.

შუქურა

ქობულეთის “შუქურა” ბრაზილიელ შემტევ ლუკასს შეელია. გუნდი უკრაინელმა მწვრთნელმა, კონსტატნინე ფროლოვმაც დატოვა. თუმცა, არის მატებაც – ქობულეთელებისთვის გამოცდილი უკრაინელი ფეხბურთელი, ადრიან პუკანიჩი შეუტევს. 31 წლის ნახევარმცველი წლების მანძილზე მარიუპოლის “ილიჩივეცის” ღირსებას იცავდა, ბოლოს კი “ჰოვერლაში” თამაშობდა. კლუბში რჩებიან რობერტ ლობე და აზამატ ჯიოევიც.

მერანი

ლეგიონერით მარტივლის “მერანიც” გაძლიერდა. გუნდის უკრაინელმა დამრიგებელმა, ვლადიმერ ლობასმა, მარტვილში საკუთარი თანამემამულე, 18 წლის ევგენი კუშნირი ჩამოიყვანა.

ცხინვალი – დინამო ბათუმი 

ამ გუნდებს ახალი ლეგიონერები არ დაუმატებიათ, თუმცა მათ შემადგენლობაში თითო უცხოელი ირიცხება. “ცხინალში” ეს რუსული პასპორტი მქონდე მეკარე სოსლან ნანიევია, ხოლო ბათუმელთა შემადგენლობაში კამერუნელი მცველი არნო ჩუენსუ ასპარეზობს.

„შუქურა“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბები მეორე წრისთვის მზადებას აგრძელებენ. თურქეთში შეკრებაზე კიდევ ერთი კლუბი გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, ქობულეთის „შუქურა“ ანტალიაში ათ თებერვლამდე დარჩება. ამ პერიოდში აჭარული კლუბი ხუთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. „შუქურას“ მეტოქეებს შორის მაკედონიის „შკენდია“, მოლდოვას „ტირასპოლი“, ყაზახეთის „ოკიეტპესი“, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ დუბლები და ჩერნოგორიიც „პოდგორიცა“ იქნებიან.

 

კაჭარავა: „საქართველოში არსებულ პირობებზე საუბარი არც კი მსურს“

ცხინვალის „სპარტაკმა“, რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და სეზონის მეორე ნახევრიდან „ცხინვალის“ სახელით ითამაშებს, საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველ წრეში მე-4 ადგილი დაიკავა. ამჟამად გუნდი პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. Fanebi.com-ი ცხინვალელთა თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– საქართველოს ჩემპიონატში ახლა პაუზაა. მოგვიყევი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე

„ამჟამად თურქეთში შეკრებაზე ვართ და ოთხი საკონტროლო მატჩის ჩატარებას ვგეგმავთ“

– ნიკა, პირველ წრეში 2 გოლი გაიტანე, გუნდმა კი მისაღებ შედეგს მიაღწია. შეაფასე სეზონის პირველი ნახევარი

„მეტ-ნაკლებად წარმატებული წრე იყო. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ. იმედია, მეორე წრეს უკეთესად ჩავატარებთ“

ნიკა_კაჭარავა

– სატურნირო ცხრილი საკმაოდ მჭიდროა. ამჟამად პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩებით. რა მიზანი აქვს დასახული კლუბს? ფიქრობთ თუ არა ჩემპიონობაზე?

„რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ამბიცია გაგვაჩნია. მითუმეტეს, ზამთარში გავძლიერდით, თუმცა მთავარი მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა“.

– ჩემპიონატში კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდი?

„საკმაოდ ბევრი გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ყველა მეტოქეს ერთნაირად ვაფასებთ“

– ცოტა ხნის წინ კლუბმა სახელი და ლოგო შეიცვალა, ახლა მას „ცხინვალი“ ჰქვია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს შეუთანხმდა თუ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა?

„სახელი დამოუკიდებლად შეიცვალა, მაგრამ ფეხბურთელების მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. პირიქით, ეს ქმედება ყველამ მოიწონა“

– ასაკის მიუხედავად, შენ უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც გაქვს, კერძოდ, ყაზანის „რუბინში“ ირიცხებოდი. საქართველოსთან შედარებით იქ რამდენად განსხვავებული სიტუაციაა?

„რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით, იქ ბევრად მაღალი დონეა. განსხვავება იმდენად დიდია, რომ აქაურ პირობებზე საუბარი არც კი მსურს. თანაც, იქ ფეხბურთელებს უფრო აფასებენ“

Katcharava Rubin

– დაფასებაში კერძოდ რას გულისხმობ?

„მაგალითად, სტადიონზე ხალხის რაოდენობას. გარდა ამისა, იქ მედიის ყურადღებაც უფრო მეტია. თუ არ ვცდები, მიმდინარე სეზონში ჩვენი მატჩის რეპორტაჟი არც ყოფილა“

– რუბინის მატჩებს თვალყურს დღესაც ადევნებ?

„იშვიათად, მაგრამ, ვცდილობ, ვუყურო“

– კარიერის გაგრძელებას რომელ ქვეყანაში ისურვებდი? კონკრეტულად რომელი ქვეყნის თამაშის სტილი მოგწონს?

„ამაზე არ მიფიქრია. თავს სადაც საჭიროდ ვიგრძნობ, იქ ვითამაშებ“

– სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უცხოეთიდან წინადადება არ გქონია?

„ჯერ არა“

– ცოტახნის წინ გაირკვა, რომ საქართველო 2017 წელს 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს წარმატება ზოგადად ქართულ ფეხბურთს?

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. სხვას თავი რომ დავანებოდ, სტადიონებიც აშენდება, რაც დღეს საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს“

– საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში იყავი გამოძახებული. რა პერპექტივა აქვს ამ გუნდს და როგორ შეაფასებდი მის მომავალს? კონკრეტულად რომელიმე ფეხბურელს თუ აღნიშნადი?

„ახლა თამაში უკვე 94 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს უწევთ და ახალი გუნდიც შენდება. იმედიანად ვარ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ნაკრები ჯერ არ შეკრებულა, ვერავის გამოვარჩევ“

პირველი წრის შეჯამება: ზუგდიდი

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. რუბრიკას გათამაშების ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზე მყოფი “ზუგდიდით” ვიწყებთ.

“ზუგდიდს” მიმდინარე სეზონის დასაწყისში სათავეში გამოცდილი მწვრთნელი, ნესტორ მუმლაძე ჩაუდგა, თუმცა სეზონის სტარტი მეგრულ გუნდს კატასტროფული ჰქონდა. საწყის 9 ტურში “ზუგდიდს” ერთხელაც არ მოუგია და აქტივში მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა, რის შემდეგაც მუმლაძემ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

მუმლაძე ზუგდიდში ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილმა ბესიკ შეროზიამ შეცვალა, რომლის მოსვლის შემდეგაც გუნდმა ზედიზედ ორი მატჩის მოგება შეძლო და ზუგდიდელებსაც მდგომარეობის გამოსწორების იმედი მიეცათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ზუგდიდმა” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, “სამტრედიას” გასვლით შეხვედრაში სძლია.

თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა. ზუგდიდელები თასის გათამაშებას “მეტალურგთან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ (ორი მატჩის ჯამში 0:7). ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელ ოთხ ტურში კი მხოლოდ ორი ქულა მოიპოვეს და საბოლოოდ ზამთრის არდადეგებზე ბოლო პოზიციით გავიდნენ.

პირველ ეტაპზე გუნდის შემადეგნლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 30 წლის შოთა ლომია იყო, რომელიც მიმდინარე სეზონში “ზუგდიდის” კაპიტნობასაც ითავსებს. თბილისის “დინამოში” გატარებულ მცირე პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ლომია პრაქტიკულად მთელი კარიერის განმავლობაში ზუგდიდურ ფეხბურთს ემსახურება. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 გოლია და ამ მაჩვენებლით ამ ეტაპზე ის გუნდის ლიდერია.

ლომია

“ზუგდიდმა” მეორე ეტაპისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კლუბში ახალი წლის შემდეგ 6-7 ახალი მოთმაშის გამოჩენას ელიან, რათა მეორე წრეში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩეუნება მოახერხონ.

ბათუმის “დინამო” “ტრაბზონსპორთან” დამეგობრდება და ამხანაგურად გაეჯიბრება

ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა განაცხადა, რომ მისი კლუბი და თურქული “ტრაბზონსპორი” დამეგობრდებიან და ზამთრის შესვენების დროს გუნდები ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ.

“ჩვენი გუნდი 8 იანვარს შეიკრიბება, იანვრის ბოლომდე ადგილზე გაივლის შეკრებას, შემდეგ კი “ტრაბზონსპორთან” ამხანაგურ მატჩს გეგმავს. ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა იყო ტრაპიზონში ჩასული, ქალაქ ტრაპიზონის მერს შეხვდა და იქ შედგა მოლაპარაკება, რომ ბათუმის “დინამო” და “ტრაბზონსპორი” დამეგობრდნენ. როგორც კლუბებს შორის, ასევე ფანკლუბებს შორის დამეგობრება მოხდება და ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატებაა. შემდეგ გუნდი შეკრებას ანტალიაში გააგრძელებს”, – განაცხადა ფედიჩკინმა “ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამომ” უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულა. “ტრაბზონსპორს” თუირქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია აქვს დაკავებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქალაქ ბათუმის საკრებულოს და მერიის საერთო ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო.