„ლოკომოტივი“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლესში პირველი მატჩისთვის ემზადება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „ლოკომოტივი“ 2015/16 წლების სეზონის გათამაშებას ხვალ იწყებს. „რკინიგზელები“ საჩხერეში ჩავლენ, სადაც ადგილობრივ „ჩიხურას“ შეხვდებიან.

პარალელურად, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდოზე უმაღლეს ლიგაში ამოსული კიდევ ერთ თბილისური კლუბი „საბურთალო“ ითამაშებს, რომლიც მეტოქე მასპინძელი „ცხინვალი“ იქნება. ორივე შეხედრა 17:00 საათზე დაიწყება.

დღეს, გაგზავრების წინ, საგურამოს ბაზაზე, „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა მსუბუქად ივარჯიშეს.

„ლოკომოტივის“ „ფეისბუქის“ გვერდის სურათები:

ქურდაძე: „რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებას ვაპირებთ“

მცველი ლევან ქურდაძე ლანჩხუთის „გურიაში“ დაბრუნდა და 2015/16 წლების სეზონში სწორედ ამ კლუბში ითამაშებს. Fanebi.com ფეხბურთელს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა

– ლევან, „გურიაში“ მეორედ როგორ მოხვდით?
– აქ კარგად მიცნობენ. „გურიაში“ ერთი წლის წინაც ვთამაშობდი და დაბრუნება შემომთავაზეს, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი

– შარშან გუნდი რა მიზეზით დატოვეთ?
– ცოტა გაურკვეველი სიტუაცია იყო. თანაც სხვა გუნდების შემოთავაზება მქონდა და, საბოლოოდ, „ზუგდიდში“ აღვმოჩნდი

– „ზუგდიდიდან“ გურიის გამო დატოვეთ თუ ისედაც აპირებდით გუნდის დატოვებას?
– არა, „ზუდიდთან“ კონტრაქტი ამომეწურა და წამოვედი

– შეთანხმების გახანგრძლივებაზე საუბარი თუ იყო?
– შუა სეზონში მწვრთნელი შეიცვალა, მას თავისი შეხედულებები ჰქონდა და ბოლოს თანამშრომლობის გაწყვეტაზე შევთანხმდით

– ახლა „გურიასთან“ კონტრაქტი რამდენი ხნით გააფორმეთ?
– ერთი წლით

– თანამშრომლობის გახანგრძლივების ალბათობა არ განიხილეთ?
– ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მსგავს საკითხებზე სეზონის შემდეგ ვიფიქროთ

– ჩემპიონატს პარასკევს „სიონთან“ შეხვედრით იწყებთ…
– ჩვენთვის ეს პრინციპული მატჩია. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ ორმაგი მოტივაციით ვითამაშებთ. „სიონი“ საკმაოდ ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, წინ საინტერესო მატჩი გველის

– გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს. „გურიაში“ დაბრუნების შემდეგ კიდევ რა სახის ცვლილებები დაგხვდა?
– კახისთან საქმიანი ურთიერთობა აქამდეც მქონია. ვფიქრობ, საქართველოში ის ერთ-ერთი საუკეთესი მწვრთნელია. სამუშაო პროცესს რაც შეეხება, ის ძირითადად ბურთთან ერთად დატვირთვას ეთმობა. ამ მხვრივ, არაფერი შეცვლილა

– როგორც აღნიშნეთ, ახალგაზრდული გუნდი გყავთ. შემადგენლობიდან ვის გამოარჩევდით?
– გამორჩევა გამიჭირდება, საკმაოდ დაბალანსირებული და შეთამაშებული გუნდი ვართ

– გუნდის ლეგიონერებზე რას იტყვით?
– უკრაინელი დიმა ზაზულია გამოცდილია, რაც გუნდს ძალიან გამოადგება

– გასაგებია, რომ ჩემპიონატში ბრძოლა რთული იქნება, მითუმეტეს წელსაც 16-გუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდება. რა მიზანი აქვს წლევანდელ სეზონში გუნდს?
– რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებას ვაპირებთ

– ჩემპიონატის კალენდრიდან ყველაზე რთული რომელი პერიოდი იქნება?
– ვფიქრობ, ჩემპიონატის დასაწყისი, რადგან თამაში ოთხ დღეში ერთხელ მოგვიწევს

„სიონი“ ბოლნისში ბრუნდება

2015/16 წლების სეზონის საქართველოს უმაღლესი ლიგის გათამაშების საშინაო შეხვედრებს ბოლნისის „სიონი“ საშინაო სტადიონზე ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ბოლნელთა ოფიციალურმა ვებსაიტმა დაადასტურა.

დღეს ბოლნისის სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა დიმიტრი ბოკერიამ მოინახულა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ „სიონს“ საკუთარ სტადიონზე მატჩების ჩატარების უფლება მიეცემა.

ამავადროულად სთქმელია, რომ ბოლნისის წარმოადგენელი საშინაო შეხვედრებს თავის ქალაქში მხოლოდ ორი თვის განამვლობაში გამართავს, რის შემდეგაც გორში გადასვლა მოუწევს.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატის პირველი საშინაო მატჩი „სიონს“ ქობოლეთის „შუქურასთან“ უწევს.

შეგახსენებთ, რომ „სიონს“ საკუთარ მოედანზე 2012/13 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია. ამ დროის განმავლობაში კლუბი საშინაო შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ატარებდა.

„საბურთალომ“ „ცხინვალს“ სძლია

გუშინ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასულმა „საბურთალომ“ „ბენდელაზე“ „ცხინვალთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. „საბურთალოელები“ სპეციალურად ამ მატჩისთვის დუშეთიდან ჩამოვიდნენ, სადაც შეკრებას გადიან. გუნდი ამ შეხვედრისთვის დედაქალაქში ერთი დღის დაბრუნდა, დღეს კი კვლავ დუშეთში ჩავა, სადაც ახალი სეზონისთვის მზადებას გააგრძელებს.

შეხვედრა „საბურთალოს“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მე-11 წუთზე ანგარიში „ცხინვალმა“ გახსნა – გოლი ქოჩლაძემ გაიტანა. ცოტა ხანში „ცხინვალის“ კარის დარაჯმა ომარ მიგინეიშვილმა თავის საჯარიმოში გურამ გოშთელიანი წააქცია, რის გამოც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მსაჯთან კამათის შემდეგ მეკარემ არბიტრს სიტყვიაერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. იმის გამო, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, „ცხინვალი“ მოედანზე 11 ფეხბურთელით დარჩა, მიგინეიშვილის ადგილი კი გიორგი ნადირაძემ დაიკავა. პენალტის ნიშნულთან გიორგი ხარაიშვილს ანგარიშის გათანაბრება არ გაუჭირდა – ამ გოლით მან თავისი მე-19 დაბადების დღე აღიშნა.

62-ე წუთზე „საბურთალო“ ჯაბა დვალმა დააწინაურა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.

„საბურთალოს“ რიგებში ახალვეულმა ლაშა თოთაძემ თამაშა, რომელიც გუნდს იჯარით თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა.

„საპოვნელას“ ახალი ლოგო აქვს

უმაღლეს ლიგაში ასულ თერჯოლის „საპოვნელას“ ახალი ლოგო აქვს. კლუბის ახალი სიმბოლიკის ამსახველი სურათი „საპოვნელას“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ „საპოვნელამ“ 2014/15 წლების სეზონში საქართველოს პირველი ლიგის „ბ“ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა.

უმაღლესი ლიგის სასტარტო ტურში თერჯოლელები თბილისის „დინამოს“ ეწვევიან.

Sapovnela2

უხვგოლიანი მატჩი ზუგდიდში

ქართული კლუბები მოახლოებული სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. დღეს, „ზუგდიდმა“, „ბაიას“ ბაზაზე, ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ უმასპინძლა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ზუგდიდელთა გამარჯვებით, 5:3 დასრულდა.

მე-11 წუთზე ანგარიში ცოტნე სამუშიამ გაიხსნა, თუმცა „სამეგრელომ“ ანაგრიში ორ წუთში გაათანაბრა. მოგვიანებით ვახტანგ კვარაცხელიამ მეტოქის კარი აიღო, რითაც „ზუგდიდი“ მეორედ დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა წონასწორობა კვლავ აღადგინეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ზუგდიდი“ მესამედ დაწინაურდა – ამჯერად თავი მურთაზ ჩანგელიამ გამოიჩნა. მასპინძელთა მეოთხე გოლი გოდერძი მაჩაიძემ გაიტანა. მოგვიანებით მურთაზ ჩანგელიამ დუბლიც შეასრულა, შეხვედრის ბოლოს კი ჩხოროწყუელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს. სათქმელია, რომ „ზუგდიდის“ მოთამაშემ ცოტნე სამუშიამ ამ მატჩში სამი საგოლე პასი გააკეთა.

„საბურთალომ“ ჩემპიონატის კალენდარი და მოსამზადებელი მატჩების განრიგი დაასახელა

გუშინ საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის მატჩების წილისყრა შედგა.

უმაღლესი ლიგის ახალწვეულმა, თბილისის „საბურთალომ“, თავის ოფიციალურ გვერდზე მატჩების კალენდარი დაასახელა. თუმცა, სათქმელია, რომ შეხვედრების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

მაშ ასე, საბურთალოელთა მიერ გამოქვეყნებული კალენდარი ასე გამოიყურება:

პირველი ტური: ცხინვალი – საბურთალო
მეორე ტური: საბურთალო – ჩიხურა
მესამე ტური: დინამო – საბურთალო
მეოთხე ტური: საბურთალო – სამტრედია
მეხუთე ტური: გურია – საბურთალო
მეექვსე ტური: საბურთალო – სიონი
მეშვიდე ტური: შუქურა – საბურთალო
მერვე ტური: საბურთალო – საპოვნელა
მეცხრე ტური: ლოკომოტივი – საბურთალო
მეათე ტური: კოლხეთი (ფ) – საბურთალო
მეთერთმეტე ტური: საბურთალო – მერანი
მეთორმეტე ტური: ზუგდიდი – საბურთალო
მეცამეტე ტური: საბურთალო – დილა
მეთოთხმეტე ტური: ბათუმი – საბურთალო
მეთხუთმეტე ტური: საბურთალო – ტორპედო

მანამდე კი, „საბურთალო“, უმაღლესი ლიგის დაწყების წინ, შეკრებას გაივლის და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. თავდაპირველად კლუბი დუშეთში გამგზავრებას 23 ივლისს გეგმავდა, თუმცა შეკრების დაწყება 25 ივლისზე გადაიტანეს.

რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, „საბურთალო“ 21 ივლისს, „ბენდელაზე“, უმაღეს ლიგაში ასულ სხვა კლუბს, თერჯოლის „საპოვნელას“ უმასპინძლებს. სამ დღეში „საბურთალოელები“ დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე „დინამოს“ შეხვდებიან, 29 ივლისს კი „ბენდელაზე“ „ცხინვალს“ დაუპირისპირდებიან. ამხანაგურ მატჩს „საბურთალო“ ექვს აგვისტოსაც გეგმავს, თუმცა მისი მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.

„კოლხეთი“ ქართველი ნახევარმცველითა და უკრაინელი ლეგიონერით ძლიერდება

ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში მატებაა – კლუბს ნახევარმცველები ამბერკ ინჯიბაშვილი და უკრაინელი ლეგიონერი ნიკიტა პოლულიახი შეუერდნენ. ორივე მოთამაშე ფოთურ კლუბში აგენტ ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა.

ინჯიბაშვილი განვლილი სეზონის მეორე ნახევრიდან „გაგრაში“ თამაშობდა. 23 წლის შუახაზელმა ამ პერიოდში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

„დღეს „ზუგდიდთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის მეორე ნახევარში ვითამაშე. უმაღლესი ლიგის კლუბში თამაში პირველი ლიგის კლუბში თამაშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვისურვებდი. მოხარული ვარ, რომ „კოლხეთში“ დავბრუნდი, კარიერა სწორედ აქ დავიწყე. კონტრაქტს ხვალ გავაფორმებთ, ხვალვე შეთანხმების დეტალებს დავაზუსტებთ“, – განუცხადა Fanebi.com-ს ინჯიბაშვილმა.

2

უკრაინელი ნიკიტა პოლულიახი კი თავდაპირველად სინჯებზე „მერანში“ იყო, თუმცა, საბოლოოდ, ფოთელებს შეუერთდა. 23 წლის ნახევარმცველი უკრაინის 17, 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო. პოლულიახს უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს – ის დონეცკის „მეტალურგის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. სამწუხაროდ, პოლულიახს ტრავმის გამო მნიშვნელოვანი პერიოდი გაუცდა. 2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში მან იჯარით უკრაინის პირველი ლიგის ალჩევსკის „სტალში“ გაატარა, თუმცა სეზონის მეორე ნახევრიდან კლუბს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა.

„აქ ჩემი აგენტის დახმარებით მოვხვდი. „კოლხეთთან“ უკვე სამი სპარინგ მატჩის ჩატარება მოვასწარი. გუნდში კარგად მიმიღეს, აქ კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად „მერანში“ ვისინჯებოდი, თუმცა შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. მოგეხსენებათ, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. კონტრაქტს ხვალ მოვაწერთ ხელს, ჯერჯერობით ერთწლიან შეთანხმებას გავაფორმებთ“, – გვიამბო პოლულიახმა.

„ლოკომოტივმა“ „ბორჯომი“ პენალტების სერიაში დაამარცხა

მიხეილ მესმის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დასრულდა საქართველოს პირველი ლიგის პლეიოფის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „ბორჯომი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ შეხვდნენ.

მატჩმა მოლოდინი გაამართლა და მეტად დაძაბული გამოდგა. ანგარიში უკვე მე-15 წუთზე გაიხსნა, როდესაც გოლი „ლოკომოტივის“ მოთამაშემ გიორგი კიკნაძემ გაიტანა. ბორჯომელებმა წონასწორობა სწრაფად აღადგინეს, თოთხმეტ4 წუთში გოლი ლევან როსტობაიამ გაიტანა, თუმცა ოთხ წუთში კვლავ კიკნაძის გოლით „ლომომოტიველები“ ისევ დაწინაურნდნენ.

პირველი ტაიმი, თბილისელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევრის მეექვსე წუთზე „ბორჯომმა“ გაიტანა – თავი მიხეილ ჩხარტიშვილმა გამოიჩინა. ანგარიში 86-ე წუთამდე არ შეცვლილა, რის შემდეგაც მამია გავაშელიშვილის გოლით „რკინიგზელები“ კვლავ დაწინაურდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დავით კირვალიძის მიერ გატანილი ბურთით მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით ნახევარ საათში ანგარიში არ შეცვლილა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც უკეთესად თბილისელები გამოვიდნენ და ანგარიშით 4:2 მოიგეს – მესამე და მეოთხე პენალტის გატანა „ბორჯომის“ რიგებიდან ბექა მუმლაძემ და ვლადიმერ ჯოჯუამ ვერ შეძლეს.

ამრიგად, რუსთავის „მეტალურგთან“ უმაღლესი ლიგის დარჩენილი ერთი ადგილისთვის შეხვედრაში სწორედ თბილისელები ითამაშებენ.

„ბორჯომი“ – „ლოკომოტივი“ 3:3

გოლები: როსტობაია 29′, ჩხარტიშვილი 51′, კირვალიძე 90′ – კიკნაძე 15′, 33′, გავაშელიშვილი 86′

გაფრთხილებები: ჯოჯუა 36′ – დიასამიძე 72′

უმაღლესი ლიგა. უხვგოლიანი მატჩი “მესხზე”, გეგუჩაძის წარმატებული დებიუტი

დღეს დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის მატჩები, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014/2015 წლის სეზონი დასრულებულია. როგორც იცით, ჩემპიონატი გორის “დილამ” მოიგო და სწორედ შიდა ქართლელები დაიცავენ საქართველოს ღირსებას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. რაც შეეხებათ, სხვა გუნდებს, რომლებიც ევროასპარეზზე გავლენ, ბათუმის “დინამო”, თბილისის “დინამო” და ცხინვალის “ცხინვალი”(თასის გამარჯვებულის მიხედვით) იქნებიან. პირველ ლიგაში გარიცხული “ზესტაფონი” და “ვიტ-ჯორჯია” დაქვეითდნენ. “მეტალურგს” გადასარჩენად პლეი-ოფში თამაში მოუწევს.

“მეტალურგი”(რუსთავი) 1:1 “ტორპედო”(ქუთაისი)

გოლი: ბარბაძე ’42 – კვერნაძე ’80

“სამტრედია” 4:2 “მერანი”(მარტვილი)

გოლი: გურული ’30, გაბედავა ’48, რამოსი ’82, იაშვილი ’86 – ფიფია ’72, წყაროზია ’75

“დილა”(გორი) 3:0 “ვიტ-ჯორჯია”(თბილისი)

გოლი: მოდებაძე ’32 ’83; ერისთავი ’86

“დინამო”(თბილისი) 3:0 “ჩიხურა”(საჩხერე)

გოლი: პაპუნაშვილი ’12; თოთაძე ’19; ჭანტურიშვილი ’35

“კოლხეთი”(ფოთი) 1:1 “ცხინვალი”(ცხინვალი)

გოლი: სიჭინავა ’86 – კაჭარავა ’28(პ)

“სიონი”(ბოლნისი) 3:2 “გურია”(ლანჩხუთი)

გოლი: სიჭნავა ’10, ჭანკოტაძე ’32; სიჭინავა ’34 – მოსიაშვილი ’72; ’83

“შუქურა”(ქობულეთი) 1:3 “დინამო”(ბათუმი)

გოლი: ჩელებაძე ’44 – შონია ’26, ბერიაშვილი ’55, მახარაძე ’63(პ)

30-ე ტურის პრევიუ: უმაღლესი ლიგა დასასრულს მიუახლოვდა

უმაღლეს ლიგაში დღეს სეზონის უკანასკნელი, 30-ე ტური გაიმართება. ფაქტობრივად უკანასკნელ ტურში მხოლოდ ის არის გადასაწყვეტი, თუ რომელ გუნდს მოუწევს უმაღლესი ლიგის დატოვება და გადათამაშებაში ასპარეზობა.

გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი რუსთავის “მეტალურგია”, რომელიც მეორე წრეში ფინანსური პრობლემების გამო საშინლად ასპარეზობს. რუსთავებელი უკანასკნელი ტურის მატჩს ქუთაისის “ტორპედოსთან” გამართავენ და მოგების შემთხვევაში გადათამაშებაში მოხვედრის შანსს მიიღებენ. რუსთაველები უმაღლესში ადგილის შენარჩუნების დამატებით შანსს ფრის შემთხვევაშიც მიიღებს, ოღონდ ამ შემთხვევაში მათი მთავარი კონკურენტი, “ვიტ ჯორჯია” აუცილებლად უნდა დამარცხდეს.

მცხეთელები უკანასკნელ ტურში ქვეყნის ჩემპიონს სტუმრობენ. გორში დიდი ზეიმი იგეგმება და “დილას” მოგებაც ამ საზეიმო განწყობას ნამდვილად დაამშვენებდა. თუმცა ქულები რა თქმა უნდა მცხეთელებს უფრო სჭირდებათ და სტუმრებიც გაცილებით მოტივირებულები იქნებიან. აღნიშნულ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო “დილას” რუსი ლეგიონერი, ალან ბაგაევი გამოტოვებს.

ბოლნისის “სიონს” კი უმაღესში ადგილის შესანარჩუნებლად უკანასკნელ ტურში უმოტივაციოდ მყოფ “გურიასთან” ქულის მოპოვებაც კი ჰყოფნის. ბურდულის შეგირდებამ ბათუმის “დინამოსთან” და “ზუგდიდთან” მოგებული შეხვედრებით კონკურენტებთან მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი შეიქმნეს. ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი “სიონს” მხოლოდ გადათამაშებაში ემუქრება მოხვედრა.

 

ტურის ყველა მატჩი

22.05 17:00 დინამო თბილისი დინამო თბილისი -:- ჩიხურა ჩიხურა დაწვრილებით
22.05 17:00 სამტრედია სამტრედია -:- მერანი მერანი დაწვრილებით
22.05 17:00 დილა დილა -:- ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია დაწვრილებით
22.05 17:00 კოლხეთი კოლხეთი -:- ცხინვალი ცხინვალი დაწვრილებით
22.05 17:00 მეტალურგი მეტალურგი -:- ტორპედო ტორპედო დაწვრილებით
22.05 17:00 შუქურა შუქურა -:- დინამო ბათუმი დინამო ბათუმი დაწვრილებით
22.05 17:00 სიონი სიონი -:- გურია გურია დაწვრილებით
22.05 17:00 ზესტაფონი ზესტაფონი -:- ზუგდიდი ზუგდიდი დაწვრილებით

ვინ გახდება საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი?

საქართველოს უმაღლესი ლიგის 2014/15 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება. მთავარი კითხვაზე პასუხი ცნობილია – გორის „დილას“ სახით საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს. შიდა ქართლელებმა ჩემპიონობა 28-ე ტურში გაინაღდეს, როდესაც გასვლაზე ალექსანდრე კვახაძის გოლით მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვეს. ამჟამად გორელებს 61 ქულა აქვთ და მეორე და მესამე ადგილზე მყოფ ბათუმისა და თბილისის „დინამოელებს“ 6-6 ქულით უსწრებენ.

ამის მიუხედავად, ჩემპიონატში რამდენიმე ინტრიგა დარჩა. მაგალითად, უცნობია მეორეადგილოსანისა და იმ გუნდის ვინაობა, რომელიც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად პლეიოფში ითამაშებს. ცხრილის ქვედა ნაწილში გადარჩენისთვის ერთდროულად „სიონი“, „ვიტ ჯორჯია“ და „მეტალურგი“ იბრძვიან. ამ მხვრივ, ყველაზე კარგ მდგომარეობაში ბოლნისელები არიან, რომლებსაც 29 ქულა აქვთ და ამჟამად პლეიოფის ზონაში მყოფ „ვიტ ჯორჯიას“ 3 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება „მეტალურს“, ქვემო ქართლელები ბოლო ადგილზე იმყოფებიან და ქულით მოპოვების შემთხვევაში, „ზესტაფონს“ გაუთანაბრდებიან, რომელიც ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და მეორე წრის მეორე ნახევრიდან ყველა შეხვედრაში ტექნიკური წაგება ეთვლება.

ასევე საინტერესოა, ვინ გახდება ჩემპიონატის საუკეთესო ბობმარდირი. ამჟამად ბომბარდირთა დავას 14 გოლით გორის „დილას“ თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე ლიდერობს, თუმცა „დინამოს“ ნახევარმცველი, 19 წლის გიორგი პაპუნაშვილი მას მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება. მესამე ადგილზე 11 გოლით „ცხინვალის“ თავდამსხმელი ნიკა კაჭარავაა.

ირაკლი მოდებაძე

მოდებაძე „დილაში“ 2012 წელს ჩაირიცხა, როდესაც გორელებს რუსთავის „მეტალურგიდან“ შეუერთდა. სადებიუტო სეზონში უმაღლეს ლიგაში ირაკლიმ 21 მატჩი ჩაატარა და თავი 11-ჯერ გამოიჩინა, შემდეგ სეზონში კი 17 შეხვედრაში9 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე წრიდან მოდებაძე თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, თუმცა მაშინდელ მალხაზ ჟვანის გუნდში მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მოუწია, რომელშიც თავის გამოჩენა ვერ შეძლო. ამ სეზონის დაწყების წინ 30 წლის მოთამაშე „დილაში“ დაბრუნდა და ჯერჯერობით მის შემადგენლობაში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში და ზოგადად კარიერაში ირაკლისთვის საუკეთესო 2010/11 წლების სეზონი იყო, რომელშიც ის 34 შეხვედრაში 16 გოლით გამოირჩა, თუმცა სეზონის საუკეთესო ბობმარდირი ვერ გახდა – ორი გოლით მას მაშინდელი ჩემპიონის „ზესტაფონის“ ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა აჯობა.

ბოლო ტურში „დილა“ უმაღლეს ლიგაში გადასარჩენად მებრძოლ ნახსენებ „ვიტ ჯორჯიას“ მასპინძლობს, რაც მოდებაძეს ბომბარდირთა დავაში ლიდერობის შენარჩუნების შანსს აძლევს.

გიორგი პაპუნაშვილი

ნიჭიერი ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში გასულ სეზონში გამოჩნდა. „ლურჯ-თეთრების“ რიგებში ცამეტ მატჩში გიორგიმ თავი სამჯერ გამოიჩინა. თითო გოლი მან რუსთავის „მეტალურგს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ გაუტანა.

ზაფხულში თბილისურ კლუბში ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად ახალგაზდა მოთამაშეებით დაკომპლექტდა, 2014 წლის ბოლოს კი „დინამო“ გამოცდილმა ჩისკომ და ირაკლი ძარიამაც დატოვეს. ესპანელი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო ძარია გორის „დილას“ შეუერთდა. სეზონის დასაწყისში მომხდარი ცხლილებების წყალობით არაერთ ახალაგზრდა მოთამაშეს თავის გამოჩენის რეალური შანსი მიეცა. პაპუნაშვილი ის ფეხბურთელია, რომელმაც ამ შანსის ყველაზე კარგად გამოყენება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მან პირველ ადგილზე მყოფ მოდებაძეზე ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა, შესაბამისად, პროცენტული მაჩვენებლით გორელთა ლიდერს არ ჩამოუვარდება.

გიორგი პაპუნაშვილი_07754

ყველაზე შედეგიანი გიორგისთვის ცხინვალის „სპარტაკთან“ პირველი წრის შეხვედრაა, რომელშიც მან ჰეთთრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი მეტოქე ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ბოლო დროს 19 წლის ტალანტის „დინამოდან“ შესაძლო წასვლსთან დაკავშირებული საუბრები გავრცელდა. პაპუნაშვილის სახელს ქართველებისთვის ცნობილ კვიპროსულ „ანორთოსისს“ უკავშირებდნენ.

ბოლო ტურში „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ მასპინძლობს, რომელსაც მიმდინარე სეზონში მეხუთე ადგილი უკვე გარანტირებული აქვს. საჩხერლები ვერც მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას შეძლებენ და ვერც მეექვსე ადგილზე აღმოჩნდებიან.

ნიკა კაჭარავა

ასაკის მიუხედავად, 21 წლის თავდამსხმელს უცხოეთშიც იცნობენ. 2011/12 წლების სეზონში ნიკა „დინამო თბილისის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ყაზანის „რუბინში“ გადაბარგდა, რომლის ახალგაზრდულ გუნდში არც თუ ისე ცუდად თამაშობდა. 2014 წელს კაჭარავა საქართველოში დაბრუნდა. გასული სეზონის ბოლოს მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია, ამ სეზონში კი „ცხინვალის“ საუკეთესო ბობმარდირად ჩამოყალიბდა. თავისი სიმაღლის დახმარებით, ნიკა მეორე ასართულზე ორთაბძროლებს, ძირითადად, ადვილად იგებს.

ნიკა კაჭარავა_95434

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა პირველ ადგილზე მყოფ მოდებაძეს სამი გოლით ჩამორჩება, მას ბომბარდირობაზე ფიქრის მიზეზი მაინც უნდა ჰქონდეს. „მეტალურგთან“ 29-ე ტურის შეხვედრაში მან ჰეთთრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 7:2 მოიგო.

ბოლო ტურში ცხინვალელები, რომლებიც ვერც სამეულშ შევლენ და ვერც მეოთხე ადგილის ქვემოთ აღმოჩნდებიან, მეათე ადგილზე მყოფ ფოთის „კოლხეთს“ ხვდებიან.

იხილეთ კაჭარავას ინტერვიუ Fanebi.com-თან