„ცხინვალმა“ „მეტალურგი“ გაანადგურა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ტურში „ცხინვალმა“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე რუსთავის „მეტალურგი“ მიიღო.

ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა – „ცხინვალი“ ჯერ კიდევ სამეულში შესვლის შანსს ინარჩუნებდა, „მეტალურგი“ კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

უკვე პირველივე წუთზე მასპინძლებმა მეტოქის კარს შეუტიეს და ანგარიშის გახსნა მოახერხეს – გოლი გიორგი ივანიშვილმა გაიტანა. ცოტა ხანში ქვემო ქართლელებმა მასპინძლებს ძლიერი დარტყმით უპასუხეს – გოლის გატანა შორეული დარტყმით ლევან ბერუაშვილმა სცადა, თუმცა მეკარე ნადირაძე დარტყმას გაუმკლავდა. მე-10 წუთზე ირაკლი ლექვთაძე ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა, საბოლოოდ კი მცველებს ვერ აჯობა. რვა წუთში მეკარესთან პირისპირ გასულ ირაკლის ბურთის უკან დაბრუნება მოუწია, ცერცვაძის დარტყმა კი რუსთაველთა კარს მცირე მანძილის ასცდა.

პირველ ნახევარში „მეტალურგი“ ვერაფრით გამორჩეულა – აღსანიშნავი მხოლოდ სტუმართა ერთი კომბინაციაა, რომლის ბოლოს კონსტანტინე გაბაშვილი ვალდებული იყო გოლი გაეტანა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს ბურთი დიდი მანძილით ააცილა. ტაიმის ბოლოს ნიკა კაჭარავამ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, ირაკლი ლექვთაძემ კი მახვილი კუთხიდან დაარტყა – ნადირაძე დარტყმას გაუმკლავდა. ორ წუთში ლექვთაძეს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა – რუსთაველთა მცველი გიორგი ნარიმანიძე უწყინარ სიტუაციაში შეცდა, ირაკლი კი მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებას ცდილობდა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის პირველივე წუთზე ორივე გუნდის მწვრთნელმა ცვლილების უფლება გამოიყენა. „მეტალურგის“ შემადგენლობაში ბექა ოქროპირიძე ზაზა ციცქიშვილმა შეცვალა. „ცხინვალის“ რიგებიდან მოედანი ლექვთაძემ დატოვა, მისი ადგილი ლაშა ქოჩლაძემ დაიკავა.

როგორც პირველ ტაიმში, მეორე ნახევრის მე-5 წუთზე ბერუაშბილმა შორიდან დარტყმა სცადა, რასაც ამჯერად შედეგი მოჰყვა და „მეტალურგმა“ ლამაზი გოლით წონასწორობა აღადგინა. სამ წუთში „ცხინვალმა“ შეუტია – ფლანგიდან ჩაწოდებულს კაჭავა გამოეხმაურა, რომლის თავური ნადირაძის კარს ასცდა. 58-ე წუთზე შუშიაშვილი მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ზვიადაძე პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელს კი გოლის გატანა არ გაუჭირდა – 1:2 – „მეტალურგი“ დაწინაურდა. „ცხინვალმა“ მალევე არამხოლოდ წონასორობა აღადგინა, არამედ კვლავ დაწინაურდა კიდეც. 62-ე წუთზე ანგარიში ნიკა კაჭარავამ გაათანაბრა, ერთ წუთში კი თავი ლაშა შინდაგორიძემაც გამოიჩინა. 67-ე წუთზე გურამ მინდორაშვილმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა „მეტალურგის“ მოთამაშეზე თამაშგარე დააფიქსირა, ანგარიში უცვლელი დარჩა. 72-ე წუთზე შინდაგორიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ძელს მოხვდა, თუმცა დამატებაზე გიორგი ცერცვაძემ ზუსტად დაარტყა – 4:2. ორ წუთში გოლი შეცვლაზე შესულმა ქოჩლაძემაც გაიტანა. დარჩენილ დროში „ცხინვალმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა – ორივე შემთხვევაში თავი ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა, რომელმაც ამრიგად, ჰეთთრიკი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ პარალელურ შეხვედრებში „სიონმა“ სტუმრად „ზუგდიდი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო „ვიტ-ჯორჯიამ“ ფოთის „კოლხეთს“ მინიომალური სხვაობით – 1:0 სძლია. აქედან გამომდინარე, „მეტალურგი“ 25 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.

ლანჩხუთში „გურიამ“ „დინამოსთან“ ფრედ 2:2 ითამაშა, რის შემდეგაც თბილისელებმა 55 ქულა დააგროვეს და „ცხინვალს“ 3 ქულით გაუსწრეს, რითაც კახა კაჭარავას გუნდს ბოლო ტურის წინ მესამე ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ დარჩა.

„ცხინვალი“ – „მეტალურგი“ 7:2
გოლები: ივანიშვილი 1′, კაჭარავა 62′, 79′, 90′, შინდაგორიძე 63′, ცერცვაძე 72′, ქოჩლაძე 74′

„ცხინვალი“: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, იმედაშვილი, მაისაშვილი, ივანიშვილი, თარხნიშვილი, ლექვთაძე, ცერცვაძე, ხაინდრავა, შინდაგორიძე, კაჭარავა

„მეტალურგი“: ნადირაძე, მინდორაშვილი, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი, ზვიადაძე, ბერუაშვილი, მიქაუთაძე, შუშიაშვილი, ბარაბაძე, გაბაშვილი, ოქროპირიძე

უმაღლესი ლიგა. “დინამომ” სტუმრად მაინც ვერ იმარჯვა, “ცხინვალმა” “მეტალურგს” გადაუარა

დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის 29-ე ტურის მატჩები. უმიტოვაციოდ დარჩენილი “დილა”, რომლის ჩემპიონობაც გადაწყვეტილია, მარტვილის “მერანს” დაუზავდა. თბილისის “დინამომ” მინიმალური ანგარიშით, გურიაში. ვინაიდან, “ზესტაფონი” გარიცხულია, დედაქალაქელთა მდევარს, ბათუმის “დინამოს” იმერლებთან ავტომატური მოგება, 0-3 ჩაეთვალათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მაინც ვერ მოახერხეს წინა ტურში განცდილი მარცხის გამო კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებზე დაწევა. ქუთაისის “ტორპედომ” მიმდინარე წელს მორიგი მარცხი განიცადა, ამჯერად ქობულეთის “შუქურასთან”, ანგარიშით 0-2.

Fanebi.Com კი შემოგთავაზებთ ზემოთაღნიშნული და სხვა მატჩების ანგარიშებს.

“ჩიხურა” 2:1 “სამტრედია”

“ცხინვალი” 7:2 “მეტალურგი”

“გურია” 2:2 “დინამო”(თბ)

“ზუგდიდი” 1:3 “სიონი”

“მერანი” 1:1 “დილა”

“ტორპედო” 0:2 “შუქურა”“ვიტ-ჯორჯია” 1:0 “კოლხეთი”

“დინამო”(ბთ) 3:0(ავტ) “ზესტაფონი”

უმაღლესი ლიგა: 29-ე ტურის პრევიუ

უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ტური რამდენიმე საინტერესო შეხვედრას შემოგვთავაზებს. შეგახსენებთ, რომ გათამაშების ერთადერთი ინტრიგა ადგილის შესანარჩნებლად გამართული ბრძოლაა.

დარჩენისთვის მებრძოლი “ვიტ ჯორჯია” დღეს მცხეთაში ფოთის “კოლხეთს” მიიღებს. ფოთელებმა სეზონის მეორე ნახევარი საკმაოდ კარგად ჩაატარეს და სეზონის ბოლოს ცხრილის შუა ნაწილში არიან გამაგრებულები. “ვიტ ჯორჯია” კი მხოლოდ ბოლო ტურებში გამოცოცხლდა და მიუხდავად ჩაგდებული სეზონისა გადარჩენის შანსებს მაინც ინარჩუნებს. “ვეტერინარებს” სახიფათო ზონიდან ამოსვლა გასულ ტურში შეეძლოთ, თუმცა რუსთავში მთავარი კონკურენტს ვერ სძლიეს, არადა საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდნენ. შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული დავლაშელიძე ვერ დაეხმარება, ხოლო “კოლხეთს” ანლოგიური მიზეზის გამო გიორგი კილასონია დააკლდება.

მეორე წრის ყველაზე წარუამტებელი გუნდი, რუსთავის “მეტალურგი” ერთ-ერთი უკანასკნელი შანსის გამოყენებას დღეს მიხეილ მესხის სათადარიგოზე ეცდება. რუსთაველები ლიდერთა შორის მყოფ “ცხინვალს” შეხვდებიან და რეალურად რომ ვთქვათ ფაქტობრივად უშანსოდ არიან. “მეტალურგი” გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანიდატია, გუნდის თამაშში კი პოზიტივის დანახვა ძალიან რთულია. გასაგებია, რომ გუნდის ფინანსური მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ უმაღლესში მსგავს მდგომარეობაში მყოფი, მაგრამ გაცილებით უკეთ მოთამაშე გუნდებიც გვახსოვს.

უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი ტრიოდან ყველაზე კარგი შანსი ბოლნისის “სიონს” აქვს, რომელიც მოახლოებულ ტურში “ზუგდიდს” სტუმრობს და კონკურენტებთან შედარებით 1 ქულით მეტიც აქვს. ბოლნისელები გამარჯვების შემთხვევაში მეტოქესთან სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებე, წაგება კი მათ მდგომარეობას ძალიან გაართულებს. “სიონს” დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული დავით სვანიძე დააკლდება.

 

ტურის ყველა მატჩი

17.05 17:00 ჩიხურა ჩიხურა -:- სამტრედია სამტრედია დაწვრილებით
17.05 17:00 გურია გურია -:- დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით
17.05 17:00 ზუგდიდი ზუგდიდი -:- სიონი სიონი დაწვრილებით
17.05 17:00 დინამო ბათუმი დინამო ბათუმი -:- ზესტაფონი ზესტაფონი დაწვრილებით
17.05 17:00 ტორპედო ტორპედო -:- შუქურა შუქურა დაწვრილებით
17.05 17:00 ცხინვალი ცხინვალი -:- მეტალურგი მეტალურგი დაწვრილებით
17.05 17:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია -:- კოლხეთი კოლხეთი დაწვრილებით
17.05 17:00 მერანი მერანი -:- დილა დილა დაწვრილებით

საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს – გორის “დილას” ტრიუმფალური გზა

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ქვეყნის საუკეთესო გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. მიმდინარე სეზონში ყველას გორის “დილამ” აჯობა და სამტრედიაში მინიმალურად მოგებული მატჩით ტიტული ოფიციალურად გაინაღდა.

გორული კლუბის საჩემპიონო ისტორია ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო. გასულ სეზონში “დილამ” მე-7 პოზიცია დაიკავა, რაც დამაკმაყოფილებელი შედეგი არ ყოფილა და გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის შემადგენლობის დიდი ნაწილი და რაც მთავარია კლუბის მენეჯმენტი. ახალი კადრების და მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მოსვლასთან ერთად კი “დილას” მყარი ფინანსური მხარდაჭერა გაუჩნდა, რაც უმაღლეს ლიგაში ავტომატურად ფავორიტთა შორის ყოფნას ნიშნავს.

ახალი “დილა” ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიკრიბა და სრულფასოვანი შეკრების გავლაც ვერ მოასწრო, თუმცა მიუხედავად ამისა პირველი წრე გორელებმა ღირსეულად ჩაატარეს. აი ზამთრის პაუზის დროს კი სოსიაშვილმა გუნდი სრულფასოვნად მოამზადა, უცხოური შეკრებაც მოუწყო და მეორე ეტაპის წინ “დილა” გვარიანად გააძიერ. მრავლად იყო საკადრო ცვლილებებიც, რომელთა შედეგადაც გუნდიდან წასული 8 ფეხბურთელი საქართველოში გამორჩეულმა მოთამაშეებმა შეცვალეს. “დილა” ლეგიონერებმაც გააძლიერეს და ამ მხირვ გასანკუთრებით წარმატებული რა თქმა უნდა ალან ბაგაევის ტრანსფერია. რუსი მცველი საქართველოს ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუეკთესოა და გორული კლუბის წარმატებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

“დილას” წარმატებაში დიდი წვლილი რა თქმა უნდა უჩა სოსიაშვილის მიუძღვის. 25 წლის სპეციალისტისთვის უმაღლეს ლიგაში პირველი სეზონის ტრიუმფალური აღმოჩნდა და შესაძლოა ეს შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით იყოს უპრეცენდენტო. სოსიაშვილმა გუნდმა კონკურენტებთან შეხვედრებში დამაჯერებლად ითამაშა და მათთან შედარებით ყველაზე კარგი შედეგებიც აჩვენა. გარდა ამისა, “დილა” ბათუმის და თბილისის “დინამოებისგან” განსხვავებით ქულებს უაზროდ არ კარგავდა, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

ნათელია, რომ საქართველოს ჩემპიონატის მოგება, განსაკუთრებით წლევანდელ სეზონში, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა ეს “დილას” წარმატებას რა თქმა უნდა არ აკნინებს. მაგრამ, ფაქტია, რომ მთავარი გამოცდა გორულ კლუბს ზაფხულში ელის, როდესაც “დილა” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. მანამდე კი გორში ნამდვილი ზეიმია, რომელიც გუშინ გვიან ღამით დაიწყო.

სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ გორელებმა პირველად იზეიმეს ჩემპიონობა, დაირღვა წლeბის მანძილზე დამკვირდრებული ტრადიციაც, რომლის მიხედვით ჩემპიონი აუცილებლად ის გუნდი ხდებოდა, რომელიც ზამთრის ჩემპიონის არაოფიციალურ წოდებას მოიპოვებდა. პირველად დაფიქსირდა ის ფაქტიც, რომ ჩემპიონობა ასეთი ახალგაზრდული ასასკის მწვრთნელმა მოიგო.

უმაღლესი ლიგის დასრულებამდე კი ჯერ კიდევ ორი ტურია დარჩენილი და გასარკვევიც საკმაოდ ბევრი რამაა, თუმცა გორელები უკვე მშვიდად არიან და ჯერ მარტვილს ესტუმრებიან, ხოლო დასკვნით ტურში “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილა” “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს და ნანატრს თასსა და ოქროს მედლებსაც ჩაიბარებს.

 

გორის “დილას” საჩემპიონო მატჩი (ვიდეო)

უმაღლესი ლიგის 28-ე ტურში გორის “დილამ” “სამტრედიაში” გაიმარჯვა და არსებობის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოიპოვა.

მატჩის ბედი 45-ე წუთზე ალექსანდრე კვახაძის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.

Fanebi.com გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას და საჩემპიონო ზეიმის ამსახველ კადრებს.

 

გოლების წვიმა „დინამო არენაზე“

საქართველოს უმაღლესი ლიგის 28-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „ზუგდიდი“ მიიღო. ამ ტურის წინ თბილისელები მესამე ადგილზე იმყოფებიოდნენ და მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის „დინამოს“ ქულით ჩამორჩებოდა და ჩემპიონობის თეორიულ შანნსაც ინარჩუნებდა.

მასპინძლებმა თამაში თავიდანვე ძალიან აქტიურად დაიწყეს. უკვე მეორე წუთზე „ლურჯ-თეთრების“ თავდამსხმელმა გიორგი ჩირგაძემ გოლიც კი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ის თამაშის წესის დარღვევის გამო არ ჩათვალა. თუმცა, „დინამოს“ 23 ნომერმა თავის გამოჩენა ამ შეხვედრაში კიდევ არაერთხელ მოახერხა. მე-15 წუთზე ანგარიში ჭანტურიშვილმა გახსნა. ორ წუთში აქტიურმა საბა ლობჟანიძის პასის შემდეგ პაპუნაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

„დინამო“ შეტევას აგრძელებდა. მე-20 და 22-ე წუთებზე ლაშა შერგელაშვილის დარტყმულს მეკარე ივარდავა გაუმკლავდა. 27-ე წუთზე ზუგდიდელთა კარის დარაჯმა ამჯერად ლობჟანიძის დარტყმული მოიგერია, ერთ წუთში გოლის გატანის საშუალება არც პაპუნაშვილს მისცა. 34-ე წუთზე პაპუნაშვილი მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ჩირგაძის თავით დარტყმული კი სტუმართა კარს დიდი მანძილის ასცდა. ოთხ წუთში თავით საკმაოდ კარგად გველესიანმა დაარტყა, მაგრამ „ზუგდიდის“ მეკარემ ამჯერადაც იყოჩაღა. 38-ე წუთზე რენე ფერეირა დაშავდა, ბრაზილიელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მისი ადგილი კი სტეფან ბუკორაცმა დაიკავა. მე-40 წუთზე მეტოქის საჯარიმოში ამჯერად ჯანელიძე შევიდა, რომელმაც თავისუფალი ჩირგაძე მონახა და საგოლე პასით მოამარაგა – 3:0. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისშივე „ზუგდიდს“ გოლის გატანა საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეეძლო, თუმცა ეპიზოდი სტუმართა სასარგებლოდ არ დასრულებულა. 57-ე წუთზე საბა ლოჟანიძე ჯაბა ჯიღაურმა შეცვალა. 64-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევის გამო მსაჯმა ლაშა შერგელაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა – ზუგდიდელებს კი გოლის გატანის შანსი მიეცათ, მაგრამ თერთმეტმეტრიან ნიშნულთან მისული შოთა ლომიას დარტყმული ძელს მოხვდა, ანგარიში უცვლელი დარჩა. ერთ წუთში გიორგი ჩირგაძემ დუბლი მიითვალა – 4:0.

72-ე წუთზე შეცვლაზე შესულ ჯიღაურს გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. ხუთ წუთში „ზუგდიდის“ საჯარიმოში მორიგი არეულობა შეიქმნა, რითაც ჯაბამ ამჯერად ისარგებლა და ზუსტად დაარტყა – 5:0. სამ წუთში თავი ვახტანგ ჭანტურიშვილმაც გამოიჩინა, მსაჯის მიერ დამატებული დროის პირველ წუთზე კი ჩირგაძემ ჰეთთრიკი შეასრულა.

საბოლოოდ, 7:0 და თბილისელებმა ცხრილში ბათმის „დინამოს“ გაუსწრეს და მეორე ადგილზე გავიდნენ, თუმცა ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგეს.

„დინამო“ – „ზუგდიდი“ 7:0

გოლები: ჭანტურიშვილი 15′, პაპუნაშვილი 17′, ჩირგაძე 40′, 66′, 90′, ჯიღაური 78′, ჭანტურიშვილი 80′

„დინამო“: ჭანტურიშვილი, გველესიანი, რენე (ბუკორაცი 38′), კაკაბაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე (კიტეიშვილი 70′), პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე (ჯიღაური 57′), ჯანელიძე, ჭანტურიშვილი, ჩირგაძე

„ზუგდიდი“: ივარდავა, რიგვავა (კუკავა 46′), ლომია, აკობია, კობერიძე (ქირია 46′), მეგრელიშვილი, მაჩაიძე, პაჭკორია, ენდელაძე, კუტალია (ეხვაია 73′), გუგუჩია

გაფრთხილებები: ბუკორაცი 48′, შერგელაშვილი 64′, გველესიანი 90′ – კობერიძე 41′ მეგრელიშვილი 83′, ეხვაია 85′

“მეტალურგი” – “ვიტ ჯორჯია”: ფრე “სიონის” სასარგებლოდ

უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა რუსთავში აუტსაიდერთა დაპირისპირება იყო. თუმცა, მატჩმა მოლოდინი ვერ გაამრთლა და “ფოლადზე” მცირე რაოდენობით შეკრებილმა გულშემატკივრებმა მოსაწყენი თამაში იხილეს.

შეხვედრა “ვიტის” უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი მომენტი მე-10 წუთზე რუსთვალებმა, კუთხურიდან შექმნეს, რასაც “ვეტერინარებმა” ლობჟანიძის გარღვევით უპასუხეს, რომლის სახიფათო გადაცემას თანაგუნდელები ვერ გამოეხმაურნენ.

პირველ ტაიმში 45-ე წუთამდე განსაკუთრებული არაფერი შემქნილა. ბოლო წუთზე კი კვლავ ლობჯანიძემ იაქტიურა, თუმცა ეპიზოდი მისი არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

შესვენების შემდეგ “ვიტ ჯორჯიას” უპირატესობა კიდევ უფრო მეტად იყო თვალში საცემი. სტუმრები ფაქტობრივად მთელი 45 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ მატჩის მიმდინარეობას. განსაკუთრებით აქტიური საბაძე იყო, რომელსაც რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა, თუმცა კარში ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი “მეტალურგის” კარის დარაჯმა, ნარიმანიძემ იყოჩაღა, როდესაც რამდენიმე მეტრიდან დარტყმულზე მოახდინა რეაგირება და მეტოქეს არ გაატანინა.

საბოლოოდ, “ვიტ ჯორჯიას” უპირატესობა ანგარიშზე არ აისახა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა, რაც “სიონისთვის” იდეალური შედეგი აღმოჩნდა. ბოლნისელებმა საკუთარი შეხვედრა მოიგეს და შედეგად “მეტალურგიც” და “ვიტ ჯორჯიაც” გასავარდნ ზონაში, მე-15 და მე-16 ადგილებზე აღმჩნდნენ.

 

მეტალურგი 0-0 ვიტ ჯორჯია

მეტალურგი: ნადირაძე, ნარიმანიძე, ნოზაძე, მინდორაშვილი, მიქაუტაძე, ბერუაშვილი, სარიშვილი, ზვიადაძე, ბარამიძე, ჩიკვაიძე, ბარაბაძე

სათადარიგოები: ბეგიაშვილი, ფაცხაშვილი, ხიზანეიშვილი, გაბაშვილი, ოქროპირიძე, კილასონია, ციცქიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია, დავლაშელიძე, მაისურაძე, გახარია, დემეტრაშვილი, კახაბრიშვილი, ლობჯანიძე. 

სათადარიგოები: ისერგიშვილი, მერაბიშვილი, ებანიძე, კურდღელაშვილი, ხვისტანი, დადიანი, ბუნტური. 

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

უმაღლესი ლიგა. “დილა” საქართველოს ჩემპიონია, “დინამომ” “ზუგდიდი” არ დაინდო

დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის მატჩები. საქართველოს ჩემპიონი გორის “დილა” გახდა. უჩა სოსიაშვილის გუნდი ჩემპიონატის ისტორიაში პირველად გავიდა პირველ ადგილზე და აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ეს ტურნირის დასრულებამდე შეძლეს.

Fanebi.Com მატჩების ანგარიშებს შემოგთავაზებთ.

“ჩიხურა”(საჩხერე) 2:1 “გურია”(ლანჩხუთი)

გოლი: კუჭუხიძე ’33; ოდიკაძე ’36(პ) – ზოზულია ’88

“სამტრედია”(სამტრედია) 0:1 “დილა”(გორი)

გოლი: კვახაძე ’43

“სიონი”(ბოლნისი) 1:0 “დინამო”(ბათუმი)

გოლი: მედინა ’80

“კოლხეთი”(ფოთი) 3:0 “მერანი”(მარტვილი)

გოლი: ჯიქია ’84, კაკულია ’90, გიგაური ’90

“დინამო”(თბილისი) 7:0 “ზუგდიდი”(ზუგდიდი)

გოლი: ჭანტურიშვილი ’15; ’80, პაპუნაშვილი ’17, ჩირგაძე ’40; ’66; ’90, ჯიღაური ’78

“მეტალურგი”(რუსთავი) 0:0 “ვიტ-ჯორჯია”(თბილისი)

“შუქურა”(ქობულეთი) 0:0 “ცხინვალი”(ცხინვალი)

“ზესტაფონი”(ზესტაფონი) 0:3 “ტორპედო”(ტორპედო) – ტექნიკური წაგება

უმაღლესი ლიგა: 28-ე ტურის პრევიუ

უმაღლესი ლიგის დასრულებამდე სამი ტური რჩება და სატურნირო ცხრილს გორის “დილა” 5 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გორულ კლუბს ჩემპიონობის საკმაოდ კარგი შანსი აქვს. დღევანდელ ტურში “დილას” ბოლო სერიოზული გამოცდა ელის, რომლის ჩაბარებაც სოსიაშვილის შეგირდებს სამტრედიაში, ადგილობრივ კლუბთან მოუწევთ. მოახლოებულ მატჩს გორელები საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება, რაც მათ შანსებს ბუნებრივია ზრდის. სამტრედიელთა ფიქრები კი თასის ფინალთანაა დაკავშირებული.

გორელთა მდევარი, ბათუმის “დინამო” ძალებს ბოლნისის “სიონთან” მოსინჯავს, რომელიც უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძის. გასულ ტურში ბოლნისელებმა ქუთაისში ბოლო წუთზე დასანანი მარცხი იწვნიეს და 23 ქულით მე-15 პოზიციაზე დარჩნენ. მორიგი წარუამტებელი მატჩის შემთხვევაში ბურდულის გუნდი მდგოამრეობას კიდევ ურთო გაირთულებს. ბათუმელები კი საჩემპიონოდ თუ აღარ, მეორე პოზიციის შესანარჩუნებლად მაინც იბრძვიან და თბილისის “დინამოსთან” ფრის შედმეგ დედაქალაქელებთან უპირატესობის მინიმუმ შენარჩუნებას ეცდებიან.

თავის მხრივ თბილისის “დინამო” საკუთარ შეხვედას საშინაო ასპარეზზე, “ზუგდიდის” წინააღმდეგ გამართავს. მეგრულმა კლუბმა გასულ ტურში “ჩიხურასთან” მოპოვებული ქულით მიმდინარე სეზონის მიზანი შეასრულა და უმაღლესში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. ნათელია, რომ წყვილში აშკარა ფავორიტი თბილისური კლუბია, რომელიც შეხვედრას დისკვალიფიცირებული კაპიტნის, ლაშა თოთაძის გარეშე ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ ლევან წურწუმიას სახით დანაკლისი “ზუგდიდსაც” აქვს.

გამორჩეულ შეხვედრას უმასპინძლებს რუსთავი, სადაც “ფოლადზე” ერთმანეთს უმაღლესიდან გავარდნის მთავარი პრეტენდენტები, “მეტალურგი” და “ვიტ ჯორჯია” გაეჯიბრებიან. წაგებული გუნდი ელიტაში დარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად შეიმცირებს, ფრის შემთხვევაში კი პირველ ლიგაში გამგზავრებას ორივე გუნდი რისკავს. ასე რომ, ხვალ რუსთავში 3 ქულისთვის დიდი ბრძოლა გაიმართება.

 

ტურის ყველა მატჩი

13.05 17:00 სამტრედია სამტრედია -:- დილა დილა დაწვრილებით
13.05 17:00 კოლხეთი კოლხეთი -:- მერანი მერანი დაწვრილებით
13.05 17:00 მეტალურგი მეტალურგი -:- ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია დაწვრილებით
13.05 17:00 შუქურა შუქურა -:- ცხინვალი ცხინვალი დაწვრილებით
13.05 17:00 ზესტაფონი ზესტაფონი -:- ტორპედო ტორპედო დაწვრილებით
13.05 17:00 სიონი სიონი -:- დინამო ბათუმი დინამო ბათუმი დაწვრილებით
13.05 17:00 დინამო თბილისი დინამო თბილისი -:- ზუგდიდი ზუგდიდი დაწვრილებით
13.05 17:00 ჩიხურა ჩიხურა -:- გურია გურია დაწვრილებით

 

“დილა” ტიტულს მიუახლოვდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის მატჩები, რომლის შედეგად გორის “დილამ” ლიდერობა განიმტკიცა და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მეორე ადგილთან უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. გორელებმა საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთი” მიიღეს და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლიეს. მეორე ტაიმის დებიუტში გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი ირაკლი მოდებაძე გახდა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა ტურის ცენტრალური შეხვედრა რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ “დილას” მთავარი კონკურენტები, ბათუმის და თბილისის “დინამოები” წარსდგნენ. უმაყურებლო “ჩელე არენაზე” გატანის და სამი ქულის მოპოვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკური ფრით დასრულდა.

დინამო ბათუმი 0-0 დინამო თბილისი

დილა 1-0 კოლხეთი

გოლი: მოდებაძე 46′ 

გურია 3-1 სამტრედია

გოლები: ისიანი 19′ (1:0); ზოზულია 42′ (2:0); ზოზულია 50′ (2:1 ს.კ.); შეველი 90′ (3:1);

ზუგდიდი 1-1 ჩიხურა

გოლები: მეგრელიშვილი 35′ (1:0); ჩიკვაიძე 38′ (1:1);

ტორპედო 1-0 სიონი

გოლი: კვარაცხელია 89′

ცხინვალი 3-0 ზესტაფონი – ტექნიკური შედეგი

შეგახსენებთ, რომ ტური გუშინ გამართული ორი შეხვედრით დაიწყო, რომლებშიც “მერანმა” “მეტალუგს სძლია, ხოლო “შუქურამ” – “ვიტ ჯორჯიას”. 

აჭარლები შინ სამი ქულით ბრუნდებიან

დღეს საქართველოს უმაღლესი ლიგის 27-ე ტური დაიწყო. ორიდან ერთ-ერთი შეხვედრა „მცხეთა პარკზე“ გაიმართა, სადაც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლმა „ვიტ-ჯორჯიამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა.

ამ ტურის წინ „ვიტელები“ 22 ქულით ბოლო ადგილზე იყვნენ, ხოლო „შუქურა“ 34 ქულით ქუთაისის „ტორპედოსთან“ მეათე ადგილს იყოფდა.

შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ორივე გუნდი ბურთს ფლობდა, თუმცა განსაკუთრებული მომენტებით არ გამორჩეულა. ნელ-ნელა მასპინძლებმა პირველ ნორმად თამაში დაიწყეს. აღსანიშნავი იყო მათი მარჯვენა ფლანგიდან შეტევები, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ექვსი ნომერი ბადრი დემეტრაშვილი იყო. მე-17 წუთზე „ვიტ-ჯორჯიამ“ პირველი კუთხური მოაწოდა. თბილისელები შეტევას აგრძელებდნენ – მე-19 წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულს ელგუჯა ლობჯანიძე თავით ვერ მიწვდა. ცოტა ხანში, კერძოდ კი 22-ე წუთზე, პირველი კუთხური აჭარლებმაც მოაწოდეს, რომელსაც განსაკუთრებული არაფერი მოჰყოლია. 24-ე წუთზე საჯარიმოს ხაზთან გიორგი გეთიაშვილის დარტყმა „შუქურას“ მეკარისთვის პრობლემა არ ყოფილა. 28-ე წუთზე ვალიკო გახარიამ თითქმის ცენტრში დანიშნული ჯარიმის შედეგად ბურთი მეტოქის საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, თუმცა გეთიაშვილი თამაშგარეში მოხვდა. ცოტა ხანში მასპინძებმა უფრო სახიფათო ჯარიმა შეასრულეს – ამჯერად მათ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდეს, თუმცა ამ პასს ადრესატი არ ჰყოლია. აღსანიშნავია, რომ „ვიტელები“ შეტევების დასრულებას ჩაწოდებებით ხშირად ცდილობდნენ. 34-ე წუთზე „შუქურას“ კართან შექმნილი არეულობის შემდეგ სტუმართა მცველებმა ნელი დარტყმულის კარის ხაზიდან გამოტანა შეძლეს. 44-ე წუთზე სტუმართა ზაზა ტუღუშმა მასპინძლებს გაუტანა, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში პუკანიჩის დარტყმულს „ვიტ-ჯორჯიას“ მცველი გადაეღობა და ბურთი კუთხურზე გადავიდა. ცოტა ხანში ეპიზოდი „შუქურას“ კართანაშ შეიქმნა – კახაბრიშვილის ჩაწოდებას ლობჯანიძე გამოეხმაურა, რომელიც აკრობატული დარტყმით გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა ბურთი მეტოქის კარს დიდი მანძილით ააცილა. ამის შემდეგ თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა – ერთ-ერთ ეპიზოდში „ვიტ-ჯორჯიას“ მცველმა გიორგი გეთიაშვილმა თავის ტრავმა მიიღო. 70-ე წუთზე არჩილ ტვილდიანი მარჯვენა ფლანგზე მეტოქეს ჩინებულად გასცდა და საჯარიმოში შესულმა პასი ზვიად მეტრეველს გაუკეთა, რომელსაც ნელი და ზუსტი დარტყმის განხორცეიელება არ გასჭირვებია – 0:1.

ამის შემდეგ მასპინძლებს ანგარიშს გათანაბრების რამდენიმე შანსი ჰქონდათ. 87-ე წუთზე შოტა თავლაბერიძის ერთი შეხებით ლამაზი და უძლიერესი დარტყმა მეკარე კაკალაძემ ერთი ხელით მოიგერია, დანიშნული კუთხურის შედეგად „შუქურამ“ კონტრშეტევა დაიწყო, რომლის ბოლოს მეტრეველს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მას მცველებმა აჯობეს და კუთხურიც დაინიშნა. ცოტა ხანში თავისი გუნდის უპირატესობის გაზრდა გიორგი კუხიანიძესაც შეეძლო, რომელმაც საჯარიმოს ხაზთან ახლოს დაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხსენებული პაუზის გამო მსაჯმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა, რომლის დროსაც აჭარლები შეტევას აგრძელებდნენ. კუხიანიძემ შეცვლაზე შესულ პაულო ვიქტორს ჩინებული პასი გაუკეთა, თუმცა ბრაზილიელი თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა. ორ წუთში პუკანიჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. საბოლოოდ, 0:1 და „შუქურა“ 37 ქულით მინიმუმ ხვალამდე მეშვიდე ადგილზე ავიდა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „მერანმა“ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის კიდევ ერთი მებრძოლი გუნდი დაამარცხა – მარტვილელებმა რუსთავის „მეტალურგს“ ანგარიშით 3:0 მოუგეს.

„ვიტ-ჯორჯია“ – „შუქურა“ 0:1
გოლი: მეტრეველი 70′
„მცხეთა პარკი“
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

„ვიტ-ჯორჯია“: შეროზია, გეთიაშვილი, საბაძე, კალანდია, მაისურაძე, დემეტრაშვილი, დავლაშელიძე, კახაბრიშვილი, გახარია, დანელია, ლობჯანიძე

„შუქურა“: კაკალაძე, ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, კუხიანიძე, პუკანიჩი, ტუღუში, ხუჭუა, მეტრეველი, კოპალიანი

უმაღლესი ლიგა: 27-ე ტურის პრევიუ

უმაღლესი ლიგა დასასრულს უახლოვდება, სატურნირო ცხრილში კი დაძაბულობა პიკს აღწევს. მომდევნო, რიგით 27-ე ტური სტარტს დღეს ორი მატჩით აიღებს, რომლებშიც უმაღლესში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ქობულეთში, “შუქურა”, რომელსაც საუეკთესოთა შორის დარჩენა გარანტირებული აქვს “ვიტ ჯორჯიას” მიიღებს. ვეტერენარები ერთი შეხედვით უშანსოდ იყვნენ, მაგრამ “სიონთან” მოგების, და “ზესტაფონთან” ტექნიკური 3:0-ის შემდეგ კონკურენტებს მიუახლოვდა და კიდევ ერთი გამარჯვებით, შესაძლოა, პლეიოფის ზონაშიც დაიმკვიდროს ადგილი. საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი მარტვილში, სადაც “მერანს” “მეტალურგი” ესტუმრება. მართალია, მარტვილელებმა მეორე წრე ცუდად დაიწყეს და ლობასის გუნდს გავარდნის საფრთხეც შეექმნა, მაგრამ უკანასკნელ მატჩებში მოპოვებული ქულებით მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების ალბათობა ძალიან შემცირდა. “მეტალურგში” არსებული სიტუაციის შესახებ კი ყველამ კარგად იცის. უფულოდ და პირობების გარეშე დარჩენილი გუნდი თამაშს თამაშზე აგებს და უმაღლესის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატიც არის.

უმაღლესის ლიდერი, გორის “დილა” ტურში ხვალ, ფოთის “კოლხეთთან” საშინაო მატჩით ჩაებმაბა. გორელებს თბილისის “დინამოსთან” სათასო წაგების შემდეგ 8 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ, რაც მათ დამაჯერებელ ლიდერობას სავსებით ლოგიკურს ხდის. თუმცა, მოახლოებულ ტურში გორელებს მეტოქეც საკმაოდ უხერხული ჰყავთ. ფოთელებს უკანასკნელი 6 მატჩი არ წაუგითა და ქულები ლიდერთა ჯგუფში მყოფ “სამტრედიას” და “დინამოსაც” დააკარგვინეს.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება ქობულეთში, “ჩელე არენაზე” შედგება, სადაც ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” მიიღებს. შეხვედრის შედეგ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან წაგებული გუნდი საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდება, ფრის შემთხვევაში კი “დილასთან” ბრძოლის გამართვის შანსს ორივე გუნდი დაკარგავს. საქართველოს ყველაზე წარმატებული “დინამოების” ურთიერთშეხვედრების ისტორია საქართველოს ჩემპიონატებში 46 მატჩს ითვლის. აქედან 33-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 6 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მატჩი სფფ-ის სანქციების გამო უმაყურებლოდ ჩატარდება.

 

ტურის ყველა მატჩი

08.05 17:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია -:- შუქურა შუქურა დაწვრილებით
08.05 17:00 მერანი მერანი -:- მეტალურგი მეტალურგი დაწვრილებით
09.05 17:00 გურია გურია -:- სამტრედია სამტრედია დაწვრილებით
09.05 17:00 ზუგდიდი ზუგდიდი -:- ჩიხურა ჩიხურა დაწვრილებით
09.05 17:00 დინამო ბათუმი დინამო ბათუმი -:- დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით
09.05 17:00 ტორპედო ტორპედო -:- სიონი სიონი დაწვრილებით
09.05 17:00 ცხინვალი ცხინვალი -:- ზესტაფონი ზესტაფონი დაწვრილებით
09.05 17:00 დილა დილა -:- კოლხეთი კოლხეთი დაწვრილებით