კორბინი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს

„იუტა ჯაზთან“ წარმატებული მუშაობის მიუხედავად, ტაირონ კორბინი კლუბთან კონტრაქტის გახანგძლივებას არ ჩქარობს.

„არა, მოლაპარაკებს თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე ახლა არ დავიწყებ. „ჯაზის“ ხელმძღვანელობას აღნიშნულ საკითხზე მოახლოებული სეზონის დასრულების შემდეგ გავესაუბრები“, – განაცხადა კორბინმა.

აქედან გამომდინარე, სპეციალისტმა ბოლო დროს გავრცელებული ჭორები უარყო, რომელთა თანახმადაც, იგი უახლოეს დროში „ჯაზმენებთან“ ახალ კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაიან კუკმა „იუტა ჯაზის“ წინადადება მიიღო

თავისუფალი აგენტი ბრაიან კუკი ახალი სეზონისთვის მზადებას „იუტა ჯაზში“ დაიწყებს, რის შესახებაც Deseret News-ის ჟურნალისტი ჯოდი გენესი წერს.

32 წლის ფორვარდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2003 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა. გასული სეზონის მეორე ნაწილში კი კუკი პუერტო-რიკოს ჩემპიონატში თამაშობდა.

სხვადასხვა წლებში ბრაიანი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“, „ორლანდო მეჯიკის“, „ჰიუსტონ როკეტსის“, „ლოს-ანჯელეს კლიპერსისა“ და „ვაშინგტონ უიზარდსის“ ღირსებას იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

”იუტა ჯაზმა” მაკნილი გაუშვა

”იუტა ჯაზმა” შემტევი უკანახაზელის ჯერელ მაკნილის გაშვება დაადასტურა, რის შესახებაც The Salt Lake Tribune იტყობინა.

აქედან გამომდინარე, 25 წლის კალათბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მაკნილი ”ჯაზს” 27 მარტს შეუერთდა. თავიდან მან ზედიზედ ორ 10-დღიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც გუნდის უკვე სრულყოფილი მოთამაშე გახდა. იუტაში გადასვლამდე, მაკნილი  D-ლიგაში მოასპარეზე ”ბეიკერსფილდის” შემადგენლობაში გამოდიოდა, რომლის მაისურითაც 44 ჩატარებულ მატჩში მისმა საშუალო მაჩვენებელმა 18,1 ქულა, 3 მოხსნა და 5,5 გადაცემა შადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი