მარტინო: “მესის და ვალდესის ღირსეული შემცვლელები გვყავს”

ხერარდო მარტინოს თქმით, ბარსელონას საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს მესის და ვალდესის სახით, იუწყება ესპანური პრესა.
“მიუხედავად გუნდის ლიდერების ტრავმებისა, ბარსელონას აქვს იმის რესურსი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს  და საუკეთესო მეკარეს სათანადო შემცვლელები მოუძებნოს. ვფიქრობ, არ არის იმის საშიშროება, რომ გუნდმა უფრო სუსტად ითამაშოს. ასეთი სიტუაციები ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს” – განაცხადა მარტინომ.

ვალდესი: “ბარსელონა” მესიზე დამოკიდებული ყოველთვის იქნება”

კატალონიის “ბარსელონას” მეკარე, ვიქტორ ვალდესი აცხადებს, რომ გუნდი არგენტინელ ლიონელ მესიზე დამოკიდებული ყოველთვის იქნება, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

“მე რომ მკითხოთ, “ბარსელონა” მესიზე დამოკიდებული ყოველთვის იქნება, რადგან ლიონელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც მესი მოედანზეა, ჩვენ, მისი თანაგუნდელები, მშვიდად ვართ და ვიცით, რომ მატჩს წარმატებით დავასრულებთ”, – ამბობს 31 წლის კარის დარაჯი.

ვიქტორ ვალდესის ბრწყინვალე სეივი “ბეტისთან” მატჩში

10 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბეტისმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო. მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, 1:4 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “ბლაგაურანას” მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა ბრწყინვალე სეივი განახორციელა.

აბიდალს ვალდესის “მონაკოში” ხილვა სურს

ფრანგული “მონაკოს” მცველი, ერიკ აბიდალი აცხადებს, რომ ის თავის გუნდში კატალონიის “ბარსელონას” მეკარეს, ვიქტორ ვალდესს დიდი სიამოვნებით იხილავდა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კარის დარაჯს “ბლაგაურნასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რის შემდეგაც, არ არის გამორიცხული, მან გუნდი გამოიცვალოს.

“თუ მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ, ჩვენი გუნდი ბევრისათვის უფრო მიმზიდველი გახდება. რაც შეეხება ვიქტორ ვალდესს, მას “მონაკოში” დიდი სიამოვნებით ვიხილავდი”, – ამბობს აბიდალი.