რეალმა ვალიადოლიდს ვერ მოუგო

მადრიდის “რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსი ფაქტობრივად დაკარგა. პრიმერას 34-ე ტურის გადადებულ მატჩში ანჩელოტის შეგირდები ვალიადოლიდს სტუმრობდნენ. აღსანიშნავია,რომ მადრიდელთა ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ მე-9 წუთზე ტრავმის გამო მოითხოვა შეცვლა და მატჩი ვეღარ გააგრძელა.

“რეალი” 35-ე წუთზე სერხიო რამოსმა დააწინაურა. ყველაფერი მადრიდელების მორიგი გამარჯვებისკენ მიდიოდა, თუმცა 85-ე წუთზე ჰუმბერტო ოსორიომ ანგარიში გათანაბრება მოახერხა და “რეალის” საჩემპიონო შანსები ძალიან შეამცირა.

აღნიშნული მატჩის შემდეგ “რეალი” მესამე პოზიციაზე რჩება და ლიდერ “ატლეტიკოს” 4-ით, ხოლო მეორეზე მყოფ “ბარსელონას” – 3 ქულით ჩამორჩება.

პეპეს ახალი ვარცხნილობა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი პეპე “ვალიადოლიდთან” გასამართ მატჩს ახალი ვარცხნილობით შეხვდა.

1

2

3

სერხიო რამოსი ბრწყინვალე ფორმაშია – მშვენიერი საჯარიმო “ვალიადოლიდის” კარში

სერხიო რამოსი მშვენიერ ფორმაშია. ამჯერად, მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ვალიადოლიდის” კარის აღება საჯარიმო დარტყმით მოახერხა.

ნეიმარის საშინლად შესრულებული დარტყმა “ვალიადოლიდთან” მატჩში

8 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ვალიადოლიდსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (1:0), ნეიმარმა მეტოქის კარის მიმართულებით ძალიან ცუდად დაარტყა.

როცა რონალდუ არაა, „რეალში“ ბეილი მეფობს (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XV ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვალიადოლიდი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის შუაწელს, სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს: ანგარიში 33-ე წუთზე გარეტ ბეილმა გახსნა, მოგვიანებით უელსელის პასით თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა. 64-ე წუთზე ბეილმა მეტოქე გუნდის მცველების შეცდომით ისარგებლა და „რეალის“ უპირატესობა გაზარდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, უელსელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 4:0.

ამრიგად, ბეილმა „სამეფო კლუბის“ რიგებში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს ტრავმირებული კრიშტიანო რონალდუ, რომელსაც გვერდს ირინა შეიკი უმშვენებდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XV ტური
„რეალი“-„ვალიადოლიდი“ 4:0 (2:0)

გოლები: ბეილი 33′, 64′, 89′, ბენზემა 36′.
გაფრთხილებები: პეპე 71′ – ლუის სასტრე 81′.