ვან დერ ვაარტმა “ბეტისი” დაადასტურა

გამოცდილი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი პრიმერაში ბრუნდება. ჰოლანდიელი ფეხბურთელი კარიერას სეგუნდა დივიზიონიდან დაწინაურებულ ბეტისში გააგრძელებს და კლუბის პირველი ახალწვეული გახდება.

“მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია. “ბეტისის” სპორტულ დირექტორთან საინტერესო საუბარი ქონდა. მან კლუბის მაღალ ამბიციებში დამარწმუნა. საქმე ძალიან კარგ პროექტთან გვაქვს” – თვლის 32 წლის ფეხბურთელი.

De Telegraaf-ის ცნობით, ვან დერ ვაარტს ყველაზე მეტად “აიაქსის” წინადადება ხიბლავდა, თუმცა საბოლოოდ ძალების მოსინჯვა “ბეტისში” გადაწყვიტა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.

ანჩელოტიმ ჩიჩარიტოს მომავალზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის თქმით “მანჩსეტერიდან” იჯარის წესით დამატებული ჩიჩარიტოს მომავალის სეზონის ბოლოს გაირკვევა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროფესიონალის თავის გუნდში ყოლას ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა.

იუნაიტედი ნაინგოლანს აკვირდება

ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერის” სკაუტები რაჯა ნაინგოლანს კვლავ აკვირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ “რომა” ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდება, ნაინგოლანი დიდი ალბათობით კლუბს გამოიცვლის.

რეალი კასილიასს შეელევა?

ესპანური პრესის ცნობით მადრიდის “რეალი” სეზონის დასრულების შემდეგ იკერ კასილიასს გაასხვისებს. მის შემცვლელად მადრიდელები “მანჩესტერელ” დავიდ დე ხეას მოიაზრებენ.

ევერტონი და ნიუკასლი ბოლასისთვის იბრძვიან

“ევერტონი” და “ნიუკასლი” “კრისტალ პელასთან” იანიკ ბოლასის ტრანსფერის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მოთამაშის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 15 მილიონი გირვანქაა.

ტრაბზონპორს ვან დერ ვაარტი სურს

თურქული “ტრაბზონსპორი” რაფაელ ვან დერ ვაარტს კონტრაქტს შესთავაზებს. ჰოლანდიელი ნახევარმცველი ზაფხულში “ჰამბურგს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ვან დერ ვაარტმა დაასახელა ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია

“ჰამბურგის” ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა დაასახელა ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ნახევარმცველს “ჰამბურგის” გარდა, კარიერის განმავლობაში ამსტერდამის “აიაქსის”, მადრიდის “რეალისა” და ლონდონის “ტოტენჰემის” ღირსებას იცავდა. ასევე, მას ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ასზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ვან დერ ვაარტმა კრიშტიანო რონალდუ, არიენ რობენი, სერხიო რამოსი, კაკა და რობინ ვან პერსი გამოარჩია.

ვან დერ ვაარტი: “ოქროს ბურთს რონალდუ იმსახურებს”

გერმანული “ჰამბურგის” ნახევარმცველი, რაფაელ ვან დერ ვაარტი აცხადებს, რომ ოქროს ბურთს მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, რონალდუ ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლება.

“ყველას, მათ შორის “ჰამბურგის” ახალგაზრდა ფეხბურთელებს, სურთ, რომ რონალდუს მსგავსად ითამაშონ. კრიშტიანო ჩინებული ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესოა, რის გამოც ოქროს ბურთს იმსახურებს”, – ამბობს ვან დერ ვაარტი.