გალიანი: “ვან გინკელს “ჩელსიში” დარჩენა სურდა”

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ მარკო ვან გინკელს ლონდონის “ჩელსიში” დარჩენა სურდა.

შეგახსენებთ, რომ “როსონერიმ” 21 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი რამდენიმე დღის წინ “ჩელსიდან” იჯარით გადმოიბირა.

“თავდაპირველად, ვან გინკელს ჩვენთან გადმოსვლა არ სურდა, ამიტომ მას ულტიმატუმი წავუყენე. შემდეგ, მივხვდი, რომ მარკოს ასე ვერ დავითანხმებდი და ვუთხარი, რომ ვხუმრობდი.

ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელს აუხსნა, რომ ახლა მისი “მილანში” გადასვლა სწორი იქნებოდა, ასევე მასთან დე იონგმა და ტორესმაც ისაუბრეს”, – ამბობს გალიანი.

ვან გინკელი ექვს თვეს გამოტოვებს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცევლი, მარკო ვან გინკელი მუხლზე მიღებული ტრავმის გამო ექვსი თვით იუქმებს.

ახალგაზრდა ჰოლანდიელმა, რომელიც “ვიტესიდან” “ჩელსიში” გასულ ზაფხულს გადავიდა, ლონდონელთა რიგებში მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოახერხა.

20 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ინგლისის ლიგის თასზე, “სვინდონთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო.

სავარაუდოდ, მარკო ვან გინკელი მოედანს აპრილში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიში” კიდევ ერთი ტრავმირებულია – რამირესი “ტოტენჰემთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.