დილეო ვაშინგტონში იმუშავებს

„ფილადელფია სიქსერსის“ გენერალური მენეჯერი ტონი დილეო კარიერას აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში გააგრძელებს.

ცნობილია, რომ გამოცდილი სპეციალისტი „უიზარდსის“ ხელმძღვანელებთან გააფორმებს კონტრაქტს. ამის შესახებ, ცნობას Yahoo! Sports-ის ცნობილი ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკიც ავრცელებს.

სავარაუდოდ, ახალ სამუშაო ადგილას 58 წლის დილეო სკაუტის ფუნქციებს შეასრულებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

უოლი: „პლეი-ოფში უნდა გავიდეთ“

„ვაშინგტონ უიზარდსის“ გამთამაშებელი ჯონ უოლი თვლის, რომ მის გუნდს ახალ სეზონში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში გასასვლელად საჭირო რესურსი გააჩნია.

„უიზარდის“ მიზანი – პლეი-ოფში გასვლაა. ამისთვის ყველაფერი გაგვაჩნია. ხელს მხოლოდ ტრავმები თუ შეგვიშლიან“, – განუცხადა უოლმა ESPN.com-ს.

„რაც შეეხება ჩემს გარშემო შექმნილ სიტუაციას, იმ შემთხვევაში, თუ ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებდი, ჩემზე მაინც დიდი ზეწოლა განხორციელდებოდა“, – დაასრულა 23 წლის კალათბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი