ვენგერი “ინტერის” შემტევით ინტერესდება და სერიოზულ თანხას ჩამოდის

“Corriere dello Sport”-ი იტყობინება, რომ “არსენალის” მწვრთნელი, არსენ ვენგერი სერიოზულად არის დაინტერესებული “ინტერის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, მაურისიო იკარდის შეძენით. მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ 23 წლის მოთამაშის აგენტი და ცოლი, უანდა ნარა ლონდონში “მეთოფეთა” ბოსებს შეხვდა და ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა.

ირკვევა, რომ ინგლისელები 40-დან 50 მილიონ ევრომდე თანხას ჩამოდიან არგენტინელში. თუ იკარდი “არსენალში” გადავა, ის 6 მილიონ ევროს მიიღებს ყოველ წელს ხელფასის სახით.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში მაურისიომ “სერია ა”-ს 29 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

“არსენალის” ლეგენდა ვენგერს: “იყიდე ვინმე!”

ლონდონის “არსენალმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ გრანიტ ჯაკა შეიძინა მიუხენგლადბახის “ბორუსიადან”. მათ ჯეიმი ვარდის შეძენის შესანიშნავი შანსი დაკარგეს…

ლონდონური კლუბის ლეგენდარულმა მეკარემ, დევიდ სიმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “მეთოფეებს” ტრანსფერები სჭირდებათ წარმატების მისაღწევად. მეტიც, მან საჯაროდ მოუწოდა არსენ ვენგერს, რომ გუნდში მოთამაშეები დაიმატოს.

“არსენალს” აუცილებლად სჭირდება ლიდერის თვისებების მქონე ცენტრალური ნახევარმცველი. ჩვენ ვიხილავთ მომავალში, თუ რა შეუძლია ჯაკას, მაგრამ ახლა ვიერას მსგავსი პერსონაა საჭირო. ასევე, კარგი იქნება, თუ “მეთოფეები” შემტევითაც გაძლიერდებიან.”

“ვენგერი წარმატებას ვერ აღწევს რამდენიმე წელია. მან გულშემატკივრებს იმედი უნდა დაუბრუნოს. ამისთვის კი რესურსია აუცილებელი!” – განაცხადა სიმანმა.

 

“არსენალი” მორატას “მსუყე” ხელფასიან კონტრაქტს უმზადებს

ტურინის “იუვენტუსში” წარმატებულად ჩატარებული 2 სეზონის შემდეგ, ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო მორატა მადრიდის “რეალში” დაბრუნდა. “ბებერ ქალბატონთან” დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე დაყრდნობით, მადრიდულმა გრანდმა მორატა 23 მილიონ ფუნტად გამოისყიდა.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელით რამდენიმე დიდი გუნდი ინტერესდება. ზიდანი კი მორატას მინიმუმ 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსენ ვენგერი სერიოზულად არის დაინტერესბული 23 წლის ფორვარდის შეძენით და მას “არსენალში” გადასვლის შემთხვევაში 144 000 ფუნტს ჰპირდება კვირაში ხელფასის სახით. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა ამ მეტად მაცდურ წინადადებას ალვარო მორატა.

ოფიციალურად:”არსენალმა” ახალგაზრდა შემტევი გაიფორმა!

როგორც ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი წერს, “მეთოფეებმა” იაპონელი ფეხბურთელი, ტაკუმა ასანო გაიფორმეს. 21 წლის მოთამაშე “არსენალში” “ჯეი-ლიგის” გუნდ “სანფრეს-ჰიროშიმადან” გადავიდა. კონტრაქტის პირობები არ საჯაროვდება.

აქვე გეტყვით, რომ ყოფილ კლუბში ასანო 2013 წლის იანვარში ჩაირიცხა. მაშინ იგი 18 წლის იყო. გამოუცდელმა ფეხბურთელმა “ჯეი-ლიგაში” 56 მატჩი ჩაატარა და 11-ჯერ შეძლო მეტოქის კარის დასველება. 2013 და 2015 წლებში მან იაპონიის ჩემპიონატი, 2013, 2014 და 2015 წლებში “იაპონიის სუპერ თასი” მოიგო. 2015 წელს ის “ჯეი ლიგის” საუკეთესო ახლაწვეულად დასახელდა.

ვენგერი: “შესვენებამ სანჩესზე კარგად იმოქმედა”

მას შემდეგ, რაც ლონდონის “არსენალმა” ალექსის სანჩესის გოლის წყალობით “ბარნლი” დაამარცხა და ასოციაციის თასის მერვედფინალში გავიდა, გუნდის თავკაცმა ჩილელი ნახევარმცველის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი.

“ვფიქრობ, რომ ორთვიანი შვებულება მისთვის საკმარისზე მეტი იყო. მის მდგომარეობაზე დიდად არ მინერვიულია.

თავადაც ნახეთ, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია. ამ შესვენებამ მასზე კარგად იმოქმედა.” – განაცხადა არსენ ვენგერმა.

აქვე გეტყვით, რომ “არსენალის” მომდევნო მეტოქე “საუთჰემპტონი” იქნება, რის შემდგომაც “მეთოფეები” გასვლაზე “ბორნმუთს” დაუპირისპირდებიან.

 

ვენგერი: “მერტესაკერი მოედნიდან დიეგო კოშტამ გააძევა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ჩელსისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ დიეგო კოშტაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს გამართულ მატჩში მე-18 წუთზე პერ მერტესაკერმა წითელი ბარათი კოშტასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო.

“მერტესაკერი მოედნიდან დიეგო კოშტამ გააძევა – ვერ ვიტყვით, რომ ეს მართალი არ არის. მან ჩვენთან გამართულ ორ შეხვედრაში მსაჯს ორი ფეხბურთელი გააძევებინა… ის ჭკვიანია.

იყო თუ არა წესების დარღვევა? ვიდეოს ვნახავ და ამ ეპიზოდს შემდეგ შევაფასებს. დიეგო კოშტასთან პრეტენზიები არ მაქვს”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.Com-ი.

არსენ ვენგერი “ოლიმპიაკოსთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

9 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ოლიმპიაკოსსა” და “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, არსენ ვენგერი საინტერესო მომენტში დააფიქსირეს.

7 შემთხვევა, როცა მწვრთნელი წყობიდან გამოვიდა

დელიო როსი – ადემ ლაიალიჩი

არსენ ვენგერი – ჟოზე მოურინიო

ალან პარდიუ – არსენ ვენგერი

რობერტო მანჩინი – დევიდ მოიესი

სახეზე შეხება არ შეიძლება

ლუის არაგონესი – სამუელ ეტოო

ლოპოტეგი – ჟორჟე ჟესუსი

ვენგერმა უოლკოტს დარჩენა ურჩია

“არსენალის” მთავარმა მწვთნელმა, არსენ ვენგერმა ინგლისის თასის მოგების შემდეგ თეო უოლკოტს ლონდონურ კლუბში დარჩენა ურჩია.

“არ მესმის, რატომ არ უნდა დარჩეს უოლკოტი “არსენალში”. ტრავმის გამო მას საკმაოდ ბევრი დრო გაუცდა. ახლა თეოს ძალიან საინტერესო ასაკი აქვს. დიდ გამოცდილებასთან ერთად ის ფიზიკური ფორმის პიკზეა. ვფიქრობ, ის ჩვენთან უნდა დარჩეს” – განაცხადა ვენგერმა.

არსენ ვენგერის რეაქცია, როცა აარონ რემზიმ ბურთი ძელს გაარტყა (ვიდეო)

24 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, აარონ რემზიმ ბურთი ძელს გაარტყა, რის შემდეგაც კამერებმა არსენ ვენგერის რეაქცია დააფიქსირეს.

“არსენალის” ფანი მოედანზე შეიჭრა და არსენ ვენგერს დაუყვირა (ვიდეო)

1 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “საუთჰემპტონსა” და “არსენალს” შორის გამართული მატჩის (2:0) მიმდინარეობისას მოედანზე “მეთოფეთა” ერთ-ერთი ფანი შეიჭრა, რომელმაც არსენ ვენგერს დაუყვირა.

ვენგერმა ბოდიში მოიხადა

“არსენალის” მწვრთნელი არსენ ვენგერი ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტს ნანობს. შეგახსენებთ, “ჩელსისთან” მატჩის მსვლელობისას, რომელიც არისტოკრატთა გამარჯვებით დასრულდა, ფრანგ და პორტუგალიელ სპეციალისტებს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა.

“ამ ისტორიას საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმეს. ვფიქრობ, ის მომენტი რეაქციის გარეშე უნდა გამეტარებინა. საფეხბურთო მოედანზე ასე არ იქცევიან.

მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ძალადობას და ამიტომ ბოდიშს ვიხდი. თუმცა, ეს თამაშია, რომელშიც ყოველთვის არის გარკვეული დაძაბულობა” – განაცხადა ვენგერმა.