ლონდონის “არსენალის” მთავარმი მწვრთნელმი არსენ ვენგერმი, ჟურნალისტებს ნიკლას ბენდტნერის მდგომარეობაზე ესაუბრა. ვენგერის თქმის, დანიელი ფორვარდი გუნდს ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ტრავმა ბენდტნერმა პრემიერლიგის მეოცე ტურის მატჩში მიიღო, რომელიც პირველ იანვარს გაიმართა და “არსენალმა” “კარდიფ სიტი” 2-0 დაამარცხა.
“ბენდტნერი ერთ თვეს გამოტოვებს. მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ ტრავმა უფრო სერიოზული ყოფილიყო, ასე რომ ეს კარგი ამბავია” – განაცხადა ვენგერმა.