Football365-ის ცნობით, “ბარსელონას” კიპერმა ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ მალე კატალონიურ გუნდს დატოვებს და საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგდება.
წყაროს ინფორმაციით, ესპანელი მეკარის არჩევანი “მონაკოა”, რომელთანაც შეთანხმება უახლოეს პერიოდში გაფორმდება. ზუსტი დრო არ სახელდება. სავარაუდოდ, აღნიშნული ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელდება. ფეხბურთელი წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კონტრაქტი ოთხი წლის ვადით გაფორმდება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალდესის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენდა.
ბექა დოგრაშვილი